Home სხვადასხვა ყვითელი გვერდი რუსი ასტროფიზიკოსები ნობელის პრემიას მიიღებენ

რუსი ასტროფიზიკოსები ნობელის პრემიას მიიღებენ

1241
გალაქტიკა

იცით თუ არა რომ ყოველი გალაქტიკის ცენტრში ზე მასიური შავი ხვრელებია პასიურ თუ აქტიურ მდგომარეობაში და მათ შორის ჩვენი გალაქტიკის ცენტრშიც?

ზე მასიური შავი ხვრელის აღმოჩენისთვის კი რუსი ასტროფიზიკოსები ნობელის პრემიის მიღებას ფიქრობენ. ამის თაობაზე განაცხადა პროექტ “რადიოასტრონის” სამეცნიერო ხელმძღვანელის მოადგილემ იური კოვალიოვმა.

ცნობისთვის: შავი ხვრელი არის არე სივრცეში, რომელშიც გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ არაფერს, სინათლესაც კი, არ ძალუძს მისი მიზიდულობისგან თავის დაღწევა მისი მოქმედების არეალში მოხვედრისას. შავი ხვრელი, სავარაუდოდ, წარმოიქმნება მაშინ, როდესაც გიგანტური ვარსკვლავი ამოწურავს მთელ თავის ენერგიას და კვდომას იწყებს.

ყველაზე გავრცელებული ჰიპოთეზის თანახმად, იგი საკუთარი მიზიდულობის ძალის ზემოქმედებით იწყებს შეკუმშვას და, როდესაც მიაღწევს შეკუმშვის პიკს, ხდება რაღაც აფეთქებისმაგვარი მოვლენა, რომლის შემდეგაც ეს ვარსკვლავი ჩაქრება, ხოლო მისი გრავიტაცია იმ ზომამდე გაიზრდება, რომ იგი დაიწყებს ყველაფრის შესრუტვას _ სინათლის ჩათვლით. სწორედ ამ თვისებიდან გამომდინარეობს ამ ობიექტის სახელი _ „შავი ხვრელი“, ანუ სხეული, რომელსაც სინათლეც კი ვერ უსხლტება და უხილავი ხდება.

კოვალიოვმა განაცხადა, ასევე, რომ პროექტის თანამშრომლები მუშაობენ გალაქტიკა “ირმის ნახტომის” (გიგანტური ვარსკვლავური სისტემა, რომელშიც ჩვენი მზის სისტემა, ასევე ყველა შეუიარაღებელი თვალით ხილული ვარსკვლავი, პლანეტა და ციური სხეული მდებარეობს) ზუსტი გამოსახულების შექმნაზე და 10-მეტრიანი კოსმოსური ტელესკოპის _ “მილიმეტრონის” პროექტზე, რომელიც მეცნიერებს საშუალებას მისცემს, სამყაროს უფრო შორეული ნაწილები გამოიკვლიოს, ვიდრე ამას “რადიოასტრონის” დახმარებით ახერხებენ.

“რადიოასტრონი” _ ეს არის კოსმოსური რადიოტელესკოპი, რომლის დიამეტრი შეადგენს 10 მეტრს. ამას გარდა, პროექტში შედის ორბიტული ასტროფიზიკური ობსერვატორია “სპექტრი-P”, რომელიც დედამიწის რადიოტელესკოპებთან ერთად მუშაობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here