Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე მარკ ტვენის მხიარული თავგადასავალი

მარკ ტვენის მხიარული თავგადასავალი

590

მწერალ მარკ ტვენს ერთ პატარა ქალაქში ლექციის წაკითხვა მხიარულ თავგადასავლად ექცა. მწერალმა ლექციის წაკითხვამდე სილამაზის სალონს მიაკითხა.

– ჩამოსული ხართ? – ჰკითხა დალაქმა.

– დიახ, ამ ქალაქში პირველად ვარ.

– კარგი დრო აგირჩევიათ, ამ საღამოს მარკ ტვენი ლექციას წაიკითხავს. დაესწრებით, არა?

– დიახ, ვაპირებ.

– მერე, ბილეთი ნაყიდი გაქვთ?

– ჯერჯერობით არა.

– ყველა ბილეთი გაყიდულია, ამიტომ ფეხზე დგომა მოგიწევთ.

– რა სამწუხაროა, ბედი არ მწყალობს. ამ კაცის ლექციაზე მუდამ ფეხზე დგომა მიწევს, – ამოიოხრა მარკ ტვენმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here