Home რუბრიკები პოლიტიკა გულბაათ რცხილაძე: დასავლეთის ქვეყნები ასაზრდოებდნენ ჰიტლერულ გერმანიას და ყველანაირად ცდილობდნენ, ამ ფაშისტური...

გულბაათ რცხილაძე: დასავლეთის ქვეყნები ასაზრდოებდნენ ჰიტლერულ გერმანიას და ყველანაირად ცდილობდნენ, ამ ფაშისტური ქვეყნის აგრესია საბჭოთა კავშირისკენ მიემართათ

2313
გულბაათ რცხილაძე

ავტორიტეტულ ამერიკულ გამოცემა The National Interestში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ხელმოწერით გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც მეორე მსოფლიო ომის დაწყების რეალურ მიზეზებზეა ლაპარაკი. რუსეთის პრეზიდენტი წერს, რომსხვა სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს, დაივიწყონ ხელშეკრულებები, რომელთა ტექსტების ქვეშ დასავლეთის პოლიტიკოსებისა და ნაცისტების ხელმოწერებია დასმული და მათ არ სურთ, მისცენ სამართლებრივი ან პოლიტიკური შეფასება ამგვარ თანამშრომლობას”. რატომ გადაწყვიტა ზესახელმწიფოს ლიდერმა ამ თემაზე საუბარი ახლა და რა შედეგებს მოიტანს მისი კატეგორიული მოთხოვნა? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრებაევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე:

_ რუსეთის პრეზიდენტმა ჯერ კიდევ შარშან განაცხადა, რომ სურს, დასავლურ პრესაში გამოაქვეყნოს სტატია მეორე მსოფლიო ომის თემაზე.

დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ, გადაიხედოს მეორე მსოფლიო ომის ისტორია, რასაც თანამედროვე რუსეთის წინააღმდეგ იყენებენ. დასავლეთს არ აქვს მყარი და სამართლიანი პოზიცია ამ ომების ისტორიის მიმართ, მაგრამ დიპლომატიურად ცდილობს, რუსეთი პროპაგანდისტულად დაასუსტოს. ისტორიის გადახედვამ უნდა შეცვალოს რუსეთის პოზიცია _ რუსეთი საბჭოთა კავშირის ერებთან ერთად არის ევროპის განმათავისუფლებელი და ნაციზმის დამმარცხებელი. თუკი ეს ფაქტი დადგება ეჭვქვეშ და ყველა დაიჯერებს, რომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სასტიკი ომი საბჭოთა კავშირმა გამოიწვია, რუსეთი დაიღუპება.

_ ვლ. პუტინი თავის წერილში დასავლეთს ამხელს იმაში, რომ, მათი ვერსიით, საბჭოთა კავშირისა და გერმანიის გარიგების საფუძველზე დაიწყო ომი

_ ამ თემაზე საუბარი 1980-იან წლებში დაიწყო იმჟამინდელმა საბჭოთა ხელისუფლებამ და დაუშვა შეცდომა თუ დანაშაული, რაც გინდათ ის დაარქვით, _ მათ თქვეს, რომ ეს ომი დანაშაული იყო.

1939 წელს სტალინსა და საბჭოთა კავშირს არაფერი გაუკეთებიათ ისეთი, რაც იმჟამინდელ მსოფლიოში არ ხდებოდა და ნაცვლად იმისა, ხაზი გაესვას, რომ საბჭოთა კავშირმა ყველაზე ბოლოს მოაწერა ხელი ნაცისტებთან რაიმე სახის ხელშეკრულებას, აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ჰიტლერსა და სტალინს შორის მოხდა შეთანხმება და ეს შეთანხმება აღმოჩნდა მეორე მსოფლიო ომის საწინდარი. ეს არის სწორედ ის ინტერპრეტაცია, რომელიც ამახინჯებს ისტორიას და ომის სურათს ცვლის.

ამჟამინდელ რუსეთის პრეზიდენტს ეს, დიდი ხანია, აწუხებს და ამიტომაც დაწერა ეს სტატია. პუტინს ხელი მიუწვდება რუსეთში არსებულ ყველა არქივზე, ის მარტო არ მუშაობდა ამ თემაზე და საბოლოოდ გამოამზეურა ის დეტალები, რომლებიც უცხოურ პრესაში დაიბეჭდა. ის, რაც წერილში წერია, ცნობილი იყო ყველასთვის, მაგრამ ამას დასჭირდა რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან მაღალი დონის მხარდაჭერა. ვლადიმერ პუტინის ნათქვამს უნდა მიეცეს უფრო ფართო გასაქანი და არეალი, ანგარიშგასაწევი უნდა იყოს, მისი ხელმოწერილი ეს წერილი არის კიდეც ამ დონის, სხვა შემთხვევაში, პრეზიდენტი ამას მეცნიერებსა და ისტორიკოსებს დააწერინებდა. პუტინი ამ ფორმით უმაღლესი დონის დისკუსიაში ჩაერთო. პრეზიდენტის მიერ ნათქვამი ეს სიტყვები უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს.

მიუნხენის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ - ჩემბერლენი, დალადიე, ჰიტლერი და მუსოლინი
მიუნხენის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ – ჩემბერლენი, დალადიე, ჰიტლერი და მუსოლინი

_ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ისტორიის გაყალბებაზე, რასაც გამუდმებით სჩადის დასავლეთი. რისთვის სჭირდებათ დასავლეთში ისტორიის გაყალბება?

_ ისტორიის გაყალბების მავნებლურ ტენდენციაზე, თუ არ ვცდები, ყოფილ საბჭოთა სივრცეში პირველმა წამოიწყო საჯარო საუბარი ჩვენმა თანამემამულემ, პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ ჯერ კიდევ 15-20 წლის წინათ, როცა ერთ-ერთ რუსულ გამოცემაში გამოაქვეყნა წერილი სათაურით “Нужна правда историй”. ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს არ არის ახალი თემა და ყველა ჩვენგანს, ვინც საბჭოეთში დავიბადეთ, აწუხებს. უბრალოდ, პუტინი ელოდა, რომ რაღაც შეიცვლებოდა ამერიკისა და ევროპის ქვეყნების ხელმძღვანელების ცნობიერებაში… მკითხველს შევახსენებ 2010 წელს, როდესაც ატყდა ერთი ვაი-უშველებელი, პოლონეთთან დათბობის პოლიტიკა უნდა განხორციელდესო. ზუსტად მაშინ შემოაგდეს ამერიკელებმა “მტკიცებულებები”, რომ სტალინმა და ბერიამ გასცეს “უმანკო” პოლონელი ოფიცრების დახვრეტის ბრძანება კატინში. მომხდარი გამოკვლეულია და ეჭვს იწვევს აღნიშნული დოკუმენტების ავთენტურობა. არავინ იცის, ვის რისთვის დასჭირდა ოფიცრების დახვრეტა; არ იციან, რატომ მოხდა ეს ამბავი მაინცდამაინც კატინში, ვის რას უშავებდნენ ეს ოფიცრები ან რა საფრთხეს წარმოადგენდნენ სსრკ-ისთვის. ამ თემაზე საუბარი თვითონ რუსეთმა დაიწყო. ამან ძალიან გაათამამა პოლონეთი. სწორედ ამის შემდეგ მოხდა სმოლენსკში ის ტრაგიკული შემთხვევა, როდესაც პოლონეთის თითქმის მთელი პოლიტიკური ელიტა დაიღუპა. მოკლედ, კატინთან დაკავშირებული ყველა გაუგებრობა თვით რუსეთის იმდროინდელმა ხელისუფლებამ წამოიწყო.

მიხეილ გორბაჩოვის მმართველობის პერიოდში წინა პლანზე წამოიწია მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტმა და რუსეთმა დაიწყო თავზე ნაცრის დაყრა _ თავის დადანაშაულება. სწორედ ამაზე საუბრობს რუსეთის პრეზიდენტი წერილში, როდესაც ამბობს, რომ რუსეთმა გახსნა არქივები და მოითხოვს, სხვებმაც მიბაძონ მას, მაგრამ არქივებს არავინ გახსნის, რადგან დასავლეთის ქვეყნებს ხელს არ აძლევთ სიმართლის გამომზეურება.

სიმართლე ცნობილია და გითხარით, რომ მეცნიერები და პოლიტოლოგები, ისეთები, როგორიც ალექსანდრე ჭაჭიაა, ამ სიმართლეზე მუდმივად საუბრობენ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჰიტლერსა და მუსოლინისთან ერთად დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის პრემიერმინისტრების _ ნევილ ჩემბერლენისა და ედუარ დალადიეს _ ხელმოწერებია ჩეხოსლოვაკიის გაყოფის დოკუმენტზე. ეს საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ ვთქვათ _ დასავლეთის ქვეყნები ასაზრდოებდნენ ჰიტლერულ გერმანიას და ყველანაირად ცდილობდნენ, ფაშისტური გერმანიის აგრესია მიემართათ საბჭოთა კავშირისკენ. ესაა მთავრი თემა და ამიტომაც გადადგა ეს ნაბიჯი რუსეთის პრეზიდენტმა.

რუსეთს, მართალია, დაშვებული აქვს პროპაგანდისტულ ომში შეცდომები, მაგრამ ამ ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლების პოზიცია უფრო ჯენტლმენურია, რადგან თვითონ გახსნეს არქივები, ამოიღეს დოკუმენტები, თავის თავზე დაიბრალეს ბევრი რამ. ყველას ეგონა, სტალინ-ბერიას შეახოცავდნენ ხელს, მაგრამ ეს ასე არ მოხდა… რუსეთი ელოდა საპასუხო ნაბიჯს დასავლეთისგან, მაგრამ, სამწუხაროდ, ამაოდ… პირიქით, ამას მოჰყვა ანტირუსული რეფლექსების გაზრდა და მეტი სიყალბის ნიაღვარი.

ვლადიმერ პუტინი თვლის და დააკანონა კიდეც, რომ ისტორიის გაყალბება ექსტრემიზმია, რადგან ისტორიის გაყალბება პოლიტიკური იარაღია.

_ ამავე წერილში რუსეთის პრეზიდენტი გაეროს მუდმივ წევრ ქვეყნებს ერთ მაგიდასთან ეპატიჟება და სურს, რომ მათთან განიხილოს პანდემიის შემდგომი ნაბიჯები ეკონომიკასთან და სხვა ბევრ საკითხთან დაკავშირებით

_ ვლადიმერ პუტინის სტატიაში მთავარი არის ის, რომ რუსეთის პრეზიდენტი არ არის დაინტერესებული, ისტორიის ქექვით მოთხოვნები წაუყენოს ვინმეს. პუტინს შეეძლო, ეს სტატია გამოექვეყნებინა ათი წლის წინათ, მაგრამ გამოაქვეყნა დღეს

დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ წარმოებული პროპაგანდისტული ომი შორს წავიდა, უკვე შორს შეტოპეს _ ყველა სიწმინდეზე, ყველა პრინციპზე, ყველანაირ ადამიანურზე თქვეს უარი… დაიწყეს ჩეხეთში სიტუაციის გამწვავება. მაშინვე, როგორც კი რუსეთი და ჩეხეთი დაახლოებისკენ წავიდნენ და როგორც კი დაინახეს, რომ ამ ორ ქვეყანას შორის შეიძლებოდა მოლაპარაკება გამართულიყო, მაშინვე ჩამოაგდეს პრაღისა და ჩეხეთის განმათავისუფლებლის, მარშალ ივანე კონევის ძეგლი. სამი დიდი მხედართმთავარი _ ივანე კონევი, კონსტანტინე როკოსოვსკი და გიორგი ჟუკოვი სამ ფრონტზე იბრძოდნენ. ახლა ჩეხებს კონევი დამპყრობლად გამოაყვანინეს და უაზრო ბრალდებები წამოაყენეს. ეს ამერიკელების პოლიტიკაა, მათ სურთ, არ დაუშვან რუსეთთან არანაირი დიალოგი, ზუსტად ისე, როგორც საქართველოს უშლიან რუსეთთან დალაპარაკებას. ამერიკა ცდილობს ჩეხეთშიც, პოლონეთშიც და ნებისმიერ სხვა ქვეყანაშიც ჩაახშოს რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკების სურვილი.

როცა აგრესია ჯერ კიდევ არ იყო ასე შორს წასული, რუსეთის ხელისუფლება იმედოვნებდა: ბუში არ იქნება, ობამა გადადგამს ნაბიჯებს ვითარების სტაბილიზაციისკენ, ობამა არ იქნება, ტრამპი გააკეთებს რამეს… ასე გავიდა დრო, მაგრამ, როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლება დარწმუნდა, რომ დასავლეთის პოლიტიკაში არაფერი იცვლება, პირიქით _ უფრო მეტი აგრესია მოდის, ამიტომ რუსეთის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ თვითონ გააქტიურდეს, ელაპარაკონ და გააგებინონ მსოფლიო საზოგადოებრიობას, რა არის სიმართლე. მინდა, გითხრათ, რომ მართლაც არ იცის მსოფლიომ, რა არის სიმართლე. დასავლეთის ბევრ ქვეყანაში გაყალბებულია მეორე მსოფლიო ომის ისტორია. იქ ბევრს მართლა ჰგონია, რომ ამერიკამ გაათავისუფლა ევროპა ფაშიზმისგან, საბჭოთა კავშირი კი მეორეხარისხოვან როლს თამაშობდა და იყო დამპყრობელი, ტოტალიტარული ქვეყანა, ხოლო სტალინი _ სისხლიანი დიქტატორი. აი, ასეთი პრიმიტიული, ასე ვთქვათ, ნარატივებით აბრიყვებენ საკუთარ ხალხსაც და სხვასაც.

_ რა შეიძლება მოჰყვეს პუტინის ამ წერილს?

_ ვიღაც რაღაცას გაიგებს, დოკუმენტებს არავინ გამოამზეურებს, მაგრამ საკითხის დასმა მაინც დადებითი მოვლენაა. ამ წერილს უკვე მოჰყვა გამოხმაურება ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან. ისინი ამბობენ: რუსეთი მაინც არ აღიარებს, რომ დამპყრობელიაო. არადა, პუტინი თავის სტატიაში ამბობს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-ის შემადგენლობაში შევიდნენ, როგორც რესპუბლიკები თავიანთი მთავრობებით და შემდეგ გაკომუნისტურდნენ. გერმანიამ ამ ქვეყნებში, როდესაც შეიჭრა, საერთოდ მოსპო სუვერენიტეტის ნიშნები, საბჭოთა კავშირს კი შენარჩუნებული ჰქონდა. მაგალითად, ლიტვის ამჟამინდელი დედაქალაქი ვილნიუსი პოლონეთის შემადგენლობაში იყო და ლიტვას ის სტალინმა დაუბრუნა. მანამდე ლიტვის დედაქალაქი პატარა კაუნასი იყო, მაგრამ დღეს ამის აღიარება არ უნდათ. პოლონეთმაც სტალინის წყალობით მიიღო დიდი ტერიტორია, რომელიც გერმანიას ჩამოეჭრა. ეს სტალინის სამართლიანი გეოპოლიტიკა გახლდათ და დიდი ნაძირალა უნდა იყო, ამაზე არ ისაუბრო.

მიხარია, რომ თქვენი გაზეთი ამ სამართლიანობის აღდგენაზე ხშირად საუბრობს.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here