მთავარი დაიჯესტი ევროპელი ადამიანის პიროვნების დეგრადაცია ევროპულ ოხლოკრატიაში

ევროპელი ადამიანის პიროვნების დეგრადაცია ევროპულ ოხლოკრატიაში

1146
გააზიარეთ
ევროპელი ადამიანის პიროვნების დეგრადაცია ევროპულ ოხლოკრატიაში

ნოემბერსა და დეკემბერში გამართულმა ევროკავშირის სამიტებმა, რომლებზეც ბევრი იყო უთანხმოება და კამათი, ხოლო გადაწყვეტილებები რაღაც უნიათო კომპრომისებამდე დავიდა (თავი აარიდეს თურქეთისთვის სანქციების დაწესებას, დაბლოკეს პოლონეთისა და უნგრეთის მოთხოვნები ევროკავშირის 7-წლიანი ბიუჯეტის მიმართ), დაადასტურა, რომ ევროპაში უკვე აღარ არიან ძლიერი პოლიტიკური ლიდერები.

“თანამედროვე ევროპა ლიდერების კრიზისს განიცდის. ევროპის პოლიტიკურ მოღვაწეთა შორის ვერ ვხედავ ადამიანს, რომელსაც ვუწოდებდი სანიმუშო ევროპელ ლიდერს”, _ აგდებით თქვა ერთხელ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. და თურქეთის ლიდერის დიაგნოზს ბევრი ეთანხმება.

ანგელა მერკელი და დონალდ ტუსკი
ანგელა მერკელი და დონალდ ტუსკი

* “გამოჯანმრთელებისკენ” მიმავალი გზის პოვნა პრობლემაა, ძალიან დიდი პრობლემა თვით ანგელა მერკელისთვისაც კი”, _ აღნიშნავს გამოცემა European Politico. ქალბატონი ფედერალური კანცლერი აშკარად სუსტდება.

* “სანიმუშო ევროპელი ლიდერის” როლს ვერ ირგებს და ახლოსაც არ არის მსოფლიოს ლიდერობასთან საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, როგორც უნდა ცდილობდეს და “ოცნებობდეს მსოფლიო გლობალიზაციის იდეაზე”, _ წერს Time. მაკრონის მმართველობის პერიოდში, _ აღნიშნავს ამერიკული გამოცემა, _ ქვეყნის ეკონომიკა არ იზრდება, საზოგადოებაში კი დაპირისპირებამ მოიმატა. შეიძლება ითქვას, რომ მაკრონი, როგორც პოლიტიკოსი, პატარა და უსუსურია”.

ემანუელ მაკრონი (მარჯვნივ) და ბორის ჯონსონი
ემანუელ მაკრონი (მარჯვნივ) და ბორის ჯონსონი

* “სი ძინპინს ან პუტინს კონკურენცია რომ გაუწიო, “საჭიროა გამბედაობა, არაორდინარული იდეები და კარგად სტრუქტურირებული პოლიტიკური აზროვნება. ასეთი თვისებები კი ევროპის ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურებს არ აქვთ”, _ აღნიშნავს ჩეხური გამოცემა Reflex-ი.

პოლიტიკური ლიდერების თვალსაზრისით, მბჟუტავი ევროპის ფონზე, ასე თუ ისე, გამოირჩევიან უნგრეთისა და პოლონეთის პირველი პირები, მაგრამ უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი ევროსკეპტიკოსია, ხოლო პოლონეთი, უბრალოდ, პარაზიტია ევროკავშირის სხეულზე _ ყოველწლიურად 20 მლრდ ევროს იღებს დოტაციის სახით და თანაც ევროკავშირში ამერიკის შეერთებული შტატების ტროას ცხენის როლს ასრულებს.

დასკვნა სანუგეშო არ არის: “ევროპაში ლიდერების კრიზისია, ეს კი ნების დამბლას ნიშნავს.

* “დამბლამ მოიცვა დასავლური სამყარო. “აშშ-ის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის მთავრობები ჩიხში არიან”, _ წერს გამოცემა Atlantico-ს ფურცლებზე ისტორიკოსი ედუარ იუსონი. “იმავე საფრანგეთში, _ აცხადებს იუსონი, _ “ზემოთ” მოკალათებული პოლიტიკოსები ვერ აცნობიერებენ ისეთ საზოგადოებრივ მოთხოვნას, როგორიც არის მოქალაქეებისა და ადგილობრივი კოლექტივებისთვის გადაწყვეტილებებში რეალური მონაწილეობის შესაძლებლობის დაბრუნება. არადა, დღეს შექმნილ პოლიტიკურ კლიმატში ძლიერი პოლიტიკური ლიდერების გამოჩენის ალბათობა ძალიან მცირეა.

ანტიფრანგული პროტესტი კარიკატურების მორიგი სკანდალის შემდეგ
ანტიფრანგული პროტესტი კარიკატურების მორიგი სკანდალის შემდეგ

ის, რასაც ადრე ევროპული დემოკრატია ერქვა, დეგრადაციას განიცდის და გარდაიქმნება ოხლოკრატიად _ პლებსის, ბრბოს და არა ხალხის ძალაუფლებად. დღეს ევროპის პლებსი ნელნელა იგდებს ხელთ ძალაუფლების ბერკეტებს. ზენაციონალური ინსტიტუტები კი ბარიერებს უქმნის პოტენციურად ძლიერ ნაციონალურ ლიდერებს. იდეურად გამოყვანილ ზენაციონალურ სუბსტრატს არ ძალუძს, შვას დე გოლები ან ჩერჩილები. ევროპულ პოლიტიკაში ელიტისგან დარჩა მხოლოდ სახელწოდება, დემოკრატიისგან კი _ უშინაარსო, ცარიელი გარსი.

გავიხსენოთ “დემოკრატი ადამიანის” თვისებებისა და დემოკრატიული წყობის ნიშნების აღწერა პლატონის “სახელმწიფოში”, რომელშიც “თავხედობას არქმევენ განათლებულობას, აღვირახსნილობას _ თავისუფლებას, გარყვნილებას _ ბრწყინვალებას, უსირცხვილობას _ ვაჟკაცობას”.

პლატონი წერდა: “დემოკრატიულ სახელმწიფოში მხოლოდ ის გესმის, რა მშვენიერია თავისუფლება და მხოლოდ ასეთ სახელმწიფოში ღირს ცხოვრებარომელი დაავადება ხრავს დემოკრატიას და იმონებს მას? ამ დაავადებას უნდა ვუწოდოთ უსაქმური და მფლანგველი ადამიანების გამოჩენადა ჩვენ ისინი მივამსგავსეთ მუქთახორებსდემოკრატიული წყობისას ისინი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, თითქმის ყველაფრის სათავეში არიან: ყველაზე შხამიანი მუქთახორები წარმოთქვამენ სიტყვას და მოქმედებენასეთ სახელმწიფო წყობაში, მცირეოდენი გამონაკლისის გარდა, განკარგულებებს გასცემენ მსგავსი ადამიანები”.

არის კი შორს ეს დახასიათება იმის აღწერისგან, რასაც დღევანდელი დემოკრატია ჰქვია, და რომელიც გამოხრულია მუქთახორებისგან? ევროპაში, სადაც “ძველი” სახელმწიფოების მკვიდრი მოსახლეობა სამუშაოს შესრულების პასუხისმგებლობას აკისრებს ჩასულ იმიგრანტებს, თვითონ კი პარაზიტების კლასად ყალიბდება?

ასეთი მუქთახორების საზოგადოებას მხოლოდ თავისი მსგავსების დელეგირება შეუძლია მმართველ ფენაში _ ისეთების, რომლებიც მუშაობას თაკილობენ, არ აქვთ შექმნის უნარი, ვერ აზროვნებენ შემოქმედებითად, ვერ ხვდებიან, როგორ გაიხედონ ჰორიზონტს მიღმა, მომავალში. ევროპაში არ არიან ძლიერი ლიდერები. ისინი ვერც გაჩნდებიან, თუ გამოვალთ იქიდან, რომ დეგრადაციამ ევროპელი ადამიანის პიროვნებისა, რომელსაც ტლანქად ჩორკნიანმულტიკულტურიზმის”, “ტოლერანტობისადაპოლიტკორექტულობისსტერეოტიპების სულისკვეთებით, შეუქცევადი პროცესის სახე მიიღო. დანარჩენი _ იდეებისა და სტრუქტურიზებული პოლიტიკური აზროვნების არარსებობა, ლიდერების კრიზისი, სახელმწიფოებრივი ნების დამბლა, დემოკრატიის გადაგვარება ოხლოკრატიად _ ეს შედეგია.

ევროპაში “სანიმუშო ევროპელი ლიდერის” არარსებობის შესახებ ერდოღანის გამონათქვამზე მართებული იქნება მწერლისა და მისიონერის, დეკანოზ ანდრეი ტკაჩოვის ციტატის მოყვანა: პოლიტიკოსი დემოკრატიის პირობებში _ ეს არის მსახიობი სცენაზე მილიონობითსაშუალოსწინაშე. ამსაშუალოებსის ეპირფერებადა ამ პოლიტიკოსის ენა ბრბოს ენაა, სიცრუის ენა”.

fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here