Home რუბრიკები პოლიტიკა “პარიზის ღვთისმშობლის მეჩეთი”

“პარიზის ღვთისმშობლის მეჩეთი”

2802
მიგრანტები

მილიონობით მიგრანტმა, რომლებიც მიზეზთა გამო _ ომი, აუტანელი სოციალურეკონომიკური ვითარება, ტერორისტების ძალადობა _ ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან მიაწყდა ევროპას, თავშესაფრისა და უკეთესი ცხოვრების ძებნის მიზნით, ევროკავშირის სახელმწიფოებში გამოიწვია მწვავე კრიზისი, რომელმაც წარმოქმნა არა მხოლოდ ახალი პრობლემები და გაამწვავა ლტოლვილების განაწილების შესახებ არსებული ძველი წინააღმდეგობები დუბლინის შეთანხმების (დუბლინის ხელშეკრულებით ევროკავშირის სახელმწიფოებს შორის გაფორმდა რეგლამენტი, რომელიც არეგულირებს სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მიცემის პროცედურას.

ხელმოწერილია 1990 წელს) ქვეყნებს შორის, არამედ ევროკავშირის ერთიანობას საფრთხეც კი შეუქმნა, რადგან ამ გაერთიანების წევრები _ ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი _ უარს ამბობენ მსოფლიოს ცხელი წერტილებიდან წამოსული მიგრანტების მიღებაზე. და კიდევ: .. მიგრაციულმა კრიზისმა ნათლად წარმოაჩინა მულტიკულტურიზმის კრახი.

ის, რასაც ევროპელები საუკუნეების განმავლობაში ხელშეუხებელ ფასეულობებად მიიჩნევდნენ, მიუღებელი აღმოჩნდა ახალი ევროპელებისთვის _ ახლო აღმოსავლელი და აფრიკელი მიგრანტებისთვის, რომლებიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში დასახლდნენ დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში, ნორვეგიასა და სხვა ქვეყნებში, სადაც ისინი იაფ მუშახელად მიიწვიეს და იმედოვნებდნენ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას შეერწყმოდნენ და ნამდვილ ევროპელებად იქცეოდნენ, მაგრამ დასახულ მიზნებს ვერ მიაღწიეს.

* “1960-იანი წლების დასაწყისში ჩვენმა ქვეყანამ მუშახელად უცხოელები მოიწვია. გარკვეული დროის განმავლობაში თავს ვიტყუებდით და ვამბობდით: ისინი ჩვენთან არ დარჩებიან, ოდესმე წავლენ, მაგრამ ასე არ მოხდა. რა თქმა უნდა, ჩვენი მიდგომა გამომდინარეობდა მულტიკულტურიზმიდან, რომ გვერდიგვერდ ვიცხოვრებდით და ერთმანეთს დავაფასებდით. ეს მიდგომა სრულიად ჩაფლავდა”, _ აღიარა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.

* “ჩვენ ვერ შევქმენით ისეთი საზოგადოება, რომელში ცხოვრებასაც მოისურვებდნენ სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები. ისინი თავს არ მიიჩნევენ ამ საზოგადოების ნაწილად. ამასთანავე, ჩვენ იმის უფლებას ვაძლევთ ამ მონოკულტურულ ჯგუფებს, რაც ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს. როდესაც თეთრი ადამიანი გამოთქვამს დისკრიმინაციულ, რასისტულ თვალსაზრისს, ჩვენ სამართლიანად ვკიცხავთ მას, მაგრამ, როცა ამას სხვა ფერის კანის მქონე ადამიანები აკეთებენ, ძალიან ვფრთხილობთ, მეტიც _ გვეშინია, საჯაროდ გამოვიდეთ მათ წინააღმდეგ”, _ განაცხადა 2015 წელს დიდი ბრიტანეთის იმჟამინდელმა პრემიერმინისტრმა დევიდ კემერონმა.

დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ ფსონი მულტიკულტურიზმზე დადეს _ სხვადასხვა ეთნოსისა და რელიგიის კომფორტულ თანაარსებობაზე; საფრანგეთს კი განზრახული ჰქონდა, მიგრანტები ადგილობრივ მოსახლეობაში აეთქვიფა, თავისი კულტურული ფასეულობები მოეხვია თავს მათთვის. შედეგად სოციალურმა დაძაბულობამ დუღილის წერტილს მიაღწია: გაღიზიანებულია ის, ვინც ევროპაში ცხოვრობდა და ისიც, ვინც ჩავიდა.

* “ჩვენ ძალიან ვღელავდით საფრანგეთში ჩამოსული ადამიანების იდენტობაზე და საკმარის ყურადღებას არ ვაქცევდით იდენტობას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისა, რომელმაც მიიღო ისინი. რა თქმა უნდა, პატივი უნდა ვცეთ განსხვავებას, მაგრამ ჩვენ არ გვინდა საზოგადოება, რომელშიც გვერდიგვერდ იცხოვრებენ ცალკეული თემები”, _ განაცხადა საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ. ის, რაც არ სურდა საფრანგეთის ექსპრეზიდენტს, ახლა რეალობაა მილიონობით ფრანგისთვის. კანონები, რომლებიც საზოგადოების მოთხოვნით მიიღეს, არ მუშაობს. მაგალითად, კანონმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ჰიჯაბის ტარების აკრძალვის შესახებ გამოიწვია შექმნა ანკლავებისა, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა არც კი ფიქრობს მკვიდრ მოსახლეობასთან ურთიერთობას, ფაქტობრივად, შეიქმნა სახელმწიფოები სახელმწიფოში. ასიმილაციის საჭიროება კი არ არსებობს _ სოციალური დახმარების ისეთი სისტემაა შემუშავებული მუშაობის სურვილი არავის აქვს.

მულტიკულტურიზმის კრახმა გამოიწვია მიუღებლობა და შიში, რომელიც გარდაიქმნა სიძულვილში. სიღარიბე, კრიმინალი ნოყიერი ნიადაგია რადიკალური იდეებისთვის, რომლებითაც თავს უტენიან მიგრანტებს ფუნდამენტალისტები. იმატებს ტერორიზმის საფრთხე.

გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში
გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში

რატომ იზიდავს ტერორისტებს ევროპის ქვეყნების დედაქალაქები

მოლენბეკი და სკარბეკი ბრიუსელთან, სენ-დენი პარიზის შემოგარენში, ნოიკელნი ბერლინში, რინკებიუ და ჰუსბიუ სტოკჰოლმში _ ეს ის რაიონებია, რომლებშიც, ძირითადად, ცხოვრობენ მიგრანტები, გამეფებულა კრიმინალი და სიღარიბე. ლონდონში კი 33 რაიონიდან 10-ში, მათ შორის, ცენტრში, მოსახლეობის ნახევარზე მეტი მიგრანტია.

ერთიანი ევროპის დედაქალაქის _ ბრიუსელის _ კომუნა მოლენბეკმა სახელი გაითქვა 2015 წლის ნოემბერში პარიზში მოწყობილი ტერაქტების შემდეგ. გამომძიებლები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ტერორისტები, რომლებმაც მოაწყვეს ტერაქტები საფრანგეთის დედაქალაქში, დანაშაულის ჩასადენად მოლენბეკში ემზადებოდნენ. სწორედ აქ იმალებოდა მთავარი ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესალამი, მაგრამ მისი დაპატიმრების შემდეგ თავიგამოიჩინაბელგიის დედაქალაქის მეორე რაიონმა _ სკარბეკმა. სწორედ იქ ცხოვრობდნენ ისლამისტი რადიკალები, რომლებმაც მეტროპოლიტენი და აეროპორტი ააფეთქეს ბრიუსელში, სადაც განლაგებულია ნატოს შტაბბინა და ევროპარლამენტის შენობა(!).

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქისკენ მიილტვიან ღარიბები ყოფილი კოლონიებიდან და ოლიგარქები სხვა ქვეყნებიდან. იმიგრაციის მოტივებია: უკეთესი ცხოვრების ძებნა და ბიზნესისთვის ოპტიმალური გარემო. ამას გარდა, ცდილობენ ელიტური განათლების მიღებას, ეძებენ ნებისმიერ სამუშაოს ლუკმაპურის ფულის მოსაპოვებლად. იმიგრანტების თითქმის ნახევარი დედაქალაქში დასახლდა. 2010 წელს ლონდონში ცხოვრობდა 2,9 მლნ იმიგრანტი, ძირითადად, ინდოელები _ 15-16%, კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებიდან და აფრიკიდან ჩამოსული შავკანიანები _ 13%; ირლანდიელები _ 7%; ბანგლადეშელები და პაკისტანელები _ 5-6%; ჩინელები _ 2%; არაბები, პოლონელები, ვიეტნამელები და სხვები, ჯამში _ 33%; ჩინელები _ 2%; უმეტესობას აქვს ბრიტანეთის მოქალაქეობა.

ზონები ხელისუფლების გარეშე

პარიზისადმი მიძღვნილ ნებისმიერ გზამკვლევში შეგიძლიათ წაიკითხოთ, რომ დედაქალაქის გარეუბან სენ-დენიში არის საფრანგეთის ერთ-ერთი ისტორიული სიწმინდე _ პირველი გოთიკური ტაძარი ევროპაში, სადაც XIII საუკუნიდან კრძალავდნენ საფრანგეთის მეფეებს. სწორედ აქ, სენ-დენიში, ჩაატარეს ფრანგმა პოლიციელებმა სპეცოპერაცია 2015 წლის 13 ნოემბრის ტერორისტული აქტის მოწყობაში ეჭვმიტანილთა დასაკავებლად.

სენ-დენი ჩამონათვალშია იმ დასახლებული პუნქტებისა, რომლებსაც საფრანგეთში უწოდებენ “ზონებს ხელისუფლების გარეშე” (ზონეს სანს-დროიტ). ასეთი ტერიტორია კი ქვეყანაში დაახლოებით 30-ია. პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების წევრები, მეხანძრეები და მაშველები ცდილობენ, შეძლებისდაგვარად, თავი შეიკავონ ამ ადგილებში გამოჩენისგან, რადგან, შესაძლოა, ადგილობრივი კრიმინალური დაჯგუფებების მსხვერპლი აღმოჩნდნენ. ამას, ბელგიაში შექმნილი ვითარების მსგავსად, აქვს “ისტორიული” ფესვები. გასული საუკუნის 60-70-იან წლებში საფრანგეთის დედაქალაქის გარეუბნებში აქტიურად აშენებდნენ ე.წ. იაფ საცხოვრებლებს. პარიზის შემოგარენში მდებარე ამ სახლებში დასახლდნენ ალჟირელები, მაროკოელები და საფრანგეთის ყოფილი კოლონიებიდან წამოსულები. 1980-იანი წლების დასაწყისში ამ რეგიონებში მცხოვრებთა უმრავლესობა სამუშაო ძალად გამოიყენეს, მაგრამ ეკონომიკური კრიზისის შემდგომ მათი 40 პროცენტი უმუშევარი დარჩა. შედეგად, ბევრმა მათგანმა შეავსო დანაშაულებრივი დაჯგუფებები, რომლებმაც თუმცა არალეგალური, მაგრამ მაინც _ სამუშაო შესთავაზეს.

ზონებში ხელისუფლების გარეშეაყვავდა ნარკოვაჭრობა, რომელსაც ხელისუფლება ვერაფერს უხერხებს. ბანდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მეტი შემოსავლის მიღების გამო და არაფერს ერიდებოდნენ, ავტომატური იარაღის გამოყენებასაც კი, კონკურენტების გზიდან ჩამოსაშორებლად. დანაშაულის ასალაგმავად ხელისუფლება არაოფიციალურად შეუთანხმდა კრიმინალურ ავტორიტეტებს მათ დაქვემდებარებულ რაიონებში გარკვეულ დონეზე სიმშვიდის შესანარჩუნებლად, სანაცვლოდ კი პირობა დადო, რომ მათბიზნესშიარ ჩაერეოდა.

მაგრამ ეს სქემა ზოგჯერ არ მუშაობდა, მაგალითად, 2005 წელს პოლიციელების მცდელობა, დაეპატიმრებინათ ორი არასრულწლოვანი ნარკომოვაჭრე, სოციალური მღელვარება გამოიწვია. საფრანგეთის დედაქალაქის თანამგზავრ ქალაქებში იფეთქა არეულობებმა. ამბოხებულები წვავდნენ მანქანებს, ძარცვავდნენ მაღაზიებს, ბანკომატებს. ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა საფრანგეთის შს იმჟამინდელი მინისტრისა და ქვეყნის მომავალი პრეზიდენტის _ ნიკოლა სარკოზის მწვავე განცხადებებმა, როდესაც ამბოხებულებს საზოგადოების ნარჩენები უწოდა. ორი წლის შემდეგ კვლავ მოხდა შეტაკება ახალგაზრდებსა და პოლიციელებს შორის. აღსანიშნავია, რომ, თუ ამბოხებულები 2005 წელს მოლოტოვის კოქტეილებს უშენდნენ სამართალდამცველებს, ამჯერად ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. შედეგად დაიჭრა რამდენიმე პოლიციელი. და, მიუხედავად იმისა, რომ დააპატიმრეს არეულობის რამდენიმე მონაწილე, მასობრივი გამოსვლების ორგანიზატორები და კოორდინატორები ხელშეუხებელი დარჩნენ, “ზონები” კი ნახევრად იატაკქვეშეთში განაგრძობდნენ არსებობას საფრანგეთის სახელმწიფოს პარალელურად.

2015 წლის ნოემბრის ტერაქტების შემდეგ საფრანგეთის პოლიცია პერიოდულად ატარებს რეიდებს მიგრანტებით დასახლებულ ზონებში, მაგრამ ადგილობრივების თქმით, ეს უფრო საჩვენებელი აქციაა, რომელიც არჩევნების წინ ტარდება ხოლმე.

პატარა მოგადიშო”, “არაბული საამიროებიდაპატარა აფრიკა

“ზონები ხელისუფლების გარეშე” არის ევროპის ქვეყნების, პრაქტიკულად, ყველა დედაქალაქში. სტოკჰოლმში ეს არის “პატარა მოგადიშო” (მოგადიშო _ სომალის დედაქალაქი) _ ასე ეძახიან შვედეთის დედაქალაქის მცხოვრებნი გარეუბან რიკენბიუს. ოფიციალური მონაცემებით, იქ მოსახლეობის 90 პროცენტი მიგრანტებისგან შედგება. არაოფიციალური სახელწოდება კი რიკენბიუმ სომალელთა დიასპორის გამო მიიღო. დარბევა, ხანძარი, პოლიციელებთან შეტაკება იქ ჩვეულებრივი ამბავია.

დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში ცუდი რეპუტაციით სარგებლობს ტინგბიერგის რაიონი. ეთნიკური დანიელები პირველივე შესაძლებლობისთანავე ტოვებენ ამ რაიონს, რომელიც, ფაქტობრივად, იმიგრანტების დასახლებად იქცა, სადაც სალაფიტმა მუსლიმებმა შარიათის კანონებიც კი აამოქმედეს. თავისი “უხელისუფლებო ზონა” აქვს, რა თქმა უნდა, ბერლინსაც. ნოიკელნი ყველაზე არასასურველ და კრიმინალურ რაიონად ითვლება გერმანიის დედაქალაქში. ამ კვარტალს “ჩამოსულთა გეტოს” ეძახიან. ნოიკელნის მოსახლეობის 25% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, მაგრამ ბევრი არც ეძებს სამუშაოს, რადგან სოციალურ დახმარებას იღებს და არც დანაშაულის ჩადენაზე ამბობს უარს. მიუხედავად იმისა, რომ ნოიკელნიში მცხოვრებთა რაოდენობა ბერლინის მოსახლეობის 10%-ზე ნაკლებია, გერმანიის დედაქალაქში ჩადენილი დანაშაულის 20 პროცენტი სწორედ ნოიკელნელებზე მოდის.

პარიზის ცალკეულ რაიონებში იმიგრანტთა რაოდენობა 50%-ს აღწევს, ქალაქის გარეუბნები კი მეორე გაერთიანებულ საამიროებად იქცა თავისი კანონებით.

ამჟამად საფრანგეთში იმიგრანტების რაოდენობა, ოფიციალური მონაცემებით, მოსახლეობის 20%-ს შეადგენს, არაოფიციალური მონაცემებით _ 40%-ს. პარიზის რაიონ გუტ დ’ორს, “პატარა აფრიკას” ეძახიან, იქ ყოველი მეორე მცხოვრები ალჟირელი, სენეგალელი ან კონგოელია. ამ რაიონში საღამოს სტიქიურად ჩნდება ბაზრობები _ ყიდიან მოპარულ ნივთებს. ფონტენ-ო-რუასა და ლა შაპელში მოსახლეობის მესამედი იმიგრანტია. პარიზის 5 სხვა რაიონში კი გადმოსახლებულები პარიზელთა საერთო რაოდენობის მეოთხედს შეადგენენ.

პარიზის მე-13 ოლქში ცხოვრობენ ჩინელები, აღმოსავლეთის რკინიგზის სადგურთან _ პაკისტანელები, თურქები და ბანგლადეშელები. ქალაქ მარსელში კი, სადაც 800 ათასი კაცი ცხოვრობს, მოსახლეობის ნახევარი ჩრდილოეთ აფრიკელი იმიგრანტია.

ფრანგების იმედი, რომ იმიგრანტები ასიმილირდებოდნენ, ფერფლად იქცა, _ ამბობს ფრანგი ჟურნალისტი რობერ დელიუ, _ რა სკანდალი აგორდა, როდესაც ფარანჯა აკრძალეს?! _ მიტინგები, ჩხუბი პოლიციასთან, მშობლებმა სკოლებიდან შვილები გაიყვანეს და შინ ასწავლიან. სპეციალისტთა გათვლებით, 2030 წელს საფრანგეთში მოსახლეობის 25% მუსლიმანი იქნება, 40% _ უცხოელი. ფრანგების შობადობის მაჩვენებელი კატასტროფულად დაეცა, გასტარბაიტერებისა კი იმატებს. დიდი ქალაქები _ პარიზი, მარსელი, ლიონი _ გარშემორტყმულია ეთნიკური გეტოებით, სადაც მთავარი ავტორიტეტები მეჩეთების იმამები არიან. 2012 წელს ისლამისტმა მუჰამედ მერამ ტულუზაში 7 ადამიანი მოკლა, მათ შორის _ 3 ბავშვი. რამდენიმე დღის წინათ კი რეიმსში სასტიკად სცემეს ადამიანს, რომელიც ქუჩაში ბეკონიან ბუტერბროდს მიირთმევდა _ იმიგრანტები განაწყენდნენ იმის გამო, რომ გამვლელი ღორის ხორცს ჭამდა. რას დაემსგავსა ჩვენი ქვეყანა, ფიქრიც კი აღარ მინდა”.

ნებისმიერ ერს გაუჭირდება არსებობა, თუ ოჯახში ბავშვის ყოლის კოეფიციენტი 1,9-ია; ხოლო 1,3 კოეფიციენტის შემთხვევაში, ერი შეწყვეტს არსებობას, რადგან აღდგენას, ანუ არსებობის განგრძობას 80-100 წელი სჭირდება. სხვა სიტყვებით, თუ წყვილს ჰყავს ერთი შვილი, მაშინ საზოგადოებაში ბავშვების რაოდენობა ორჯერ ნაკლები იქნება მშობლების რაოდენობაზე. თუ ამ ბავშვებს ეყოლებათ 1 შვილი, მაშინ შვილიშვილები 4-ჯერ ნაკლები იქნებიან.

2011 წელს შობადობის კოეფიციენტი საფრანგეთში იყო 1,8; ბრიტანეთში _ 1,8; გერმანიაში _ 1,3; საბერძნეთში _ 1,3; იტალიაში _ 1,2; ესპანეთში _ 1,1. ევროკავშირის ქვეყნებში ამჟამად შობადობის კოეფიციენტი, საშუალოდ, 1,38-ია.

სწორედ ამის გამო ამბობენ სპეციალისტები, რომ უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არსებობს და მალე ევროპა ისეთი, როგორიც იყო, აღარ იარსებებს.

მახვილი საჭირო აღარ არის

ამასთანავე, ევროპის მოსახლეობა არ მცირდება, მაგრამ ეს ხდება იმიგრაციის ხარჯზე, ძირითადად, მუსლიმანური ქვეყნებიდან. საფრანგეთში, სადაც ბავშვების რაოდენობა ქრისტიანულ ოჯახებში, საშუალოდ, 1,8-ია, ეს მაჩვენებელი ისლამურ ოჯახებში 8,1-ს შეადგენს.

საფრანგეთის სამხრეთში, ისტორიულად მსოფლიოს ერთერთ მჭიდროდ დასახლებულ ქრისტიანულ რეგიონში, დღეს გაცილებით მეტი მეჩეთია, ვიდრე ეკლესია. საფრანგეთის დიდ ქალაქებში: ნიცაში, პარიზში, მარსელში 20 წლამდე ადამიანების 45% მუსლიმია. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, 35-40 წლის შემდეგ საფრანგეთი მუსლიმანურ სახელმწიფოდ იქცევა.

ანალოგიური ვითარებაა დიდ ბრიტანეთშიც, სადაც ბოლო წლებში მუსლიმანების რაოდენობამ 36-ჯერ მოიმატა(!) და 80 ათასიდან 3 მლნ-ს მიაღწია. დღეს ამ ქვეყანაში 1000-ზე მეტი მეჩეთია, ბევრი მათგანი უწინ ეკლესია იყო.

ჰოლანდიაში ახალშობილთა 50% მუსლიმანია და 10-12 წლის შემდეგ ჰოლანდიის მოსახლეობის ნახევარი მუსლიმი იქნება.

ბელგიაში ახალშობილთა 50% და მოსახლეობის 25% მუსლიმანია.

გერმანელი მეცნიერები განგაშის ზარებს არისხებენ, რომ 2050 წელს ქვეყანაში უპირატესი რელიგია ისლამი იქნება.

ლიბიის აწ გარდაცვლილმა პრეზიდენტმა მუამარ კადაფიმ თავის დროზე განაცხადა: “როგორც ჩანს, ალაჰი მუსლიმებს უმახვილოდ, უიარაღოდ, აჩუქებს გამარჯვებას ევროპაში. ჩვენ არ გვჭირდება ტერორისტები, თვითმკვლელები. სულ რაღაც, 20 წელიწადში მილიონობით მუსლიმი ევროპას მუსლიმანურ კონტინენტად აქცევს”.

ვინ ვის

ძალიან ფრთხილი გათვლებით, დასავლეთ ევროპაში ამჟამად ცხოვრობს 24 მლნ მუსლიმანი (ევროკავშირის მოსახლეობა დაახლოებით 600 მლნ-ია), მაგრამ, ექსპერტთა აზრით, ეს რიცხვი რეალობას არ ასახავს და ევროპაში მუსლიმური ქვეყნებიდან წამოსული ადამიანები გაცილებით მეტი ცხოვრობს.

საკითხი დგას ასე: შეძლებენ ევროპელები მუსლიმების ინტეგრირებას და აიძულებენ მათ, ევროპული წესებით იცხოვრონ თუ თვითონ ევროპელები ასიმილირდებიან ჩამოსულებთან? ექსპერტთა აზრით, ბოლო სცენარი უფრო რეალურია, მით უფრო, რომ ბოლო წლებში, მაგალითად, ფინეთში ლტოლვილთა რაოდენობამ 50%-ით მოიმატა, გერმანიამ 2015 წელს უკვე მიიღო 1,1 მლნ ლტოლვილი და, ალბათ, კიდევ მიიღებს. 10-მილიონიან შვედეთში 163 ათასი ლტოლვილი ჩავიდა.

ვითარება საქართველოში

2014 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 1992-2014 წლებში 5,4 მლნ-დან 3,7 მლნ-მდე შემცირდა. საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების ტენდენცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს სტრატეგიის პრიორიტეტულ მიმართულებებში, განსაკუთრებით _ საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებისა და მათი რეინტეგრაციის პოლიტიკის ხელშეწყობის თვალსაზრისით.

ევროპაში ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებიდან ლტოვლილების მოზღვავებისა და საქართველოში არსებული კატასტროფული დემოგრაფიული ვითარების ფონზე, როდესაც საქართველოს მოსახლეობა 5,4 მლნ-დან 3,7 მლნ-მდე შემცირდა, გაუგებარია მოსახლეობის ნაწილის, ძირითადად, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების, მათი განაყოფებისა და მხარდამჭერების, აგრეთვე, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების ცინიკური დამოკიდებულება “ქართული მარშის” მონაწილეების მიმართ, რომლებიც საქართველოში პარალელურად მცხოვრები იმიგრანტების გაძევების და უცხოელებისთვის ქართული მიწის მიყიდვის აკრძალვას მოითხოვენ.

ამასთანავე, გაუგებარია, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში კატასტროფული დემოგრაფიული ვითარების გამოსასწორებლად ან უსაფრთხოების რა ზომებს მიმართავს საქართველოში ტერორისტების შემოსვლის აღსაკვეთად.

ისეთი ქვეყნებიც კი, როგორიცაა საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესპანეთი და სხვ., დაცული არ არის ტერორისტული საფრთხისგან და საქართველო, რომლის დედაქალაქსა და რამდენიმე რეგიონში უკვე შეიქმნა “ზონები ხელისუფლების გარეშე”, მცირემიწიანი საქართველო, სადაც უცხოელებისთვის მიწის შეძენა ნებადართულია და სადაც მოქალაქეობას აძლევენ ანტიქართულად განწყობილ უცხოელებს, უდიდესი საფრთხის წინაშე დგას, რადგან ე.წ. დასავლური ფასეულობების, ტოლერანტობისა და მულტიკულტურიზმის დამცველებს სურთ, ჩვენს ქვეყანაშიც ისეთივე ვითარება შეიქმნას, როგორიც არის “ღვთისმშობლის მეჩეთის” მქონე საფრანგეთში ან ბელგიაში, გერმანიასა თუ დანიაში…

უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

P.S. “საქართველოს აქვს მიზიდულობა, მაგრამ ეს გვაწყობს ჩვენ თუ არარა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ავუკრძალავთ ჩამოსვლას, მაგრამ სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს და მასპინძელმა _ თავისი”, _ განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა ილია მეორემ 28 სექტემბერს სამების ტაძარში ერის გამთლიანებისთვის აღვლენილი ლოცვისას.

P.P.S. “პარიზის ღვთისმშობლის მეჩეთი” _ ეს არის სათაური რუსი მწერლის ელენე ჩუდინოვას რომანისა, რომელშიც მოვლენები ვითარდება 2048 წლის პარიზში, სადაც ხელისუფლება ხელში ჩაიგდეს იმიგრანტებმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here