Home რუბრიკები პოლიტიკა პრეზიდენტები, რომლებიც ციხეში ჩასვეს

პრეზიდენტები, რომლებიც ციხეში ჩასვეს

657

საქართველოში ტრაილერის კონტეინერით შემოპარული საქართველოს ექსპრეზიდენტის დაპატიმრებისა და ციხეში გამომწყვდევის შემდეგნაციონალურმა მოძრაობამდა მისი ბელადის .. დასავლელმა პარტნიორებმა ნაცმედიასთან ერთად მძიმე დანაშაულებში ბრალდებული საააშვილის გათეთრება და მისთვის სისხლის ჩამობანა დაიწყეს, თითქოსქართული სახელმწიფოს აღმაშენებელს” (ამ ეპითეტით შეამკეს ნაცებმა თავიანთი კერპი) შენების მეტი არაფერი უკეთებია და დანაშაულებში, რომლებიც მისი მმართველობის პერიოდში საქართველოში ხდებოდა, ბრალი არ მიუძღვის.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრებისა და მხარდამჭერების აზრით, დანაშაულები მათ წინააღმდეგ თურმე გამოგონილია _ არც სანდრო გირგვლიანის მკვლელობა (ამ დანაშაულზე სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილსა და მის რეჟიმს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს გამაოგნებელი უწოდა) ყოფილა, არც ვალერი გელაშვილის უმოწყალოდ ცემა და მისთვის ქონების წართმევა, არც ე.წ. სამხრეთ ოსეთის (სააკაშვილის მიერ მიერთებულ ახალგორის რაიონთან ერთად) და კოდორის ხეობის (რომელსაც ზემო აფხაზეთი უწოდეს ნაცებმა) უბრძოლველად ჩაბარება, არც ბიზნესების დატერორება და ადამიანებისთვის ქონების ჩამორთმევა, არც ბუტა რობაქიძის, გიორგი ვაზაგაშვილის, გიორგი გამცემლიძისა და პროფესორ გურამ შარაძის ქუჩაში დახვრეტა, არც სულხან მოლაშვილისა და სერგო თეთრაძის წამებით მკვლელობა. თურმე არც ციხეებში აუპატიურებდნენ პატიმრებს სააკაშვილის ზეობის ხანაში; მაგალითად, 2011 წელს საქართველოში 24,1 ათასი პატიმარი და 300 ათასზე მეტი პრობაციონერი არ ყოფილა… სააკაშვილის გასათეთრებლად “ნაციონალურმა მოძრაობამ” რაიონებიდან ხალხი ჩამოიყვანა თბილისში და დაახლოებით 20-ათასიანი მიტინგი გამართა, შემდეგ კი თანამგრძნობ ე.წ. მეუფეებთან ერთად სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ პეტიცია გაავრცელა იმ “საბაბით”, რომ თითქოს პრეზიდენტებს არც ერთ ქვეყანაში არ აპატიმრებენ.

ნაციონალური მოძრაობისწარმომადგენელთა და მხარდამჭერთა მტკიცების მიუხედავად, რომ პრეზიდენტებს არ ასამართლებენ, ისტორიაში ასეთი უამრავი შემთხვევაა: დღემდე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 100-ზე მეტი სახელმწიფოს პირველი პირია (პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი) გასამართლებული და მსჯავრდადებული.

ნიკოლა სარკოზი, საფრანგეთის პრეზიდენტი (2007-2012)

მიმდინარე წლის 30 სექტემბერს საფრანგეთის სასამართლომ 2012 წლის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის უკანონოდ დაფინანსებაში დამნაშავედ ცნო ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და 66 წლის ექსპრეზიდენტს ერთწლიანი შინაპატიმრობა მიუსაჯა. სარკოზიმ, გამოძიების თანახმად, არაკანონიერად მოიპოვა დიდძალი ფული და წინასაარჩევნო კამპანიაში, კანონით გათვალისწინებული 22,5 მლნ ევროს ნაცვლად, თითქმის 2-ჯერ მეტი დახარჯა.

პაკ კინ ჰე

პაკ კინ ჰე, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი (2013-2017)

2017 წლის 30 მარტს მექრთამეობის, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონფიდენციალური ინფორმაციის გარეშე პირისთვის გადაცემის ბრალდებით დააპატიმრეს სამხრეთ კორეის ახლა უკვე ექსპრეზიდენტი, ქალბატონი პაკ კინ ჰე. სამხრეთ კორეაში კორუფციული სკანდალი აგორდა 2016 წლის ოქტომბერში, როცა პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია დიდი კორპორაციების (მათ შორის იყო “სამსუნგი”) მიმართ მთავრობის მხარდაჭერის სანაცვლოდ დიდძალი ფულის გადარიცხვაზე ვიცეპრეზიდენტ ცოი სუნ სილის მიერ შექმნილ ფონდში. ამ სკანდალმა პრეზიდენტ პაკ კინ ჰეს მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება გამოიწვია. 2017 წლის აპრილში საკონსტიტუციო სასამართლომ პაკ კინ ჰე პოსტიდან გადააყენა, 2018 წლის აპრილში კი სეულის სასამართლომ მას 24 წლით აღუკვეთა თავისუფლება და 18 მლრდ ვონის (დაახლოებით 15 მლნ დოლარი) გადახდა დააკისრა. ერთი წლის შემდეგ სასამართლომ გაითვალისწინა პროკურატურის მოთხოვნა და ყოფილ პრეზიდენტს ერთი წლით გაუხანგრძლივა პატიმრობა.

სერჟ სარგსიანი

სერჟ სარგსიანი, სომხეთის პრეზიდენტი (2008-2018)

2019 წლის ბოლოს სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს წაუყენა ბრალდება 1 მლნ დოლარის სახელმწიფო ქონების გაფლანგვის შესახებ. სარგსიანს ადანაშაულებენ იმაში, რომ მან თავის ხელქვეითებს დაავალა, დიზელის საწვავის მიმწოდებლად აერჩია კომპანია “ფლეში” და არა “მასხერი”, რომელიც საწვავის შემოტანას გაცილებით ნაკლებ ფასად სთავაზობდა. 2020 წლის 25 თებერვალს სასამართლომ დაიწყო საქმის განხილვა. პროცესი დღემდე გრძელდება. სარგსიანს 4-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მოშე კაცავი

მოშე კაცავი, ისრაელის პრეზიდენტი (2000-2007)

2011 წლის მარტში თელ-ავივის სასამართლომ 7 წლით აღუკვეთა თავისუფლება ისრაელის პრეზიდენტ მოშე კაცავს ორ ხელქვეითზე სექსუალური ძალადობისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლისთვის. 2011 წლის დეკემბერში ის ქალაქ რამლეს ციხე “მაასიაგუში” ჩასვეს. 2017 წლის 21 დეკემბერს კი ვადის ამოწურვამდე 2 წლით ადრე გაათავისუფლეს.

ჟაკ შირაკი

ჟაკ შირაკი, საფრანგეთის პრეზიდენტი (1995-2007)

2011 წლის დეკემბერში პარიზის სასამართლომ 2-წლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ჟაკ შირაკს, რომელიც ბრალდებული იყო პარიზის მერობის პერიოდში “ფიქტიური სამუშაო ადგილების შექმნასა” და “უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში სარგებლის მიღების მიზნით”. ჟაკ შირაკი 2016 წლის 26 სექტემბერს გარდაიცვალა.

ალბერტო ფუხიმორი

ალბერტო ფუხიმორი, პერუს პრეზიდენტი (1990-2000)

2009 წლის პერუს იმხანად უკვე ყოფილ პრეზიდენტ ალბერტო ფუხიმორის 25 წლით აღუკვეთეს თავისუფლება მექრთამეობის, სატელეფონო საუბრების მიყურადებისა და სხვა დანაშაულებისთვის. 2014 წლის 25 ნოემბერს პერუს უზენაესმა სასამართლომ მას უარი უთხრა საქმის გადახედვაზე, 2017 წელს კი ფუხიმორის მძიმე დაავადების დიაგნოზი დაუსვეს და ამის გამო პრეზიდენტმა პედრო კუჩინსკიმ შეიწყალა.

აუგუსტო პინოჩეტი

აუგუსტო პინოჩეტი, ჩილეს პრეზიდენტი (1974-1990)

1973-1974 წლებში აუგუსტო პინოჩეტიმ სამხედრო გადატრიალების შედეგად ჩილეში დიქტატორული რეჟიმი დაამყარა. 1998 წლის 17 ოქტომბერს პინოჩეტი ლონდონში დააპატიმრეს და მკვლელობის 100 ეპიზოდში წარუდგინეს ბრალი, აგრეთვე, ადამიანების მოტაცებასა და წამებაში.

2001 წლის 9 ივლისს სასამართლომ პინოჩეტი გონებასუსტად ცნო და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.

2005-2006 წლებში მას შინაპატიმრობა მიუსაჯეს 1974 წელს ორი პოლიტიკური ოპონენტის მოტაცებასა და მკვლელობის გამო. პინოჩეტს, აგრეთვე, ადანაშაულებდნენ კორუფციასა და ფინანსურ მაქინაციებში, მაგრამ ამისთვის სასამართლოს წინაშე არასოდეს წარმდგარა. პინოჩეტი 2006 წლის 10 დეკემბერს გარდაიცვალა.

ნიკოლაე ჩაუშესკუ

ნიკოლაე ჩაუშესკუ, რუმინეთის პრეზიდენტი (1974-1989)

1989 წელს სახალხო მღელვარების დაწყების შემდეგ ნიკოლაე ჩაუშესკუ მეუღლესთან ერთად ბუქარესტიდან გაიქცა, მაგრამ შეიპყრეს. მისი სასამართლო 1989 წლის 25 დეკემბერს გაიმართა ტირგოვიშტეს სამხედრო გარნიზონში. ჩაუშესკუ დაადანაშაულეს გენოციდში, რომელმაც 60 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა; სახელმწიფო ხელისუფლებისა და ეკონომიკისთვის ძირის გამოთხრაში, უცხოეთის ბანკებში მლრდ დოლარამდე თანხის გადარიცხვაში.

სასამართლომ ცოლ-ქმარს დახვრეტა მიუსაჯა. განაჩენი იმავე დღეს აღასრულეს.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here