Home ახალი ამბები ირანი: რუსეთისთვის ჩვენი ბაზები ღიაა! მათ შეუძლიათ ირანის ტერიტორიაზე არსებული ბაზები გამოიყენონ...

ირანი: რუსეთისთვის ჩვენი ბაზები ღიაა! მათ შეუძლიათ ირანის ტერიტორიაზე არსებული ბაზები გამოიყენონ ტერორისტებთან საბრძოლველად სირიაში!

1462
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი: ვლადიმერ პუტინი, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი: ჰასან როუჰანი
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრისას ხაზი გაესვა ირანსა და რუსეთს შორის მჭიდრო ურთიერთობას. ვლადიმერ პუტინმა ირანს კარგი, საიმედო და სანდო მეზობელი უწოდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო წლებში ტვირთბრუნვა ქვეყნებს შორის 70%-ით არის გაზრდილი, ირანს  და რუსეთს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის ერთნაირი ხედვები გააჩნიათ. ირანის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რუსეთს უფლება მიეცა მომავალშიც გამოიყენოს ირანის სახმელეთო ბაზები, სირიაში ტერორიზმთან საბრძოლველად. შეხვედრისას ხელი მოეწერა 16 სხვადასხვა დოკუმენტს (შეთანხმებას), მათ შორის ტურიზმის, სატრანსპორტო- სარკინიგზო  მიმოსვლის , ინფორმაციული ტექნოლოგიების, მსჯავრდებულთა გაცვლის, ნავთობის, გაზის და  ატომური უსაფრთხოების სფეროში.

ირანის პოლიტიკური სპექტრის განცხადებით, რუსეთს შეუძლია გამოიყენოს გარკვეული პერიოდით ირანის ტერიტორიაზე არსებული ბაზები სიარიაში ტერორისტებთან საბრძოლველად. ეს განცხადება გააჟღერა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ჯავად ზარიფმა, იუწყება სააგენტო Reuters-ი. მინისტრის თქმიტ, სწორედ ამ საკითხებზე შეთანხმა ორივე მხარე 28 მარტს კრემლში გამართულ პრეზიდენტების შეხვედრაზე.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here