Home სხვადასხვა დაიჯესტი აქამდე ასადის დამხობას ითხოვდა, ახლა რუსეთის მოქმედებებს უჭერს მხარს

აქამდე ასადის დამხობას ითხოვდა, ახლა რუსეთის მოქმედებებს უჭერს მხარს

1054
გერმანიის კანცლერმა ტერორისტებს ტერორისტები უწოდა და მათ მიმართ “ზომების მიღება” მოითხოვა. გერმანული გამოცემა Deutsche Wirtschafts Nachirichten-ი თვლის, რომ გფრ-ის კანცლერმა ანგელა მერკელმა პირველად დაუჭირა საჯაროდ მხარი რუსეთის მოქმედებას სირიაში. ტელეარხ RTL-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მერკელმა განაცხადა, რომ სირიაში “რადიკალურ ძალებთან” ბრძოლა აუცილებელია, მაგრამ ისე, რომ არ დაზარალდეს მშვიდობიანი მოსახლეობა. “ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ ჰუმანიტარული კატასტროფა”, _ განაცხადა კანცლერმა. კანცლერის ეს განცხადება გერმანულმა ინტერნეტგამოცემამ შეაფასა, როგორც რუსეთის მოქმედებებისადმი მხარდაჭერა, რადგან ლაპარაკია “ბოევიკების” წინააღმდეგ ოპერაციაზე პროვინცია იდლიბში. ამ ოპერაციის განხორციელებას სირიის ხელისუფლება რუსი სამხედროების მხარდაჭერით გეგმავს. ოპერაციის მთავარ პრობლემად გერმანული გამოცემა მიიჩნევს იმას, რომ ტერორისტები მშვიდობიან მოსახლეობას “ცოცხალ ფარად” იყენებენ. პროვინცია იდლიბი სხვადასხვა ანტისამთავრობო დაჯგუფების დაახლოებით 10 ათას “ბოევიკს” აქვს დაკავებული. რამდენიმე დღის წინათ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა დაუფიქრებლად არ უნდა შეუტიოს იდლიბს. “დოიჩე ველეს” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ანდრეა ნალესმა გამორიცხა გფრ-ის სამხედრო ძალების მონაწილეობის შესაძლებლობა საომარ მოქმედებებში სირიის სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ. ნალესმა შეაფასა გამოცემა “ბილდის” მიერ გავრცელებული ცნობა და თქვა, რომ “გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია არ იწონებს და მხარს არ უჭერს სირიის კონფლიქტში გერმანიის შეიარაღებული ძალების მონაწილეობას”. შეგახსენებთ, რომ გაზეთ “ბილდის” მიერ რამდენიმე დღის წინათ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანია შეიძლებოდა შეერთებოდა აშშ-ის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო ოპერაციებს სირიაში ამ ქვეყნის სამთავრო ჯარების წინააღმდეგ.

გერმანიის კანცლერმა ტერორისტებს ტერორისტები უწოდა და მათ მიმართზომების მიღებამოითხოვა.

გერმანული გამოცემა Deutsche Wirtschafts Nachirichten- თვლის, რომ გფრის კანცლერმა ანგელა მერკელმა პირველად დაუჭირა საჯაროდ მხარი რუსეთის მოქმედებას სირიაში. ტელეარხ RTL-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მერკელმა განაცხადა, რომ სირიაშირადიკალურ ძალებთანბრძოლა აუცილებელია, მაგრამ ისე, რომ არ დაზარალდეს მშვიდობიანი მოსახლეობა. “ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ ჰუმანიტარული კატასტროფა”, _ განაცხადა კანცლერმა.

კანცლერის ეს განცხადება გერმანულმა ინტერნეტგამოცემამ შეაფასა, როგორც რუსეთის მოქმედებებისადმი მხარდაჭერა, რადგან ლაპარაკია “ბოევიკების” წინააღმდეგ ოპერაციაზე პროვინცია იდლიბში. ამ ოპერაციის განხორციელებას სირიის ხელისუფლება რუსი სამხედროების მხარდაჭერით გეგმავს. ოპერაციის მთავარ პრობლემად გერმანული გამოცემა მიიჩნევს იმას, რომ ტერორისტები მშვიდობიან მოსახლეობას “ცოცხალ ფარად” იყენებენ.

პროვინცია იდლიბი სხვადასხვა ანტისამთავრობო დაჯგუფების დაახლოებით 10 ათას “ბოევიკს” აქვს დაკავებული. რამდენიმე დღის წინათ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა დაუფიქრებლად არ უნდა შეუტიოს იდლიბს.

“დოიჩე ველეს” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ანდრეა ნალესმა გამორიცხა გფრ-ის სამხედრო ძალების მონაწილეობის შესაძლებლობა საომარ მოქმედებებში სირიის სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ. ნალესმა შეაფასა  გამოცემა “ბილდის” მიერ გავრცელებული ცნობა და თქვა, რომ “გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია არ იწონებს და მხარს არ უჭერს სირიის კონფლიქტში გერმანიის შეიარაღებული ძალების მონაწილეობას”.

შეგახსენებთ, რომ გაზეთ “ბილდის” მიერ რამდენიმე დღის წინათ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანია შეიძლებოდა შეერთებოდა აშშ-ის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო ოპერაციებს სირიაში ამ ქვეყნის სამთავრო ჯარების წინააღმდეგ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here