Home რუბრიკები პოლიტიკა ნაცების გვერდით დგომა ნეხვში ფეხის ჩადგმაზე უარესი არ არის?

ნაცების გვერდით დგომა ნეხვში ფეხის ჩადგმაზე უარესი არ არის?

ქართველი “თომას ჯეფერსონების” პოლიტიკური მედიაკრიზისი

4061
გიგი უგულავა

18 ნოემბერს თბილისში ისეთი ამბები მოხდა, რომ ამ სტატიის თავდაპირველად ჩაფიქრებული მთავარი ხაზი ამ მოვლენებმა დიდწილად შემაცვლევინა. ზოგადი პოლიტიკური ანალიზი, რატომ გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა, რომ მხოლოდ პროპორციული წესით არჩევნების ჩატარების დაპირება გადაეთქვა, რამ განაპირობა მისი ასეთი საქციელი, ამას უკვე დიდი მნიშვნელობა აღარც აქვს, რადგან .. ოპოზიციის საქციელი ნებისმიერ შემთხვევაში ყველა დასაშვებ ზღვარს გასცდა და სახელმწიფომაც და საზოგადოებამაც, ვფიქრობ, ახლა იმაზე უნდა იფიქროს, როგორ დააზღვიოს ეს ქვეყანა ამ ფსიქიკურად შეშლილი მანიაკების მიერ დაქცევისა და საბოლოო დანგრევისგან.

ნუ გაგეღიმებათ, საქმე მართლაც სერიოზული ფსიქიატრიული პრობლემების მქონე ადამიანებთან გვაქვს. ყოველ მათგანს თავი, სულ ცოტა, თომას ჯეფერსონი ჰგონია, ზუსტად ისევე, როგორც ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტების ნახევარს _ ნაპოლეონი, სტალინი ან ალექსანდრე მაკედონელი.

ლოზუნგები და მოწოდებები, იცოცხლე, _ “სამართლიანი სახელმწიფოს აშენების”, “საყოველთაო სახალხო მმართველობის”, “რუსი ოლიგარქის ტირანიის დამხობისა” და სხვა სიკეთეების შესახებ… ნოდარ დუმბაძეს ასეთი “ბელადებისთვის” უკვე აქვს გაცემული პასუხი თავის რომანში “თეთრი ბაირაღები”. თუ გახსოვთ, იქ პატიმარი გამცემლიძე პათეტიკურად წარმოთქვამს ადამიანის გონებაზე ძალადობის ნებისმიერი ფორმით გამოვლინების დაუძინებელი მტერი ვიქნები მუდამ! ამას ამბობდა ამერიკული დემოკრატიის მამა თომას ჯეფერსონი და მეც ვიმეორებ ამას!”, რაზეც პატიმარმა ჭიჭიკო გოგოლმა მოგვიანებით უპასუხა: გამცემლიძე, თომას ჯეფერსონი მაგას რომ ამბობდა, 10 მილიონი ადამიანი მხარს უჭერდა და ერთი იმდენი ჯარი ჰყავდა კიდევ!”

სწორედ ასეა დღევანდელი ქართველი “თომას ჯეფერსონების” საქმე, რომლებსაც “არგუმენტად” აუჩემებიათ, რომ მათი მოთხოვნები არის “სამართლიანი” და ამის საფუძველზე ჯაჭვებსა და ბოქლომებს ადებენ საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო კანცელარიის, უშიშროების სამსახურისა და სხვა უმნიშვნელოვანესი შენობების კარებს.

მიშა მშვილდაძე
მიშა მშვილდაძე

კი, ბატონო, როდესაც ხალხი მხარს გიჭერს და მასის კრიტიკულ რაოდენობას მართავ, შეიძლება პარლამენტიც დალუქო დაზამთრის სასახლეცაიღო შტურმით _ ამას საერთო სახალხო აჯანყება და რევოლუცია ეწოდება, მაგრამ, როდესაც ლამის ერთი კვირა დგახარ ქუჩაში და 2 ათასზე მეტ ადამიანს ვერ აჩერებ საპროტესტო აქციაზე 2 საათზე მეტხანს, ასეთ შემთხვევებში ეს ქმედებები, “რევოლუციაკი არა, ერთი ადგილის თამაში და უბრალო ხულიგნობაა.

ამიტომაც ტრაგიკომიკურია ქართული მედიის, განსაკუთრებით _ ტელევიზიების, პანიკური ტონი იმის შესახებ, რომ ქვეყანაში თურმე “მძიმე პოლიტიკური კრიზისია”. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია და მისი ბელადი ბიძინა ივანიშვილი, საერთო ჯამში, არ მოიქცა სწორად და არ შეასრულა სახალხოდ დადებული პირობა, ქუჩაში 1000-მდე ადამიანის დგომას არ შეიძლებაპოლიტიკური კრიზისიდაერქვას და თანაცმძიმე”.

ეს უფრო მედიის მიერ ხელოვნურად შექმნილიკრიზისია”, უფრო ზუსტად, ვითარების კრიზისად წარმოჩენის უსუსური მცდელობა. ასეთი მოპანიკე მედიის ბაირახტარი, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ინგა გრიგოლიანინო ჟიჟილაშვილივახო სანაიას ტრიოა. ისინი 18 ნოემბერს მთელი დღის განმავლობაში გაიძახოდნენ: “რა ფასი აქვს დეპუტატობას, თუკი პარლამენტის შენობაში სპეცრაზმის დახმარების გარეშე ვერ შედიხარ?!” ეს ფრაზა, გარდა ჟურნალისტური ელემენტარული ეთიკის დარღვევისა (რაღაც შტერული “ქარტიის” სულელურ მუხლებს არ ვგულისხმობ, ზოგად ეთიკასა და მორალზე ვლაპარაკობ), ელემენტარული თაღლითობის ნიმუშიც არის, რადგან მის მომსმენს ეგონება, არიქა, ერი და ჯამაათი არ უშვებდა დეპუტატებს პარლამენტის შენობაში და სპეცრაზმმა შეიყვანაო… არადა, აქ საუბარია 40-მდე მოსყიდულ მიშისტ აქტივისტზე, რომლებმაც პარლამენტის შესასვლელ კარებს ბოქლომები დაადეს და ჯაჭვები შემოახვიეს, ხოლო 40-50 მოსყიდულიპოლიტიკურად ნეიტრალური ახალგაზრდაყოველთვის და ნებისმიერი მთავრობის პირობებში მოიძებნება გარკვეული დესტრუქციული ქმედებების განსახორცილებლად. სხვათა შორის სოციალურ ქსელში გავრცელდა სწორედ ამ ახალგაზრდების ფოტოები, რომლებზეც ისინი თავიანთ ბელად მიშა სააკაშვილთან ჩახუტებული არიან გადაღებული. ფაქტია, რომ “პოლიტიკურად ნეიტრალური ახალგაზრდული მოძრაობა”, როგორც ამას სწორედ ინგა გრიგოლია ხშირად იმეორებდა ეთერში, სინამდვილეში მიშა სააკაშვილის ფანატი გოგო-ბიჭები იყვნენ, თანაც არც ისე ძალიან ახალგაზრდები. საყურადღებოა ისიც, რომ მიმდინარე აქციის ამსახველ კადრებში ყველა ეს მიშისტი გოგო-ბიჭი იმ მომენტში არიან გადაღებულნი, როცა მათ ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტი კომენტარს ართმევს.

თაკო ჩარკვიანი
თაკო ჩარკვიანი

“აი, მოდი, ახლა რომელიმე ახალგაზრდას ვკითხოთ თავისი აზრი,” _ ეს ფრაზა მხოლოდ მაყურებელთა თვალის ასახვევად იყო ხოლმე ნათქვამი და სინამდვილეში ტელეკომპანია “პირველის” ჯგუფები აშკარად ამ მიშისტ ახალგაზრდებთან ერთად იყვნენ “ნატრენინგები” და სახეზეც ცნობდნენ მათ. ფაქტია, რომ “პირველის” ჟურნალისტებს ჰქონდათ ბრძანება პატრონებისგან, ვინ უნდა გაეჩერებინათ, ვისთვის ეთხოვათ კომენტარი, “შემთხვევითი რესპონდენტების” მხრიდან კი იწყებოდა მიშასგან დარიგებული ბრტყელ-ბრტყელი ფრაზების რახარუხი.

ასე იწრთობოდა “პოლიტიკური კრიზისი”, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა “არასერიოზული კაცისა” არ იყოს, რადგან 500-კაციანი, თუნდაც 1000 და თუნდაც 2-ათასკაციანი “რევოლუცია” არსად არასოდეს მომხდარა და ვერც მოხდება.

სულ ტყუილად ეჭიდებიან ეს ე.წ. ოპოზიციონერები უკანასკნელ ხავსს და განწირული ხმით ხავიან, _ რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობაო. ამ ტრენდის დამკვიდრებას მას შემდეგ ცდილობენ, რაც თვალნათლივ დაინახეს, რომ, კრიტიკული მასის კი არა, მეტ-ნაკლებად თვალში მოსახვედრი რაოდენობის ხალხიც კი არ აჰყვათ.

არადა, რეალურად, სწორედ რაოდენობას აქვს მნიშვნელობა და სხვას არაფერს. მოთხოვნები ძალიან სამართლიანი და მართებულიც რომ იყოს, თუ მას მხარს არ უჭერს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა, შენი მოთხოვნებიანად უნდა აიკრა გუდანაბადი და გზას ეწიო!

დარიგებები, რომ “ბიძინა გვიბიძგებს ნეხვში ფეხის ჩადგმისკენ”, რომ “ბიძინა ცუდია, ხიხიაა და გამოვფხიზლდეთ”, გასაგებია, მაგრამ, თუ ადამიანების დიდ ნაწილს არ სურს გამოფხიზლება, არ გამოფხიზლდება და მორჩა!

“უნდა დაასაქმებინოთ თავზე ბიძინას?” _ ასეთი ფრაზაც მოვისმინე ამ დღეებში. პასუხი მარტივია: _ კი! თუკი მოსახლეობის დიდ ნაწილს ეს გვსურს, დავასაქმებინებთ. და თქვენ არანაირი უფლება არ გაქვთ, ეს დაგვიშალოთ ან ხელი შევიშალოთ. აი, სწორედ ეს არის დემოკრატია!

თუკი საზოგადოება, ხალხი შეცდომას უშვებს, მან უნდა დაუშვას ეს შეცდომა და არავის აქვს უფლება, “გამომფხიზლებლის” ფუნქცია დაიკისროს და ამ საბაბით სახელმწიფო მნიშვნელობის შენობების ბლოკირება დაიწყოს და ქვეყანაში კოლაფსი გამოიწვიოს.

კაცობრიობამ დემოკრატია, ანუ “უმრავლესობის მმართველობა” სწორედ იმიტომ მოიგონა, რომ ძალიან ძნელია, გაარკვიო, როდის უშვებს შეცდომას საზოგადოება, როდის იღებს არასწორ გადაწყვეტილებას და ა.შ.

ყველა მოცლილს ან რამე ქვენა მიზნებით შეპყრობილს რომ არ შეეტანა არეულობა საზოგადოებაში, ყველას თავისი რომ არ ერახუნებინა და ყველაფერზე სამოქალაქო ომი, შფოთი და ძიძგილაობა არ დაწყებულიყო, სწორედ ამიტომ თქვა კაცობრიობამ: დაე, გადაწყვიტოს უმრავლესობამ, თუნდაც დაუშვას შეცდომა და შემდეგ მოგვიანებით, ისევ არჩევნებზე გამოასწოროს, ვიდრე ის, რომ, ვისაც კი რამე არასწორი მოეჩვენება, ომი და უბედურება ატეხოსო! უმრავლესობა კი, მოგეხსენებათ, მხოლოდ და მხოლოდ რაოდენობით განისაზღვრება. სხვათა შორის, სიტყვა “რაოდენობა” შესაბამის კანონებშიც არაერთხელ არის გამოყენებული. მაგალითად, “გზისა და ქუჩის გადაკეტვა მხოლოდ მაშინ არის დაშვებული, თუკი შეკრებილია ამისთვის აუცილებელი რაოდენობის ადამიანი” და ა.შ.

ასე რომ, რაოდენობას აქვს მნიშვნელობა, ხოლო რაც შეეხება იმას, რომ ბიძინა, თურმე, ნეხვში ფეხის ჩადგმას გვაიძულებს და ამიტომ გარკვეული ინდივიდები და ლიდერები შეუერთნენ იმ საპროტესტო აქციას, რომელსაც აშკარად მიშას ჩამოყვანა და ნაცების ხელისუფლებაში მობრუნება აქვს მიზნად დასახული, მინდა, ვკითხო ასეთ ინდივიდებს: კარგი, ვთქვათ, ბიძინა მართლა გვაიძულებს ნეხვში ფეხის ჩადგმას და თქვენ ასე აღიქვით მხოლოდ პროპორციულ არჩევნებზე უარის თქმა (ალბათ, მეც ასე აღვიქვი), მაგრამ, აი, ნაცების გვერდით დგომა ნეხვში ფეხის ჩადგმაზე უარესი არ არის? მანიაკი მიშა სააკაშვილის ჩამოყვანასა დაგამეფებასრომ უწყობთ ხელს, ეგ არ არის უარესი, ვიდრე თუნდაც ბიძინასთან ერთად ნეხვში ფეხის ჩადგმა? ბიძინა განგებ აკეთებს ამას და განგებ გვამყოფებს ასეთ მდგომაროებაშიო, _ ამბობენ. არც არის სიმართლისგან შორს. ბოროტად იყენებს ეს კაცი შექმნილ ვითარებას, გასაგებია, მაგრამ ამის გამო კიდევ უფრო უარეს დღეში უნდა აღმოვჩნდეთ? ხომ არ სჯობს, დროებით არსებულ ვითარებას შევეგუოთ, სანამ უკეთესი არჩევანი არ გამოგვიჩნდება? თუ არადა, პირდაპირ გეტყვით, აი ამ ძველი ანკდოტის პერსონაჟს მაგონებთ: ქუჩაში სეირნობისას დედასთან მიირბენს პატარა ბავშვი, გაუშვერს ხელებს დედას, ხელში დიდი ნოტიო ნეხვი უჭირავს და ეუბნება: _ დედიკო, დედიკო, აი, ამაში კინაღამ ფეხი ჩავკარიო

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. ყოჩაღ ბ–ნო ბაკურ! არა მარტო შესანიშნავი სტატიაა, არამედ ჭკვიანი კაცის დაწერილი და ხალხში აუცილებლად გასავრცელებელი პროკლამაციაა! მინდა მივმართო თაკო ჩარკვიანსა და მისნაირ “პუბლიცისტებს” შევარდნაძის სპიჩმეიკერის ალფენიძის სიტყვებით – თქვენმა გამოსვლებმა ჩვენ ვერ გვავნო, თქვენ კი გავნო, გავნო, გავნო!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here