Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ არ გვაძლევენ უფლებას, ერთი-ერთზე ვესაუბროთ ჩრდილოელ მეზობელს?!

რატომ არ გვაძლევენ უფლებას, ერთი-ერთზე ვესაუბროთ ჩრდილოელ მეზობელს?!

6204
რატომ არ გვაძლევენ უფლებას, ერთი-ერთზე ვესაუბროთ ჩრდილოელ მეზობელს?!

საქართველოს ხელისუფლებაზე ამერიკელი კონგრესმენების შეტევის ტალღა ახალ ფაზაში შევიდა. თუ აქამდე კონგრესმენები მხოლოდ წერილებით შემოიფარგლებოდნენ, ახლა საჯაროდ ლაპარაკობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთი მართავსო. წარმომადგენელთა პალატის წევრმა, კონგრესმენმა პიტ ოლსონმა ყოველგვარი შელამაზების გარეშე თქვა: “მე მაქვს კითხვა: რა აქვთ საერთოსეზამის ქუჩისპერსონაჟ Oscar The Grouch (“უხასიათო ოსკარი”) და ქართველ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს? ორივე მარიონეტია და სახლს ანაგვიანებს. ვლადიმერ პუტინის მარიონეტი თავს დაესხა ამერიკელ ინვესტორს საქართველოში და ასევე შეუტია ადამიანის ძირითად უფლებებს…”

ოლსონის გამოხდომაზე ივანიშვილის პასუხი უცნობია, თუმცა ოპოზიციამ კონგრესმენის განცხადება აიტაცა და ააფრიალა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკული მხარე მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში არა მხოლოდ ჩაერიოს, არამედ მოგვიწოდებს, როდის და რომელი პარტიით შევცვალოთ ხელისუფლება. რა თქმა უნდა, ქართველ ხალხს ისინი აზრს არ ეკითხებიან, თვითონ როგორც მიაჩნიათ მართებულად, ისე წყვეტენ და ჩვენ მათი ნებასურვილი უნდა აღვასრულოთ. ჰო, წინააღმდეგობის გაწევა მათთვის მიუღებელია, როდის იყო, მონას წინააღმდეგობის უფლება ჰქონდა?! და მონებად რომ მიგვიჩნევენ, ახლავე დაგისაბუთებთ.

ყველაზე დიდი ხმაური მას შემდეგ ატყდა, როცა დავით ზალკანიანი თავის რუს კოლეგა სერგეი ლავროვს დაუგეგმავად შეხვდა. ახლა უკვე ყველამ იცის, რომ ეს შეხვედრა არ იყო შეთანხმებული არც ამერიკასთან, არც ევროპასთან და, შესაბამისად, დასავლეთის წარმომადგენლები ამ შეხვედრაზე, უბრალოდ, არ იყვნენ, ამიტომ მათ არ აქვთ ინფორმაცია, რაზე ისაუბრა ორმა მინისტრმა, თუმცა საფუძვლიანი ეჭვი გაჩნდა, რომ მხარეები გარკვეულ შეთანხმებამდე მივიდნენ. სწორედ მაშინ გამოითქვა ვარაუდი იმის შესახებ, რომ დავოსის ფორუმზე გიორგი გახარია ვლადიმერ პუტინს უნდა შეხვედროდა. ეს კი დასავლეთისთვის სიგნალი გამოდგა, სიგნალი იმისა, რომ რეგიონში ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც მტრად ჰყავს რუსეთი გამოცხადებული, შესაძლოა, ხელიდან გამოსცლოდა და ქართულ მხარეს ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობა ზუსტად ისე მოეგვარებინა, როგორც სომხეთსა და აზერბაიჯანს. ამიტომ გიორგი გახარია აიძულეს (ზუსტად რომ აიძულეს), დავოსის ფორუმზე გამოსვლისას უკანასკნელი სიტყვებით ელანძღა რუსეთი და ამით შეხვედრის შესაძლებლობა მომსპარიყო. მეტიც, გახარიას მოხსნისა თუ გადადგომის შესახებ დავოსის ფორუმამდე საქართველოში ძალიან ბევრს საუბრობდნენ, საბოლოო ჯამში კი, მივედით იქამდე, რომ გახარიას განცხადების შემდეგ, მის მოხსნა-გადადგომაზე სიტყვა ოპოზიციასაც კი აღარ დაუძრავს.

ამის შემდეგ იყო, პრეზიდენტს რომ წამოსცდა: ეგებ რუსული დელეგაცია ჩამოვიდეს საქართველოში ლავროვის ხელმძღვანელობითო და… დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ასეთ ამბავს მაშინაც არ ატეხდნენ პოლიტიკოსები და არასამთავრობოები, სალომე ზურაბიშვილს მათი გვარები რომ ჩამოეთვალა და გაბუნიასნაირად ეგინებინა. რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლის შესაძლებლობა პოლიტიკოსებმა ხომ საკუთარი ოფისებიდან გააპროტესტეს; არასამთავრობოები კი პრეზიდენტს ადმინისტრაციაში მიუცვივდნენ: როგორ გაბედე და ეს როგორ თქვიო. არასამთავრობოების უმრავლესობა (თუ ყველა არა) გრანტებს სწორედ ევროპაამერიკიდან იღებს და საკმარისია, დასავლეთის ხელის ერთი აქნევა, რომ, პრეზიდენტის რეზიდენციას კი არა, ოჯახებში შემოგვივარდებიან სათითაოდ და იქ დაწვებიან, თუ დასჭირდებათ.

მოდი პროცესს გვერდიდან შევხედოთ: თუ ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვესაუბროთ რუსეთს პირისპირ და შუამავლების გარეშე, გამოდის, ეს ჩვენს ნაცვლად სხვამ უნდა გააკეთოს. ისსხვაკი ან ამერიკაა, ან ევროპა. როგორ გგონიათ, ამის სურვილი და შესაძლებლობა რომ ჰქონოდათ, ამდენი წლის განმავლობაში ისინი ვერ მოახერხებდნენ, დრო გამოენახათ, შეთანხმებულიყვნენ, დამსხდარიყვნენრომელიმე შეხვედრაზე საქართველოზე რეალურად ემსჯელათ და არსებული პრობლემების მოგვარების გზების ძიება დაეწყოთ?

მაგრამ არა, ბატონებო, არ ქნეს, არ გააკეთეს, რადგან ამის გაკეთება ხელს არ აძლევთ. სხვაგვარად, ვერ გვატარებენ ერთ წრეზე და ვერ “დაგვაბოლებენ” იმით, რომ, ოდესმე ნატოში როცა შევალთ, გვეშველება, მაგრამ ეს ოდესმე თურმე უახლოეს 30 წელიწადში არ დადგება, მაგრამ არა უშავს, 30 წელი არ არის თურმე ბევრი პოლიტიკურად და მერე კი რაღაც იქნება. ახლა ის ვთქვათ, ჩვენ რატომ არ გვტოვებენ პირისპირ რუსეთთან, ანუ რატომ არ გვაძლევენ უფლებას, ვესაუბროთ ჩრდილოელ მეზობელს ერთიერთზე? მიზეზი აქაც ძალიან მარტივია: შუამავლების გარეშე ესაუბრა აზერბაიჯანი რუსეთს და ურთიერთობა მოაგვარა. ანალოგიური რამ მოხდა სომხეთის შემთხვევაშიც; საქართველო კი დარჩა რეგიონში ერთადერთი ქვეყანა, რომლითაც რუსეთს ევაჭრებიან. ოღონდ აქ მთავარი ის არის, რომ რუსეთს ევაჭრებიან საქართველოს ტერიტორიით, ქართველი ხალხით და სულაც არ აინტერესებთ, ჩვენ ეთნიკური კონფლიქტი გვექნება, ეროვნული თუ, საერთოდ, ერთ დღეს გავწყდებით.

ეს არის ფაქტი და მერე რა, რომ ხმამაღლა ამაზე არავინ არ საუბრობს. მაშინ ახსნას ვინმემ, რატომ არ გვაძლევენ რუსეთთან პირისპირ საუბრის უფლებას და როგორც კი ამის შესაძლებლობა გაჩნდება, მაშინვე ისეთი რამის გაკეთებას აიძულებენ ხელისუფლებას, რომ მაგიდასთან დასხდომის შანსი გამოირიცხოს? სხვა ახსნა ამას არც აქვს და ვერც ექნება, რადგან სხვაგვარად, ამდენი წლის განმავლობაში ერთხელ მაინც შეეცდებოდნენ თუნდაც ამერიკელი და თუნდაც ევროპელი ლიდერები, ქართული და რუსული მხარე ერთ მაგიდასთან შუამავლების გარეშე დაესვათ. მათ კონფლიქტის მოგვარება ხელს არ აძლევთ, არ სურთ ნორმალური ურთიერთობა, რადგან ეკონომიკურად ისედაც რუსეთზე ჩამოკიდებული და დამოკიდებული საქართველო, კიდევ უფრო რომ მიეჯაჭვოს ჩრდილოელ მეზობელს და ამ მიჯაჭვულობით ეკონომიკაში მართლაც სერიოზული წინსვლა რომ მოხდეს, გამოვა, რომ დასავლეთი ათეული წლების განმავლობაში, უბრალოდ, მტრობდა ქართველ ერს და, დახმარების ხელის გაწვდის ნაცვლად, მის განვითარებას აფერხებდა.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: ქართველი მომხმარებელი (არ აქვს მნიშვნელობა, ყიდულობს საკვებ პროდუქციას თუ, უბრალოდ, სოფლის მეურნეობის ინვენტარს) უპირატესობას რუსულს ანიჭებს და არავინ არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ რუსული წარმოების პროდუქცია ხარისხიანია, თუმცა, როგორც კი საქმე იმაზე მიდგება, რომ ეს პროდუქცია შეღავათიანი ტარიფებით ან უფრო მარტივი გზით შემოვიდეს საქართველოში, საქმეში მაშინვე ერევა “კეთილმოსურნე და ჩვენი მეგობარი” დასავლეთი და ამის შესაძლებლობას სპობს. იგივე ენერგომატარებლები, რომლებიც საქართველოში სწორედ რუსეთიდან შემოდის, გაცილებით შეღავათიანი ტარიფით შეიძლება შემოვიდეს, მაგრამ არ გვინდა, ჩვენ ხომ ბევრი ფული გვაქვს და დიდი გადასახადი უნდა გადავიხადოთ. არ გვინდა რუსი ტურისტი, რომლის შემოუსვლელობამ საქართველოს ეკონომიკას მილიარდი დოლარი ერთ წელიწადში ამოაცალა; არ გვინდა იაფი ხორბალი, რომელიც უკვე 1 თებერვლიდან გაგვიძვირდა და სპეციალურ ფასს გადავიხდით, რადგან რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა არ გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც კი ხორბლის მარაგი ამოგვეწურება და ახალ პარტიას შემოვიტანთ, პურპროდუქტებზე ფასები მოიმატებს. ის ფასები, რომლებიც ფრენების აკრძალვის შემდეგ ისედაც გაიზარდა. ეს ყველაფერი კი დასავლეთს არ აღელვებს, მონას ხომ პროტესტის უფლება არ აქვს?! და მონებად რომ გვთვლიან, მათი განცხადებებიდანაც ნათლად ჩანს. აი, რუსეთის დუმის რომელიმე დეპუტატს რომ გაეკეთებინა განცხადება და ეთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამერიკისა და ევროპის მარიონეტია, მათ მითითებებს ასრულებსო (რაც სრული სიმართლე იქნებოდა), წარმოგიდგენიათ, რას იზამდნენ ან პოლიტიკოსები, ან კიდევ არასამთავრობოები? იმ დეპუტატის სურათს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ყველა ბოძზე გამოაკრავდნენ, დასავლეთი შეშფოთდებოდა, დონალდ ტრამპი თავის გამოსვლაში აუცილებლად ახსენებდა ამ ამბავს და მას მხარს ევროპის რამდენიმე ლიდერიც აუბამდა. ახლა კი ვითომც არაფერი, ვიღაც ოლსონის განცხადებამ ისე მშვიდად ჩაიარა, თითქოს ასეც უნდა მომხდარიყო და ამაში უცნაური არაფერია. პირიქით _ ამ განცხადების შესწავლა და განხილვა დაიწყეს და აგერ, აჩიკო თალაკვაძეს სპეცვიზიტით შტატებშიც უშვებენ, რათა აუხსნას ოლსონსა და მის მეგობრებს, რომ საქართველო რუსეთს კი არ ემონება, ისევ ამერიკას და ეს მონობა კვლავ ურყევი იქნება. ჰო, დასავლეთი ცალკე ირაკლი კობახიძესაკაჩავებს”: ისეთი საარჩევნო კანონი მიიღეთ, რომელიც ხელისუფლებას დაგაკარგვინებთო. ეს საშინაო საქმეებში ჩარევა არ არის, ეს ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ამბავია და არ უნდა გავაპროტესთოთ? მაგრამ მონას პროტესტის უფლება ვინ მისცა?!

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here