Home სხვადასხვა Facebook ფრაზები დიდი აფიორა, სახელად ვიზალიბერალიზაცია – აბა,”ბედნიერო ერო”, წინ ევროპისკენ!

დიდი აფიორა, სახელად ვიზალიბერალიზაცია – აბა,”ბედნიერო ერო”, წინ ევროპისკენ!

1814
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ორი ცოტა განსხვავებული მიმართულებაა, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში, ეს მაინც ერთიან კონტექსტში განიხილება. საზოგადოება დიდი აღტაცებით შეხვდა ვიზალიბერალიზაციის ამბავს, მაგრამ რეალურად რაოდენ დიდი საფრთხის შემცველია ეს ნაბიჯი საქართველოსთვის, ამას მოსახლეობა ჯერ ვერ აცნობიერებს. საკითხზე კომენტარი გააკეთა ადვოკატმა ვლადიმირ კიკნაძემ.

„დიდი ტაშ-ფანდურით და ზარ-ზეიმით რომ შეხვდა ჩემი ქვეყანა იმ დიდ აფიორას, ვიზალიბერალიზაცია რომ უწოდეს იქ, “ზევით”, მაინტერესებს რამდენ ჩვენგანს ძალუძს ამ “დედადალოცვილ” ევროპაში ტურისტად ჩასვლა? ჩვენმა ჩემალალა ხელისუფლებამ ჩემი თანამოქალაქეების უმრავლესობა ისეთ სიღატაკემდე მიიყვანა, რომ ავლაბარში წასასვლელი გზის ფული არ დაუტოვა არავის!.. ხალხი შიმშილით წყდება და ესენი მეტეხთან კონცერტებში უზარმაზარ მაყუთებს ჭრიან. აბა, “ბენიერო ერო”, წინ ევროპისკენ!!!“- განაცხადა კიკნაძემ.

 

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here