Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე ყველაზე უცნაური სატრანსპორტო საშუალებები

ყველაზე უცნაური სატრანსპორტო საშუალებები

382

 ადამიანი ყოველთვის ცდილობდა, სწრაფად და კომფორტულად მისულიყო დანიშნულების ადგილას, ამისთვის სხვადასხვა მექანიზმი და მოწყობილობა გამოიგონა. მათგან ზოგიერთმა, მაგალითად, თვითმფრინავმა, ავტომობილმა, მატარებელმა, ველოსიპედმა პოპულარობა მოიხვეჭა, მაგრამ ზოგიერთმა ადგილი ვერ დაიმკვიდრა.

ორნითოპტერი

ორნითოპტერი პირდაპირი ინტერპრეტაციაა გამონათქვამისა: “ღმერთს რომ სდომოდა, გვეფრინა, ფრთებს მოგვცემდა”. ამ საფრენ აპარატს მხოლოდ ფრთების აქნევით შეუძლია ჰაერში აფრენა, ფრთები კი ძრავით ან პილოტის ფეხებისა და ხელების კუნთებით უნდა ამოძრავდეს.

ამ გამოგონების კომპაქტური ვერსია დისტანციური მართვით საკმაოდ საკმაოდ წარმატებით გამოიყენება. მაგალითად, კომპანია Colorado Parks and Wildife-მ შექმნა ხელოვნური ქორი, რომელიც ჰაერში ფრენისას გადაშენების პირას მყოფ ზოგიერთ ფრინველს მაღლა აფრენის საშუალებას არ აძლევდა და ამით ორნითოლოგებს მათ შესწავლაში ეხმარებოდა. ორნითოპტერებს სამხედროებიც იყენებდნენ ჰაერიდან მოწინააღმდეგის პოზიციებზე დასაკვირვებლად.

ამფბიოციკლი

ველოსიპედ-ამფიბიის გამოყენება შეიძლება როგორც ხმელეთზე, ისე წყალზე, ამ მოწყობილობას აქვს ბორბლებიც და ფარფლებიც.

მოჰამედ საიდულა ცხოვრობს ინდოეთის ქალაქ მონტიჰარიში (ბიჰარის შტატი), რომელშიც ხშირია წყალდიდობები. 1974 წელს რამდენიმედღიანი წყალდიდობისას მას მდინარის გადაცურვა მოუწია ქალაქში სურსათ-სანოვაგის შესაძენად. საიდულამ ველოსიპედი და ნავი შეაერთა მდინარეზე გადასასვლელად _ ბორბლებთან დაამაგრა პლასტმასის ფარფლები, ვენტილატორის ფრთები და ასე შექმნა “ნურის ველოსიპედი”, რომელსაც სახელი ცოლის პატივსაცემად უწოდა. რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებმაც ინდოელ საიდულაზე ადრე შექმნეს ველოსიპედი-ამფიბია.

წყლის ტაქსი

როდესაც წარმოთქვამთ სიტყვებს “წყლის ტაქსი”, თქვენ, ალბათ, ვენეციური გონდოლის მსგავს ტრანსპორტს წარმოიდგენთ, მაგრამ ვენეციაში სხვაგვარი წყლის ტაქსიც არსებობდა, ტოკიოში ყოფნისას კი შეგიძლიათ, ფუტურისტური დიზაინის წყლის ავტობუსით იმგზავროთ. პირველი წყლის ტაქსი 1900-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა მასაჩუსეტსში. ამადე ვიჰტეკუმ და ვინსეტ ლერუამ კი თავიანთი “სიტროენ” ZVB ავტომობილ-ამფიბიად გადააკეთეს. ისინი თავიანთ მოდიფიცირებულ მანქანას საფრანგეთის მდინარეებზე სამოგზაუროდ იყენებდნენ.

საოჯახო ველოსიპედი საკერავი მანქანით

ზოგჯერ ადამიანებს სჭირდებათ არა ველოსიპედი, არამედ სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ოჯახის, მაგალითად, 4 წევრს გადაიყვანს, მაგრამ ჩარლზ სტეინლაუფისთვის ესეც არ იყო საკმარისი, ამიტომ მან თავისი ოჯახისთვის გამოიგონა 4-ადგილიანი ველოსიპედი საკერავი მანქანით. ჩარლზი ამ სატრანსპორტო საშუალებაზე მაღლა ზის, საჭეს მართავს და პედლებს ატრიალებს უკან მჯდომ ვაჟთან ერთად. ქალიშვილი ზის წინ, ცოლი კი _ შუაში და საკერავ მანქანას ამუშავებს.

მონობორბალი

თუ თქვენ მოგწონთ ერთბორბლიანი ველოსიპედის იდეა, მაგრამ არ გხიბლავთ სიმაღლეზე ჯდომა, შეგიძლიათ, დაფიქრდეთ მონობორბლის შეძენაზე. როგორც ერთბორბლიან ველოსიპედს, ამ სატრანსპორტო საშუალებასაც მხოლოდ ერთი ბორბალი აქვს, მაგრამ ბორბლის ზემოთ მოკალათების ნაცვლად მის შიგნით ჯდომა მოგიწევთ.

XIX საუკუნეში ამ სატრანსპორტო საშუალებას ხელით ან ფეხის პედლებით ამოძრავებდნენ, ახლა კი ის ძრავით არის აღჭურვილი. მიმართულების შესაცვლელად იყენებენ საჭეს ან გიროსკოპს. მიუხედავად იმისა, რომ მონობორბალს, ძირითადად, სხვადასხვა შოუში იყენებენ, მას ტრანსპორტის ერთ-ერთ სახეობად განიხილავენ.

პრამობილი

ბავშვის დაბადებამ გადაადგილების შესაძლებლობა არ უნდა შეგიზღუდოთ. სახელდობრ, ამისთვის 1920-იანი წლების ბოლოს გამოიგონეს პრამობილი, რომლითაც მოგზაურობა შეეძლოთ დედასა და შვილს. პრამობილის მაქსიმალური სიჩქარე 22 კმ/სთ იყო.

მსოფლიოში ყველაზე დიდი 5-ტონიანი თვითმცლელი ავტომობილი აუზად გადააკეთეს

ეს ფოტო 1956 წელს არის გადაღებული და ასეთი მინაწერი აქვს: “სიუ მიურეი და დორის დიუ შეინი ტკბებიან დასვენებით მსოფლიოში ყველაზე დიდ 50-ტონიან თვითმცლელზე მოწყობილ აუზში”. თვითმცლელისგან დამზადებული აუზი მალე იქცა სენსაციად, ოღონდ ადამიანის ცხოვრებაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა.

8. დასაკეცი ხიდი

თუ თქვენ თავს ავტომობილის შეძენის უფლებას ვერ აძლევთ და გიყვართ ფეხით სიარული, არსებობს კიდევ ერთი გამოგონება, რომლითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ, ამ გამოგონებას ვერ ვუწოდებთ მანქანას, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ მას ბორბლების გარეშე აზრი არ ექნებოდა. ნიდერლანდებში გამომგონებლებმა შექმნეს დასაკეცი ხიდი, რომლის გადატანა ხელის ურიკით შეიძლება. ამ ხიდის გაშლა შეიძლება პატარა ტბაზე ან მდინარეზე.

მანათობელი საბურავები

1960-იან წლებში მოდის მიმდევარ ავტომობილისტებს მანათობელი საბურავები შესთავაზეს. Coodyar Tire Compan-ის მიერ დამზადებული საბურავები ბორბლის თვალზე დამაგრებული ნათურებით ანათებდა.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here