Home რუბრიკები ბლოგი პოლ კრეიგ რობერტსი: საქართველო და უკრაინა ამერიკის მარიონეტები არიან

პოლ კრეიგ რობერტსი: საქართველო და უკრაინა ამერიკის მარიონეტები არიან

11935
პოლ კრეიგ რობერტსი

მინდა შემგთავაზოთ  ინტერვიუ აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველთან,  აშშ-ის ფინანსთა მინისტრის ექს-თანაშემწესთან ეკონომიკურ პოლიტიკაში, საპატიო ლეგიონის კავალერთან, „ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილ ოფიცერთან პოლ კრეიგ რობერტსთან. მას ამერიკაშირეიგანომიკის მამასაცკი უწოდებენ. ის აგრეთვე იყო  გაზეთების: “უოლ სტრიტ ჯორნალისდაბიზნესვიკისრედაქტორი.

პოლ კრეიგ რობერტსი ხშირად აკრიტიკებს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ-უმცროსს, აშშ-ს დაზვერვის მიერ მოწყობილი სპეცოპერაციებისათვის, ე.წ. ფერადი რევოლუციებისთვის- საქართველოსა და უკრაინაში.

კრეიგის თქმით, საქართველო დასავლეთის მარიონეტია, ნატოს წევრი ქვეყნები ამერიკული იმპერიის ნაწილი, დასავლური მედია კი აშშ-ის ხელისუფლების პროპაგანდის სამინისტრო.

უოლსტრიტრნლში გამოქვეყნებულ თქვენს სტატიაში ნათქვამია, რომ ამერიკის დაზვერვის და სახელმწიფო დეპარტამენტებმა ხელოვნურად შექმნეს

2014 წელს კრიზისი უკრაინაში, რისთვის და რაში ჭირდებოდათ მათ ეს ?

მათი მიზანი რუსეთის დასუსტება იყო. თუ უკრაინა გახდება ევროკავშირის წევრი, სავარაუდოდ, ამას მისი ნატოში გაევწრიანებაც მოყვება. თუ, ის გახდება ალიანსის წევრი, აშშ შეძლებს იქ ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემების განთავსებას, რაც საშუალებას მიცემს ამერიკას ჩამოაგდოს რაკეტები რუსეთის საზღვართან. უკრაინაში დამატებით იქნება შესაძლებლობა განთავსდეს ასევე, სხვა სახის სამხედრო ბაზებიც.

ეს რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს ეწინააღმდეგება და შეამცირებს მის შემაკავებელ პოტენციალს.

რუსეთის ხელისუფლებას აღარ ექნება საკმარისი საშუალება დასავლეთის დომინერების წინაღსადგომად.

რაში ჭირდება ეს ევროკავშირს?

ევროკავშირს სხვა არჩევანი არ აქვს. ნატოს წევრი ქვეყნები- ამერიკული იმპერიის ნაწილია. მათ იმაზე მეტი დამოუკიდებლობა არ გააჩნიათ , ვიდრე თავის დროზე ვარშავის ხელშეკრულების წევრ ქვეყნებს.

ნეონაცისტების მოსვლა უკრაინის ხელისუფლებაში, ეს გეგმის ნაწილია ,თუ  უკრაინა გავიდა ამერიკული მორჩილების სფეროდან?

– ვფქირობდი, რომ აშშ-მ დაკარგა კონტროლი სიტუაციის მართვაზე ხელისუფლების დამხობისას უკრაინაში, მაგრამ აშშ-ს სხვა გზა არ გააჩნდა, არჩევანის არარსებობის გამო იძულებული იყო ეთანამშრომლა რადიკალურ და ულტრანაციონალ ძალებთან.

ობამამ განაცხადა, რომ ის არ ცნობდა რეფერენდუმის შედეგებს ყირიმში.

ობამას არ აინტრესებს ყირიმში მცხოვრები მილიონობით ადამიანის აზრი , თუ აქ ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს საქმე?

– ვაშინგტონის პოზიცია ასეთია: ყველაფერი, რაც მის მიზნების მიღწევას ემსახურება- კანონიერია. ყველაფერი, რაც  წინ ეღობება ვაშინგტონის ნებას და მიზნებს, კი- უკანონო, ანტიდემოკრატიული და არღვევს ადამიანის უფლებებს.

რატომ უწოდებთ დასავლურ მედიას სიცრუის ფაბრიკ?

-მათ დაკარგეს დამოუკიდებლობა. ამერიკის მედიამ დაკარგა თავისუფლება, ჯერ კიდევ კლინტონის მმართველობის დროს.

მაშინ, ხუთმა მეგაკორპორაციამ დაიმონა ოდესღაც თავისუფალი მედია. დღეს, თუკი ეს კოპორაციები ხელისუფლების წინააღმდეგ ამხედრდებიან, ხელისუფლება ლიციენზიებს არ გაუგრძელებს და მათი აქციები განულდება. მედია დიდი ხანია არ იმართება ჟურნალისტების მიერ. მას მართავენ რეკლამის მომზიდველი ადამიანები, პოლიტიკური კონსულტანტები და ყოფილი ჩინოვნიკები. მათი მიზანია, მედიის საქმიანობა არ ეწინააღმდეგებოდეს ხელისუფლებების კურსს, რაც რეკლამის მოზიდვის საწინდარიცაა. აშშ-ს მედია დღეს პროპაგანდის სამინისტროა, როგორც ხელისუფლებისათვის, ისე ამ კორპორაციებისთვის.

ვინ ზარალობს სანქციებით მსოფლიოში?

– სანქციებიდან ომამდე ერთი ნაბიჯია. წაგებული კი მთელი მსოფლიოა.

არსებობს კი ყველასთვის მისაღები გამოსვალი?

– ახალ მოსფლიო ომში გამარჯვებული არ იქნება. ახალი ცივი ომი ათეული წლების წინ დაიწყო, საბჭოთა კავშირის დაშლის დროიდან. რეიგანის მრჩევლებმა გორბაჩოვთან  მიღწეული ყველა ხელშეკრულება დაარღვიეს. გააფართოვეს ნატო რუსეთის საზღვრებამდე. დაარღვიეს ყველა მოლაპარაკება შეიარაღების შესახებ.

აშშ-ი  უკეთებდნენ ორგანიზაციას და აფინანსებდნენ ფერად რევოლუციებს საბჭოთა კავშირის ყოფილ სახელმწიფოებში.

მაგალითად საქართველოში, სტალინის სამშობლოში. დღეს, საქართველო დასავლეთის მარიონეტია.

მისი ნატოში გაევწრიანების საკითხიც კი განიხილება, რაც უფრო მეტ სამხედრო ბაზას ნიშნავს რუსეთის საზღვრების სიახლოვეს.

აშშ უკრაინაშიც ურევს დღეს სიტუაციას. უკრაინაც მარიონეტულ სახელმწიფოდ აქციეს.

ვაშინგტონი მოსკოვთან კონფრონტაციაშია, მესიჯი ასეთია:

„დაგვნებდით, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება ომი.”

https://www.youtube.com/watch?v=j1Sg7rbIm34

წყარო: http://1info.net/stati-novosti-soobschenija/statji/esli-mir-podchinitsja-marazmatikam-iz-vashingtona-to-podpishet-sebe-smertnyi-prigovor-pol-kreig-roberts.html

ქართულ და რუსულ პრესაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით

მოამზადა  კონსტანტინე ჩიკვილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here