Home რუბრიკები ეკონომიკა კომერციულმა ბანკებმა 3 თვეში 162,6 მილიონი ლარის ქონება დაისაკუთრეს

კომერციულმა ბანკებმა 3 თვეში 162,6 მილიონი ლარის ქონება დაისაკუთრეს

1043
ვალი

კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა უძრავმოძრავმა ქონებამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 12.4 პროცენტით მოიმატა. კომერციული ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, 2017 წლის პირველ კვარტალში ბანკებმა 162 660 940 ლარის უძრავი და მოძრავი ქონება დაისაკუთრეს, რაც 18 003 590 ლარით მეტია 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებზე.

2017 წლის პირველ კვარტალში სს “ვითიბი ბანკი ჯორჯიამ” 4 905 863 ლარი დაისაკუთრა (2016 წლის ანალოგიურ პერიოდში _ 9 995 331 ლარი), სს “ტერაბანკმა” _ 10 707 118 ლარი (2016 წლის ანალოგიურ პერიოდში _ 11 226 735 ლარი), სს “ბანკი ქართუმ” _ 16 366 700 ლარი (5 223 198 ლარი), სს “საქართველოს ბანკმა” _ 65 247 470 ლარი (60 400 288 ლარი), სს “სილქ როუდ ბანკმა” _ 1 647 918 ლარი (3 889 906 ლარი), სს “თიბისი ბანკმა” _ 47 034 119 ლარი (42 422 840 ლარი), სს “ლიბერთი ბანკმა” _ 115 602 ლარი (476 723 ლარი), სს “ბანკი რესპუბლიკამ” _ 10 516 434 ლარი (6 298 150 ლარი), სს “ბაზისბანკმა” _ 4 517 590 ლარი (4 548 679 ლარი), სს “აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკმა _ საქართველო” _ 840 000 ლარი, სს “ხალიკ ბანკი საქართველომ” _ 339 465 ლარი, სს “ფინკა ბანკი საქართველომ” _ 184 933 ლარი (175 500 ლარი), სს “კრედო ბანკმა” _ 237 728 ლარი.

“პირველი საკრედიტო კავშირის” ხელმძღვანელის _ გივი კორინთელის განცხადებით, ფიზიკური პირების ქონებას ბანკი იშვიათ შემთხვევებში ისაკუთრებს. რეალურად ეს იურიდიული პირების ქონებაა, რომელიც გაიქვითა ან აუქციონზე გაიყიდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here