Home სხვადასხვა დაიჯესტი აშშ, სანქციების მიუხედავად, რუსეთში სარაკეტო ძრავებს ყიდულობს

აშშ, სანქციების მიუხედავად, რუსეთში სარაკეტო ძრავებს ყიდულობს

1061
აშშ, სანქციების მიუხედავად, რუსეთში სარაკეტო ძრავებს ყიდულობს

ამ ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა The Duran. წერილის ავტორია სერაფიმ ჰანიში.

ამერიკული კოსმოსური პროგრამის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია რუსეთზე. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამერიკელი ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში თავიანთი რუსი კოლეგების დახმარებით ხვდებიან. მიუხედავად ამისა, ყველა ამერიკელმა როდი იცის, რომ რუსეთი ამერიკული რაკეტის ისეთი უმნიშვნელოვანესი ელემენტის ექსპორტიორია, როგორიც არის სარაკეტო ძრავა PD-180.

Atlas-V ამერიკული ერთჯერადი რაკეტმზიდია, რომელსაც შეუძლია სასარგებლო ტვირთის ატანა დედამიწის უახლოეს ან გეოგადამსვლელ ორბიტაზე. ამ რაკეტის პირველი საფეხური რუსული PD-180 ძრავითაა აღჭურვილი. დაგეგმილია, რომ უახლოეს მომავალში განახლდება ფლორიდიდან პილოტირებული რაკეტების გაშვება.

2017 წლის ბოლოსთვის Atlas-V-ს ანგარიშზე იყო 55 გაშვებაზე მეტი, 14 რაკეტის გაშვება 2018-2019 წლებისთვისაა დაგეგმილი.

სანდო წყაროზე დაყრდნობით TACC-ი იუწყება, რომ რუსეთი PD-180-ის აშშ-ისთვის მიწოდებას, სულ ცოტა, 2020 წლამდე განაგრძობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here