Home რუბრიკები საზოგადოება რა დაუჯდა ახმეტის ბიუჯეტს საკრებულოს თავმჯდომარის სატელეფონო “ცელქობა”

რა დაუჯდა ახმეტის ბიუჯეტს საკრებულოს თავმჯდომარის სატელეფონო “ცელქობა”

1014
გელა ჯუგაშვილი

ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ჯუგაშვილმა თანამდებობიდან გადადგომამდე კორპორაციულ ტელეფონზე ულიმიტო ინტერნეტის მომსახურება გაიაქტიურა, რაც შემდეგ უწყვეტ რეჟიმში დარჩა ჩართული. საბოლოოდ მომსახურების საფასურმა 4 000 ლარს გადააჭარბა. აღნიშნული თანხა შპსმაგთიკომსმუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გადაურიცხეს, იმის მიუხედავად, რომ თვითმმართველობის თანამდებობის პირთა ინტერნეტით მომსახურება ბიუჯეტიდან არ ფინანსდება.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილმა 2015 წელს სამსახურებრივი ტელეფონის ნომერზე _ 599 85 79 01, შემთხვევით გაააქტიურა ულიმიტო ინტერნეტსერვისი, ხოლო შემდეგ მისი გათიშვა დაავიწყდა. სერვისი ხანგრძლივი დროის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში იყო ჩართული, რის გამოც ინტერნეტმომსახურების საფასურმა 4 000 ლარს გადააჭარბა.

2016 წლის თებერვალში, შპს “მაგთიკომის” მოთხოვნის საფუძველზე, აღნიშნული თანხა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, კერძოდ კი საკრებულოსთვის გამოყოფილი ხარჯებიდან, გადაირიცხა.

იურისტების განმარტებით, ადგილი აქვს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას, რაც, შესაძლოა, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.

ცნობისთვის: ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო თვეში 2 650 ლარს შეადგენს. მასვე ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე ყოველთვიურად 600 ლიტრის ოდენობით ბენზინი ეძლევა.

გელა ჯუგაშვილი ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 2014 წლის 14 ივლისს აირჩიეს. ეს თანამდებობა მან 2016 წლის 2 მარტს თავისი ინიციატივით დატოვა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყებოდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის რეალური მიზეზი “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობიდან მიღებული პარტიული დირექტივა გახდა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ახმეტის საკრებულოს წევრებმა ორჯერ დააყენეს გელა ჯუგაშვილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი _ 2016 წლის 3 მაისსა და 5 დეკემბერს, მაგრამ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო 16 ხმა ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოგროვდა.

ლუკა მაისურაძე

3 COMMENTS

  1. მერე სტაცეთ ქეჩოში ხელი და შეაგდეთ ვირის აბანოში ან მოატანინეთ სულ მცირე ათმაგი თანხა და შეიტანოს ბიუჯეტში. ვინ იცის რამდენ გაჭირვებულს უთხრა ერთჯერად დახმნარებაზე სახსრების *უქონლობის* გამო………… აი ესეთი ხაზინის ვირთხების გამო ვართ ამ დღეში………..

  2. ალბათ თანამდებობიდან წასვლის შემდეგაც ზრუნავს კაცი მდაბიო ხალხზე ინტერნეტი აღარ ეკუთნის? ისე რომ იცოდეთ ქოცური მართვის პრინციპია რაც შეიძლება მეტი გახვეტო პრემია იქნება თუ რაზეც ხელი მიგიწვდება მოასწარი იხეირე და ნათესავებიც ახეირე, ეს ღურჯებს გენეტიკაში აქვთ, ეჭვიც არ მეპარება ამ სირის ადგილზე ვინც არ უნდა ყოფილიყო ნებისმიერი პარტიიდან ყველა იგივეს გააკეთებდა. 800 წლიანი მონაბამ თავისი ქნა ქართველი სახემწიფოს, პოლიციას, არმიას ვერ აღიქვავს როგორც საკუთარს, ყველა ცდილობს ბატონი მოძებნოს პასუხისგებლობა აირიდოს და ოჯახი მოიწყოს.

  3. საფლავის ქვაზე ეს სურათი სდომებია ყველაზე დიდიმიღწევაა თავის ცხოვრებაში

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here