Home რუბრიკები ისტორია რა გააკეთა სტალინმა კაცობრიობისთვის

რა გააკეთა სტალინმა კაცობრიობისთვის

ბელადის პორტრეტის სრულყოფისთვის

650
რა გააკეთა სტალინმა კაცობრიობისთვის

ბუნებაში მოვლენა, რომელიც მეორდება, არ არსებობს და, თუ განმეორდება, გენიოსი პოეტის თქმით, იგი ზნეა _ “ვა, სოფელო რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა…” მოვლენა კი არის, მაგალითად, მოსეს გამოცხადება და ათი მცნების გავრცელება დედამიწაზე, ქრისტეს დაბადება, გაგარინის გასვლა კოსმოსში, ახალი ცივილიზაციების წარმოქმნა მოვლენები იყო წარსულში და იქნება მომავალშიც.

მოვლენას ადამიანები იმდენნაირად აღიქვამენ, რამდენი თვალიც უყურებს და რამდენი ყურიც უსმენს, რადგან იდენტურად მომსმენი და დამნახავი თვალი და ყური ბუნებაში არ არსებობს. აშშ-ში კარგი პრეზიდენტი მოვა თუ ცუდი, მოვლენად ვერ ჩაითვლება, რადგან ამერიკის ცხოვრების წესი არ შეიცვლება. მორგანები ისევ მილიარდერები იქნებიან, ხოლო ხიდის ქვეშ მცხოვრები საზოგადოების ნაწილი მაინც მიუსაფრად დარჩება.

XIX და XX საუკუნეების მიჯნაზე კი დაიბადა ადამიანი, რომელმაც თვითონ, დამოუკიდებლად შექმნა თავისი ეპოქა. ეს უკვე მოვლენაა. ეს ადამიანი გახლდათ იოსებ სტალინი _ “სამყაროს ერთ-ერთი საოცრება”, “სასიამოვნო გამონაკლისი”, “უპრეცენდენტობის პრეცენდენტი”. სტალინი არის ადამიანი, რომელმაც უამრავი სასწაული მოახდინა, მათ შორის წარმოუდგენელიც:

* შეცვალა დედამიწაზე ცხოვრების ყველა წესი და კანონი, არსებითად გარდაქმნა სამყარო;

* შეცვალა პიროვნების, ერებისა და ხალხების წარმოდგენები და, საერთოდ, მსოფლმხედველობა;

* შექმნა საბჭოთა ხალხი;

* შექმნა ამაღლებული ზნეობის, საკაცობრიო იდეალების მოტრფიალე საზოგადოება, რომელშიც დანაშაული რეალურად იყო…გადმონაშთი, რომელშიც ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეცა სეპარატისტული კერები ქვეყნის შიგნით, ერებს შორის დამყარდა ნამდვილი ძმობა და ურთიერთპატივისცემა;

* დედამიწის ერთ მეექვსედზე დაამყარა დემოკრატია არსითა და ფორმით, დაამყარა თანასწორობის, სოციალური სამართლიანობისა და ერთსულოვნების პრინციპები;

* გაათავისუფლა ხალხები კერძო საკუთრების მონოპოლიის დისკრიმინაციისაგან;

* შრომა, ცოდნა და ნიჭი აქცია ყველაზე მნიშვნელოვან ღირსებად, ანუ ნიჭიერება უფრო მაღლა დასვა, ვიდრე ფული და ქონება;

* გაათავისუფლა რუსეთის ხალხები იმპერიის დიქტატისგან, ამ ხალხებს შეუქმნა სახელმწიფოებრიობა მოკავშირე თუ ავტონომიური რესპუბლიკების უფლებებში. თანასწორუფლებიანობის საწყისზე შექმნა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი;

* შექმნა უპრობლემო ხალხი;

* ათეიზმით გაანელა სხვადასხვა რელიგიური აღსარების ხალხების ისტორიული დაპირისპირებები;

* შექმნა რაინდული საშინაო და საგარეო პოლიტიკა, რომელიც ზნეობრივ სიწმინდეზე იქნა დაფუძნებული;

* საერთაშორისო ურთიერთობები აქცია ჰუმანურ-დემოკრატიულად;

* აპოგეამდე მიიყვანა ადამიანის უფლებების დაცვა;

* აიძულა კერძო კაპიტალის სახელმწიფოთა მმართველები, სერიოზულად ეფიქრათ საკუთარი მოქალაქეების სოციალურ დაცვაზე;

* შექმნა საბჭოთა ხალხების ფორმით ეროვნული და შინაარსით სოციალისტური კულტურა;

* დააკანონა ერთა შორის ურთიერთპატივისცემის ატმოსფერო, დააახლოვა ეროვნული კულტურები ერთმანეთს;

* შექმნა საზოგადოება: ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის;

* შექმნა კაცობრიობის არსებობის ისტორიაში ყველაზე წმინდა და ამაღლებული ზნეობის საზოგადოება;

* გაათავისუფლა ადამიანთა გრძნობები;

* გაანადგურა კერძო კაპიტალის ჰეგემონიზმის იდეოლოგია; დაამტკიცა, რომ საზოგადოების განვითარების ტრადიციული, კერძო საკუთრების მონოპოლიის კანონები ექვემდებარება შეცვლას;

* როგორც საბჭოეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რეალობად აქცია თანასწორობის, ერთობისა და სოციალური სამართლიანობის იდეალები;

* გაათავისუფლა ხალხები რელიგიური მომნუსხველობისგან;

* პირველად დედამიწაზე შექმნა საზოგადოება ხალხების, ერების, პიროვნების ექსპლუატაციის გარეშე;

* კაცობრიობა პირველად შეაყენა დემოკრატიული განვითარების გზაზე, რადგან კერძო საკუთრების მონოპოლიის სამყაროს გვერდით წარმოიშვა ნაციონალიზებული საკუთრების მონოპოლიის სამყარო, რომელიც სიცოცხლისუნარიანი გამოდგა;

* გაანადგურა გერმანული ფაშიზმი და იხსნა კაცობრიობა სამუდამო მონობისგან.

დანანებით უნდა აღინიშნოს, რომ სოციალიზმის დივერსიული დამხობით საბჭოთა კავშირში დაიკარგა კაცობრიობის დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობა.

რა გააკეთა სტალინმა კაცობრიობისთვის

ქალბატონებო და ბატონებო, ახალგაზრდებო!

თუ გულისყურით ჩაიკითხეთ სტალინის ბიოგრაფიის ერთობ მოკრძალებული ჩამონათვალი და, ამასთანავე, შეგწევთ უნარი, ჩაუღრმავდეთ და განსაჯოთ ყოველივე, მერწმუნეთ, უკვე სხვა პიროვნება გახდით. თქვენ ერთბაშად იგდეთ ხელთ სტალინის პიროვნებისა და სტალინიზმის სწორად გაგების, აგრეთვე, დემოკრატიის, საზოგადოებისა თუ პიროვნული ცივილიზებულობის სწორად შეფასების გასაღები.

თუმცა ერთი სირთულის წინაშე უდავოდ დადექით _ სტალინი თქვენთვის ღმერთკაცად, დაუჯერებელ ადამიანად იქცა. სტალინი, რომელსაც აქამდე იცნობდით, როგორც ფოლადისებურ პიროვნებას, პარტიულ ელიტასთან თეორიულ ბრძოლებში გამარჯვებულს, სამოქალაქო ომსა თუ მსოფლიო ომში გამარჯვების უმთავრეს შემოქმედს, იცნობდით, როგორც რევოლუციონერს, რომელიც გადასახლებიდან არაერთგზის გამოიქცა, უეცრად გაირკვა, რომ მაინც სულ სხვა კაცი ყოფილა _ თქვენ სწორედ ახლა მიხვდით, რომ სტალინი ამ ადამიანურ სასწაულებზე ათასგზის მაღლა დგას კაცობრიობის ისტორიაში.

სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, როცა სტალინს მსოფლიოს ყველა დროის უდიდესი პიროვნებების სიაში ოთხი თუ ხუთი ათეული პიროვნების უკან აყენებენ, მაშინ, როცა სტალინი მის წინ დაყენებულ ყველა ისტორიულ პიროვნებას, ერთად აღებულს, გადასწონის. მხოლოდ სტალინის მიერ ჩამოყალიბებული ერის ცნება რად ღირს! ღმერთმა ქნას, სტალინის პიროვნების ესოდენ მოკრძალებით შემფასებელთ ეს მის პიროვნულ შემოქმედებაში ჩაუწვდომლობით მოსდიოდეთ.

მივყვეთ სტალინის ბიოგრაფიის ზოგიერთი დეტალის განმარტებას:

* სტალინმა პირველმა აუხილა თვალი კაცობრიობას, დაუმტკიცა იმჟამინდელ მსოფლიოს, რომ მუშებსა და გლეხებს ჰქონდათ ამოუწურავი ინტელექტუალური პოტენციალი, რომელიც იმ პერიოდის კაცობრიობისთვის სრულიად მოულოდნელი ამბავი იყო.

* სტალინმა რევოლუციურად შეცვალა ქვეყნის ეკონომიკა, სამართალი და საზოგადოების მორალური კოდექსი. შესაბამისად, ბოლო მოუღო კლასობრივ სამართალს, კლასობრივ ეკონომიკას და უზნეობის თავისუფლებას. დედამიწის საბჭოთა ნაწილში აღკვეთა რეაქციული კერძო საკუთრების მონოპოლია. ამით მან დაამტკიცა, რომ კლასობრივი საზოგადოების, ანუ კერძო საკუთრების მონოპოლიის შეუცვლელობის თეორია ფარსია. სტალინმა ათასი სხვა დოგმაც დაამსხვრია და უარყო, რაც ცალკე შესწავლის ღირსია.

* შექმნა საბჭოთა ხალხი;

სტალინიზმის საწინააღმდეგო ტალღის აგორებისას ვაითეორეტიკოსებმა ათას სხვა რამესთან ერთად ეჭვის ქვეშ დააყენეს ცნება “საბჭოთა ხალხი”. მოჰყვნენ მტკიცებას, არანაირი საბჭოთა ხალხი არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდესო. და ასეთი მცდელობა უაზრობად მონათლეს. უაზრობა კი სწორედ “საბჭოთა ხალხის” ცნების უარყოფაა, რადგან საბჭოთა ხალხი თავისი წარმოდგენებით, შეხედულებებით, გნებავთ, მსოფლმხედველობით სრულიად თვითმყოფადი და გამორჩეული ხალხი გახლდათ. მათი თვალსაზრისი სამართლებრივ, ეკონომიკურ, ზნეობრივ, პოლიტიკურ თუ სხვა საკითხებზე აშკარად განსხვავდებოდა დანარჩენი მსოფლიოს მოსახლეობის თვალსაზრისისგან. ამდენად, საბჭოთა ხალხი თავისი ფსიქიკური წყობით სრულიად თვითმყოფად ხალხს წარმოადგენდა. საბჭოთა ადამიანის წარმოდგენები ზემოთ ხსენებულ საკითხებში არათუ ემთხვეოდა კერძო კაპიტალის ქვეყნების მოქალაქის წარმოდგენებს, არამედ, უდავოდ, საპირისპირო იყო. უფრო მეტიც: საბჭოთა ხალხი თავისი მსოფლმხედველობით გაცილებით განსხვავდებოდა სხვა ხალხებისგან, ვიდრე ეს ხალხები ერთმანეთისგან. შეიძლება ვინმემ გაიკვირვის, მაგრამ ფაქტია, რომ ქრისტიანი თუ მუსლიმანი, მონათმფლობელური, ფეოდალური და კაპიტალისტური საზოგადოების ხალხები თავისი მენტალიტეტით უფრო ახლობელია ერთმანეთისთვის, ვიდრე მათთვის საბჭოთა ხალხი. სტალინის პერიოდის საბჭოთა ხალხი მათ გარემოცვაში უდავოდ არამიწიერ წმინდა ხალხად გამოჩნდება, გამოჩნდება ჰუმანოიდებად.

რა გააკეთა სტალინმა კაცობრიობისთვის

* შექმნა ამაღლებული ზნეობის, საკაცობრიო იდეალების მოტრფიალე საზოგადოება.

ალბათ, ყველას სმენია იმ რეაქციული თეორიების შესახებ, რომლებითაც ადამიანი ადამიანისთვის მგლად არის მიჩნეული და რომ შეუძლებელია ხალხებისა და ადამიანების მშვიდობიანი თანაარსებობა. ქართულ მხატვრულ ლიტერატურაში მდიდრებისა და ღარიბების ასეთ ისტორიულ დამოკიდებულებას ხიდჩატეხილობას უწოდებენ. სტალინმა სწორედ ეს ჩატეხილი ხიდი გაამრთელა. მან შექმნა ზნეობრივი გარემო, რომელშიც ადამიანები კანონიერი შემოსავლებით დიდად არ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. საზოგადოებისათვის, ხალხისათვის მოუთმენელი და მიუღებელი იყო საკუთარი შრომით შეძენილი ქონების ქურდობა. ნებისმიერი მოქალაქე რისხვითა და ზიზღით მიმართავდა ქურდს, რომ მას კეთილი უნდა ენება და ეშრომა. დღევანდელ საქართველოში ქურდს ამას ვეღარავინ ეტყვის, რადგან პატიოსანი შრომით შეუძლებელია გამდიდრება, ხოლო მდიდარი ადამიანი ამ ახალი საზოგადოების უპირველესი ღირებულებაა. ამდენად, ვის აქვს უფლება, უთხრას სხვას, რომ არ იფიქროს გამდიდრებაზე?!

ნუ მიწყენთ და, მე სტალინის მმართველობის ეპოქის საქართველო სამოთხედ მესახება. რა მშვენიერი ხალხი ვიყავით, როგორი სიყვარულით სავსე მეზობლობა, მეგობრობა და ნათესაობა გვქონდა, როგორი თანადგომა ვიცოდით ჭირსა თუ ლხინში, როცა არ იყო გათიშულობა არც წარმომავლობის და არც ქონებრივი ნიშნით. და ჩვენი უბედურება სწორედ ის არის, რომ არ მოგვცეს უფლება, ასეთებად დავრჩენილიყავით. საქართველოში ანტისტალინიზმის აგორების დღიდან ადამიანები მტაცებლებს დაემსგავსნენ, დღეს კი მსგავსებასაც ვეღარ ვიტყვით, რადგან უკვე ვართ მტაცებლები.

* დედამიწის საბჭოთა მონაკვეთზე დაამყარა დემოკრატია არსითა და ფორმით.

ანტისტალინიზმის იდეოლოგები არცთუ იშვიათად აცხადებენ, რომ რეალური თანასწორობა შეუძლებელია და არც არის საჭირო, რადგან ნიჭიერი უნდა მეტობდეს ნაკლებად ნიჭიერს, მიზანდასახული კიდევ _ უმიზნოსა და უსაქმურს. განვმარტავ, რომ სწორედ სტალინიზმი ქმნის ყველა პირობას ნიჭის გამორჩევისა და მის მიერ კუთვნილი ადგილის დასაკავებლად საზოგადოებაში. სტალინიზმის ეპოქაში პიროვნული ნიჭიერება საზოგადოების უპირველესი ღირებულება იყო. მხოლოდ სტალინიზმის პირობებში შეიძლება მიაღწიოს პიროვნებამ უმაღლეს მწვერვალებს და იქცეს ქვეყნის პირველ ადამიანად. კერძო კაპიტალის სამყაროში ეს ნამდვილად შეუძლებელია, რადგან აქ ქვეყნის ნომერი პირველი ადამიანი უმდიდრესი ოჯახის წარმომადგენელია, რომლის ქონებაც საუკუნეების განმავლობაში უთვალავ და აუწონელ სიმდიდრედ იქცა.

მე სასტიკი წინააღმდეგი ვარ, რომ დედამიწაზე არსებობდნენ მულტიმილიონერები, რომლებსაც, თუ მოინდომებენ, შეუძლიათ, იყიდონ ჩემი სამშობლო. ასეთი მაგნატების არსებობა ძალიან სახიფათოა ისეთ მსოფლიოში, რომელშიც ყველაფერი იყიდება. ასეთ სამყაროში კანონის დაურღვევლად, ყიდვა-გაყიდვის მეშვეობით შეიძლება შეიცვალოს ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნული შემადგენლობა და ამ მხრივ ყველაზე დიდი ხიფათი საქართველოს ემუქრება, რადგან კარის მეზობელ სომხებს უამრავი ჰყავთ მდიდარი მაგნატი და ვაითუ, ისევ ოცნებობენ, აქციონ თავიანთი სამშობლო საზღვაოსნო ქვეყნად. არადა, ქართველებს ისე უჭირთ, რომ გადარჩენისთვის მზად არიან, გაყიდონ ყველაფერი. განა ვის შეუძლია, შეაჩეროს მათი ლტოლვა გადარჩენისაკენ? ვინ დაუშლის მათ, გაყიდონ მამაპაპისეული კარ-მიდამო, როდესაც კანონით ეს დაშვებულია?

ჩვენ აღვნიშნეთ, რომ საზოგადოება შეიძლება იყოს დემოკრატიული არსითა და ფორმით, აღვნიშნეთ, აგრეთვე, ისიც, რომ კერძო კაპიტალის საზოგადოებაში, საწარმოში, ფირმასა თუ კონცერნში მმართველობა არის მონარქიული, მესაკუთრის განუსაზღვრელი უფლებებითა და ძალაუფლებით, რაც ანტიდემოკრატიულობის ნიშან-მოვლენაა, სამყაროში, სადაც ფული უფრო მეტ ფულს აკეთებს, ვიდრე პატიოსანი შრომა, უფულო ინდივიდი, ანუ ხალხი წარმოადგენს მარიონეტს ან კიდევ არარაობას.

საყოველთაო სამართლიანობის ვითარებაში თუ ხდება უსამართლობის ცალკეული შემთხვევები, ეს არ იქნება უბედურება. საყოველთაო უსამართლობის ვითარებაში, თუ ხდება ცალკეულ სამართლიანობის ცალკეული შემთხვევები, ეს ვერ იქნება კეთილდღეობა.

მკითხველს შეიძლება უცნაურად მოეჩვენოს სტალინის მიერ შექმნილი სასწაულები და ეჭვი შეიტანოს მათში, მაგრამ არა, ძვირფასო მეგობრებო. ზემოთჩამოთვლილი ყველა სასწაული, დღეს ზოგიერთის გაკვირვებას რომ იწვევს, ჩვენ თვალწინ მოხდა. სწორედ ამიტომ შევაფასე ისინი, როგორც მოვლენები, რომლებიც, ალბათ, არასოდეს განმეორდება, სამწუხაროდ.

ზემოჩამოთვლილ საოცრებებს შორის ერთ-ერთად ფაშიზმზე სტალინის გამარჯვებაა დასახელებული. სწორედ ამ თემას გავაანალიზებ ამ სტატიაში.

მას შემდეგ, რაც ლენინი გარდაიცვალა და სტალინმა პარტიის მშენებლობისთვის საძირკველი გაჭრა, კირსა და ქვას სხვა ბევრი ბიოლოგიური მასაც ჩააყოლა სიმტკიცისთვის და ზედ მყარი შენობის დადგმა დაიწყო. იცოდა რა ქართული ანდაზა “კარგი ქვა კედლიდან არ გადმოვარდებაო”, ოდნავ მრუდე ქვას კედელზე არ დებდა, რათა კედელს წონასწორობა არ დარღვეოდა და სისწორე არ დაეკარგა. სტალინი არ ერიდებოდა მოწინავე კაპიტალისტური ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას, მათ ტექნოლოგიებს, შრომისმოყვარეობასა და თანმიმდევრულობას. პირიქით, მან შექმნა ლოზუნგები: “ვისწავლოთ მტრებისგან”, “ამერიკულ საქმიანობას დამატებული რუსული რევოლუციური გაქანება _ აი, ეს არის ახალი ქვეყნის მშენებლის ახალი ტიპი”.

სტალინმა განმარტა, რა არის ამერიკული საქმიანობა და რა არის რუსული რევოლუციური გაქანება. სწორედ ამ განმარტებით დაამთავრა მან თავისი ცნობილი ნაშრომი “ლენინიზმის საკითხები”. უცხოეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციისათვის სტალინმა საგარეო საქმეთა კომისრად მაქსიმ ლიტვინოვი დანიშნა, რომელიც განსაკუთრებული სიმპათიით სარგებლობდა უცხოეთის ქვეყნებში.

თბილისში, ერევნის მოედანზე, განხორციელებულმა ექსპროპრიაციამ, რომელმაც მსოფლიოს პრესა მოიცვა, როგორც ევროპის ყველაზე მასშტაბურმა ძარცვამ, სხვაზე მეტად სწორედ ლიტვინოვი დააზარალა, რომელიც საფრანგეთის პოლიციამ სწორედ ნაძარცვი კუპიურების გადაცვლისას აიყვანა. ლიტვინოვის ექსტრადიციას რუსეთის იმპერია მოითხოვდა, მაგრამ იგი რატომღაც ინგლისს გადასცეს. ინგლისში ლიტვინოვის პატიმრობამ განაპირობა, მისი მხრიდან ინგლისისა და საფრანგეთის მიმართ უდიდესი პატივისცემა, რომელსაც ყოველთვის ამჟღავნებდა საბჭოთა სახალხო კომისარი.

30-იანი წლების ბოლოს საბჭოთა პარტიულ ელიტაში აშკარად გამოიკვეთა ორი მიმდინარეობა: ანტანტისტები და გერმანისტები. ანტანტისტებს სათავეში ედგათ ლიტვინოვი, გერმანისტებისკენ იხრებოდა სტალინი.

ორ ხუთწლედგამოვლილი სტალინის რუსეთი კაპიტალისტურ სამყაროს კარგს არაფერს უქადდა, კრიზისს კრიზისი ანაცვლებდა და მშრომელთა უკმაყოფილება თანდათან ძლიერდებოდა, რომლის კატალიზატორადაც მსოფლიოს ესოდენ საშიში “კომუნისტური ინტერნაციონალი” ხდებოდა. დიდ კაპიტალისტურ ქვეყნებში კომუნისტური პარტიები ფეხებში ედებოდნენ ქვეყნის მთავრობებს. ყველა ქვეყანაში გიზგიზებდა ხალხთა უკმაყოფილება და რევოლუციის ცეცხლი.

პარტიის XVII ყრილობაზე სტალინი ხაზგასმით აღნიშნავდა:

“ფაშიზმის გამარჯვება გერმანიაში უნდა შევაფასოთ, როგორც არა მხოლოდ ნიშანი მუშათა კლასის სისუსტისა და შედეგი სოციალ-დემოკრატიის ღალატისა მუშათა კლასის მიმართ, _ სოციალ-დემოკრატიის, რომელმაც გზა გაუკაფა ფაშიზმს. ის, აგრეთვე, უნდა შევაფასოთ, როგორც ნიშანი ბურჟუაზიის სისუსტისა, როგორც ნიშანი იმისა, რომ ბურჟუაზიას აღარ შეუძლია იბატონოს პარლამენტარიზმისა და ბურჟუაზიული დემოკრატიის ძველი მეთოდებით, რის გამოც ის იძულებულია, საშინაო პოლიტიკაში მიმართოს მმართველობის ტერორისტულ მეთოდებს, _ როგორც ნიშანი იმისა, რომ მას აღარ შეუძლია გამოსავალი მონახოს ახლანდელი მდგომარეობიდან მშვიდობიანი საგარეო პოლიტიკის საფუძველზე და იძულებულია, დაიწყოს ომის პოლიტიკა”.

საბჭოთა სახელმწიფოს ჩასახვისთანავე ანტანტამ გაილაშქრა პროგრესის წინააღმდეგ და შეეცადა ჩვილის აკვანში ჩახრჩობას, მაგრამ ეს არ გამოუვიდა. გული იმით დაიმშვიდეს, რომთიხის ფეხებზე შემდგარი საფრთხობელა, თავისთავად ჩამოიშლებოდა”, მაგრამ ამაშიც მწარედ მოტყუვდნენ.

პირველი სტალინური ხუთწლედის შედეგებმა თვალი დაუბნელა კაპიტალისტურ ძალებს და ისინი თეთრის შავად წარდგენას შეეცადნენ მსოფლიოს მშრომელებისთვის, მაგრამ ზოგიერთი პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი ფალსიფიკატორებს მართალი სიტყვითა და პრესით დაუპირისპირდა. სტალინურმა მეორე ხუთწლედმა მსოფლიო დაარწმუნა, რომ მისი ქვეყანა გიგანტური ნაბიჯებით მიიწევს წინ და სწორედ მაშინ გამოავლინეს თავიანთი სისუსტე (როგორც სტალინი ზემოთ აღნიშნავდა) _ კაპიტალისტებმა ახალ მიმდინარეობა ფაშიზმზე დადეს ფსონი. ავანტიურისტი მუსოლინის ნაცვლად, ჰიტლერის გაძლიერებას მიჰყვეს ხელი. საფრთხის წინაშე მდგარმა კაპიტალისტურმა სამყარომ კაპიტალით, ტექნოლოგიებით, სპეციალისტებით თუ მუშახელით გერმანიისაკენ იბრუნა პირი და ხილულად თუ ფარულად პლანეტაზე უძლიერესი სამხედრო პოტენციალი შექმნა. ეს იყო სტალინის თავის მოსაკვეთად ერთობლივად ხანჯლის ლესვა. მხოლოდ ჰიტლერი რომ არ დაჯახებოდა სტალინს, რაც გიჟის მიერ კედელზე თავის მიხლა იქნებოდა, როგორც სტალინი აღნიშნავდა პარტიის XVIII ყრილობაზე (1939 წელს): “იაპონიამ დაიწყო თავისი აგრესიული მოქმედების გამართლება იმით, რომ 9 სახელმწიფოს მიერ ხელშეკრულების დადებისას მას წილი დააკლეს და საშუალება არ მისცეს, გაეფართოებინა თავისი ტერიტორია ჩინეთის ხარჯზე, მაშინ, როდესაც ინგლისი და საფრანგეთი უდიდეს კოლონიებს ფლობენ. იტალიამ გაიხსენა, რომ მას დააკლეს წილი პირველი იმპერიალისტური ომის შემდეგ ნადავლის გაყოფისას და მან ეს უნდა აინაზღაუროს ინგლისისა და საფრანგეთის გავლენის სფეროების ხარჯზე. გერმანია, რომელიც სერიოზულად დაზარალდა პირველი იმპერიალისტური ომისა და ვერსალის ზავის შედეგად, შეუერთდა იაპონიასა და იტალიას და მოითხოვა თავისი ტერიტორიების გაფართოება ევროპაში, იმ კოლონიების დაბრუნება, რომლებიც მას პირველ იმპერიალისტურ ომში გამარჯვებულებმა წაართვეს. ასე დაიწყო სამი აგრესიული სახელმწიფოს ბლოკის შექმნა. დღის წესრიგში დადგა ომის საშუალებით მსოფლიოს ახალი გადანაწილების საკითხი”.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here