Home სხვადასხვა ყვითელი გვერდი რატომ არიან კენიელი მორბენლები ყველაზე სწრაფნი?

რატომ არიან კენიელი მორბენლები ყველაზე სწრაფნი?

1949
კენიელი მორბენლები

როგორც ცნობილია, სტატისტიკამ იცის ყველაფერი. არც სპორტული სტატისტიკაა გამონაკლისი. მაგალითად, ზუსტი ციფრების მოყვარულებმა დაითვალეს, რომ 2010 წელს ჩვენს პლანეტაზე ჩატარდა 156 საერთაშორისო მარათონი სირბილში და მათგან 126-ში კენიელმა სპორტსმენებმა გაიმარჯვეს. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის _ გამარჯვებულთა უმრავლესობა კალენჯინის ტომის წარმომადგენელია. ამ ხალხის საერთო რაოდენობა 3,5 მილიონს აღწევს, ხოლო მათი მთავარი საქმიანობა მეცხოველეობაა.

რაში მდგომარეობს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ხალხის საიდუმლო?

მეცნიერები მონდომებით ცდილობენ მათი სისწრაფის საიდუმლოს ამოხსნას. ერთნი მიიჩნევენ, რომ ამის მიზეზი მათი სხეულის აღნაგობაა; სხვები კი თვლიან, რომ ეს მათი ცხოვრების წესის დამსახურებაა _ მეცხოველეობის სფეროში საქმიანობის გამო მათ ბევრი მოძრაობა უწევთ. დროდადრო მწყემსები ათობით კილომეტრს ფეხით გადიან. დიეტოლოგები კი უფრო შორს წავიდნენ. მათ ამ საიდუმლოს გასაღების ძებნა მათ საკვებში დაიწყეს.

მაგრამ მორბენლები აცხადებენ, რომ არანაირ სპეციალურ დიეტას ისინი არ იცავენ _ ჭამენ, როცა მოშივდებათ, მათი ძირითადი კერძი კი არის სიმინდის ფაფა _ უგალი.

კიდევ ერთი თეორიის თანახმად, კენიელი მორბენლების ორგანიზმში მეტია ჟანგბადი, ვიდრე ჩვენი პლანეტის საშუალო სტატიკური მცხოვრების ორგანიზმში. კალენჯილის ტომი ცხოვრობს მთიან ადგილას, რომლის საშუალო სიმაღლე 2 ათას მეტრამდეა ზღვის დონიდან. აქ ჰაერი მდიდარია ჟანგბადით და სწორედ ეს განაპირობებს აქაური მორბენლების უპირატესობას სხვებზე.

ერთი სიტყვით, სკეპტიკოსები ამ მოსაზრებას არ იზიარებენ, რადგან კენია არ არის ყველაზე მაღალმთიანი ქვეყანა მსოფლიოში.

XX საუკუნის ბოლოს კენიელი მორბენლები სერიოზულად გამოიკვლიეს კოპენჰაგენის სამეცნიერო ცენტრში. სკანდინავიელი სპორტსმენებიც შედიოდნენ მსოფლიოს საუკეთესო მარათონელთა რიცხვში, მაგრამ კენიელებს ვერ შეედრებოდნენ. კალენჯინის ტომის ჩვეულებრივი მოზარდი რამდენიმეთვიანი რეგულარული ვარჯიშის შემდეგ თავისუფლად ჯაბნიდა ევროპელ პროფესიონალებს დიდ დისტანციაზე სირბილში.

მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კენიელების უპირატესობა გენეტიკურია. კერძოდ, ფეხების აღნაგობის წყალობით სირბილისას ისინი სხვებზე ნაკლებ ენერგიას ხარჯავენ.

ასეა თუ ისე, საერთო თვალსაზრისი მეცნიერებმა მაინც ვერ ჩამოაყალიბეს, მაგრამ ეს სულაც არ ანაღვლებთ კენიელებს, არც იმაზე ფიქრით იმტვრევენ თავს, გრძელ დისტანციაზე მოგების ლომის წილი ყოველთვის მათზე რატომ მოდის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here