Home რუბრიკები პოლიტიკა გულბაათ რცხილაძე: რუსეთს სანქციები და ბლოკადები რომ შლიდეს, დიდი ხნის გამქრალი იქნებოდა

გულბაათ რცხილაძე: რუსეთს სანქციები და ბლოკადები რომ შლიდეს, დიდი ხნის გამქრალი იქნებოდა

3119
გულბაათ რცხილაძე

რამდენიმე დღის წინათ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური (და არა მხოლოდ ეკონომიკური) სანქციების მხარდაჭერას, რაც ვაშინგტონის მხრიდან კრემლის მიმართ დესტრუქციული პოლიტიკის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს წარმოადგენს, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში დიდი აჟიოტაჟი მოყვა. დოკუმენტით აღფრთოვანებულმა მედასავლეთე ლიბერალებმა სენატორები არა მხოლოდ ადიდეს და კომპლიმენტებით შეამკეს, უმრავლესობით მიღებული ხმაურიანი დოკუმენტი საქართველოს ხსნისა და გადარჩენის აქტად შერაცხეს. თუმცა, მიუხედავად ამ არაადეკვატური შეფასებებისა, რაც მოულოდნელი, ალბათ, არავისთვის ყოფილა, ზოგიერთი (ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაში) ილუზიებში კიდევ უფრო შორს წავიდა. მათი შეფასებით, მსგავსი ზემოქმედება რუსეთის ამჟამინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის დასასრულია; ბევრმა კი კანონპროექტი კრემლისთვის ერთგვარ მომაკვდინებელ დარტყმად შეაფასა და დასძინა, რომ, რუსეთი, როგორც საერთაშორისო გეოპოლიტიკურ ასპარეზზე ერთერთ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო, მსგავსი ეკონომიკური პრესინგით, ადრე თუ გვიან, დაიშლებარას მოუტანს დღეს რეალურად საქართველოს ვაშინტონის მიერ კრემლის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და რა პროცესები შეიძლება განვითარდეს უახლოეს მომავალში ამ ყველაფრის კვალდაკვალ? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება ევრაზიის ინსტიტუტის ხელმზღვანელი გულბაათ რცხილაძე.

_ ბატონო გულბაათ, ამერიკის სენატის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს საქართველოში ბევრი გახარებული შეხვდა. ოპოზიციაც და ხელისუფლებაც მიიჩნევს, რომ ეს აუცილებლად იქონიებს შედეგს. თქვენ როგორ ფიქრობთ, რას მოგვიტანს ეს სანქციები?

_ დავიწყოთ თვითონ ამ დოკუმენტის მნიშვნელობით, რა არის სანქციების სიაში? პირველ რიგში, იქ საუბარია რუსეთის სახელმწიფო ბანკების ოპერაციების აკრძალვაზე ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, ეს ეხება “სბერბანკს” და “ვითიბის”, საუბარია, აგრეთვე, გარკვეული ფინანსური აქტივების გაყინვა-დაყადაღებაზე, თანამშრომლობის შეწყვეტაზე ენერგეტიკულ სფეროში და ა.შ. გაფართოებულია ნუსხა იმ ბიზნესმენების და პოლიტიკოსებისა, რომლებიც დასავლეთის წარმოდგენით, დაკავშირებული არიან ვლადიმერ პუტინის გარემოცვასთან. მარტივად რომ ვთქვათ, რომლის ავანგარდშიც, მოგეხსენებათ, კრემლიც განიხილება, პრაქტიკულად, ხორციელდება მასშტაბური ეკონომიკური და არა მხოლოდ ეკონომიკური შეტევა რუსეთის სახელმწიფოებრივ ინტერესებზე, რაც, რა თქმა უნდა, არ არის მარტივი პროცესი. ეს ყველაფერი როგორ აისახება ამერიკის აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკაზე, დრო გვიჩვენებს. სანქციებს მწვანე შუქი ჯერ მხოლოდ სენატის კომიტეტმა აუნთო, სენატის სრული შემადგენლობის გადაწყვეტილება კი წინ არის. მაგრამ ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიდგომა რუსეთისადმი რომ აგრესიული და პროვოკაციულია, აშკარაა. რაც შეეხება საქართველოს, რას ველოდებით ჩვენ ამ სანქციებიდან? სამწუხაროდ, ჩვენი რეალობა უცვლელია იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყანაში არის ანტირუსული განწყობით ეგზალტირებული რამდენიმე ათეული ადამიანი, თავის ასევე ძალიან მცირერიცხოვან აქტივთან ერთად, რომელიც ცდილობს, შექმნას რუსეთის დაშლის, გაქრობის ილუზია. თუმცა რუსეთის დაშლა და დასუსტება რომ ახლო მომავლის პერსპექტივა არ არის და არც შორეულის, ამას, ალბათ, ბავშვიც ხვდება. უფრო მეტიც, დღეს ყველა თანხმდება და ამას დასავლურ ნეოლიბერალურ წრეებში არსებული მეტ-ნაკლებად ადეკვატური ძალებიც აღიარებენ, რომ რუსეთი, მიუხედავად მასზე განხორციელებული საკმაოდ მძიმე ეკონომიკური ზეწოლისა, ბოლო წლების განმავლობაში, სამხედრო თვალსაზრისით, ძალიან გაძლიერდა. რუსეთის ეკონომიკური დაქვეითება რომ დავუშვათ, როგორც ამას ჩვენიპროდასავლურიპოლიტელიტა ოცნებობს, ჩვენ რას ველოდებით? _ რა, კაპიტულაციას გამოაცხადებს პუტინი, გაიყვანს ჯარებს კონფლიქტური რეგიონებიდან და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვინდა თუ პირიქით _ კიდევ უფრო გააძლიერებს შეიარაღებას?

_ თქვენ როგორ ფიქრობთ?

_ ბოლო 5-10 წლის პრაქტიკას გადავხედოთ. იყო სანქციები, იყო აკრძალვები და შეზღუდვები… რა შეიცვალა? კი, ეკონომიკურად მიიღო სერიოზული დარტყმები ქვეყანამ, მაგრამ მთავარი, რაც არის ზესახელმწიფოსთვის _ შეიარაღება და თავდაცვა, დასუსტდა? საერთოდ, რაც უფრო გაძლიერდება დასავლეთის, განსაკუთრებით _ შეერთებული შტატების მცდელობა, ეკონომიკური სანქციებით შეასუსტოს კრემლის პოზიციები საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე, მით მეტად გაძლიერდება რუსეთის სამხედრო პოტენციალი, რეალურად ეს იქნება ერთგვარი ბიძგის მიმცემი იდეოლოგიური ფაქტორი ქვეყნისთვის, რომ კიდევ უფრო მილიტარისტული გახდეს და მეტი ყურადღება მიმართოს საკუთარი უსაფრთხოების მთავარი გარანტის, შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე.

_ კი მაგრამ, თუ ის სრულ ეკონომიკურ იზოლაციაში მოექცევა, რის ხარჯზე შეძლებს სამხედრო პოტენციალის გაზრდას?

_ ჯერ ერთი, რუსეთს სრულ ეკონომიკურ იზოლაციაში ვერავინ მოაქცევს, იმიტომ, რომ ევროპის და განსაკუთრებით ცენტრალური ევროპის წამყვან სახელმწიფოებს არ აძლევს ეს ხელს და მეორე _ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომელსაც დედამიწის ხმელეთის თითქმის ერთი მეექვსედი უკავია. ანუ, რეალურად, რუსეთი, თავის წიაღისეული სიმდიდრეებით, ნავთობით, ბუნებრივი აირით და სხვა ბუნებრივი რესურსებით ევროპისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ევროპის გარდა, რუსეთს ჰყავს არანაკლებ მნიშვნელოვანი პარტნიორები აზიის კონტინენტზე, აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში. ახლა თქვენ როგორ ფიქრობთ, იმის გამო, რომ ოკეანის გაღმა გარკვეულ გავლენიან პოლიტიკურ წრეებს სურთ, რუსეთი დასაჯონ და ამით თვითონ იხეირონ, გერმანია, საფრანგეთი, ჩინეთი, ინდოეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ბრაზილია ან სხვა რომელიმე ქვეყანა საკუთარ სახელმწიფოებრივ ინტერესებს დარტყმის ქვეშ დააყენებს?

რაც შეეხება ტექნოლოგიებს და ტექნოლოგიურ პროგრესს, რა იზოლაციაშიც უნდა მოაქციონ ეს ქვეყანა, რუსეთს მაინც აქვს საკმარისი ტექნოლოგიები, ჰყავს მეცნიერები და ამ მხრივაც შეუძლია ავტონომიურად არსებობა.

_ დავუბრუნდეთ ისევ იმ ლიბერალურ ეიფორიას, რაც სენატის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მხარდაჭერას საქართველოში მოყვა. როგორ ფიქრობთ, ამ ყველაფერმა შეიძლება, კიდევ უფრო დაძაბოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა?

_ მინდა, გულწრფელად ვურჩიო ამ ჩვენს ტვინგაცხელებულ ლიბერლურ ბრბოს, რომ, სანამ რუსეთის მისამართით ყაყანს დაიწყებენ, დაფიქრდნენ, ვისთან და რა ძალასთან აქვთ საქმე. სრულიად საკმარისი იქნება დაახლოებით 100-200- კაციანი ჯგუფის გადმოსხმა ე.წ. კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის”, რომელიც მსოფლიოში მაღალი დონის ელიტური ჯგუფია. ეს ჯგუფი რომ გადმოსხან დესანტად ფუნიკულიორზე, ვნახოთ, ვინ გაასწრებს აქედან _ მიშას “ნაცები” თუ ბოკერიას “ევროპელები”. არავის ვაშინებ, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს, თუმცა არა ამერიკის მიერ დაწესებული სანქციების გამო, არამედ ვიღაცის უპასუხისმგებლო მოქმედებებით. სხვათა შორის, ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით დღეს ძალიან სახიფათოა ის, რასაც ბოლო პერიოდში ჩვენი ე.წ. პატრიოტები აკეათებენ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონასთან… კიდევ ვიმეორებ, თუ ვინმეს აქვს მოლოდინი, რომ ამერიკა ჩვენს სასიკეთოდ რუსეთს შუბლით დაეჯახება, დაასუსტებს და მერე კარგად ვიქნებით, ასე არ მოხდება. ვერ გვიშველის და არც გვიშველის ამერიკა. ყველაზე დიდი, რაც მან შეიძლება, გააკეთოს, სანქციებია, თუმცა რუსეთს სანქციები და მსგავსი ტიპის რაღაც ეკონომიკური ბლოკადები რომ შლიდეს, დღეს ის დიდი ხნის გამქრალი იქნებოდა.

_ დასაწყისში თქვით, რომ გარკვეული პროდასავლური ძალები ქვეყანაში მუდმივად ქმნიან რუსეთის დაშლის ილუზიას. მოქმედებს ეს საზოგადოების განწყობებზე და თუ არ მოქმედებს, რაზეა გათვლილი?

_ რაზეა გათვლილი, გასაგებია _ დასავლეთიდან მართულ მარგინალურ პოლიტელიტას უკვე სხვა გზა აღარ დარჩა და ამით რაღაცნაირად სახის შენარჩუნებას ცდილობს. ეს ეხება “ლიბერალურ” ოპოზიციას, რომელიც ამდენი ხანია, ქუჩა-ქუჩა დარბის და ქალაქს ანაგვიანებს, პარლამენტს აყროლებს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. დღეს მაგალითად, ჩამოსულ ტურისტს ამ ხალხის მეშვეობით ხვდება “ცუდი ზოოპარკი” კარვებში შეყუჟული და ქუჩაში მოხეტიალე ოპოზიციის სახით.

რაც შეეხება საზოგადოების განწყობებზე ზემოქმედებას, მგონი, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს მაინც არჩევს შავს და თეთრს და კარგად ხვდება, რომ საქართველოსთვის დასავლეთი არ არის .. უსაფრთხოების ქოლგა. დასავლეთისთვის საქართველო არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელსაც, როცა დასჭირდება, გამოიყენებს. თუნდაც იმ ფორმით, რომ ამას ჩვენი სახელმწიფოებრივი აღსასრული მოყვეს

_ ბოლო პერიოდში ჩატარებული ყველა კვლევა (მათ შორისენდიაისმიერ ჩატარებულიც) ადასტურებს, რომ საზოგადოებაში რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების მომხრე ადამიანების რაოდენობამ მოიმატა. როგორ ფიქრობთ, დღეს კრემლთან პირდაპირი დიალოგის დაწყების გზავნილით რამე მძლავრი პოლიტიკური ბირთვი რომ ჩამოყალიბდეს ქვეყანაში, ექნება მას ფართო მხარდაჭერა?

_ ვფიქრობ, ნებისმიერ ასეთ პარტიას, გაერთიანებას თუ მოძრაობას, რომელიც მართლა სუფთა წარსულის მქონე, განათლებული და ჭკვიანი, პატრიოტი ადამიანებით იქნება დაკომპლექტებული, დიდი მხარდაჭერა ექნება. თუმცა ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ვერ ხერხდება იმ ხალხის კონსოლიდაცია, რომელსაც ასეთი პოლიტიკური ბირთვის ჩამოყალიბება შეუძლია.

ამაში მოქმედ ხელისუფლებას უდევს ლომის წილი. იცით, რომ ცოტა ხნის წინათ საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს ალექსანდრე ჭაჭიას, ადამიანს, რომელსაც ყველაზე მეტი რესურსი და ნდობა აქვს საიმისოდ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ მიიღოს და მოუსმინოს. საკმარისი იყო, პატრიოტული ძალების კონსოლიდაციისა და მათი მხარდაჭერის სურვილი აშკარად გამოეხატა, რომ მაშინვე ბარიერი შეუქმნეს. საქართველოს ხელისუფლება იმ ავი ძაღლივით მოიქცა, თვითონ რომ არ შეუძლია თუ არ უნდა და სხვასაც რომ არ აძლევს საქმის გაკეთების საშუალებას.

ისე, აქ ერთი მნიშვნელოვანი მომენტიც არის, მოგვწონს თუ არა, ფაქტია, რომ თანამედროვე ეპოქაში პოლიტიკას ძალიან დიდი მატერიალური რესურსი სჭირდება. ჯერჯერობით ეს რესურსიც არ ჩანს. რატომ და რის გამო, გასაგებია _ ყველაფერი ერთი გაბატონებული იდეოლოგიურ-პოლიტიკური კლასის ხელშია. რაც შეეხება გზავნილს თუ დაპირებას პირდაპირი დიალოგისა და ურთიერთობების მოგვარებაზე, ვფიქრობ, ეს საზოგადოებისთვის არ უნდა იყოს იმ ფორმით მიწოდებული, რომ პოლიტიკურ თვითმიზანს ჰგავდეს. რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება, პირველ რიგში, ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე გვჭირდება და არა იმისთვის, რომ ვიღაცებმა მოსკოვიდან მიიღონ დივიდენდები. აი, ეს არის, ჩემი აზრით, მთავარი და მხოლოდ ამ პრინციპის დაცვით ექნება აზრი დიალოგზე საუბარს. სხვა შემთხვევაში მივიღებთ ისეთივე სურათს, როგორიც დღეს გვაქვს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ სათავეში მყოფ ამა თუ იმ ძალას შეეცვლება პოლიტიკური გარანტორი. ცხადია, ასეთი ცვლილება იქნება ფასადური და რეალურად ამას ქვეყნისთვის კარგი არაფერი მოყვება

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here