Home რუბრიკები პოლიტიკა ლევან ჩაჩუა: უნდათ, საქართველო აქციონ ნარკო და სექსტურიზმის ქვეყნად

ლევან ჩაჩუა: უნდათ, საქართველო აქციონ ნარკო და სექსტურიზმის ქვეყნად

10117
ლევან ჩაჩუა

ამა წლის 17 მაისს საქართველოს დედაქალაქში უკვე მეხუთედ აღინიშნა ოჯახის სიწმინდის დღე, რომელიც საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის _ ილია მეორის ინიციატივით დაწესდა.

წელს რამდენიმე ათეული ათასი ქართველის მსვლელობამ დედაქალაქის ცენტრში მშვიდობიანად ჩაიარა, მაგრამ დღის ბოლოს ვითარება შეიცვალა, რადგან ლგბტ თემის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, სახელმწიფო კანცელარიის წინ შეკრებილიყვნენ და წინა დღეს მათ მიერვე გაუქმებული ჰომოფობიის საწინაღმდეგო აქცია ჩაეტარებინათ, რასაც ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად გამოსული ადამიანების აღშფოთება მოჰყვა. პოლიციამ, პრევენციის მიზნით, მოსალოდნელი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად გამოსული ადამიანები დააპატიმრა, ისინი, ვისაც შეეძლო ხალხის წინამძღოლობა. ვინ უმაგრებს ზურგს ლგბტ საზოგადოებას, ვინ უწყობს ხელს მათ გაძლიერებას ჩვენს ქვეყანაში და საიდან მოდის ეს სიბინძურე? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე პარტიაქართული იდეისთავმჯდომარე ლევან ჩაჩუა გვესაუბრება. ის ერთერთია, ვინც 17 მაისს მთელი დღით იზოლაციაში მოაქციეს.

_ დასავლელი ლიბერალების მარიონეტებმა გადაწყვიტეს, შეკრებილიყვნენ დედაქალაქის ცენტრში. მათ ხმამაღლა განაცხადეს: ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მომავალი, ჩვენ ჩავიბარებთ აღლუმს 17 მაისს და 26 მაისსაცო. მოკლედ, გადაწყვიტეს მამათმავლებმა, რომ მათია ყველაფერი და დანარჩენმა საქართველომ ენა მუცელში უნდა ჩაიგდოს. ამ ყველაფერს წინ უსწრებდა მართლმადიდებლების შეურაცხმყოფელი ქმედებები, მაგალითად, პრეზერვატივ “აიისას” გამოშვება, რომელზეც თამარ მეფე იყო გამოსახული. თქვენ, ალბათ, იცით, რომ ჩვენ ვიჩივლეთ და სასამართლომ მათი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა…

ქუჩაში ლიბერალების გამოსვლას მოჰყვა ერთი კარგი რამ: მათ წინააღმდეგ გაერთიანდნენ ისეთი პოლიტიკური ორგანიზაციები და მოძრაობები, რომლებიც ერთად არასოდეს დადგებოდნენ. მაგრამ ამჯერად ყველამ გამოხატა თავისი აზრი, ყველა დადგა იმ ქვეკუთხედთან, რომელმაც ჩვენი ქვეყანა უნდა გადაარჩინოს. და ჩვენ სახალხოდ განვაცხადეთ _ უმსგავსობის წინააღმდეგ ყველანი გავერთიანდებით.

ჩვენს ერთად დგომას მოჰყვა ის, რომ .. წინააღმდეგობის მოძრაობამ უარი განაცხადა 17 მაისს აღლუმის ჩატარებაზე, მაგრამ მაინც მზაკვრულად გადაწყვიტეს ბინძური გეგმის განხორციელება. ჩვენ თვალს ვადევნებდით მათ მიმოწერას სოციალურ ქსელებში და გავიგეთ, რომ სახელმწიფო კანცელარიასთან შეკრებას გეგმავდნენ საღამოს 7 საათზე.

იცით, რომ წლევანდელი 17 მაისი დაემთხვა ამაღლების დღესასწაულს, ამ დღეს, როგორც წესი, წირვა ტარდება, წირვაზე უჭმელ-უსმელი უნდა წახვიდე. ჰოდა, ეს უჭმელი ხალხი წირვის შემდგომ ფილარმონიიდან სამების ტაძრამდე ფეხით დაიძრა, სიცხე-პაპანაქებაში. როდესაც დაღლილები შინ დაბრუნდებოდნენ, კანცელარიის წინ გამოვიდოდნენ უმსგავსო ადამიანები და ფეხით ჩამოისეირნებდნენ რუსთაველის გამზირზე, იქ, სადაც რამდენიმე საათით ადრე ათიათასობით ქართველი გამოვიდა და ოჯახის სიწმინდისა და ამაღლების დღესასწაული აღნიშნა. მათ ამ უდიდესი დღესასწაულების ჩაშხამება უნდოდათ, სურდათ, ჩვენი ქვეყნისთვის თავი მოეჭრათ.

ჩვენ, ყველამ, გავაფრთხილეთ ერთმანეთი და ვთქვით, რომ ფეხს არ მოვიცვლიდით რუსთაველის გამზირიდან, თანაც იმ ხალხს მივმართეთ, რომელსაც მსვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია და დაღლილი არ იყო. საბედნიეროდ, “ქართულ იდეას” 14 მაისს, თამარობის დღესასწაულზე, შეტანილი ჰქონდა მერიაში განაცხადი აქციის მოწყობაზე ათი დღით, რაც ღვთის ნება იყო, რადგან არ გვიფიქრია, რომ პროცესები ასე განვითარდებოდა. რადგან ნებართვა მიღებული გვქონდა, აქციის ჩატარებაც არ გაგვჭირვებია…

ყველაფერი მათ წინააღმდეგ აეწყო, მზაკვრული გეგმის განხორციელებას ვეღარ შეძლებდნენ. ჯერ კიდევ ტაძარში ვიყავი, როცა სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი ორი ადამიანი მოვიდა ჩემთან და მთხოვა, გავყოლოდი, რაზეც, ბუნებრივია, უარი ვუთხარი. მერე მოვიდნენ კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები და წამიყვანეს. დააკავეს ყველა, ვისაც შეეძლო კანცელარიისკენ ხალხის წაყვანა.

ნაძალადევის რაიონის პოლიციაში ვიმყოფებოდი, სანამ ორმოცდაათ ვითომ ადამიანის უფლებების დამცველს აღლუმი არ დაასრულებინეს. როგორც კი გაარიდეს მზაკვარი ხალხი ტერიტორიას, შინ დამაბრუნეს.

_ ვინ უმაგრებს ზურგს ამ ადამიანებს? ფაქტია, რომ ხელისუფლების გარკვეულ ნაწილსაც არ მოსწონს ლგბტ და ნარკომანთა საზოგადოება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არც თქვენ მოგცემდნენ აქციის გამართვის საშუალებას და არც კლუბების წმენდას დაიწყებდნენ, რომლებშიც ნარკოტოკებსაც ასაღებდნენ და, როგორც ამბობენ, ჰომოსექსუალების ბუნაგიც იყო მოწყობილი

_ ხშირად ვამბობ, რომ ჩვენი მარიონეტი ხელისუფლება ვერ უძლებს ზეწოლას, თავმოყვარეობა არ აქვს. თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და, აბა, გაბედონ ლგბტ თემის წარმომადგენლებმა ქუჩაში გამოსვლა. იგივე ხდება საბერძნეთშიც, ქალაქის მერი კინაღამ შემოაკვდათ, აფურთხებდნენ და ნაგავი დააყარეს თავზე იმისთვის, რომ 17 მაისის აღნიშვნის ნებართვა გასცა. ჩვენი ხელისუფლება ვერ უძლებს საელჩოებისა და არასამთავრობოების ზეწოლას. გაყიდულია ყველა მედიასაშუალება, ჩვენი ტელევიზიები ქართველი ერის ცნობიერების წინააღმდეგ მუშაობენ, დეზინფორმატორები არიან…

_ თქვენ კი ფაშისტებს გიწოდებდნენ

_ ვერავინ, ვერსად ნახავს ჩემს მოწოდებას ძალადობისკენ, ფაშიზმი თუ არის ამ ქვეყანაში, მათივე შექმნილია, აქ ვერავინ გაბედავს ფაშისტური სიმბოლოებით ქუჩაში გავლას, თუ “ზურგი” არ აქვს. მე ვერავინ დამწამებს თუნდაც უხამსი სიტყვის თქმას, თანაც სულ ვცდილობ, პერსონები არ ვახსენო.

_ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას დიდი სიხარულით შეხვდა საზოგადოება, თუმცა ერთი ნაწილი თვლიდა, რომ ბევრი არაფერი შეიცვლებოდა

_ ბიძინა ივანიშვილი არსადაც არ წასულა და საიდან უნდა დაბრუნებულიყო?! ბიძინა ივანიშვილი მართავდა პროცესებს, სწორედ მან გამოაცხადა კოაბიტაცია კრიმინალებთან, მან აღაზევა ის დამნაშავეები, რომლებიც გაქცეულები და დამალულები იყვნენ, ახლა გამოდიან და ჩვენ გვიწოდებენ ფაშისტებს. ბიძინა ივანიშვილმა მოახდინა “რუსთავი 2”-ის რეაბილიტაცია. მისი დავალებით, ხელისუფლებამ არათუ დააჯარიმა ეს ტელეკომპანია და შეუჩერა მაუწყებლობა, სახელმწიფოს ბიუჯეტის ვალი აპატია, ჩამოაჭრა. ბიძინა არის თავისი მილიარდების მძევალი _ რასაც უბრძანებენ საელჩოები, იმას აკეთებს.

ვერ ვეღირსეთ ქართველები, გვყავდეს თუნდაც ლუკაშენკოსნაირი “მუჟიკი” ხელისუფალი, რომელსაც ერთხელ გაუბედა ამერიკის ელჩმა და უთხრა, ტრანსფობიისა და ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქცია ჩაეტარებინა, მაგრამ ლუკაშენკომ ის ქვეყნიდან გააგდო, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. მეორე ელჩი რომ ჩავიდა ბელარუსში, მან უკვე იცოდა, რა საკითხებზე უნდა ესაუბრა პრეზიდენტთან. ასე რომ, ჯერ კაცი უნდა იყო, რომ ცუდი ვერაფერი გაგიბედონ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკოსების უმრავლესობა ხელისბიჭები არიან იმ ლიბერალებისა, რომლებმაც ამ ქვეყანაში ყველაფერი ხელში ჩაიგდეს. ბევრი პოლიტიკური პარტია, არასამთავრობოები, მედია, მთავრობა და, საერთოდ, ყველაფერი მათია. ერთადერთი, რასაც ვერ მოერივნენ, ეკლესიაა. საზოგადოებამ კარგად იცის რამდენიმე ეპისკოპოსის აზრი იმ ყველაფრის შესახებ, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენს სულიერებაზე. მართალია, ეკლესიაშიც არის მათი საცეცები განვრცობილი, მაგრამ ეკლესია, პატრიარქი და მრევლი მაინც რჩება მათთვის მიუწვდომელ ინსტიტუტად. 17 მაისის მსვლელობა, რომელშიც ათიათასობით ქართველი მონაწილეობდა, ამის დადასტურებაა. მართალია, ტელევიზიებმა განაცხადეს, რომ იქ სულ რამდენიმე ათასი ადამიანი იყო, მაგრამ კადრები არსებობს, რომლებზეც ნათლად ჩანს მსვლელობაც და ხალხის რაოდენობაც. სურთ, საქართველო გადააქციონ დერეფნად ამ რეგიონში. არადა, ჩვენი ქვეყანა კავკასიის ცენტრი იყო. სურთ, საქართველო იქცეს ნარკო და სექსტურიზმის ქვეყნად. სხვა რა უნდა იფიქრო, როდესაც ერთი მუჭა ნარკომანებისა და სექსუმცირესობების აქციას ყველა არხი აშუქებდა, ოჯახის სიწმინდის დღის აქციისა კი ერთი კადრიც არ უჩვენებიათ.

_ პრემიერმა განაცხადა, ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა უნდა გავწიოთო, თუმცა არაფერი უთქვამს, რას უპირებენბასიანსმომავალში; არ უსაუბრია, აღადგენენ თუ არა იქ კვლავ საცურაო აუზს

_ პრემიერს ახასიათებს პიარგამოსვლები, თუმცა ყოველთვის საპირისპიროდ მოქმედებს. გახსოვთ, ალბათ, რამდენიმე თვის წინათ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა ბორდელებსა და კლუბებზე, შინაგან საქმეთა მინისტრსაც დაავალა ამ პრობლემის მოგვარება, მაგრამ არაფერი გაკეთებულა, რადგან აღნიშნული დაწესებულებები ბევრ ფულს უხდიან მთავრობას. პრემიერმა იცის, რა ხდება და სხვამ არა? უბრალოდ, ახლა დაიწყეს ზომების მიღება, რადგან ათობით ახალგაზრდა დაიღუპა ნარკოტიკებით და საზოგადოებამ ერთი ამბავი ატეხა.

არაჩვეულებრივი, უმსხვერპლო სპეცოპერაცია ჩაატარა პოლიციამ, მაგრამ სათანადოდ ვერ დააფასეს ამ ადამიანების გაკეთებული საქმე.

არ დასჯილან ადამიანები, რომლებმაც პოლიციას აგინეს საჯაროდ, გიორგი გაბუნიას გინებისთვის კი 7 ახალგაზრდა ციხეში ზის. საზოგადოება ამას ხედავს, ეს უკვალოდ არ ჩაივლის და, ნუ გაუკვირდებათ კვირიკაშვილსა და ივანიშვილს, თუ მათაც ისევე აგინებენ, როგორც ყველას. დიდი იმედი ჰქონდა ქართველ ხალხს, რომ ივანიშვილის მთავრობა ნორმალური გზით წაიყვანდა ქვეყანას, მაგრამ ესენიც მოექცნენ იმ ბნელი ძალების გავლენის ქვეშ, რომლებსაც სურთ, ქვეყანა გადააქციონ ნარკომანიისა და პროსტიტუციის ბუდედ.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here