Home სხვადასხვა დაიჯესტი ამერიკელები რუსული იარაღის შეძენაში გამოიჭირეს

ამერიკელები რუსული იარაღის შეძენაში გამოიჭირეს

2241
ამერიკელები რუსული იარაღის შეძენაში გამოიჭირეს

როგორც უნდა იცემდეს მჯიღს მკერდში ამერიკა ანტირუსული სანქციების დაწესების გამო და ემუქრებოდეს ევროპას რუსეთთან შესაძლო თანამშრომლობით გამოწვეულ შედეგებზე, თვით ეს ქვეყანა ფარისევლურად იქცევა. როგორც გაირკვა, აშშ საიდუმლო გარიგებებს დებს რუსული სარაკეტო ძრავებისა და იარაღის შესასყიდად.

გერმანულმა გამოცემა Handelsblatt-მა ამერიკის შეერთებული შტატები ორპირობაში დაადანაშაულა. გაზეთმა დაწერა, რომ ამერიკულმა სამხედრო კონცერნმა Orbital ATR-მა ცოტა ხნის წინათ ხელი მოაწერა შეთანხმებას რუსულ ჰოლდინგ “ენერგომაშთან” 4 სარაკეტო ძრავის შეძენის თაობაზე.

ორიოდე დღის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტაგანროგის გ. ბერივის სახელობის სამეცნიერო-ტექნიკური საავიაციო კომპლექსი კონტრაქტს გააფორმებს ამერიკელებთან. ამ კონტრაქტის მიხედვით, აშშ-ისთვის დაამზადებენ 4 თვითმფრინავ-ამფიბიას _ Бе-200rс. ამას გარდა, შემკვეთთან მიღწეულია შეთანხმება კიდევ 6 ასეთი თვითმფრინავის მოწოდების შესახებ. რუსეთის მხრიდან კონტრაქტს ხელი მოაწერა ტაგანროგის ავიაქარხნის გენერალურმა დირექტორმა იური გუდინინმა, ამერიკის მხრიდან _ კომპანია Seaplane Global Air Services-ის პრეზიდენტმა პატრიკ მასარდიმ. ეს თვითმფრინავი ტყის მასივებში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად არის განკუთვნილი.

აღსანიშნავია, რომ პირველი ორი თვითმფრინავი აღჭურვილი იქნება B-436TN ძრავებით (უკრაინა), დანარჩენები რუსული ნიშნების ძრავებით _ SAM146 (რუსულ-ფრანგული პროდუქტი).

საინტერესო ტენდენციაა: ამერიკელები მსოფლიოს გასაგონად გაჰყვირიან, რომ რუსეთი “აგრესორია”, მაგრამ მასთან ხელშეკრულებების  გაფორმებაზე უარს არ ამბობენ. ამასთანავე, ემუქრებიან სხვა ქვეყნებს, თუ ისინი რუსეთთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამენ, მაგალითად, თურქეთსა და ინდოეთს, რომლებსაც სურთ რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემა C-400-ის შეძენა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here