Home სხვადასხვა Facebook ფრაზები “გაბუნია და კვესიტაძე აზერბაიჯანელს კი არა ქართველსაც ტყავს აძრობდნენ სანამ ხელისუფლებაში იყვნენ”

“გაბუნია და კვესიტაძე აზერბაიჯანელს კი არა ქართველსაც ტყავს აძრობდნენ სანამ ხელისუფლებაში იყვნენ”

1207

“არცერთს არ გაქვთ არაფერი სალაპარაკო – არც ”ქოცებს” და არც ”ნაცებს”, – გთავაზობთ “თავისუფალი საქართველოს” ლიდერის კახა კუკავას facebook-პოსტს:


”ვუსმინე თალაკვაძეს ”რუსთავი-2”-ზე, სადაც ბარიკადზე ამხედრებული რევოლუციის ბელადის რიხით დააყვედრა გაბუნიას და კვესიტაძეს, ახლა რომ ბევრს ტლიკინებთ სააკაშვილის დროსაც ამოგეღოთ ხმა ადამიანის უფლებების დარღვევებზეო:

1. ვეთანმები გაბუნიას და კვესიტაძის შესახებ, ნამდვილად ყალბი პათოსია მათი მხრიდან. აზერბაიჯანელ ჟურნალისტს კი არა ქართველსაც ტყავს აძრობდნენ სანამ ხელისუფლებაში იყვნენ;

2. თვითონ ბატონი თალაკვაძე თუ იღებდა ხმას? დამაინტერესა, მაგ: რას ფიქრობდა 2011 წლის 26 მაისის ხოცვა-ჟლეტაზე. გადავხედე მის ფეისბუქს და 26 მაისის შემდეგ პირველი პოსტი, რომელიღაც პარიზულ კონცერტს შეეხება (ამ პერიოდში მუშაობდა ნაციონალი ომბუდსმენის გიორგი ტუღუშის მრჩევლის პოსტზე). ზოგადად პოლიტიკური პოსტები 2012 წლის 1 ოქტომბრამდე არ გამოუქვეყნებია და მანამდე არაფერი აშფოთებდა.

ასე, რომ არცერთს არ გაქვთ არაფერი სატლიკინო, არც ქოცებს და არც ნაცებს.

P.S. თორდიას კაფე-კაფე ბორიალი როცა დაჭირდათ იმავე ღამეს იპოვეს და გამოაქვეყნეს და ჩიტაძის ქუჩიდან კამერების ამოღებას, თურმე ძალიან ბევრი დრო და ძიება ჭირდება, ათასობით ანძაო და ჩანაწერიო და კიდევ რაღაცეები იბჟუტურა”, – წერს კახა კუკავა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here