Home სხვადასხვა Facebook ფრაზები „არცერთ სახელმწიფოს ჩაუწერია მსგავსი კონსტიტუციაში- საქართველო კი სახელმწიფო არ არის!“

„არცერთ სახელმწიფოს ჩაუწერია მსგავსი კონსტიტუციაში- საქართველო კი სახელმწიფო არ არის!“

1650

ქართველმა ემიგრანტმა გერმანიაში, ლევან ჭოტორლიშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა.


„კონსტიტუციაში ევროატლანტიკური კურსის დაფიქსირება ძალიან გავს გერმანიის და ხოლოკოსტის თემას. დამარცხებულ გერმანიას რეპარაციების და პოლიტიკური სუვერენიტეტის შეზღუდვის გარდა ხოლოკოსტის უარყოფის კრიმინალიზაციაც დააკისრეს. გერმანიასთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია. დამარცხებულ ქვეყანას დაეკისრა სასჯელი ჩადენილი დანაშაულის გამო. მაგრამ უცნაურია ჩვენ რატომ გვიზღუდავენ არჩევანის თავისუფლებას? რატომ გვიწესებენ სამარხვინო უპრეცედენტო რეგულაციებს? რა დავაშავეთ ასეთი? თანაც გერმანიის შემთხვევაში კრიმინალიზაცია დანაშაულის ფაქტის უარყოფას ეხება, ჩვენ შემთხვევაში განსხვავებული აზრის არსებობას. ყველა ვინც ნატოში გაწევრიანებას არ ემხრობა ფაქტიურად სახელმწიფოს მტრად ცხადდება. ასეთი რამ ჩრილოეთ კორეაშიც არ არის. განსხვავებული აზრი კონსტიტუციის დონეზე რომ იყოს კრიმინალიზირებული. დედამიწის ზურგზე არ ყოფილა ჯერ არცერთი სახელმწიფო ასეთი ჩანაწერით კონსტიტუციაში და არც იქნება არასდროს. იმიტომ რომ საქართველო სახელმწიფო არ არის“. – წერს ჭოტორლიშვილი.

 

1 COMMENT

  1. მაგ ჩანაწერით ხელისუფლება უმტკიცებს ერთგულებას ტავის დასავლეთელ პარტნიორებს…
    კიდევ ერთხელ და უფრო მეტად საფუძვლიანად…
    აბა, სხვა მოტივი ასეთ ჩანაწერს არ აქვს…..ხალხს მაინც არაფერს ეკითხებიან და…
    ამ ჩანაწერის გარეშეც რასაც უნდათ იმას აკეთებენ…

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: მარიკა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here