საგაზაფხულო სესია პარლამენტის ბიუროს სხდომით გაიხსნა. ხვალ 12:00 საათზე კი პირველი პლენარული სხდომა გაიმართება.
საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომა მიმდინარე კანონპროექტების განხილვას დაეთმობა. ამასთან, განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სარეზერვო სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი იქნება.
გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში დეპუტატთა ეთიკის კოდექსის მიღება იგეგმება.