Home ახალი ამბები მეყვარები, სანამ… – სანამდე უყვართ, ზოდიაქოს ნიშნებს?

მეყვარები, სანამ… – სანამდე უყვართ, ზოდიაქოს ნიშნებს?

3396

ვერძი: „მეყვარები, სანამ არ მიღალატებ (მომატყუებ)“ – ვერძი მებრძოლი ზოდიაქოს ნიშანია. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები მზად არიან იბრძოლონ ყველაფრისთვის, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. თუ ვერძთან ხართ სასიყვარულო ურთიერთობაში, დარწმუნებული უნდა იყოთ რომსაინტერესო ადამიანი ხართ და მას ბევრი გამოწვევა უნდა შესთავაზოთ, უნდა გიყვარდეთ თავგადასავლები. ღალატი არის ის, რასაც არასოდეს გაპატიებთ.

კურო: „მეყვარები, სანამ გულს არ მატკენ“ – კუროსთვის გულის გატეხვა მარტივი არ არის.მას სჯერა ნამდვილი სიყვარულის და ბევრ დათმობაზე მიდის სიყვარულისთვის. მისი ნდობის მოპოვება მარტივი არ არის, თუმცა როცა ნდობას მოიპოვებთ, ის ბოლომდე გენდობათ. თუ ამ ნდობას გაუცრუებთ და გულს ატკენთ, კურო ურთიერთობას მაშინვე დაასრულებს.

ტყუპები: “მეყვარები, სანამ ეშმაკურად ჩემს მოტყუებას ცდი“- ტყუპები გამორჩეულად ინტელექტუალურები არიან და კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი აქვთ. ტყუპების ბრწყინვალე გონება არის ძალიან სწრაფი, სხარტი და გამჭრიახი. მათ უყვართ ინტელექტუალური საუბრები. ამასთანავე, მოსწონთ, რომ საზოგადოებაში ყველაზე ჭკვიან ადამიანებად მიიჩნევენ. თუ ცდით, რომ ჭკუით აჯობოთ და რაიმე ეშმაკური ხერხით მისი გაცურება სცადოთ, ურთიერთობას მაშინვე დაასრულებს. თუ ეთამაშებით და მისით მანიპულირებთ, ტყუპები ამას მაშინვე მიხვდებიან.

კირჩხიბი: „მეყვარები, სანამ არ მიმატოვებ“ – კირჩხიბები საოცრად ემოციური ნატურით გამოირჩევიან და ცდილობენ, იპოვონ ისეთი პარტნიორი, რომელთანაც ემოციურად თავს დაცულად იგრძნობენ. თუ კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ადამიანს უყვარხართ და გენდობათ, ის ყველაფერს გააკეთებს თქვენ გამო. მას უყვარს საყვარელ ადამიანთან დიდი დროის გატარება და თავისი ინიციატივით ურთიერთობას თითქმის არასოდეს არ ასრულებს.

ლომი: „მეყვარები, სანამ ისე არ შემომხედავ, როგორც სულელეს“ – ცნობილია, რომ ლომს ძალიან უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ლომს სურს, რომ დანარჩენები მას ეთაყვანებოდნენ და პატივს სცემდნენ, ხოლო თუ შეგამჩნიათ, რომ პატივისცემას არ იჩენთ და უფრო მეტიც, ისე უყურებთ, როგორც სულელს, ის მაშინვე დაასრულებს ურთიერთობას.

ქალწული: „მეყვარები, სანამ არ მომატყუებ“ – ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები არასოდეს გაპატიებენ ტყუილს. ყოველთვის სჯობს უთხრათ სიმართლე, რაც უნდა მძიმე იყოს ის. თუ ურთიერთობაში ქალწულთან ხართ. არც კი იფიქროთ მის მოტყუებაზე. ისინი პატივს სცემენ პატიოსან ადამიანებს. ტყუილის გამო ის სამუდამოდ დაგკარგავთ

სასწორი: „მეყვარები, სანამ სიმშვიდეს არ დამირღვევ“ – სასწორები მშვიდობისმოყვარე ნატურით გამოირჩევიან. მათ სურთ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი სრულყოფილი ჰქონდეთ. ის მზად არის ყველაფერი სასიყვარულო ურთიერთობას. სასწორი დიპლომატია და მას შეუძლია გაგაკეთებინოთ ყველაფერი, რასაც მოისურვებს და თან, თქვენ ჩათვლით, რომ ეს თქვენივე სურვილი იყო. ისინი ცხოვრობენ თავიანთ მშვიდობიან სამყაროში, საკუთარი წესებით და თუ ამ მშვიდობას დაურღვევთ, ის თქვენზე უარს იტყვის.

 მორიელი: „მეყვარები, სანამ ჩემთან საიდუმლო არ გექნება“ – როცა მორიელი შეყვარებულია, მას საყვარელი ადამიანი უყვარს ყველაფრით – დადებითი და უარყოფითი მხარეებით და იღებს მას ისეთს, როგორიც არის. მორიელი ყველაზე დიდ პატივს სცემს ურთიერთობაში პატიოსნებას. მას შეუძლია მიიღოს ყველაზე საშინელი სიმართლეც და ისევ უყვარდეთ იმ შემთხვევაში თუ ყველაფერს გულწრფელად ეტყვით, მაგრამ თუ მორიელთან საიდუმლო გაგიჩნდებათ, ის მარტივად დაგივიწყებთ.

მშვილდოსანი: „მეყვარები, სანამ მომავლის იმედი გექნება“ – მშვილდოსანი ძალიან ამბიციურია და სურს, რომ პარტნიორს სჯეროდეს მისი იდეების და მისი თვალებით ხედავდეს სამყაროს. მას არ შეუძლია ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომელსაც მის ცხოვრებაში ნეგატივი შეაქვს. მშვილდოსანს სურს, რომ ყოველთვის ჰქონდეს უკეთესი მომავლის იმედი და სურს, რომ პარტნიორიც იმედით და ოპტიმიზმით სავსე იყოს.

თხის რქა„მეყვარები, სანამ ჩემთან ყოფნა არ მოგბეზრდება“ – ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ძალიან თბილები და მოსიყვარულეები არიან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ურთიერთობა სამუდამო იყოს. ის ურთიერთობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაასრულებს, თუ შენიშნა, რომ პარტნიორს მასთან ყოფნა მობეზრდა, ეს კი ძალიან იშვიათად ხდება. ზოგადად ყველაზე სანდო და სიყვარულში საუკეთესო პარტნიორები სწორედ ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები არიან.

 მერწყული: „მეყვარები, სანამ სხვებს არ დაემსგავსები“ – მერწყულს უყვარდება ისეთი ადამიანი, რომელიც უნიკალურია და სხვებისგან განსხვავდება. მათ სძულთ ჩვეულებრივი ადამიანები. მათ უყვართ ის მცირე დეტალები, რაც ადამაინებს განსაკუთრებულობას სძენთ. თუ სხვებს დაემსგავსებით და უნიკალურობას, გამორჩეულობას დაკარგავთ, მერწყულს თქვენთან ურთიერთობის სურვილი გაუქრება.

თევზები: „მეყვარები, სანამ ჩემს მეოცნებე ბუნებას პატივს სცემ“ – შესაძლოა, თევზები ერთი შეხედვით ცივ და გულგრილ ადამიანებად მოგეჩვენონ, მაგრამ სინამდვილეში, ისინი ყველაზე მგრძნობიარეები არიან. დროდადრო მათ სჭირდებათ, რომ მოსწყდნენ რეალურ სამყაროს და თავიანთ გამოგონილ, წარმოსახვით სამყაროში იცხოვრონ. უყვართ ოცნება და მათ ოცნებაში ყველაზე გიჟური იდეების განხორციელებაც შესაძლებელია. გვერდით სჭირდება ისეთი ადამიანი, რომელიც მისი ინსპირაციის წყარო გახდება, რომელიც მხარს დაუჭერს და უბრალოდ, შეიყვარებს ისეთ მეოცნებეს, როგორიც სინამდვილეშია. ის ვერ გაჩერდება ისეთ ადამიანთან, რომელიც მუდმივად აიძულებს რეალობას თვალი გაუსწოროს.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here