მთავარი ისტორია ხალხის გმირობა _ დიდი სამამულო ომის დაწყებიდან 80 წელი გავიდა

ხალხის გმირობა _ დიდი სამამულო ომის დაწყებიდან 80 წელი გავიდა

დღე, რომელიც არასდროს წაიშლება მეხსიერებიდან

95
გააზიარეთ
ხალხის გმირობა _ დიდი სამამულო ომის დაწყებიდან 80 წელი გავიდა

2021 წლის ისტორიულ თარიღებს შორის 22 ივნისს განსაკუთრებული ადგილი უკავია მსოფლიოს ისტორიაზე გავლენის მხრივ და აქტუალურია X საუკუნის საზოგადოებისთვის ახლაც კი, 80 წლის შემდეგ, მით უმეტეს, რომ მეორე მსოფლიო და დიდი სამამულო ომების დაწყების გარემოებები დღესაც კამათს იწვევს.

კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ და სისხლისმღვრელ ომში დღემდე დარჩენილია საიდუმლოებები და გამოცანები, მაგრამ სტრატეგიული მასშტაბის დისკუსიებიდან აღსანიშნავია 1939 და 1941 წლების სამხედრო მოქმედებების დაწყების გარემოებები.

რუსეთის ხელმძღვანელობის ოფიციალური თვალსაზრისი ბოლო 20 წლის განმავლობაში შეიცვალა და არსობრივად დაუბრუნდა საბჭოთა ვერსიას _ სტალინის პერიოდის საბჭოთა კავშირის პოლიტიკა 1939 წლის აგვისტოდან 1941 წლის ივნისის ჩათვლით მართებული იყო. საბჭოთა კავშირი მხოლოდ იმას აკეთებდა, რომ იბრძოდა მშვიდობისთვის და ომის გამჩაღებლების წინააღმდეგ. პასუხისმგებელი კი არა მხოლოდ დიდი სამამულო, არამედ მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებაზე, არიან ნაცისტური გერმანია (მთავარი დამნაშავე) და დასავლეთის სახელმწიფოები _ 1949 წლის მოვლენების ხელშემწყობები და ფაშისტების წამქეზებლები.

საქმე ის არის, რომ დასავლელი ე.წ. ექსპერტები საბჭოთა კავშირის სამართლიანი ომისა და მისი შედეგების ფალსიფიცირებას 1939 წლის 23 აგვისტოს თავდაუსხმელობის პაქტის საიდუმლო დოკუმენტებზე ხელმოწერის გამოყენებით ცდილობენ, მაგრამ ისტორია მკაცრი და დაუნდობელია ფალსიფიკატორების მიმართ: კაცობრიობის მეხსიერებიდან ვერავინ წალის წითელი არმიის განსაცვითრებელ მედგარ წინააღმდეგობას მომხდურის მიმართ და ზურგში საბჭოთა ხალხის გმირულ შრომას.

მეორე მსოფლიო ომი ჰიტლერის პირმშოა, მაგრამ მის გაჩაღებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ინგლისის, საფრანგეთის, პოლონეთის სახელმწიფო მოღვაწეებსაც, რომლებმაც უარყვეს საბჭოთა კავშირის წინადადება, ერთობლივად ემოქმედათ მესამე რაიხის დამპყრობლური პოლიტიკის წინააღმდეგ. ეს პოლიტიკა 1930-იან წლებში მკაფიოდ ჩანდა. საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის შემდეგი ნაბიჯები კი მიმართული იყო ქვეყნის უსაფრთხოების განსამტკიცებლად.

აღსანიშნავია ისიც, რომ საბჭოთა კავშირში შემოჭრისას გერმანიის ვერმახტის მხარეს იბრძოდა მისი მოკავშირეების ათობით დივიზია და არმია. ვერმახტისთვის მუშაობდა ევროპის ოკუპირებული (და არა მხოლოდ) ქვეყნების მრეწველობები. ფაშისტური გერმანია კარგა ხნის განმავლობაში ემზადებოდა საბჭოთა კავშირზე თავდასასხმელად.

დიდ სამამულო ომში საბჭოთა ხალხის გმირობის შესაფასებლად უნდა გავაცნობიეროთ, რა ძალა დაესხა თავს სსრკ-ს 1941 წლის 22 ივნისს. ფაშისტურმა გერმანიამ და მისმა მოკავშირეებმა საბჭოთა კავშირზე თავდასასხმელად თავი მოუყარეს 180 დივიზიას (ეს დაახლოებით 5,5 მლნ ადამიანია), 40 ათას ქვემეხს, 4 ათასზე მეტ ტანკს, 5 ათასამდე თვითმფრინავს. ეს ყველაფერი გაერთიანებული იყო არმიების სამ დაჯგუფებაში: “ჩრდილოეთი” _ ლენინგრადის მიმართულებით დასარტყმელად, “ცენტრი” _ მოსკოვის მიმართულებით და “სამხრეთი” _ კიევზე შესატევად. საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გერმანელთა მხარდამხარ იბრძოდნენ: ესპანეთი, ხორვატია, იტალია, ფინეთი, ნორვეგია, უნგრეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი. ამას გარდა ფაშისტების სამხედრო ქვედანაყოფებს მოგვიანებით შეუერთდა 37 ე.წ. მოხალისეთა დივიზია ალბანეთიდან, ბელგიიდან, ბულგარეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, დანიიდან, იტალიიდან, ნიდერლანდებიდან, პოლონეთიდან, სერბეთიდან, ლატვიიდან, ესტონეთიდან, საფრანგეთიდან, მაგრამ ფაშისტები დამარცხდნენ და ეს გმირობა ჩაიდინა საბჭოთა ხალხმა, რომელიც ომის ურთულეს დღეებში სტალინის ხელმძღვანელობით გაერთიანდა და 4-წლიანი გააფთრებული ბრძოლების შემდეგ ჰიტლერელი დამპყრობლები მის ბუნაგში _ ბერლინში _ მოახრჩო.

საბჭოთა ხალხი, ყველა ეროვნებისა და სარწმუნოების ადამიანი, თავგანწირვით იბრძოდა ყველგან _ ხმელეთზე, ზღვაზე, ცაში _ მოსკოვის, ლენინგრადისა და სტალინგრადის მისადგომებთან, კავკასიის ქედზე და დნეპრის ნაპირებზე, ჩეხოსლოვაკიისა, პოლონეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და უნგრეთის გასათავისუფლებლად

1941 წლის 22 ივნისს, დილის 4 საათზე, ფაშისტურმა გერმანიამ დაარღვია შეთანხმება თავდაუსხმელობის შესახებ და დაიწყო შეტევა საბჭოთა კავშირის დასავლეთ ტერიტორიაზე _ ბარენცის ზღვიდან შავ ზღვამდე. საბჭოთა ხალხისთვის დაიწყო დიდი სამამულო ომი _ უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი ნაწილი მეორე მსოფლიო ომისა.

ხალხის გმირობა _ დიდი სამამულო ომის დაწყებიდან 80 წელი გავიდა

დიდ სამამუოლ ომში დაიღუპა 26,6 მლნ საბჭოთა ადამიანი, ნახევარზე მეტი _ მშვიდობიანი მოქალაქე (გერმანიისა და მისი მოკავშირეების საერთო დანაკარგებმა დაახლოებით 12 მლნ შეადგინა). ნაცისტებს თავიდანვე დაგეგმილი ჰქონდათ საბჭოთა კავშირის მოსახლეობის ფიზიკური განადგურება. სსრკ რომ დანგრეულიყო, ახლა აღარ იარსებებდნენ მასში შემავალი ხალხები და მათ ბედს, დიდი ალბათობით, გაიზიარებოდნენ ევროპის ხალხებიც _ ევროპის რამდენიმე ქვეყანა ხომ გავსებული იყო საკონცენტრაციო ბანაკებითა და კრემატორიუმებითრასობრივად არასრულფასოვანიეთნოსებისთვის. ნაცისტების გეგმებში მსოფლიოზე ბატონობა იყო და ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა ხვედრს უმზადებდნენ ისინი კაცობრიობას. ჰიტლერელთა გეგმები რომ დაინგრა, ეს, უწინარესად, საბჭოთა ხალხის დამსახურებაა.

ისტორიული სიმართლის დაცვა აუცილებელია. უკვე რამდენიმე ათეული წელია, გარკვეული წრეები ცდილობენ დიდი სამამულო ომის პრეისტორიის გაყალბებას და შედეგების ფალსიფიკაციას. ამ მცდელობების მიზანი საბჭოთა კავშირისთვის (რუსეთისთვის) გამარჯვებულის სტატუსის ჩამორთმევაა მისგან გამომდინარე ყველა შედეგით _ ხალხების ერთმანეთზე გადამტერებით, ტერიტორიული პრეტენზიების წაყენებითა და საბოლოოდ რუსეთის ძალისა და გავლენის შესუსტებით. ისტორიის ფალსიფიკატორების ძირითადი მიზანია მსოფლიო ომის გაჩაღება, მისი უმძიმესი შედეგები გადააბრალონ საბჭოთა კავშირს და ის, ფაქტობრივად, ფაშისტურ გერმანიასთან ერთად ერთ სიბრტყეზე დააყენონ. ცოტა ხნის წინათ ასეთი იდეების გამოთქმაც კი შეუძლებელი ჩანდა, რადგან მას საერთო არაფერი აქვს ისტორიულ სიმართლესთან და სრულიად ეწინააღმდეგება ნიურნბერგის პროცესის შედეგებს. ტოლობის ნიშნის დასმა ჰიტლერულ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის იმ მილიონობით ადამიანის ხსოვნის შეურაცხყოფაა, რომლებმაც თავი შესწირეს კაცთმოძულე ფაშისტებთან ბრძოლას.

დიდი სამამულო ომის დაწყებიდან 80 წელი გავიდა. სულ უფრო ცოტა დარჩა ისეთი ადამიანი, რომლებსაც ეს სასტიკი ომი პირადად შეეხო. წამოვიდა ახალი თაობები, მაგრამ რუსეთშიც და ბევრ სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაშიც სიტყვებს “22 ივნისი” არ სჭირდება განმარტება. 22 ივნისი სამუდამოდ დარჩება ადამიანების ცნობიერებაში შეხსენებად არნახული ტრაგედიისა, რომელიც თავს დაატყდა ამ დღეს ქვეყანს, და, აგრეთვე, როგორც საბჭოთა ხალხის უმაგალითო გმირობის სიმბოლოდ.

საინტერესო ფაქტები:

* დიდი სამამულო ომი 1941 წლის 22 ივნისს დაიწყო ფაშისტური გერმანიის თავდასხმით საბჭოთა კავშირზე. ეს ომი 3 წელს, 10 თვესა და 18 დღეს გაგრძელდა, .., 1418 დღეს;

* დიდი სამამულო ომის წლებში ფრონტის წინა ხაზზე იარაღით ხელში მილიონამდე ქალი იბრძოდა, მათგან 80 ათასი ოფიცერი იყო, 87 ქალს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა;

* იფიციალური მონაცემებით, საბჭოთა კავშირის მატერიალურმა ზარალმა, საერთო ჯამში, 2,5 ტრილიონი რუბლი (ომამდელი კურსით) შეადგინა. ეს საბჭოთა კავშირის ეროვნული სიმდიდრის 30% იყო. დიდი სამამულო ომის პერიოდში ფაშისტებმა 1710 ქალაქი და 70 ათასამდე სოფელი მიწასთან გაასწორეს;

* 1944 წლის 17 ივლისს მოსკოვის ქუჩებში 57 600 ტყვე გერმანელი ოფიცერი და ჯარისკაცი ჩაატარეს.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here