Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე რეკორდები, რომლებიც 2021 წლის “გინესის რეკორდების წიგნში” შევიდა

რეკორდები, რომლებიც 2021 წლის “გინესის რეკორდების წიგნში” შევიდა

520

ათეულობით ადამიანი (არამხოლოდ) ყოველწლიურად გვაოცებს უცნაური მიღწევებით. წლის ბოლოს გიამბობთ საოცარ ადამიანებზე, ცხოველებსა და მექანიზმებზე, რომელთა მიღწევებიც 2021 წლის გინესის რეკორდების წიგნში შეიტანეს. აღსანიშნავია, რომ წელს გინესის რეკორდების წიგნში შევიდა 5 წლის ქართველი გოგონაც.

რუბიკის კუბი ფეხებით ააწყო

2021 წლის 19 ოქტომბერს “რუსთავი 2”-ის ეთერში გინესის რეკორდი დამყარდა. პროექტ “ნიჭიერში” 5 წლის ანა მარჩილაშვილმა რუბიკის კუბი 2,57 წუთში ფეხებით ააწყო.

ყველაზე მეტი სალტო ცეცხლით

ბრიტანეთში სულ უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭს უკუსალტო პირიდან ცეცხლის ამოფრქვევასთან ერთად. რაიან ლუნიმ უკუსალტოს შესრულებისას პირიდან ცეცხლი 17-ჯერ გამოაფრქვია, კიდევ 11-ჯერ _ 360-იანი ბრუნის შესრულების მომენტში.

117 წლის ქალი

იაპონიაში ბევრია ხანდაზმული ადამიანი, მაგრამ იაპონიის საპენსიო ფონდისთვის “პრობლემაა” კეინი ტანაკა, რომელიც 117 წლისაა. ის ყველაზე მხცოვანია დედამიწაზე ამჟამად მცხოვრებ ადამიანებს შორის.

ყველაზე მაღალი სტატუა

სარდარ ვალაბჰაი პატელი, დამოუკიდებელი ინდოეთის ერთ-ერთი ბელადი, ისეთი დიდი იყო, რომ გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. მისი სტატუა, რომელიც 182 მ-ის სიმაღლისაა, 2-ჯერ მეტია ნიუ-იორკის ცნობილ თავისუფლების ქანდაკებაზე. სტატუას, რომელსაც 6 წლის განმავლობაში აკეთებდნენ, 25 ათასი ტონა ფოლადი და 1850 ტონა ბრინჯაო დასჭირდა.

ავტობუსის ყველაზე დაბალი მძღოლი

რეკორდის მფლობელი კატეგორიაში “ავტობუსის ყველაზე დაბალი მძღოლი” არის 57 წლის ფრენკ ფაიეკ ჰეჩემი. ის ბრიტანეთში ცხოვრობს. ჰეჩემი, რომელმაც 1989 წელს აიღო მართვის მოწმობა, ბოლო სამი წელიწადია, ავტობუსის მძღოლად მუშაობს. მისი სიმაღლე 136,2 სანტიმეტრია.

დომინო ადამიანებისგან

რიო-დე-ჟანეიროს მცხოვრებლებმა ადამიანებისგან დომინოს ჯაჭვი გააკეთეს _ განლაგდნენ სპირალისებურად, მიიბეს ლეიბები (ნამდვილად შეშურდებოდა თაკო ჩარკვიანს, რომელიც ამბობდა, რუსთაველზე ლეიბები გავშალოთ და გავწვეთო) და ერთმანეთის მიყოლებით ძირს ეცემოდნენ _ ეს ყველაფერი 11 საათსა და 13 წამს გრძელდებოდა. ეს რეკორდი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.

4 წლის გოგონამ მენდელეევის ცხრილის ყველა ელემენტი დაასახელა

ყატარელმა 4 წლის გოგონამ, ეშალ მარვა ფიროს ხანმა, მსოფლიო რეკორდი დაამყარა _ 2 წუთსა და 28 წამში დაასახელა მენდელეევის პერიოდულობის სისტემის ყველა ქიმიური ელემენტი და გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. ქიმიური ელემენტების პერიოდულობის სისტემა, ანუ მენდელეევის ცხირილი ქიმიური ელემენტების კლასიფიკაციაა, რომლის მიხედვით განსაზღვრულია ელემენტების სხვადასხვა თვისება მათი ატომბირთვისა და მუხტის მიხედვით. ეს ცხრილი 1869 წელს შექმნა რუსმა მეცნიერმა დიმიტრი მენდელეევმა.

ყველაზე სწრაფი ტრაქტორი

ტრაქტორი არასდროს ასოცირდება სიჩქარესთან. მანევრირება, აეროდინამიკა, ინტელექტი _ დიახ, ოღონდ სიჩქარე _ არა. JCB Fastrac-ი მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ტრაქტორია. დიახ, გადააკეთეს, მაგრამ ეს სულაც არ აკნინებს მის ფენომენურ სიჩქარეს (217,57 კმ/სთ). რეკორდის დამყარების მომენტში ტრაქტორს მართავდა ჟურნალისტი და ავტომრბოლი გაი მარტინი.

სათამაშოების ყველაზე დიდი კოლექცია

ამერიკელი პოლ სკარდინო დღესაც განაგრძობს სათამაშოების შეგროვებას. ის პირველად 2018 წელს მოხვდა “გინესის რეკორდების წიგნში”. მას შემდეგ Funko Pop-ის სათამაშოების კოლექცია კიდევ უფრო გააფართოვა და დღეს ის 5 306 თოჯინას ითვლის.

ჯერიჩო _ ყველაზე გრძელრქიანი იაკი

ეს ცხოველი ბუნების ნამდვილი საოცრებაა. იაკს სახელად ჯერიჩოს, რომელიც ამერიკელების _ ჰიუ და მელოდი სმიტების _ საკუთრებაა, უზარმაზარი ხვეული რქები აქვს, რომელთა საერთო სიგრძე 3 მეტრი და 46 სმ-ია.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here