Home რუბრიკები საზოგადოება ლელა მეშველიანის ზღაპრული ბაღი თბილისში

ლელა მეშველიანის ზღაპრული ბაღი თბილისში

2647

თბილისში, ზემო ავჭალის ზაჰესის დასახლებაში, 3 ათას კვადრატულ მეტრზე ულამაზესი ბაღია გაშენებული. ყვავილებით სავსე , დახვეწილი ბაღი ლელა მეშველიანს ეკუთვნის, რომელსაც “ფოსტალიონის” მკითხველი იცნობს სტატიიდან: ლელა მეშველიანი: როცა უფალი შემოდის შენში, სამყაროს მისივე თვალებით ხედავ.გაზაფხულზე ლელა მეშველიანის ბაღი ვარდების ნამდვილ სამეფოდ იქცა. მიუხედავდ იმისა, რომ აქ მებაღე არ ყავთ, ყვავილებს მზრუნველი ხელი არ აკლია. როგორც ბაღის პატრონმა გვითხრა, ყვავილებს ყოველდღე დიდ დროს უთმობს. დილით სათითაოდ ჩამოუვლის, გამხმარ ფოთლებს აშორებს, თუ სადმე რამე დაავადებას ნახავს, ფოთლებს კრეფს, სპეციალისტებთან მიაქვს და ეკითხება, რით უწამლოს. კვირაში ერთხელ კი აბიბინებულ ბალახს საკუთარი ხელით კრეჭს. ფოტოები ეკუთვნის “ფოსტალიონს”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here