Home სხვადასხვა დაიჯესტი ნატო _ სკეპტიკოსებში მატებაა

ნატო _ სკეპტიკოსებში მატებაა

281
ნატო _ სკეპტიკოსებში მატებაა

ამჯერად ესპანეთს მიაჩნია, რომ, პირველ რიგში, ევროპის უსაფრთხოების გაძლიერებაა საჭირო

ესპანეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პედრო სანჩესმა დიდ ბრიტანეთში გამართულ ნატოს წევრი ქვეყნების სამიტზე განაცხადა, რომ ნატოს სჭირდება მოდერნიზაცია, რათა  ახალ გამოწვევებს გაუმკლავდეს.

“უკვე აღარ არსებობს უსაფრთხოების გამოწვევები, რომლებიც ემუქრება მხოლოდ ერთ ქვეყანას, ამიტომ იძულებულნი ვართ, მხარი დავუჭიროთ კონსენსუსით მიღებულ გადაწყვეტილებებს”, _ განაცხადა სანჩესმა და ყველას მოუწოდა დაფიქრებისკენ, ნატოს რომელ ქვეყნებს სურთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის  ხილვა უახლოესი ათწლეულების განმავლობაში.

სანჩესი გამოვიდა მოწოდებით, გაძლიერდეს ევროპის თავდაცვისუნარიანობა, რადგან, მისი თქმით, ეს “გააძლიერებს ალიანსს და მას უფრო ეფექტიანს გახდის”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here