Home რუბრიკები პოლიტიკა გდრ-ის დაზვერვის ყოფილი შეფი: გერმანული რაიხი კვლავაც არსებობს და მისი მიზნები უცვლელია

გდრ-ის დაზვერვის ყოფილი შეფი: გერმანული რაიხი კვლავაც არსებობს და მისი მიზნები უცვლელია

2084
ვერნერ გროსმანი

ძველი ინტერესები ახალი საშუალებებით _ ყველაფერი დომინირებისთვის, _ ასე აღწერს დასავლეთის პოლიტიკას რუსეთის მიმართ გდრის (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის) დაზვერვის ბოლო ხელმძღვანელი ვერნერ გროსმანი ინტერვიუში, რომელიც მას Sputnik Deutschlandის ჟურნალისტმა ჩამოართვა.

“მსოფლიომ მუშტები უნდა მოიმარჯვოს! _ ამბობს გროსმანი. _ ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, რომელშიც არსებობს რუსეთის წინააღმდეგ ომის გაჩაღების საფრთხე, უწინარესად, ევროპაში. ჩემი აზრით, რუსეთს ბირთვული იარაღი რომ არ ჰქონდეს, ომი უკვე დაწყებული იქნებოდა”.

გროსმანმა გაიხსენა რეჟისორ ოლივერ სტოუნის მიერ ჩამორთმეულ ინტერვიუში ვლადიმერ პუტინის პასუხი კითხვაზე, თუ ვის ექნება უპირატესობა რუსეთისა და აშშ-ის ომში. პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და რუსეთის სამხედრო დაპირისპირებაში ვერავინ გადარჩება.

დღეს ომი კაცობრიობას განადგურების პირას მიიყვანს, რადგან ბევრ ქვეყანას შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენება, თანაც უკონტროლოდ. ახალი ომი აუცილებლად უნდა ავიცილოთ თავიდან, რადგან ის ბოლოს მოუღებს კაცობრიობას”, _ მიაჩნია გროსმანს.

ამასთანავე, დასავლეთის მმართველი წრეების, მათ შორის, გერმანიის, ინტერესები და მიზნები არ იცვლება და არც აპირებენ შეცვლას: “ეს აშკარაა. დასავლეთისთვის ეს არის იმპერიალიზმი ძველი მიზნებით აღმოსავლეთზე”.

გდრ-ის დაზვერვის ყოფილმა შეფმა ყირიმის დაბრუნებას მართებული გადაწყვეტილება უწოდა. “ყირიმი ყოველთვის იყო რუსეთის. ის მართებულად დაიბრუნეს. ეს ნახევარკუნძული დღეს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ და სამხედრო როლს ასრულებს”.

განზრახვები, რომლებიც უწინ ჰქონდა გერმანიას რუსეთის ან იმჟამინდელი საბჭოთა კავშირის მიმართ, უცვლელი და ჯერ კიდევ განუხორციელებელია. ეს მტკიცდება თუნდაც იმით, რომ გერმანელი ჯარისკაცები და ჯვრიანი ტანკები კვლავაც დგანან ლენინგრადთან, ამჟამინდელ სანკტპეტერბურგთან, ახლოს. დღეს ეს კეთდება ევროკავშირის, გაერთიანებული ევროპის დროშით, გერმანია კი ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოა. რუსეთის საზღვრებთან ბალტიისპირეთში სამხედრო ქვედანაყოფების განლაგება დასავლეთის რეალურ განზრახვაზე მიუთითებს”, _ განაცხადა გროსმანმა.

გდრ-ის დაზვერვის ყოფილმა შეფმა, აგრეთვე, გამოთქვა თვალსაზრისი გერმანიის იმპერიალიზმზე. მან გაიხსენა კარლსრუეს ფედერაციული საკონსტიტუციო სასამართლოს 1973 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება, რომელსაც საფუძვლად დაედო შეთანხმება გფრ-სა და გდრ-ს შორის და რომელიც ამტკიცებს, რომ ამჟამინდელი გერმანია მესამე რაიხის მემკვიდრეა. “ძირითადი კანონი… გამომდინარეობს იქიდან, რომ 1945 წელს გერმანიის იმპერიამ კრახი განიცადა, მაგრამ მასში არსად არის ნახსენები მოკავშირეთა ჯარების ოკუპაციის შედეგად ძალაუფლების გადაცემა, არც სხვა სახელმწიფოს ძალაუფლებაზე გერმანიაში… გერმანული რაიხი განაგრძნობს არსებობას. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შექმნით საფუძველი ჩაეყარა ახალ დასავლურ გერმანულ სახელმწიფოს, ხოლო გერმანიის ნაწილი, უბრალოდ, ხელახლა იქნა ორგანიზებული. როცა დასავლეთს არაფერი ემუქრება, ის იწყებს ომს. ასე მოხდა ერაყში, მოგვიანებით _ ლიბიაში და, სადაც მოისურვეს, იქ. “იმედი კაპიტალიზმის მშვიდობიანი მხარდაჭერისა”, რომელზეც დისკუსიები ეწყობოდა ყოფილ გდრ-ში, არავის უნდა ჰქონდეს”, _ მიაჩნია გროსმანს, რომელმაც “რუსეთის შეკავების” დასავლეთის პოლიტიკას პროვოკაციის მექანიზმი უწოდა და პარალელი გაავლო I მსოფლიო ომთან, როდესაც გერმანია წინასწარგანზრახვით აწყობდა პროვოკაციებს იმ იმედით, რომ რუსეთი არასწორ ნაბიჯს გადადგამდა და ამით დასავლეთს მის წინააღმდეგ ომის გაჩაღების საბაბს მისცემდა.

გროსმანის განცხადებით, დასავლეთი, მათ შორის გერმანია, დიდი ალბათობით, მოსკოვის მიმართ პოლიტიკას არ შეცვლის უახლოეს პერიოდში, რადგან დასავლეთის მმართველი წრეები ამით დაინტერესებულნი არ არიან. “მათი პოლიტიკა კვლავ წავა გატკეპნილი გზით _ რუსეთის ალყაში მოქცევა, ბრძოლა რუსეთთან, დომინირება და გავლენის გაზრდა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში.

დასავლეთი კვლავ შეეცდება რუსეთის შესაძლებლობების შეზღუდვას, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ომის გაჩაღების საფრთხე ძალიან დიდია, რუსეთის მზარდ გავლენას უკვე ვერავინ შეაჩერებს”, _ ასკვნის გდრ-ის დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here