Home რუბრიკები პოლიტიკა ეკუმენისტი ბართლომეს საქმე არ არის, საქართველოს პატრიარქი სად ჩავა და რას მოიმოქმედებს

ეკუმენისტი ბართლომეს საქმე არ არის, საქართველოს პატრიარქი სად ჩავა და რას მოიმოქმედებს

4279
ჯვარი

მამული _ გაგლეჯილგამოგლეჯილი, სარწმუნოება _ შეგინებული, ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი _ შეურაცხყოფილი, ქართველი ქალი _ ლეჩაქახდილი, მამაკაცები _ ღირსება აყრილნი; ტრადიციული ქართული ოჯახის ინსტიტუტი _ მასხრად აგდებული, მოწამვლის არცთუ წარუმატებელი მცდელობები, ნარკომანიაპროსტიტუცია, მამათმავლობა _ ფაქტობრივად, ლეგალიზებული და წახალისებული _ ეს იმ სიავეთა და უზნეობათა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ბოლო 20 წლის განმავლობაში გრანტების ცეცხლითა და ლიბერალიზმის მახვილით დაინერგა საქართველოში.

ახალი წლის დამდეგს უნდა ვაღიაროთ: თუ ადრე ლიბერასტული იდეოლოგიის შემოტევებს მეტ-ნაკლები წარმატებით ვიგერიებდით, გასულ წელს ქართველმა საზოგადოებამ ლეგიონთან ბრძოლა წავაგეთ. თანაც ისე წავაგეთ, რომ “ხვალინდელის ნისლში” საიმედო არაფერი ჩანს. ჰოდა, “რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!”

“ჩოხების გამო ვინც ატრაკებს, ყველა დასაცინი და ბნელია. ჩოხა, წმინდა სამოსი კი არა, მეცხრამეტე საუკუნის საროჩკა და პიჯაკია, დღეისთვის მოდიდან გადასული, ყანებო. მეცხრამეტე, გინდაც მეთვრამეტე საუკუნეში გეებს (ხო, არსებობდნენ, თქვენ წარმოიდგინეთ) ჩოხა არა მარტო ეცვათ, ზოგჯერ გახდა ეზარებოდათ და ჩოხაშივე ტ…ნაურობდნენ და ბილწავდნენ “წმიდა სამოსს”…

ეს უსაზღვრო კადნიერება ეკუთვნის საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორ ნიკა გვარამიას, რომელმაც სააკაშვილის რეჟიმის ზეობისას ისეთი ცოდვის კალო დაატრიალა, წესით და რიგით, ვირის აბანოს უნდა ხეხავდეს, მაგრამ კოაბიტაციის წყალობითა და ქოცების ხელშეწყობით ტელევიზიის დირექტორია და ეს პირწავარდნილი დარდაკა (“დათა თუთაშხიას” პერსონაჟი) ჩოხა-ახალუხზე ქირქილებს, თან “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს სათითაოდ და კოლექტიურად საჯაროდ აგინებს დედას. სად ხართ, ქოცების ხელისუფლების უსახო სახეებო?

თითოეულს, ალბათ, “შიფანერკაში” გიკიდიათ ჩოხა-ახალუხები და “პრაზდნიკებზე” იცვამთ “სამარიაჟოდ”. რატომ პასუხს არ სცემთ ძაღლის გაგდებულ გვარამიას? ხელისუფლება ვახსენე და მათი უსახო სახეები, რომელთა სახელი ლეგიონია. ამას წინათ საკუთარ თავს კითხვა დავუსვი: ამ ლეგიონიდან ვინმეს ვცემ პატივს? ბევრი ვიფიქრე, თავს ძალაც დავატანე, მაგრამ ასეთი ვერავინ გავიხსენე და თქვენ, ხალხო, ვინმეს სცემთ პატივს ხელისუფლებაში? სამწუხაროდ, ეს კითხვა, ბოლო წლებია, რიტორიკულია და იმიტომაც ვზივართ ნეხვში, რომ მდინარაძეებს, კობახიძეებს, თალაკვაძეებს, ჩუგოშვილებს, “ეფრეიტორლომჯარიებს, “კაპიტან” გიგაურებსა და სხვა უსახო სახის ლიბერასტებს აბარიათ ქვეყნის მართვის სადავეები; ქვეყნისა, რომლის გმირული ისტორია, გაუნათლებლობიდან შობილი უვიცობის გამო, არ იციან ან, თუ იციან, კიდევ უარესი _ სამშობლო არ სტკივათ და ამიტომ ფეხებზე ჰკიდიათ ის, რომ ამ სამოთხე ქვეყანაში მარტო ქართველს უგუბდება სული, გული ელევა, ხორცი ადნებარა გითხრათ? რით გაგახაროთ?”

ცალკე საუბრის თემაა ბიძინა ივანიშვილის ბაგაზე დაბმული ე.წ. შემოქმედებითი ინტელიგენცია, რომელიც სიტყვით ყველაფერს გმობს, რაც ლიბერასტულია, ზემოჩამოთვლილ ქოცების უსახო სახეებსაც “დიდი სიყვარულით” მოიხსენიებს, მაგრამ, როდესაც შეახსენებ, რომ ჩუგოშვილები, კობახიძეები, მარგველაშვილები და სხვა ბუდარა-ბუდარიხები ივანიშვილის მოთრეულები არიან “ქართულ ოცნებაში”, უკეთეს შემთხვევაში, უმალ ხელებს გაასავსავებენ, _ ყველა დამნაშავეა, გარდა “სამების აღმშენებელი” და “საქართველოს გადამრჩენი” ბიძინა ჭორვილელისაო… ხოლო უარესში მამა-მარჩენალისადმი პირად ერთგულებაზე დაიწყებენ ღნავილს და იმას კი ვეღარ ხვდებიან, რომ ამ ერთგულებით, ნებსით თუ უნებლიეთ, სამშობლოს ორგულობენ.

სად არის აქ ელემენტალური ლოგიკა თუ საღი აზრი? სად და იმ მსუყეკარმუშკაში”, რომელსაცქართუ ბანკისბანკომატი ჰქვია. საზოგადოდ, .. შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენელთა უმრავლესობა მაამებლობის, კონფორმიზმის, კუჭის ფილოსოფიის კლასიკური გამოხატულებაა. დასავლელ შემოქმედთაგან განსხვავებით, რომლებიც, რაც უფრო დიდი ხელოვანები არიან, მით უფრო შორს უჭირავთ თავი ხელისუფალთაგან, ქართველი შემოქმედნი პირიქით _ იშვიათი გამონაკლისის გარდა, რაც უფრო დიდები არიან, მით ბევრ ვაზელინს მოიხმარენ. ისინი, ვინც დღეს ჭორვილელ მილიარდერს უძვრებიან, ადრე სააკაშვილსა და შევარდნაძეს უძვრებოდნენ.

მოკლედ, ჩვენი ინტელიგენცია, იშვიათი გამონაკლისის გარდა, იმ მაიმუნს ჰგავს, რომელსაც თვალზე ლიბრი აქვს, ყურებში _ ბამბა და ენაზე _ ბოქლომი, ანუ ვერაფერს ხედავს, არაფერი ესმის და არაფერს ამბობს, ოღონდ კი “ქართუ ბანკის” ბანკომატს 30 ვერცხლი სცვიოდეს.

პატრიარქის მოწამვლა უნდოდათ თუ შორენა თეთრუაშვილის მოკვდინება, ორივე შემთხვევაში საპატრიარქოში ჩაბუდებული მეუფე პეტრეს ე.წ. ფსევდორეფორმატორები მომძლავრდებოდნენ; ფსევდო, რადგან მათი “რეფორმის” არსი არის ის, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია როგორმე დააყენონ ლიბერასტულ რელსებზე, ისევ შეიყვანონ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში, რომელიც თავის დროზე დავტოვეთ, როგორც ეკუმენისტური გაერთიანება, რომელიც ერესი, მწვალებლობაა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.

ანალოგიურ კონტექსტშია განსახილველი ე.წ. მსოფლიოს პატრიარქ ბართლომეს მიერ კუნძულ კრეტაზე გამართული მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელში მონაწილეობასაც ესწრაფვოდნენ ქართველი მეუფე ყანდურნი, მაგრამ, მათი მეცადინეობის მიუხედავად, ილია მეორემ უარი განაცხადა კრეტაზე საქართველოს ეკლესიის დელეგაციის ჩასვლაზე, ისევე, როგორც რუსეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიებმა, რადგან საფუძვლიანი ეჭვი არსებობდა, რომ კუნძულ კრეტაზე იმაზე კი არ იქნებოდა კამათი, რამდენი ეშმაკი ან ანგელოზი დაეტევა ნემსის წვერზე, არამედ იმაზე, როგორ უნდა გამხდარიყვნენ ზემოხსენებული ეკლესიები ლიბერალურები, საიდანაც ერთი ნაბიჯია სოდომის ცოდვის მიმართ ლოიალურობამდე. მით უმეტეს, რომ კუნძულ კრეტაზე ის პროტესტანტული ეკლესიებიც ჩავიდნენ, რომლებიც არათუ ლოიალურობას იჩენენ სოდომიის მიმართ, არამედ, კარგა ხანია, ერთი და იმავე სქესის მქონე პირების ჯვრისწერაზეც არ ამბობენ უარს.

ზემოთ, როცა ბართლომეს მიმართ “ეგრეთ წოდებული” ვიხმარე, ის მქონდა მხედველობაში, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლად მხოლოდ ნომინალურად ითვლება კონსტანტინეპოლის (სტამბოლის) პატრიარქი და არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ კონსტანტინეპოლის (სტამბულის) საპატრიარქო, სავარაუდოდ, ერთი მხრივ, თურქეთის და, მეორე მხრივ, აშშ-ის სპეცსამსახურების დაფინანსება-კონტროლის ქოლგის ქვეშაა შეფარებული…

ამავე ოპერიდან იყო ტელეკომპანიაიმედის ამასწინანდელი ვიზიტი სტამბოლში და მსოფლიო პატრიარქთან ჩაწერილი ინტერვიუ, რომელშიც ბართლომე ყოველგვარ ზღვარს გადავიდა, უწოდა რა კუნძულ კრეტაზე საქართველოს ეკლესიის არჩასვლას მართლმადიდებლობის უპატივცემულობა და იქვე მოუწოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში ხელახალი გაერთიანებისკენ, რაც ჩვენი პატრიარქის შეურაცხყოფად აღვიქვი, რადგან არავის, მით უმეტეს, ეკუმენისტი ბართლომეს საქმე არ არის, საქართველოს პატრიარქი სად ჩავა და რას მოიმოქმედებს.

ეს ყველაფერი ერთი ჯაჭვის სხვადასხვა რგოლია, რომელთა საერთო მიზანი არის ის, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთის ეკლესიასთან ევქარისტული კავშირი გაწყვიტოს, რაც, ერთი მხრივ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე უარის თქმის ტოლფასია და, მეორე მხრივ, რადგან მსოფლიო პატრიარქი, ფაქტობრივად, რუსეთის პატრიარქი კირილეა, როგორც უდიდესი და უმდიდრესი ეკლესიის მესაჭე, ხოლო რუსეთი მესამე რომია, მისგან ქართული ეკლესიის შორს ყოფნა და, შესაბამისად, ბართლომესთან დაახლოება, ადრე თუ გვიან, ქართული ეკლესიის ერთიანი სხეულის დაშლას გამოიწვევს, ისევე, როგორც დაიშალა საბერძნეთის ეკლესია.

არადა, რატომ? რისთვის? რადგან, როცა “ქრისტე-ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისთვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი, რა გითხრათ, რით გაგახაროთ”?..

ხლისტებთან ბრძოლა წავაგეთ-მეთქი და მართლაც, მაგრამ, საბედნიეროდ, ჯერჯერობით მხოლოდ ბრძოლა და არა ომი, მაგრამ ეს “ჯერჯერობით” უსასრულოდ ვერ გაგრძელდება.

მთავარი ბრძოლა, როგორც ჩანს, მომავალი წლის 17 მაისს გველის.

საქართველო, რუსეთისა და ბელარუსის მსგავსად, ის მართლმადიდებელი სახელმწიფოა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელშიც ვერაფრის დიდებით (თუ ვერაფრის დოლარებით?) ვერ ჩაატარეს გეიაღლუმი, რაც უკვე აშკარა გაღიზიანებას იწვევს დასავლეთის ლიბერასტულ წრეებში. ალბათ, სწორედ ამიტომ შეიტანა ოფიციალურად ქოცების ხელისუფლებამ მომავალი წლის სამოქმედო გეგმაში 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღსანიშნავად ღონისძიებების ჩატარება, რაც ჩვენებურ ენაზე ლგბტ-თა აღლუმის გამართვით რუსთაველის პროსპექტის წაბილწვას ნიშნავს.

ისე, ცნობისთვის: ხელისუფლებამ ამ მხრივ გენერალური რეპეტიცია უკვე გაიარა ა.წ. ივლისში, როდესაც პოლიციის კორდონით უზრუნველყო ნაცების უპრობლემოდ ჩავლა პლეხანოვზე. დიახ, გენერალური რეპეტიცია, რადგან გეიაღლუმი და ნაცების საპროტესტო სვლა ქუჩაში ერთი და იგივეა. სულ ახლახან სახალხო დამცველად მართლმადიდებლობის მტრის, “ეფრეიტორ” ლომჯარიას, არჩევით მომავალი 17 მაისის საერთაშორისო მხარდაჭერაც გაინაღდა ქოცების ხელისუფლებამ.

ჰოდა, მერე რა, რომ… ლანგთემურებმა ჩვენს სისხლში გვბანეს და მაინც დავრჩით და გამოვცოცხლდით. შაჰაბაზებმა ჩვენის კბილით გვაგლეჯინეს ჩვენი წვრილშვილნი და მაინც გამოვბრუნდით, მოვსულიერდით. აღამაჰმადხანებმა პირქვე დაგვამხეს, ქვაქვაზედ არ დაგვიყენეს, მოგვსრნეს, მოგვჟლიტეს და მაინც ფეხზედ წამოვდექით. მოვშენდით, წელში გავსწორდით. გავუძელით საბერძნეთს, რომს, მონღოლებს, არაბებს, ოსმალთურქებს, სპარსელებს, რჯულიანსა და ურჯულოს და დროშა ქართველებისა, შუბის წვერით, ისრით და ტყვიით დაფლეთილი, ჩვენს სისხლში ამოვლებული, ხელში შევირჩინეთ, არავის წავაღებინეთ. ცოდვა არ არის, ეს დროშა ახლა ჩრჩილმა შესჭამოს, თაგვმა დაგვიჭამოს. დროჟამი ამას გვიქადისრა გითხრათ? რით გაგახაროთ?”

მართლაც ცოდოა, რომ ეს ქვეყანა, ქრისტეს კუნძული, ჩვენი სამშობლო, ლიბერასტ-პედერასტებს დავუტოვოთ საჯიჯგნად.

ახალ წელს გილოცავ, “ჩემო კარგო ქვეყანავ”!

დავით მხეიძე

1 COMMENT

  1. გაიხარე ბატონო დავით!!! თქვენი მართალი სიტყვით ბევრ ქართველს გულს უხარებთ!მადლობა უფალს რომ არსებობთ და ვინატრებდი თქვენნაირი პატრიოტების მრავლობა იყვეს საქართველოში!!!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here