ახლახან პასაჟის მახლობლად, სოფლის სასტუმროში ორი ადამიანი არბალეტებით მოკლეს. პოლიცია იძიებს საქმეს, მაგრამ ჯერჯერობით ჩიხშია შესული. ამ დღეებში კი საქმე უფრო გართულდა, რადგან კიდევ ორი ქალის გვამი იპოვეს, არბალეტით რომ იყვნენ მოკლული. გვამები პასაჟიდან 650 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ვიტინგენის ერთ–ერთ ბინაში აღმოაჩინეს.
ამ ბინას ქირაობდა 30 წლის ქალი, რომლის სხეულიც იპოვეს პასაჟის მახლობლად სოფლის სასტუმროში. ეს ორი მკვლელობა ურთიერთკავშირში რომ არის, უეჭველია. აღვნიშნოთ, რომ სასტუმროს ნომერში იპოვეს მკვლელობის იარაღიც _ არბალეტები, რომელთაგან მესამე მოკლულთა ჩანთაში იდო.
“პოლიცია დაბნეულია, დამნაშავეს ეძებენ”, _ წერს BBC.