Home რუბრიკები პოლიტიკა ან ჩვენ _ მართლმადიდებელი ქრისტიანები, ან ისინი _ სატანისტი ხლისტები. მესამე არ...

ან ჩვენ _ მართლმადიდებელი ქრისტიანები, ან ისინი _ სატანისტი ხლისტები. მესამე არ არსებობს!

353

წერილს დავიწყებ ჩემ წინა სტატიაში მოყვანილი მოსაზრებების შეხსენებით, რომელთა ნაწილი ქვეყნის მთავარ გამზირზე მიმდინარეგრანდიოზული პროტესტისჭეშმარიტ მიზეზებს ცხადყოფს, რაც შეეხება პოლიტიკურიბარდაგს” (პარლამენტსა თუ მის გარეთ მიმდინარე პროცესებს სხვა სახელს, მით უმეტეს, ცვილიზებულ ოპოზიციურ მოძრაობას ვერ დაარქმევ), მისგან გამომდინარე საქართველოსთვის მოსალოდნელ ნეგატიურ შედეგებზე ქვემოთ ვისაუბრებ.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიების კარვებით “გალამაზება” შვილმოკლული მამების პროტესტით დაიწყო. ჯერ ზაზა სარალიძე შეეცადა სამართლის ძებნას გაშლილ კარავში, მას მალე მალხაზ მაჩალიკაშვილიც შეუერთდა. როგორც კი მიზანს მიაღწია, ზაზა სარალიძე განერიდა ტრაგედიის პოლიტიზებას და ახლა შვილს, ყმაწვილ დათოს გლოვობს (როგორც თვითონაც შვილმკვდარი მამა, ვუსამძიმრებ მას შვილის გარდაცვალებას). რაც შეეხება მალხაზ მაჩალიკაშვილს, ის ტერორიზმში ეჭვმიტანილი თამერლანის სიკვდილის პოლიტიზებას დღემდე განაგრძობს იქამდეც კი, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობასაც კი აპირებდა…

დავით სარალიძის მკვლელობის გამო მართლაც ზღვა ხალხი გამოვიდა რუსთაველზე, მაგრამ, როგორც კი ნაცები გამოჩნდნენ აქციაზე, მეორე დღეს ხალხის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, იქამდეც კი (ხატოვნად თუ ვიტყვით), რომ ხალხზე მეტი კარავი იყო პარლამენტთან. ამ კარვებში ხშირად ერთი-ორი კაცი თუ დაბორიალობდა, თვითონ ტერიტორია კი ანტისანიტარიის ბუდეს, ნაგავსაყრელს დაემსგავსა.

“თბილისი პრაიდის” მონაწილეები ურცხვად რომ ამბობდნენ, პარლამენტის შენობის წინ კარვებს რაღას ერჩოდნენ, კახა კალაძეს არ “ევასებოდა” და იმიტომ აიღესო, კალაძე არ ვიცი, მაგრამ მე ნერვები მაწყდებოდა, თვეების განმავლობაში წმინდა ქაშუეთიდან რამდენიმე მეტრში უწმინდურ ნაგავსაყრელს რომ გავხედავდი ხოლმე.

ახლა კი გულს ახარებს კარვების ადგილზე აღმართული წმინდა ნინოს ჯვარი და ერთი ვინმემ გაბედოს მისი აღება. თუ ქართველი ხალხი ერია და არა ლიბერასტული ბრბო, ჯვრის აღების უფლებას არავის მისცემს და, თუ საჭირო შეიქნა, კოლექტიურ დასავლეთს თავზე გადაახევს ე.წ. გამოხატვის თავისუფლებას და ლგბტ სექტის “უფლებებს”! ამის თქმა იმის საილუსტრაციოდ დამჭირდა, რომ ნაცებსა და მათთან მიტმასნილ ე.წ. ორკაციან პარტიებს ქუჩის მხარდაჭერის არანაირი შანსი არ აქვთ.

რა აღარ მოხდა ქართულ პოლიტიკაში 2012 წლის ოქტომბრიდან, ანუ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე, მაგრამ ნაცებმა ხალხის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი რაოდენობის გამოყვანა ვერ შეძლეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქუჩა არასოდეს იქნება მიშარასტების მხარდამჭერი. არადა, მოვლენები ისე ვითარდება, დიდი ალბათობით, სწორედ ქუჩა გადაწყვეტს საქართველოს ბედ-იღბალს და არა პარლამენტის ცვედანი ხელისუფლება და ოპოზიცია. აკი წამოსცდა ერთ მომიტინგე “ჟურნალისტს”: როგორც ჩანს, ქართული მაიდანი გარდაუვალიაო. მოდი, აქვე შევთანხმდეთ _ სიტყვა ჟურნალისტი ბრჭყალებში იმიტომ ჩავსვი, რომ საქართველოში, ძირითადად, ოკეანის გაღმელ-გამოღმელი კურატორ-დამფინანსებელთა კონტროლს დაქვემდებარებული ტელევიზიები მაუწყებლობენ და “ფორმულა”, “რუსთავი 2”, “ტვ პირველი”, “კავკასია”, “მთავარი” და, თქვენ წარმოიდგნეთ, ე.წ. საზმაუწყებელიც მათი სეცსამსახურები არიან, ხოლო იქ მომუშავენი, ჟურნალისტები კი არა _ სპეცაგენტები! ანტიეროვნული, ანტიმართლმადიდებლური, ანტიეკლესიური გესლის ნთხევაში, გველურ სისინში პირველობას არავის უთმობს “ტვ პირველი” და ქართული “ჟურნალისტიკის” უბერებელი “დედა” ინგა გრიგოლია. რატომ ვახსენე საზოგადოებრივი მაუწყებელი ხაზგასმით? იმიტომ, რომ ზემოხსენებულ ე.წ. სპეცსამსახურებს კერძო დამფინანსებლები ჰყავთ, საზოგადოებრივი მაუწყებელი კი საქართველოს ბიუჯეტიდან, ანუ რიგითი ქართველების ჯიბიდან 25 მილიონი (!) ლარით ფინანსდება. დღევანდელი მოცემულობის (ხალხი, უბრალოდ, შიმშილის ზღვარზეა) გათვალისწინებით, 25 მილიონი ასტრონომიული თანხაა და, მიუხედავად ამისა, “საზმაუ” ე.წ. ნაციონალურ მაუწყებელთა შორის ყველაზე დაბალრეიტინგული არხია, რომლის “ბორდმაც” ამ ტელევიზიის ყველაზე პოპულარული პროექტი, გურამ ქართველიშვილის “გააგრძელე საქართველოს ისტორია”, სავარაუდოდ, კოლექტიური დასავლეთის რეკომენდაციით (წაიკითხე, ბრძანებით) დახურა. რაც შეეხება ქართულ “მაიდანს”, ქართველებს კარგი გამოთქმა გვაქვს: “საცა ვიწროა, იქ გაწყდეს” _ ჰოდა, ერთხელაც იხუვლებს გამწარებული ქართველი ხალხი და…

ისე, კაცმა რომ თქვას, მეტი რა გზა აქვთ აშშ-ის ელჩ კელი დეგნანსა და, საერთოდ, კოლექტიურ დასავლეთს? რაკიტკბილი სიტყვითვერაფრით გვათქმევინეს უარი ქართულ ტრადიციებსა და ღირებულბებზე კოლექტიური დასავლეთის უმთავრესი ფასეულობის _ სოდომის ცოდვის ლეგალიზაციის სასარგებლოდ, არ არის გამორიცხული, რომ აშშის მაღალჩინოსანთა კაბინეტებში (ოვალური კაბინეტის ჩათვლით) საქართველში ახალი დემოკრატიის, ლგბტ ბაირაღების ძალისმიერი მეთოდებით აფრიალების შესაძლო ვარიანტებს განიხილავენ. რა, ამის მაგალითები სანთლით საძებარია? იუგოსლავია, ლიბია, ტუნისი, ეგვიპტე, სირია _ განვაგრძო თუ საკმარისია იმისთვის, რისი თქმაც მინდა?.. ახლა მომგებიანი პოზაა იმის თქმა: “ძალადობას ვგმობ, ვემიჯნები, მით უმეტეს “ჟურნალისტებზე” ძალადობაა მიუღებელი”. მიუხედავად ამისა, გავბედავ და სწორედ ზემოთქმულს გავემიჯნები. ვერავინ დამაჯერებს იმ სისულელეს, რომ “ჟურნალისტებზე” ნადირობა წინასწარ იყო დაგეგმილი, ე.ი., ვიღაცამ ვიღაცას რაღაც უბრძანა. ჩემი აზრით, ყველაფერი სპონტანურად მოხდა. ეს იყო დაგროვილი მრისხანების ამოხეთქვა ზემოთ ჩამოთვლილი ტელევიზიასპეცსამსახურების მიმართ, რომელთა .. სარედაქციო პოლიტიკა წლების განმავლობაში ყოველივე ქართულის, ეროვნულის, მართლმადიდებლურის, ერთი სიტყვით, ყველაფერ იმის დაცინვაქილიკი იყო, რამაც დღემდე მოგვიყვანა მცირერიცხოვანი, მაგრამ დიდი კულტურის მქონე ერი. თითქმის არც ერთი გმირი მეფე, ისტორიული პიროვნება, წმინდანიც კი არ დაუტოვებიათ ამ უწმინდურებს გაუკილავი, რომელთა სახელებითაც ამაყობდა და მომავალშიც იამაყებს ქართველი ერი. ძალადობა მხოლოდ ცემატყეპა არ არის, რაც ჩემთვისაც მიუღებელია, მაგრამ ფიზიკურზე უფრო მტკივნეული მორალურზნეობრივი ძალადობაა! რა, ზემოთქმული ძალადობა არ არის?

რა, ინგა გრიგოლიებმა არ იცოდნენ, რომ შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო, მაგრამ “ცხელ წერტილებში” მისვლას კონდიცირებულ ოფისებში ჯდომა არჩიეს და ტელევიზორებში უყურებდნენ შეცდომაში შეყვანილი “ჟურნალისტების” სასტიკ დარბევას. ბრბოდქცეულ შეურაცხყოფილ ქართველებზე ზემოხსენებული ტელევიზიების ლოგოს დანახვა ისე მოქმედებდა, როგორც გამძვინვარებულ ხარზე წითელი ნაჭრის აფრიალება. ახლა კი ნიანგის ცრემლებს აღვარღვარებენ და პოლიტიკურად სპეკულირებენ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით. არადა, ოჯახის ნდობით აღჭურვილმა ექსპერტმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ექსპერტიზა გამორიცხავს გარდაცვალების მიზეზად ცემას.

ებრაული შეგონებაა: გარდაცვლილი შვილის მშობელს უთქვამს, _ ჩემთან სამძიმარზე ის ნუ მოვა, ვისაც შვილის სიკვდილის სიმწარე არ გამოუცდაო. მე, როგორც შვილმკვდარი მამა, გულწრფელად (და არა ზოგიერთის მსგავსად ნიანგის ცრემლით) ვიზიარებ შვილმკვდარი დედის მწუხრებას და აქვე ვთხოვ, უზომო მწუხარებით შეძრული, ნუ მისცემს ოპოზიციას გარდაცვლილის ხსოვნით პოლიტიური ქულების დაწერის საშუალებას, მით უმეტეს, თბილისი პატარა ქალაქია და ყველამ იცის, ვინ რით სუნთქავს…

ამ წერილში ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მაგრამ არაფერი გვითქვამს სტატიის შექმნის მთავარ მიზეზე: დღეს ყველა, ვისაც არ ეზარება, საპატრიარქოსა და პატრიარქს ლანძღავს და, თქვენ წარმოიდგინეთ, ლექსო ლაშქარავას მკვლელობას აბრალებს.

ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელიწადია მე ვარ სამიზნედ”, _ პატრიარქის ამ სიტყვებმა გულის სიღრმემდე შემძრა. იქამდეც კი, რომ ცრემლი მომაწვა. და ვინ არიან ამ ბრალდებების ავტორები? უნიტაზის მწერალი ლაშა ბუღაძე, ერთმანეთის ჩამშვები ძმები ბერძენიშვილები, რომლებსაც, როგორც ამბობენ, “რუჩკა” ვერ გააგდებინეს ხელიდან “კა-გე-ბე-ს” იზოლატორში”. თავის დროზე პატრიარქის სტიქაროსანი, დღეს 50 მილიონის მომპარავი, ბიუჯეტის ვირთხა გიგი უგულავა; ათას “ზაბორზე” გადამხტარი ვახო სანაია; ყურმოჭმული “კლასიკოსი” კოტე ყუბანეიშვილი, მისი კოლეგა დეფი და რა ვიცი… მაგ ლიბერასტი ხლისტების სახელი ლეგიონია.

ეკლესიის მტრების საყურადღებოდ წერილს ასე დავასრულებ: ვინ აღარ შეაწუხეთ კოლექტიურ დასავლეთში ოსების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში დასახმარებლად, მაგრამ ამაოდ. უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პატარა ბარათი მისწერა რუსეთის პატრიარქს და ის ქართველი პატიმარი დღეს უკვე თავის ოჯახშია.

დავიცვათ ჩვენი სათაყვანებელი პატრიარქი, რადგან დღეს პატრიარქი საქართველოა, საქართველო კი _ პატრიარქი…

დავით მხეიძე

2 COMMENTS

  1. ერთი ნათელი სხივი ირაკლი ღარიბაშვილია, მთელი ოპოზიცია მის მოჭრილ ფრჩხილზე და მის ფურთხზე არ ღირს.

  2. კაპიტალისტური წყობა, პარაზიტული,არაადამიანური,მტაცებლური წყობას, აქ არ არსებობს არავინ და არაფერი ფულის გარდა ნათელი,დიადი….

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here