Home რუბრიკები ისტორია პასუხი “ვაშინგტონ პოსტის” სარედაქციო კოლეგიას

პასუხი “ვაშინგტონ პოსტის” სარედაქციო კოლეგიას

491
გრიგოლ ონიანი

2021 წლის 30 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაზესაბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის, სამშობლოში ზოგიერთი ქართველი ბელადის სადღეგრძელოს სვამს, სხვები კი მისი შავბნელი წარსულის შესახებ ყვებიან

ბევრი ვიფიქრე ძალიან,

თუ რა პასუხი გამეცა

ვაჟაფშაველა

აშშ-ის ერთ-ერთ წამყვან გაზეთ “ვაშინგტონ პოსტში” (The Washington Post) ამა წლის 30 მაისს გამოქვეყნდა სტატია სათაურით “საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის, სამშობლოში ზოგიერთი ქართველი ბელადის სადღეგრძელოს სვამს, სხვები კი მისი შავბნელი წარსულის შესახებ ყვებიან”. მასში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფონზე, განხილულია სსრკ-ის ლიდერის, იოსებ სტალინის, როლი და მნიშვნელობა ქართველი ხალხის ისტორიასა და თანამედროვე ცხოვრებაში (ავტორი ინა ლაზარევა).

პარიზის ქუჩებში ქალაქის დასათვალიერებლად თანმხლებ პირებთან ერთად გამოსულ იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტეს გლოვის ზარი შემოესმა და შეჩერდა. მცირე ხნის შემდეგ იმპერატორმა რამდენიმე თანმხლებ პირს დაავალა, გაეგოთ, რამე საშინელება ხომ არ მოხდა ქალაქში, გლოვის ზარი რომ ისმისო. დავალება მყისვე შესრულდა. უკან დაბრუნებულმა მხლებლებმა ნაპოლეონს მოახსენეს, მეზობელ ქუჩაზე ებრაელების სინაგოგაა და იქ ტრადიციულად, ყოველწლიურად აღესრულება გოდების ცერემონია, რომელიც მიძღვნილია იერუსალიმის დაცემის დღესთანო. ნაპოლეონი ჩაფიქრდა და წარმოთქვა: შეუძლებელია, მოკვდეს ერი, რომელიც საუკუნეების შემდეგ კვლავ ასე მძაფრად განიცდის თავის წარუმატებლობას”.

ჩვენ, ქართველემა, სტალინის ხელმძღვანელობით, ჩამორჩენილი საქართველო 32 წლის განმავლობაში (1921-1953 წწ.) ვაქციეთ ამქვეყნიურ სამოთხედ. საქართველო საოცნებო ქვეყანა იყო მსოფლიოს ნებისმიერი ადამიანისთვის, დღეს კი მისი დაცემის, ეკონომიკური განადგურების, სულიერი გაპარტახების, ტერიტორიული დაქუცმაცების, პატივისა და ღირსების აყრის, უღარიბეს ქვეყნად გამოცხადების, ფუნდამენტური მეცნიერების მოსპობის, განათლების, კულტურის, ხელოვნების, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის სრულ კოლაფსს ზეიმობენ სტალინის ლანძღვის ფონზე. ეს ისეთივე დაუჯერებელია, როგორც ამერიკული დემოკრატია და “ვაშინგტონ პოსტში” 30 მაისს გამოქვეყნებული სტატია სტალინის სამშობლოში ზოგიერთი ქართველი ბელადის სადღეგრძელოს სვამს, სხვები კი მისი შავბნელი წარსულის შესახებ ყვებიან “.

ჩემთვის, 85 წლის კაცისთვის, რომელმაც მთელი შეგნებული ცხოვრება, 65 წელი, სტალინის ფენომენის კვლევას შევალიე, საარქივო მასალებზე დაყრდნობით გამოვეცი ექვსტომეული და, კვლავ დაუდგრომელი ენერგიით განვაგრძობ კვლევას _ ვმოგზაურობ ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების მუზეუმებში, დავდივარ ბელადის ნაკვალევზე, ამერიკული გაზეთის აზრით, თურმე ყველაზე ძვირფასი ყოფილა სტალინის ძეგლის ცხვირისა და ულვაშის ფრაგმენტები და არა სტალინის ნივთების კოლექცია, რომლის ექსპონატებიც მუდმივად მისი თანამგზავრი იყო და რომლებმაც საქართველოს საკურორტო ქალაქ ბორჯომში დაიდო ბინა, ხოლო რამდენიმე ხნის შემდეგ მე გადმომეცა, როგორც საერთაშორისო საზოგადოება “სტალინის” თავმჯდომარეს. ვინ დაიჯერებს, რომ ყურადღება არავინ მიაქცია ამ უნიკალურ ნივთებს, რომლებიც უშუალოდ სტალინთან არის დაკავშირებული, ან ჩემი მუზეუმის ეზოში აღმართულ, სსრ კავშირის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს ნიკოლოზ ტომსკის მიერ გამოქანდაკებულ სტალინის ფიგურას? ეს ქანდაკება ადრიატიკის ზღვიდან ამოღებული იშვიათი მარმარილოსგან არის შესრულებული და სიმაღლით 3 მეტრს აღემატება. შეუძლებელია, ვერ შეამჩნიო ძეგლის გარშემო მიმოფანტულ ლოდებზე გამოსახული კარიკატურები, როგორც სახეები ეშმაკებისა _ ტროცკის, ხრუშჩოვის, გორბაჩოვის, ელცინის, სოლჟენიცინის, რაისა მაქსიმოვნას, იაკოვლევისა და სხვათა, რომელთა აქტიური მხარდაჭერით “ბოროტმა სძლია კეთილსა”.

აი, როგორ აღწერს ინა ლაზარევა (ან როგორ გადაწერეს, როგორც ამერიკელებს სჩვევიათ “ისტორიის გადაწერა”) და “ვაშინგტონ პოსტის” სარედაქციო კოლეგია ამ მოვლენას:

* “იოსებ სტალინის დიდი ხნის წინათ განადგურებული გრანიტის ძეგლის ცხვირის ნამსხვრევი და ულვაშის ნაწილი გრიგოლ ონიანისთვის ყველაზე ძვირფას ნივთად ითვლება იმიტომ, რომ ეს ნაწილები იმ დიდი ძეგლის ფრაგმენტებს წარმოადგენს, რომლის აღების წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციაში იგი მონაწილეობდა ჯერ კიდევ 1961 წელს, სტუდენტობისას. გრიგოლ ონიანი დღესაც რჩება ბელადის ერთერთ ყველაზე გულწრფელ თაყვანისმცემლად საქართველოში, რომელიც კავკასიის მთებსა და შავ ზღვას შორის მდებარეობს. “სტალინი ფენომენია”, _ ამბობს იგი. გრიგოლ ონიანის კერძო მუზეუმი, რომელშიც თავმოყრილია იოსებ სტალინთან დაკავშირებული ბევრი ექსპონატი, იმ უჩვეულო და გასაოცარი ნოსტალგიის გამოხატულებაა, რომელიც ჯერ კიდევ არის შენარჩუნებული საქართველოში გასული საუკუნის ერთერთი ყველაზე დაუნდობელი ლიდერის მიმართ”, _ ნათქვამია სტატიაში.

ეს კიდევ არაფერი, სტატიის მომდევნო აბზაცში რომ არ ხდებოდეს სრული კოპირება ქართული ანდაზისა: “ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო”.

* “როცა ამ კვირაში საქართველო თავისი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდა _ 30 წლის წინათ მომხდარ ფაქტს, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლამ განაპირობა, იოსებ სტალინის აურის პარადოქსი ქვეყანაში სრულად იქნა წარმოდგენილი. სუვერენიტეტის ზეიმის ფონზე იხსენებდნენ იმ პერიოდსაც, როცა ქვეყანა თავის ბედს ვერ განაგებდა. დღეს საქართველოში ბევრ ნივთზე იოსებ სტალინის სურათია გამოხატული, ჯერ კიდევ არსებობს მისი სახელობის ქუჩებიგორში, იოსებ სტალინის სახლმუზეუმთან, იმართება აქცია და 2010 წელს აღებული ძეგლის აღდგენას მოითხოვენ. ამასთანავე, ის რეალური დანაშაულები, რომლებიც სტალინის მმართველობის პერიოდში იქნა ჩადენილი, ციმბირისგულაგები”, წმენდები და დაპატიმრებარეპრესიები მიჩუმათებული და იგნორირებულია. საქართველოსთვის იოსებ სტალინი იმ ბრძოლის ცენტრში იმყოფება, რომელიც მისი ისტორიული ხსოვნისთვის მიმდინარეობს, გარდაცვალებიდან 70 წლის შემდეგ. ახალგაზრდა თაობა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაიზარდა, მოითხოვს, რომ სტალინი იმ ლიდერად იქნას აღიარებული, რომელმაც მოკავშირეებთან ერთად მეორე მსოფლიო ომში გაიმარჯვა, მაგრამ იგი საბჭოთა ეპოქის ერთერთ შავბნელ მმართველსაც წარმოადგენდა”.

დიახ, ბატონებო და ქალბატონებო “ვაშინგტონ პოსტის” რედაქციიდან, იმ დღეს საქართველოს ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდით თქვენ _ “ჩვენი სტრატერიული პარტნიორები” და ის “ბებერი ჩერჩეტი ევროპა” (სტალინი). თქვენ 2008 წელს ხუთსაათიანი “ომის” შემდეგ (“კონსტიტუციური წესრიგის დამყარების საბაბით” და თქვენი წაქეზებით) რესპუბლიკის ცენტრალურ მოედანზე ქვეყნის 20% ტერიტორიების დაკარგვა და საქართველოსთვის არნახული მწარე დამარცხება ზარ-ზეიმით აღგვანიშნინეთ. ასეთივე “დამოუკიდებლობის” აღნიშვნა იყო 2021 წლის 26 მაისის ზეიმი. 2021 წლის 26 მაისი დაფუძნებული იყო 1918 წლის 26 მაისზე, როდესაც თითქოსდა რუსეთის საზიანოდ ევროპამ და, კერძოდ, გერმანიამ კუთხეში სამარცხვინოდ მომწყვდეულ საქართველოს მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა, ეღიარებინა საქართველოს “დამოუკიდებლობა”.

თქვენგან, ვინც კაცის კაცზე და ქალის ქალზე ქორწინებას აკანონებთ, სრულებითაც არ მიკვირს, გაოცებით შეჰყურებდეთ ცივილიზაციის გადამრჩენის, ჰიტლერელთა მონობიდან მსოფლიო ხალხების მხსნელის _ სტალინის ძეგლის აღმართვას. თქვენ, ვინც ფეხებს უკოცნით და ბოდიშს უხდით იმ ხალხს, რომლის წინაპრებიც მონებად გყავდათ, ამერიკის აბორიგენი მოსახლეობა კი გაწყვიტეთ და მისი ტერიტორია (არამხოლოდ) უსინდისოდ მიისაკუთრეთ. თქვენივე პრეზიდენტის სიტყვებია: “ქვეყნის სიმდიდრე შენობათა მრავალსართულიანობით კი არ განისაზღვრება, არამედ სულიერი სიმაღლითდა, თუ გგონიათ, რომ ჯობია, საჯდომიდან დაიბადო, ვიდრე საშოდან, ბიბლიაში, რომელსაც თქვენ ხშირად იყენებთ, ეს ასე არ წერია. ბიბლია თქვენ მხოლოდ ტრიბუნაზე დასადებად გჭირდებათ, როდესაც ფარისევლურად ფიცს დებთ ხალხის წინაშე. თქვენი “მაღალი” კულტურა განისაზღვრება სულიერი სიმაღლით თქვენი პრეზიდენტისა, რომელსაც ბიბლიაც ვეღარ შველის. გულწრფელი იყო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, როდესაც მის შეურაცხმყოფელ აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენს ჯანმრთელობა უსურვა.

* “ერთადერთი გზა არის ის, რომ სტალინზე სრული სიმართლე ითქვას. ყველაფერი უნდა გამჟღავნდეს, _ ამბობს 38 წლის გიორგი კანდელაკი, პარლამენტის ყოფილი წევრი, რომელსაც თავისი წვლილი აქვს შეტანილი საბჭოთა ოკუპაციისა და ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღის აღნიშვნის საქმეში. მისი თქმით, ამჟამად, საქართველოში სტალინის 9 ახალი ძეგლია დადგმული. ხშირად სვამენ სადღეგრძელოს მისი სახელის სადიდებლად. სამწუხაროა, რომ იმ ადამიანებმაც კი, რომლებსაც სტალინი არ უყვართ, კარგად არ იციან, რა გაუკეთა მან საქართველოსა და ქართველებს”.

სტატიის ავტორმა, ალბათ, კარგად არ იცის, ვის ესაუბრება (ეს ის გიორგი კანდელაკია, რომელმაც ხელი მოაწერა ევროპის საბჭოს საპარლამენტო რეზოლუციას, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველომ პირველმა დაბომბა ცხინვალი და კასეტური ბომბები გამოიყენა) და ვინ წუხს საქართველოს ოკუპაციასა და მსხვერპლზე, რომელიც საქართველომ გაიღო სტალინის მმართველობის პერიოდში საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ხალხთა საკეთილდღეოდ.

გულაგები, გუანტანამო, აბორიგენების ხოცვა-ჟლეტა, გენოციდი, ატომური ბომბებით ქალაქების აღგვა პირისაგან მიწისა, “ფერადი რევოლუციები”, კორეა, ვიეტნამი, იაპონია, სამხრეთ ამერიკის ქვეყნები, ავღანეთი, ერაყი, სირია, ლიბია, სერბეთი, სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩარევა, მოკავშირე სახელწიფოების პირველი პირების თვალთვალი და მიყურადება, საკუთარი პრეზიდენტის მკვლელობა, არჩევნების გაყალბება თქვენ ქვეყანას მოჰკითხეთ, იმ ქვეყანას, რომლის აბორიგენ მოსახლეობასაც გენოციდი მოუწყვეთ ახლა კი რეზერვაციებში ამყოფებთ, ხოლო შთამომავალთ იმ ადამიანებისა, რომლებიც მონებად გყავდათ, ფარისევლურად ფეხებს უკოცნით. სიკვდილს გადარჩენილი ამერიკის აბორიგენი მოსახლეობა 60 ტომად არის გაფანტული აშშში თუ ლათინური ამერიკის ქვეყნებში და სწორედ იმ 60 ტომის ბელადებმა 1943 წელს თავიანთ გაერთიანებულ ტომთა ბელადად სტალინი აირჩიეს სამუდამოდ. ტომთა ბელადის მდიდრული და ლამაზი სამოსი, ბუკითა და ნაღარის თანხლებით, რიტუალით გადასცეს სსრ კავშირის ელჩს ამერიკაში _ ანდრია გრომიკოს სტალინისთვის გადასაცემად და დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდა კრემლის მუზეუმში. რამდენიმე წლის წინათ კი პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთის სახელმწიფო მუზეუმს გადასცა. ამერიკის ძირძველ მოსახლეობას ჰყავს თავისი სამუდამოდ არჩეული ბელადი _ სტალინი. თქვენი ბელადი კი განგსტერი ალ კაპონეა, რომლის სახლ-მუზეუმსა და მის სახელს რუდუნებით ეპყრობით, ხოლო სტალინს, როგორც სტატიაშია ნათქვამი, უსაშინელეს ბოროტებად მოიხსენიებთ. წერილის ავტორი ესაუბრა “მითების დეტექტორის” (ამ ვებგვერდის მთავარი რედაქტორი “თავისუფლების ინსტიტუტში” დაფრთიანებული თამარ კინწურაშვილია) წარმომადგენელ ნინო დალაქიშვილს, რომელიც ცდილობს, სტალინის დამსახურებების შესახებ ქართულ მასმედიაში გავრცელებული “ცრუ მასალები” ამხილოს და მოსახლეობას “სინამდვილე” მიაწოდოს _ “სტატიაში ჩამოთვლილია ის ადგილები და ობიექტები, რომლებსაც იოსებ სტალინის სადიდებლად აქვს სახელი დარქმეული: ავლაბრის არალეგალური სტამბა, რომელშიც, თითქოსდა, იგი რუსული ცარიზმის წინააღმდეგ პროკლამაციებს ბეჭდავდა და ავრცელებდა, მაგრამ არავინ იცის, რომელ წლებში და რამდენ ხანს მუშაობდა; გორში სტალინის გამოსახულება თვალებს გჭრის სასტუმროს ფანჯრებიდან, მისი ძეგლი მუნიციპალურ პარკში დგას, ხოლო რესტორანსიოსებიჰქვია. გორში მდებარე სახლმუზეუმი საბჭოთა დროიდან თითქმის არ შეცვლილა და ისტორიის აეროგრაფიული ვერსიის მაგალითს წარმოადგენსიქვე, ახლოს, ქუჩის გამყიდველი სტალინის გამოსახულებით სამახსოვრო საჩუქრებს, მონეტებსა და მედლებს გთავაზობს, მასთან ერთად კი _ ნაცისტებთან დაკავშირებულ ნივთებსაც. მეორე მხრივ, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის (“სოვლაბ”) ახალგაზრდა აქტივისტები ეძებენ და პოულობენ იმ ადგილებს, რომლებიც სტალინის მმართველობის ეპოქაში ჩადენილი დანაშაულების მოწმენი არიან, მაგალითად, თბილისის ცენტრში მდებარე ინგოროყვას ქუჩაზე, ნახევრად დანგრეულ სახლში, 1921-1934 წლებში 15 ათასი ადამიანი დაკითხეს და აწამეს, რომლებიც იძულებულნი ხდებოდნენ, ხელი მოეწერათ ყალბი ბრალდების აღიარებისათვის. “სტალინმა კარგად იცოდა ამ ადგილის არსებობა, რომელიც საბჭოთა ტერორის მოწმეა”, _ ამბობს ირაკლი ხვადაგიანი, “სოვლაბისაქტივისტი. მან გამოიკვლია და დოკუმენტურად ასახა შენობა, რომლის საკნებში უამრავი ადამიანი აწამეს. დაახლოებით ორი წლის წინათ შენობის სარდაფის დიდი ნაწილი რესტორნად გადააკეთეს, რომელშიც ხინკალი მზადდება… “სოვლაბელიისტორიკოსების თქმით, თბილისში ის ადგილები, რომლებზეც მასობრივი რეპრესიების მსხვერპლთა საფლავები იყო, თავის დროზე ბულდოზერებით გადაასწორეს. “უცნაურია, რომ ქართველები არ შეეცადნენ სტალინის ეპოქაში მასობრივად დახოცილი ადამიანების ხსოვნის შენარჩუნებას და მათი საფლავების გადარჩენას”, _ ამბობს ლონდონელი ისტორიკოსი საიმონ მონტეფიორე, ავტორი წიგნისაახალგაზრდა სტალინი”. _ “სად არიან ისინი?” რა არაფრისმთქმელი და არაფრისმომცემია ზღაპარი, რომელსაც ეს მოსყიდული ადამიანები ყვებიან, და რომლებისთვისაც ესოდენ “დატვირთულ” “ვაშინგტონ პოსტს” მოუცლია. ისე, რა უცნაური დამთხვევაა _ ადამიანს, რომელიც ყველასთვის მიუღებლია, ქართულად ხვადაგი გქვია (იმერეთში რქიან საქონელს ეძახიან). ახალგაზრდობაში ერთი თანამშრომელი ქალი მყავდა, ძალიან სათნო და შრომისმოყვარე, მაგრამ იშვიათად ვეძახდი ხოლმე კაბინეტში, რადგან მისი გვარი არ მომწონდა. ერთხელ გავრისკე და ვკითხე _ ნუთუ არ გეუხერხულება, გვარად ბერბიჭაშვილი რომ ხარ-მეთქი? მიპასუხა: ოჯახი მახინჯის გარეშე არ არსებობსო (Семъя без уродав не бывает). ეს ხვადაგი ხვადაგიანი ჯანდაბას, მაგრამ მიკვირს თავის შთამომავლობას რას ერჩის, რომ არაფერი ვთქვათ დალაქიშვილზე, რომელიც სტალინის მიმართ პოლიტიკურად ანასტას მიქოიანის მიმდევარია. ამაზრზენია ჩემი მუზეუმის პანორამისა და მისი ინტერიერის ყურება გაზეთვაშინგტონ პოსტისფურცლებზე. ფოტორეპორტიორმა რატომღაც ვერ დაინახა 4X3 ზომის ბანერზე გამოსახული ფოტო, რომელზეც აღბეჭდილი არიან სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი (თავიანთი ქვეყნების დროშებით). ეს ფოტო ამაყად დაჰყურებს ჩემი მუზეუმის ეზოს. სურათი ამოღებულია პოტსდამის კონფერენციის მასალებიდან. გადაიღეს ჩერჩილის თხოვნით _ “ჩემი პოლიტიკური ავტობიოგრაფიისათვის”-. სურათში მუზეუმს თავზე გადმოჰყურებს უსახური საცხოვრებელი სახლები. ფოტორეპორტიორი თითქოს მკითხველს ეუბნება: როგორი კარგი სახლებია ჩვენთან, ამერიკაში, და ხედავთ, იმ ჯოჯოხეთში ვის სცემენ პატივს და ვის სადღეგრძელოს სვამენ?! წერილში გადმოცემულია უწიგნური კოლაბორაციონისტების აზრები, რომლებსაცრცხვენიათ, როცა საქართველოში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი სტალინის სახელობის ქუჩები”. ნიურნბერგის პროცესზე ჰერმან გერინგმა ასეთი კითხვით მიმართა სასამართლოს თავმჯდომარეს: რატომ ჩემ გვერდით არ ზის და არ ასამართლებთ ამერიკის პრეზიდენტ ტრუმენს, განა მან ნაკლები ბოროტება ჩაიდინა კაცობრიობის წინაშე, ვიდრე მე?! ტრუმენმა დამარცხებული იაპონიის სრულიად უდანაშაულო ხიროსიმისა და ნაგასაკის მოსახლეობას ატომური ბომბები დაუშინა”. გერინგმა, ამასთანავე, ბრალდებებიც წაუყენა ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ჩერჩილს. არც ერთი სიტყვა განსასჯელთაგან სტალინის საწინააღმდეგოდ არ წარმოთქმულა. რუზველტი და ჩერჩილი წინააღმდეგნი იყვნენ სასამართლოს გამართვის, რადგან იცოდნენ, რომ პროცესზე ბევრი ბრალდება მათ მიმართაც ითქმებოდა. აი, ეს არის დასავლური “დემოკრატია” და სტალინური “დესპოტიზმი”. ცნობილი ამერიკელი მწერალი და მკვლევარი, გროვერ ფერი, თავის გამოკვლევაში “ანტისტალინური სისაძაგლე” წერს: “მე ძალიან დამაინტერესა ხრუშჩოვის მოხსენებამ XX ყრილობაზე და გადავწყვიტე, ძირფესვიანად შემესწავლა 1937 წელი. აღნიშნულის შესახებ მივწერე მოსკოვს, რომ დავეშვი საარქივო მასალების შესასწავლად. მოსკოვმა თანხმობა განმიცხადა. ჩავედი მოსკოვში და დავიწყე მუშაობა. 10 წლის განმავლობაში ვსწავლობდი 1937 წელს. ბოლოს მივედი დასკვნამდე და დავწერე _ ხრუშოვმა XX ყრილობაზე სტალინს 61 მძიმე ბრალდება წაუყენა, რომლებიც ამ ათი წლის განმავლობაში თითოეული, ცალ-ცალკე, დეტალურად შევისწავლე. ვამტკიცებ: XX ყრილობის მოხსენებაში ხრუშჩოვის მიერ სტალინის მიმართ წაყენებულ ბრალდებებიდან არც ერთი სწორი არ არის. ვიმეორებ: არც ერთი!”

აქვე წარმოგიდგენთ მეორე ამერიკელი მეცნიერის, ალექს დე იონგის, შეფასებას: “ჰიტლერს საბჭოთა კავშირი რომ დაემარცხებინა, არ იარსებებდნენ რუსები, მაგრამ მათთან ერთად ფრანგებიც, ინგლისელებიც, ამერიკელებიც აღიგვებოდნენ პირისაგან მიწისა. ის გენიალური პიროვნებაა კიდევ იმიტომ, რომ მეორე მსოფლიო ომში მოახერხა, მოკავშირეებად ექცია ინგლისელები, ამერიკელები და ფრანგებიც… დიდ შეცდომას უშვებენ მაშინ, როცა ფიქრობენ, რომ პოლიტიკის აგება პირად ურთიერთობებზე შეიძლება. ამის იმედი ჰქონდა ჩერჩილს, რომელიც თავდაჯერებული ფიქრობდა, რომ გაიცნობდა სტალინს და მას თავის თაყვანისმცემლად გაიხდიდა. სტალინმა კი შეძლო, აეძულებინა როგორც ჩერჩილი, ისე რუზველტი ევლოთ მის მიერ დასახული გზით. ამდენად, სტალინის სახელთან მჭიდროდ არის დაკავშირებული ყველა ჩვენგანის არსებობა”.

* ჰენრი კისინჯერი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 1973-1977წწ.: “სტალინის სიტყვებიდან გამოსჭვივის აზრისა და მოქმედების მიზანსწრაფული სისასტიკე, რომელიც კომუნისტური იდეოლოგიის ურყევი ერთგულების შედეგია. სტალინი მგზნებარე რევოლუციონერი, გულმშვიდი, აღუშფოთებელი სტრატეგი იყო. მან რუსეთი XX საუკუნეში ზესახელმწიფოდ აქცია, ისე, როგორც რიშელიემ _ საფრანგეთი XVII საუკუნეში”.

* ავერელ ჰარიმანი, აშშ-ის ელჩი საბჭოთა კავშირში 1943-1946 წლებში:

“ისინი, ვინც სტალინს პირადად არ იცნობდა, მასში მხოლოდ ტირანს ხედავენ. მე კი მეორე მხარეც მინახავს _ მისი ჭკუა, დეტალების ფანტასტიკური აღქმის ნიჭი, მისი გამჭრიახობა და განსაცვიფრებელი ადამიანური ყურადღება, რომლის გამოჩენის უნარიც ჰქონდა. ომის წლებში, ჩემი აზრით, ის უფრო იყო ინფორმირებული, ვიდრე რუზველტი, და საქმის ვითარებას უფრო რეალისტურად უყურებდა, ვიდრე ჩერჩილი. ომის ლიდერებს შორის ის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო”.

* ჰენრი არნოლდი, ამერიკელი გენერალი:

“სტალინმა გამაკვირვა ჩვენი თვითმფრინავების ცოდნით. იგი მათ თავისებურებებს, შეიარაღებისა და ჯავშნის დეტალებს უფრო უკეთ იცნობდა, ვიდრე ჩვენი საჰაერო ძალების ბევრი ოფიცერი. სტალინი ჭეშმარიტად ფოლადის ადამიანი იყო, უშიშარი, ბრწყინვალე გონების, სწრაფი აზროვნებისა და რეაქციის, შეუბრალებელი, დიდი ლიდერი”.

* ფრანკლინ დელანო რუზველტი, აშშის პრეზიდენტი 1933-1945 წლებში:

“მასთან მუშობა დიდი სიამოვნებაა. ის აყალიბებს საკითხს, რომლის განხილვაც სურს, და ამ საკითხიდან აქეთ და იქით არ იხრება…მომავლისა და აწმყოს საკითხების განსახილველად”.

* უინსტონ ჩერჩილი, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი 1940-1945 და 1951 -1955 წლებში:

“მე კრემლში შევხვდი დიდ რევოლუციონერ ბელადს, ბრძენ მოღვაწესა და მეომარს.…მხნედ და იმედიანად დავაბიჯებ ქვეყანაზე იმ ადამიანთან მეგობრობით გაამაყებული, რომლის დიდებამაც, მხოლოდ რუსეთს კი არა, მსოფლიოს გადაუარა”.

* შარლ დე გოლი, საფრანგეთის პრეზიდენტი 1959-1969 წლებში:

“სტალინს კოლოსალური ავტორიტეტი ჰქონდა, და არა მხოლოდ რუსეთში. მას ძალუძდა, ესწავლებინა თავისი მტრებისთვის, გამარჯვებებით არ ენეტარათ, გამარჯვება კი მას დამარცხებაზე გაცილებით მეტი ჰქონდა. სტალინური რუსეთი მონარქიასთან ერთად დაღუპული რუსეთი არ არის, მაგრამ სტალინური სახელმწიფო სტალინის ღირსეული მემკვიდრის გარეშე განწირულია”.

ვაშინგტონ პოსტისმესვეურნო, შეისმინეთ თქვენი დიდი წინაპრების შეგონებანი!

ვაშინგტონ პოსტს”:

გაზეთი ქადაგებაა

და ქადაგება _ გაზეთი.

თუ ნიადაგი არა აქვს,

ჩალად არა ღირს არც ერთი”.

ვაჟაფშაველა

P.. მე, ჩემი მხრივ, დავძენ: “ვაშინგტონ პოსტიკარგია, მაგრამ არა როგორც გაზეთი, არამედ

გრიგოლ ონიანი

3 COMMENTS

  1. სტალინი გარდაიცვალა, ანუ სხვა ქვეყანაში გადავიდა. ქრისტე (წაიკითხე სტალინი) ეუბნება მისი წამებით ატირებულ ხალხს: ,,ნუ სტირთ ჩემზედაა, არამედ თავსა თქვენსა და შვილთა თქვენთა სტიროდეთ”!….როგორც აშკარად ჩანს, უკვე ბევრი ტირის…… მომავალში კიდევ უფრო ბევრი იტირებს…..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here