Home სხვადასხვა დაიჯესტი დეკომუნიზაციის გავლით ნაციზმამდე

დეკომუნიზაციის გავლით ნაციზმამდე

გერმანიის ნაციონალ-სოციალიზმი, იტალიური ფაშიზმი, უკრაინის ინტეგრაციული ნაციონალიზმი ერთი ფესვიდანაა ამოზრდილი

306

რუსეთის სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას ნაცისტური უწმინდურობის წმენდა რთულად მიმდინარეობს _ უკრაინულ ნაციზმს თავის დროზე არ გადაუჭრეს ფესვები. საბჭოთა კავშირში ნაცისტური იატაკქვეშეთის დამარცხების შემდეგფარულად შენარჩუნებული მისი ნარჩენებინეზალეჟნაია” (უკრ. _ დამოუკიდებელი) უკრაინაში ლეგალური გახდა, 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ კი სახელმწიფო იდეოლოგიად იქცა.

უკრაინის ხელისუფლების სათავეში ნაცისტურ-ოლიგარქიული რეჟიმის მოსვლის შემდეგ სამხედრო დამნაშავეები ახალ სიმაღლეზე აიყვანეს _ უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის (ОУН) ხელმძღვანელ სტეპან ბანდერასა და უკრაინელი ამბოხებულების არმიის (УПА) სარდალ რომან შუხევიჩს ქანდაკებები დაუდგეს, მათი სახელები დაარქვეს ქუჩებსა და მოედნებს, მათ მაგალითზე ზრდიდნენ ახალგაზრდებს.

უკრაინის უზენაესმა რადამ ОУН – УПА -ს “ბოევიკებს” უკრაინის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლები უწოდა. მცდელობების პარალელურად, “ეროვნული დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებად” წარმოეჩინათ ჯალათები და მკვლელები, უკრაინული ხუნტის წარმომადგენლები ამცირებდნენ თავის დროზე წითელ არმიაში მებრძოლ თანამოქალაქეებს, ანგრევდნენ საბჭოთა ჯარისკაც-განმათავისუფლებლების ძეგლებს, ანადგურებდნენ საბჭოურ სიმბოლიკას.

ამ ქმედებებს შეუსაბამეს საკანონმდებლო ბაზა _ 2015 წლიდან უკრაინაში მოქმედებს ე.წ. დეკომუნიზაციის კანონები.

ვის ასხამს ხოტბას კიევის რეჟიმი?

1943 წლის აპრილში გერმანელთა სამხედრო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შეიქმნა ეს-ეს-ის (SS) მე-14 დივიზია “გალიჩინა”, რომელიც, ძირითადად, დამოპლექტებული იყო უკრაინელებით. “გალიჩინამ” თავისი სისხლიანი გზა დაიწყო კარპატებში ბრძოლებით საბჭოთა პარტიზანების წინააღმდეგ. 1944 წლის ზაფხულში, მას შემდეგ, რაც საბჭოთა არმიამ ქალაქ ბროდისთან დაამარცხა ეს-ეს-ელები და 12-დან 7 ათასი მებრძოლი გაუნადგურა, ეს-ეს-ის სარდლობამ გადარჩენილები გადაიყვანა სლოვაკეთში, შემდეგ _ იუგოსლავიაში, სადაც განაგრძობდნენ ბრძოლას ადგილობრივი პარტიზანების წინააღმდეგ.

ომის წლებში იყო შემთხვევები, როცა უკრაინელი ნაციონალისტები ვერმახტს დაუპირისპირდნენ, მაგრამ მათი სახე განისაზღვრებოდა გერმანულ საოკუპაციო ხელისუფლებასთან თანამშრომლობითა და წითელ არმიასთან ბრძოლით. მხოლოდ ერთი ინსტრუქცია რად ღირს, რომელიც რუნ-ის ხელმძღვანელობამ გამოსცა 1941 წლის გაზაფხულზე: “ეროვნული უმცირესობები… ჩვენდამი მტრულად განწყობილი ეროვნული უმცირესობები _ მოსკალები, პოლონელები და ჟიდები ან ასიმილირებულნი უნდა იყვნენ, ან იზოლირებულნი, ან განადგურებულნი”.

1941 წლის 30 ივნისს ლვოვში გერმანელი ქვეითების დაჯგუფებასთან ერთად იაროსლავ სტეცკოს ხელმძღვანელობით რუნ-ის შესვლის შემდეგ დაიწყო დარბევები, რომლებსაც, სხვადასხვა მონაცემით, 4-დან 7 ათასამდე ადამიანი შეეწირა. დამსჯელთა შორის იყვნენ სამხედრო მოსამსახურეები ბატალიონ “ნახტიგალიდან”, რომელიც აბვერმა (ნაცისტური გერმანიის სამხედრო დაზვერვა და კონტრდაზვერვა _ გ.გ) შექმნა დივერსიული ქვედანაყოფის, “ბრანდენბურგ-800”-ის, შემადგენლობაში შუხევიჩის მეთაურობით. ბანდერელთა სისხლიანი კვალი დარჩა კიევთან, ბაბიი იარშიც.

სტეფან ბანდერა

ოკუპირებულ ტერიტორიაზე პოლონელების, ებრაელების, ბელარუსების, ბოშების, რუსების განადგურებასთან ერთად ბანდერელები არ ინდობდნენ იმ უკრაინელებსაც, რომლებიც სიმპათიით იყვნენ განწყობილი საბჭოთა ხელისუფლების მიმართ.

1942 წელს უკრაინის ამბოხებულთა არმიის (УПА) შექმნის შემდეგ ეთნიკურმა წმენდამ რეგულარული ხასიათი მიიღო. დღეს ამ სადისტებსა და მკვლელებს კიევის ამჟამინდელი რეჟიმი “ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის გმირებად” ასაღებს.

ბოლო წლებში ფაშიზმის ასეთი შემოტევის გამო ბრალის ნაწილი უნდა აიღონ ისტორიკოსებმა. ОУНУПА დააშაულებრივი საქმიანობა დიდხანს შუქდებოდა ფრაგმენტულად, არათანმიმდევრულად. ეს მანკიერი ტრადიცია დაარღვია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულმა ახალმა დოკუმენტებმა, რომლებიც მოიცავს უტყუარ ფაქტებს ОУНУПА ვერმახტთან თანამშრომლობის, წითელ არმიასთან ბრძოლისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ მხეცური რეპრესიების შესახებ.

საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის ცნობაში, რომელიც მუშურ-გლეხური წითელი არმიის მთავარ პოლიტსამმართველოსთვის იყო გაგზავნილი, აღნიშნულია: გერმანელებისგან რა დამოუკიდებლობაზეა ლაპარაკი, როცა გერმანელთა სარდლობამ ომის დაწყებიდან ნახევარი წლის შემდეგ შექმნაუკრაინის არმია”. ოკუპანტები ქმნიდნენ სადამსჯელო რაზმებს უკრაინელებისგან, მათ შორის დეზერტირებისა და სამხედრო ტყვეებისგან. მათი ამოცანა იყო პარტიზანულ მოძრაობასთან ბრძოლა გერმანელთა ჯარის ზურგში გერმანიის ხელისუფლებისთვის არასასურველი პირების გასანადგურებლად.

გერმანული “ახალი წესრიგის” მსახური ბანდერელები ხშირად იმოსებოდნენ წითელარმიელთა ფორმით, ადამიანთა ნდობის მოპოვების შემდეგ იჭერდნენ პარტიზანებს, იატაკქვეშელებს და დაუნდობლად უსწორდებოდნენ მათ. ერთ-ერთი ასეთი ბოროტმოქმედება აღწერილია აქტში, რომელიც 1944 წლის 11 აპრილს არის ხელმოწერილი 206-ე გვარდიელი მსუბუქი საარტილერიო პოლკის 1-ელი დივიზიის სპეციალური კომისიის წევრებისა და ტერნოპოლის ოლქის სტრუსოვკის რაიონის ცოცხლად გადარჩენილი მცხოვრებლების მიერ _ წითელარმიელთა ფორმაში გადაცმულმა ბანდერელებმა სოფელ ნოვა-ბრიკულიაში ერთ დღეში 115 ადგილობრივი მცხოვრები დახვრიტეს. პარტიზანული მოძრაობის უკრაინული შტაბის მეთაურ ტ. სტრივაჩის მიერ 1-ელი უკრაინული ფრონტის სარდლისთვის, მარშალ გიორგი ჟუკოვისთვის 1944 წლის 10 მაისს გაგზავნილი მოხსენებითი ბარათის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ, როგორ გაფართოვდა ჰიტლერელთა მზრუნველობით ბანდერელთა მოძრაობა ვოლინში.

ვერმახტის ნაწილები, გერმანული სპეცსამსახურები კოორდინაციას უწევდნენ უკრაინელი ნაცისტების რაზმებს. საბჭოთა არმიის წინააღმდეგ ამარაგებდნენ მათ იარაღით, საბრძოლო მასალებით, სანოვაგით. მათი ძალისხმევა მიმართული იყო წითელარმიელებისა და საბჭოთა პარტიზანების წინააღმდეგ.

მას შემდეგ, რაც წითელი არმიის მოქმედმა ნაწილებმა დატოვეს უკრაინა და დაიწყეს აღმოსავლეთ ევროპის გათავისუფლება, ОУНУПА გაააქტიურა ტერორი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, გახშირდა თავდასხმები მცირერიცხოვან გარნიზონებზე, სოფლებზე, ცალკეულ სამხედრო მოსამსახურეებზე, პარტიულ საბჭოთა აქტივზე. შუხევიჩი ასე მოუწოდებდა მკვლელებს: “კი არ შეაშინოთ, გაანადგურეთ! არ შეგვეშინდეს, რომ ადამიანები დაგვწყევლიან სისასტიკისთვის. დაე, უკრაინის 40-მილიონიანი მოსახლეობა განახევრდეს _ ამაში საშინელი არაფერია”. და ისინიც იყენებდნენ იარაღს არა მხოლოდმოსკალებისა და ჟიდების”, არამედ თანამოძმეების წინააღმდეგ. ეს იყო ნამდვილი კლასობრივი ბრძოლა. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ გერმანიის ნაციონალსოციალიზმი, იტალიური ფაშიზმი და უკრაინული ინტეგრალური ნაციონალიზმი ერთი ფესვებიდან იზრდება.

კიევის რეჟიმს უფლება მისცეს, გაეცოცხლებინა ეს ადამიანის მოძულე იდეოლოგია, ზიზღით გამსჭვალული ყველაფერი რუსულისა და საბჭოურისადმი და სწორედ ამ იდეოლოგიის მქონეთა წინააღმდეგ მიმდინარეობს ბრძოლა უკრაინაში.

fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here