Home სხვადასხვა დაიჯესტი რცხვენოდა და არ აცხადებდა

რცხვენოდა და არ აცხადებდა

727
მირა სორვინო

ნიუიორკში გამართულ პრესკონფერენციაზე 51 წლის კინოვარსკვლავმა მირა სორვინომ (მიღებული აქვსოსკარისპრემია ფილმშიდიადი აფროდიტემონაწილეობისთვის) პირველად საჯაროდ განაცხადა, როგორ მძიმედ გადაიტანა გაუპატიურების მცდელობა.

სორვინოს თქმით, ინციდენტი 1995 წელს მოხდა. მას შინ ეწვია პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი და საწოლში მისი შეთრევა დაიწყო.

_ საშინლად შემეშინდა, ჩემს ძაღლს ჩიხუახუას ხმალივით ვიქნევდი, თითქოს მას ჩემი შველა შეეძლო, იხსენებდა მსახიობი. ქალი გადაარჩინა ტყუილმა, თითქოს სადაცაა მისი საყვარელი უნდა მოსულიყო. ვაინშტეინი სასწრაფოდ გასცილდა იქაურობას.

კინომაგნატმა უარი არ აპატია ვარსკვლავს: ამ შემთხვევის შემდეგ მირას კარიერა უწინდებური წარმატებით აღარ განვითარებულა. სამაგიეროდ, პირადი ცხოვრება აწყობილი აქვს: 2004 წელს ცოლად გაჰყვა 37 წლის მსახიობ კრისტოფერ ბაკუსს (“მენტალისტი”). მათ ოთხი შვილი ჰყავთ. ვაინშტეინის “თავდასხმაზე” სორვინო აქამდე არაფერს ამბობდა, რადგან რცხვენოდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here