Home რუბრიკები პოლიტიკა “ჟანგიანი” რუსი ინფექციონისტები და “გაწკრიალებული” ევროპული პირბადეები იტალიისთვის

“ჟანგიანი” რუსი ინფექციონისტები და “გაწკრიალებული” ევროპული პირბადეები იტალიისთვის

პაატა იმნაძე, თენგიზ ცერცვაძე და ამირან გამყრელიძე

მსოფლიოს კიდევ სხვა თემა თუ მოიცავდა ასე გლობალურად, გარდა კორონავირუსისა, ნორმალური ადამიანი, ალბათ, ვერც წარმოიდგენდა. თუმცა, დიადიევროპეიდებიდააშუშუისტებირისიშუშუისტებიარიან, ყველგან, ყოველთვის, ყველა ვითარებაში და თვით ყველაზე დიდ უბედურებასა და ჯოჯოხეთშიც კი რუსეთის გავეშებულ ლანძღვას რომ არ დაუთმონ დრო. ამთავითვე ვიტყვი _ ამ საგაზეთო სტატიის მიზანი არ არის რუსულიდერჟავისან მისი მთავრობის ქებადიდება. ჩვენი მიზანია მხოლოდ ფაქტების ზუსტი გაანალიზება, რათა აქედან მაინც სწორი დასკვნები გამოვიტანოთ.

მაგალითად, მიგაჩნიათ, რომ რუსეთი საქართველოს მტერია? მაშინ აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ეს მტერი ნამდვილად არ არის “ჩამოშლილი”, “გაუბედურებული” და “განადგურებული”, არამედ გარკვეული ასპექტებით მსოფლიოში მოწინავე ქვეყანაცაა და სრულიად მსოფლიო ანგარიშს უწევს; მეტიც, რუსეთის ხელისუფლებას დახმარებასაც კი სთხოვენ ევროპის ყველაზე განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნები.

კიდევ ვიმეორებ _ აქ არ განვიხილავ, რუსეთი “მტერია თუ მოყვარე”; არც რუსეთთან საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობების სამხედრო-პოლიტიკურ ასპექტებზე ვიმსჯელებ; არც იმაზე, ისტორიის განმავლობაში ამ იმპერიამ რა მოუტანა საქართველოს დადებითი და რა _ უარყოფითი; როდის გვიმეგობრა და როდის გვიმტრო; როდის დაღვარა ქართველების სისხლი და როდის დაღვარა თავისი სისხლი ქართველებთან ერთად, მათ შორის ისეთ საქმეებშიც, რომლებითაც ქართველებმა უფრო ვიხეირეთ, ვიდრე რუსებმა. ეს სულ სხვა თემებია. აქ მხოლოდ იმაზე ვსაუბრობთ, რომ “კოვიდ 19”-ის მსოფლიო ჯოჯოხეთმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ ჩვენი მტერი (თუ ასე გნებავთ) სულაც არ არის ჩამოშლილ-გაცამტვერებული და ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ.

ჩემი დღევანდელი წერილი, შესაძლოა, მივიჩნიოთ წინა ნომერში თითქმის ამავე თემაზე გამოქვეყნებული სტატიის გაგრძელებად და ამიტომ აქვე ვიტყვი _ წინა სტატიაშიც, მართალია, ასე დეტალურად არა, მაგრამ მაინც წინასწარვე ავუხსენი ეს ყოველივე რუსოფობებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ამას შედეგი არ მოჰყოლია.

სოციალურ ქსელებში გაზიარებული ჩემი საგაზეთო სტატიის კომენტარებში მაინც დამაბრალეს “პუტინისტობა”, “რუსოფილობა”, “კოლაბორაციონისტობა” და ათასი უბედურება, ამიტომ მგონია, რომ ასეთ ტვინდაშტამპულ ხალხთან ვერც ეს დეტალური ახსნა გამოიღებს შედეგს. თუმცა, კარგი, ჩემი თავი ჯანდაბას _ მე ამ თავქუდმოგლეჯილ რუსოფობიურ კომენტარებში ის უფრო მაფიქრებს, ქართველი საზოგადოების რამხელა ნაწილია ასე სასტიკად ტვინშეზღუდული.

* “რა სისულელეებს წერთ _ იტალიაში ჩასული რუსი ექიმების დიდ ნაწილს იტალიელებმა იქით აღმოუჩნეს კორონავირუსი!”

* “რუსეთი ვის უნდა დაეხმაროს, იქით დასახმარებელია, მალავენ ათიათასობით კორონათი დაღუპულს”;

* “დაჟანგული კამაზებით ასხამენ რაღაც სითხეს ქუჩებში და გაკვირვებული უყურებენ იტალიელები”;

* “იტალიელები უკვე წერენ _ მოგვაშორეთ ეს რუსები აქედანო!”

ეს და სხვა მსგავსი კომენტარები, რადგან არ შეიძლება ყველა ასეთი დამკომენტარებელი დაქირავებული “შუშუისტი” იყოს, სერიოზული განგაშის საბაბს იძლევა. ეს ადამიანები სრულიად უპრობლემოდ იჯერებენ იმას, რომ იტალიელებმა, რომლებმაც საკუთარ ხალხს ვერ დაუდგინეს თავის დროზე კორონავირუსი, უცებ დაუდგინეს იგი რუსეთიდან ჩასულ ექიმებს. ლოგიკაა ისეთი, ქვასაც გახეთქავს დაკოვიდ 19”-საც მოარჩენს. განსაკუთრებით საინტერესოა თეორია, რომლის მიხედვითაც, თურმე რუსეთი “გარდაცვლილებს მალავს”. კი, მაგრამ რამდენს? 10 გარდაცვლილის დამალვას აზრი არ აქვს და 1 000 გარდაცვლილის დამალვა, უბრალოდ, შეუძლებელია.

მთავარი კი მაინც ის არის, ასეთ ხალხს რა ჰგონია “სახელმწიფოთაშორისი ჰუმანიტარული დახმარება”. მგონი, მათ ეს ისე წარმოუდგენიათ, მეზობელს რომ ორ თავ ხახვს შეაწოდებ და, თუ უვარგისია, გადააგდებს ისე, რომ შენ არაფერს გაგაგებინებს კულტურის გამო… ხალხო! სახელმწიფოთაშორისი ჰუმანიტარული აქციის დროს გათვლილია ყოველი წამი, ყოველი მილიმეტრი, ყველა ტვირთის წონა, რაოდენობა, დანიშნულება, ვარგისიანობა, საჭიროება. მოწმდება ყველა ადამიანი, რომელმაც უნდა გადაკვეთოს საზღვარი და შემდეგ უკან გადმოკვეთოს. რაც შეეხება საჭიროებას, ძალითა და მივარდნით არავინ არავის ეხმარება და, თუ იტალიას არ სურდა რუსული “ჟანგიანი” დახმარება, არ სთხოვდა მას და არც მიიღებდა.

უბრალოდ, საქმე რა არის, იცით? რომელიღაც მართლა “ჟანგიანმა” იტალიურმა გაზეთმა, რომელსაც ამერიკელი მფლობელი ჰყავს, დაწერა ეს კრეტინიზმი და სხვათა შორის ლამის მთელი იტალია აღაშფოთა ამით. აქ კი ქართველი მოკრეტინო ელემენტები სრულიად უპრობლემოდ იჯერებენ ამხელა კრეტინიზმებს და თანაც ისე თავდაჯერებულები არიან, საჯარო საკომენტარო სივრცეშიც აქვეყნებენ ამას და თავს მასხრად იგდებენ…

სინამდვილეში კი, ევროპა და “აშუშუ”, უბრალოდ, აჭრილი არიან იმის გამო, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ხდება. სხვათა შორის, როდესაც ჩემს შვილებსბეცეჟესაცრას ვუკეთებდი, არაერთმაევრომობოდიალეთანამემამულემ ირონიით მითხრა: “კარგი რა, ეს საბჭოთა გადმონაშთები როგორ ვერ მოაშორეთ აქედან, მსოფლიოში არავინ იყენებს მაგ აცრებს, მხოლოდ საბჭოთა კავშირის ჩამორჩენილი ექიმები აწვალებენ ბავშვებსბეცეჟე”- აცრებითო”…

ჰოდა, აგერ, უახლესი სამედიცინო კვლევებით დგინდება, რომკოვიდ 19”- აქამდე არსებულთაგან ყველაზე ეფექტიანად სწორედბეცეჟე”- ვაქცინა უმკლავდება. ანუ, იმ ადამიანებში, რომლებსაცბეცეჟე”- აცრა აქვს გაკეთებული ბავშვობაში, “კოვიდ 19” ან თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ან ძალიან მცირე, უმნიშვნელო გართულებებით და სიცოცხლისთვის საშიში სრულიად არ არის. აი, ამით აიხსნება პოსტსაბჭოთა სივრცეშიკოვიდ 19”-ით გამოწვეული სიკვდილიანობის გაცილებით დაბალი მაჩვენებელი, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში. აი, ასეტყუილად ტანჯავდნენ” “ჩამორჩენილი და გაუნათლებელი საბჭოთა ექიმებიბავშვებსბეცეჟე”-, ანუ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინაციით. ხოლო წინწასული და ზეგანვითარებული “ევრო-აშუშუ” არ იყენებდნენ “მოძველებულ” “ბე-ცე-ჟე”-ს. შედეგი აშკარაა. თუმცა ევროპას ამის აღიარება ისე უჭირს და ევროკავშირისერთერთი ლიდერი ქვეყანა _ გერმანია ისეა დაბოღმილი, რომ გერმანულპირველ არხზეყოვლად უღირსი ირონიული სიუჟეტიც კი გაუშვეს რუსეთში, უკრაინასა და საქართველოშიკოვიდ 19”-თან ბრძოლის შესახებ. სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ უკრაინაში თითქოსნაციონალისტურისიმღერებით ებრძვიან ვირუსს, რუსეთში _ მღრღნელების საწინააღმდეგო ხსნარებით, ხოლო საქართველოში _ ნაკურთხი წყლის სხურებით. კადრში თბილისის ქუჩებში სატვირთო ავტომობილებით მოსიარულე სასულიერო პირები ჩანდნენ, ხოლო დიქტორის დამცინავი ხმა ამბობდა, რომ ეს იყო საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის ძირითადი მეთოდი.

ნახსენები არ ყოფილან ქართველი ინფექციონისტები და ეპიდემიოლოგები, მათ მიერ შემუშავებული სწორი სტრატეგია და გეგმა… ასევე ძალიან უშლის ნერვებს ზოგს ის ფაქტი, რომ ხაზს უსვამენ საბჭოთა დიპლომს, საბჭოთა პერიოდში მიღებულ განათლებას. ყველა ეგ ინფექციონისტი შემდეგ ევროპასა და ამერიკაშია გადამზადებულიო, _ ამარგუმენტითცდილობენ, დახატონ სურათი, რომ პაატა იმნაძის, ამირან გამყრელიძის, თენგიზ ცერცვაძის, მარინა ეზუგბაიას, მარინა ენდელაძისა და სხვათა წარმატებული ბრძოლა კორონავირუსთან, საბჭოთა დიპლომის კი არა, მათი ევროამერიკელი გადამამზადებლების დამსახურებაა.

ორად ორი მარტივი კითხვა გვექნება მათთან:

1.თუკი ევროამერიკული განათლება და დიპლომები სჯობდა საბჭოთას, რატომ მომდევნო თაობა არ და ვერ გადაამზადეს ევროამერიკელებმა? რაღა ეს საბჭოთანაყიდდიპლომიანიუვიცები აირჩიესგადასამზადებლად”?

2.თუკი ასეთი მაგარიგადამამზადებლებიჰყავდათ ჩვენს ექიმებს ევროამერიკაში, მაშინ რატომ არის ჩვენს ქვეყანაშიკოვიდ 19”-თან ბრძოლის კუთხით საქმე გაცილებით უკეთესად, ვიდრე ჩვენი ექიმებისგადამამზადებელთამშობლიურ ქვეყნებში? რა, ჩვენ გადაგვამზადეს და თავისთვის ვერ გადაემზადნენ თუ რა ხდება?

წარმოიდგინეთ, რა ამბავი იქნებოდა ატეხილი, ეს ყოველივე პირიქით რომ ყოფილიყო _ რუსეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში რომ ხდებოდეს ის, რაც ამერიკასა და ევროპაში ხდება, როგორ იქნებოდა წალეკილი სოციალური ქსელები კომენტარებით: “აი, ბნელი და ჩამორჩენილი რუსეთი”, “აგე, რატომ არის საჭირო ცივილიზაცია და განვითარება და არა რუსეთში ჩარჩენა” და ა.შ.

კორონავირუსით გარდაცვლილების გამო კი სამძიმარს კი არ გამოთქვამდნენ, არამედ “ამოწყვეტას” და “ყველას დახოცვას” უსურვებდნენ.

სხვათა შორის, გუშინ დილით, როგორც კი ჩავრთე ტელევიზორი, ჯერ საფრანგეთის, მერე გერმანიის, მერე სხვა ევროპული ქვეყნების პოლიტიკური ლიდერების განცხადებები მოვისმინე ზედიზედ _ “არა, ჩვენ არ მიგვიტოვებია არც იტალია და არც ესპანეთი, ჩვენ მათ რამდენიმე ათასი პირბადე გავუგზავნეთ და სხვა სახის დახმარებებიც აღვუთქვით და კიდევ დავეხმარებით, ჩვენ ერთიანი ევროპა გვჭირდება”.

არადა, სანამ რუსეთი არ დაეხმარა იტალიას, მანამდე ვროკავშირის ქვეყნების ლიდერთა ასეთი განცხადებები არავის მოუსმენია… როგორც ხდება ხოლმე _ ევროპა კიდევ ერთხელ გამოაფხიზლა .. რუსულმა საფრთხემ, როგორც მეორე მსოფლიო ომში, როდესაც 4 წლის განმავლობაშიმეორე ფრონტისგახსნას არ დაადგა საშველი და მხოლოდ იმ ვითარებაში, როდესაც წითელი არმია პოლონეთს გასცდა და დიდი ალბათობა შეიქნა, საბჭოთა სარდლობას მათთვის პარიზის აღებაც ებრძანებინა, ჩერჩილი და რუზველტი, დე გოლითურთ, გამწარებული ეკვეთნენ ლამანშსა და ნორმანდიას.

ამასობაში მიყოლებით აკეთებენ რუსეთისადმი მადლიერებით აღსავსე ოფიციალურ განცხადებებს იტალიის მთავრობის წევრები და ქალაქების მერები, რეგიონების მმართველები… ხოლო სოციალურ ქსელებში ზოგიერთ ქართველს რატომღაც კვლავ რომელიღაც ფარჩაკი იტალიური გამოცემისა და ინტერნეტში დადებული “ფეიკების” უფრო სჯერა, ვიდრე იტალიის პრემიერმინისტრის, მერის, გუბერნატორის ოფიციალური განცხადებებისა…

ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგაც ვიცი, რა დღე მომელის მათგან, თუმცა მზად ვარ ამისთვის. სჯობს, ასეთი ადამიანები გაძაგებდნენ, ვიდრე გაქებდნენ.

ბაკურ სვანიძე

6 COMMENTS

  1. მიმაჩნია,რომ შედარებას არანაირი საფუძველი გააჩნია საბჭოურ დიპლომებსა და ამერიკულ დიპლომებს შორის ეს ყველაფერი მარიაჟობაა, ჩვენ გვყვავდა უმაღლესი პროფესიონალი კადრები, პროფესორ აკადემიკოსები, ისევე რუსეთსაც ყავდათ, აქ ჩვენმა ყოფილმა გენიოს ხელმძღვანელობამ გააუქმა აკადემიკოსების პრეზიდიუმი, სადაც იყო სამჭედლო დიდი სპეციალისტების აღზრდისა, ჩვენი აკადემიკოსები და პროფესორები უტარებდნენ ლექციებს საზღვარგარეთიდან ჩამოსულებს, და ასევე იქით იწვევდნენ სამუშაოდ. დღეს რა ხდება თურმე მსოფლიოში ყველაზე დაბალი დონის სპეციალისტები გვყოლია რომლებსაც თურმე არანაირი ცოდნა არ გააჩნიათ, ადამიანი ქართველი და საქართველოში მცხოვრები მოქალაქე თუ ამ განსჯით ფიქრობს, ის ან უცოდინარია ან შემოგდებული აგენტია ევროპა-ამერიკის, საქართველო იყო და იქნება დიდი სამჭედლო სამედიცინო სპეციალისტების, რაც დასტურდა დღევანდელ მდგომარეობიდან გამომდინარე.

  2. დაავიწყდათ ფრიცებს, სულ 75 წელი გავიდა და უკვე დაავიწყდათ?! ერთი ნაკურთხი წყალის გადავლება არ აწყენდათ, სანამ კიდევ მიუქარავთ რამე!
    https://www.youtube.com/watch?v=YgQ-Ijq87zs

  3. სრულიად ჭეშმარიტ სინამდვილესთან გვაქვს შეხება , არ შეიძლება რეალობის უარყოფა და რაღაც ჭორების აგორება, სიმართლე უნდა დაინახი და აღიარო. ბევრი ჩვენი თანამოქალაქე სირაქლემას პოზაში იმყოფება და თუთიყუშივით იმეორებს მავანთა გამონათქვამებს ანალიზის გარეშე, მქონია შეხება ამ საკითხზე მსჯელობისას რამოდენიმე ადამიანთან და არსებითად დადებითი აზრები მოვისმინე რუსული მისიის მიმართ, რაც არ ცვლის ადამიანთა დამოკიდებულებას ოკუპაციის საკითხზე, მაგრამ რაცმართალი ა რუსეთი ბრავო.

  4. ვიდრე ბოლომდე ჩავიკითხავდი, მანამდე ვთქვი, ბაკურ სვანიძის სტილით არის დაწერილი-მეთქი. თურმე სტილით კი არა, თავად ბაკური ყოფილა სტატიის ავტორი.
    აბსოლუტურად გეთანხმები.

  5. “ევროპა კიდევ ერთხელ გამოაფხიზლა ე.წ. რუსულმა საფრთხემ, როგორც მეორე მსოფლიო ომში, როდესაც 4 წლის განმავლობაში “მეორე ფრონტის” გახსნას არ დაადგა საშველი და მხოლოდ იმ ვითარებაში, როდესაც წითელი არმია პოლონეთს გასცდა და დიდი ალბათობა შეიქნა, საბჭოთა სარდლობას მათთვის პარიზის აღებაც ებრძანებინა, ჩერჩილი და რუზველტი, დე გოლითურთ, გამწარებული ეკვეთნენ ლა–მანშსა და ნორმანდიას.” – ნამდვილად ასე იყო. და ასეა ყოველთვის! (

  6. ნეტავ ყველას ჰქონდეს თვალები ახელილი და გონება განათებული, მადლიერების გრძნობა განვითარებული, მაშინ ხომ ასეთ დღეში აღარ ვიქნებოდით. უფალი გვფარავდეს ბედკრული საქართველოს(ვითომ დამოუკიდებელი საქართველოს) ტანჯულ შვილებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here