მთავარი პოლიტიკა დასრულდება ჟამი ომისა და სიძულვილისა და დადგება ჟამი მშვიდობისა და სიყვარულისა!

დასრულდება ჟამი ომისა და სიძულვილისა და დადგება ჟამი მშვიდობისა და სიყვარულისა!

გადაივლის დასავლური სიძულვილით გაჟღენთილი ჟამი, ბურანიდან გამოვა დასავლური პროპაგანდით გაბრუებული ცნობიერება და ორ მართლმადიდებელ ხალხს შორის კვლავ სიყვარული გაღვივდება, რამეთუ ღმერთია თვითონ სიყვარული

275
გააზიარეთ
დასრულდება ჟამი ომისა და სიძულვილისა და დადგება ჟამი მშვიდობისა და სიყვარულისა!

ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი

მეოცე გამოშვება

ყოველ ახალ სტატიაზე მუშაობის დაწყებისას მიწევს ფიქრი, რა თემა წამოვწიო _ ტერიტორიული მთლიანობა, ქართველი ხალხის გაუსაძლისი ყოფა, სოციალური უსამართლობა და ემიგრაცია, საგარეო ორიენტაცია, დემოგრაფიაპრობლემები მშიერი აფთრებივით შემოგვჯარვია და მოსვენებას არ გვაძლევენ. ამჯერად სტატიის თემას ტელეარხმთავარისერთერთი წამყვანის, გიორგი გაბუნიას, ცილისმწამებლური სიუჟეტი მკარნახობს. “ალექსანდრე ჭაჭია სამშობლოს მოღალატეა, _ აცხადებს ალექსანდრე ჭაჭიას შვილი, უმცროსი ალექსანდრე ჭაჭია, სხვათა შორის, ბაბუაც ალექსანდრე ჭაჭია იყო”, _ ამ სიტყვებით იწყებს გადაცემას ჟურნალისტი

შვილი მამის წინააღმდეგ ახალი თემა არ არის არც ლიტერატურაში და არც ცხოვრებაში. ქართული ლიტერატურიდან, უწინარესად, ალექსანდრე ყაზბეგის “ხევისბერი გოჩა” გვახსენდება; უცხოური ლიტერატურიდან _ პროსპერ მერიმეს “მატეო ფალკონე”, ნიკოლოზ გოგოლის “ტარას ბულბა”, ალექსეი ტოლსტოის ისტორიული რომანი “პეტრე პირველი”, ბოლოს და ბოლოს, ბიბლიური აბრაამისა და მისი შვილის, ისააკის, ისტორია. უამრავი მაგალითია მამა-შვილს შორის სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებისა ლიტერატურაშიც, ისტორიაშიც, ცხოვრებაშიც…

შვილი ალექსანდრე ჭაჭია მამა ალექსანდრე ჭაჭიას უპირისპირდებაო, _ ადრეც გვამცნეს გაბუნიას კოლეგებმა, გვამცნეს დაუფარავი სიხარულითა და მათთვის ჩვეული საეთერო აჟიოტაჟით. მატეო ფალკონეს ათი წლის შვილის (ფორტუნატოს) მსგავსად, ფულს დახარბებული ჭაჭიაუმცროსი საკუთარი მამის წინააღმდეგ აუმხედრებია ვიღაცას და ისიც საკუთარ სამარცხვინო საქციელს (მამის წინააღმდეგ ლაშქრობას) სამშობლოს სიყვარულით ფუთავს: “სამშობლოს ღალატს თუკი ხედავს, პირველ რიგში, ხმა შვილმა უნდა ამოიღოს. საკუთარი მშობლები და საკუთარი დაძმა უნდა ამხილო, როდესაც საქმე სამშობლოს ღალატს ეხება”, _ დიდაქტიკური ინტონაციით გვმოძღვრავს იგი გაბუნიას სიუჟეტში.

ასეთი საშინელი ვერდიქტი გამოაქვს შვილ ალექსანდრე ჭაჭიას მამა ალექსანდრე ჭაჭიასთვის.

აქ ჟურნალისტის ხმა შემოდის: “ვინ არის ალექსანდრე ჭაჭია? მას სამეგრელოში დაარსებული აქვს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია “სამეგრელო” და გაზეთი “ილორი”. საქართველოს მასშტაბით კი გამოსცემს გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს”, აგრეთვე, მას ეკუთვნის გამოცემა “Geworld.Ge”. ეს გამოცემები აქტიური პრორუსული და ანტიდასავლური განწყობებით ხასიათდებიან”.

ამ ტექსტში შინაარსის თვალსაზრისით არაფერი ისეთი არ არის ნათქვამი, რის გამოც ალექსანდრე ჭაჭიას (უფროსი) გაკიცხვა იქნებოდა შესაძლებელი, მაგრამ ჟურნალისტი ამ სიტყვებს ბრალმდებლის ინტონაციით წარმოთქვამს და მსმენელს იმის ილუზიას უქმნის, რომ ამ კაცს თითქოს რაღაც არასწორი და სათაკილო საქმე ჰქონდეს ჩადენილი. სიტყვა “სამეგრელო” ამ კონტექსტში დანაშაულის ელფერს იძენს. როგორ შეიძლება კაცს მისი კუთხე (სამეგრელო) უყვარდეს, თუკი იგი საქართველოს მტერი არ არის? _ იკითხება ჟურნალისტის ინტონაციაში. კაცს თუ საკუთარი კუთხე (ამ შემთხვევაში, სამეგრელო) უყვარს და თანაც ორგანიზაციასამეგრელოდააფუძნა, სხვა რა მამხილებელი მასალაა საჭირო იმისთვის, რომ ეს კაცი დაიხვრიტოს?! ასეთია პათოსი, რომლითაც იყო გაჟღენთილი უდიდესი წვალებით შეკოწიწებული ეს პროვოკაციული სიუჟეტი. გაბუნია და მისი მსგავსი არამზადები, რომ შეეძლოთ, ალექსანდრე ჭაჭიას კი არა, აკაკი წერეთელსა და ვაჟაფშაველასაც დახვრეტდნენ. პირველს იმის გამო, რომ ნათქვამი აქვს:

ჩონგური საქართველოა,

სიმები ჩვენ ვართ ყველაო.

სხვა და სხვა კუთხის მცხოვრებნი,

, დელა დელა დელაო…”

მეორეს კი ამ სიტყვების გამო:

ნუ გეშინიათ, არ გავნებთ,

მთიდან ყვირილი ხარისა!”

კუთხეების სიყვარული დანარჩენ საქართველოს სიძულვილს რომ არ ნიშნავს, ამის მტკიცება, იმედია, არც მე მჭირდება და არც ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას. არ დაეცემა საქართველო ისე, რომ ამა თუ იმ კუთხის მიმართ გამჟღავნებული სიყვარული საქართველოს მტრობად აღიქმებოდეს, თორემ ამ ლოგიკით მწერალს ვერ ვიპოვით, ისტორიულ კუთხეთა მიმართ სიყვარული არ გამოეხატოს, ტკივილი და მონატრება არ ეგრძნოს, მოფერების სურვილი არ გასჩენოდეს და ლოცვა არ აღევლინოს, ანუ, გვარამია-გაბუნიას და მათ მსგავსთა საზომებით, დამნაშავედ არ გამოიყურებოდეს:

სამშობლოს მთებო, თქვენი შვილი განებებთ თავსა,

მაგრამ თქვენს ხსოვნას ვერ მივცემ მე დავიწყებასა”.

ილია ჭავჭავაძემ ეს სიტყვები საქართველოს მთებს კი არა, ყვარლის მთებს უძღვნა. იცოდა, როგორმე, სად იწყებოდა და სად მთავრდებოდა მისი სამშობლო, მაგრამ იმ სამშობლოში ყველაზე ახლობელი მისთვის მისი კუთხე იყო, იმ კუთხეში კი _ მისი აკვანი და საბუდარი, მისი ყვარელი. ესეც იცოდა.

ლადო ასათიანს ეს სიტყვები ხომ აქვს ნათქვამი:

ცხრა ლახვარი რომ დამარტყან ცხრაჯერ გულში,

მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ,

დავიღლები საქართველოს სიყვარულში,

სასთუმალზე ერთხელაც არ დავიძინებ!”

ამ სიტყვების ავტორს საქართველოს სიყვარულის ნაკლებობას ვერ დასწამებ, მაგრამ ამას არ შეუშლია მისთვის ხელი, რომ ესეც ეთქვა:

რა კარგი იყო ბარდნალა,

ბარდნალელების ბორანი,

ვარდებიანი ბარდნარი,

ბულბულთა ნაამბორალი”.

აააჰ, რა ლირიკაა, როგორი მონატრება და სათუთი სიყვარულია საკუთარი სოფლის მიმართ გამჟღავნებული. რა ვქნათ, ლადოც დამნაშავედ გამოვაცხადოთ? ისტორიული კუთხეები და საქართველო ისეთი გასაოცარი მიმართებაა, თუ გნებავთ, ისეთი დიალექტიკაა, რომ ვერსად წაუხვალ, ვერსად დაემალები ან რატომ უნდა გაექცე?! რას ერჩი?!

ამ ბუმბერაზ ადამიანებს ასე თუ უხდება და ამშვენებს ერთიანი საქართველოს სიყვარულის პარალელურად საკუთარ კუთხეთა მოფერება, ალექსანდრე ჭაჭიას მისი არცთუ დალხენილი სამეგრელო რომ ესურვილებოდეს და, როგორც ახერხებს, ისე ედგეს მხარში, ამაში რა ისეთ საშინელებას მიაკვლიეს, რომ თავიანთ ეშმაკისკენ ნაქნარ პირში ასე გამოივლეს?! რაკი ერთხელ აიქოთეს პირი, აღარ გაჩერდნენ. გაბუნიამ და მისმა კორესპონდენტმა, როდესაც მიხვდნენ, რომ ჭაჭიასთან ჭიდილში გამარჯვება გაუჭირდებოდათ, მაშველ ძალას უხმეს. ისიც გამოჩნდა. არის ერთი გარდანქეშანი ქალი, ვინმე თამარ კინწურაშვილი, დასავლეთის “მეხუთე კოლონის” ყველაზე ოდიოზური ფიგურა, რომელიც დასავლურ გრანტებზე ისეა დაგეშილი, რომ მისი ხათრით ყოველგვარ უზნეობასა და თახსირობაზეა წამსვლელი. ჩვენ, წლებია, ვაკვირდებით ამ გამოცემებს და აქ ვხვდებით, როგორც ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართულ გზავნილებს, ასევე რუსეთთან დამოკიდებულების გადახედვის მოთხოვნას. ალექსანდრე ჭაჭია ვლადიმერ პუტინმა სპეციალური ორდენით დააჯილდოვა რუს და ქართველ ხალხებს შორის მეგობრობაში შეტანილი წვლილისთვის. იგი არის რუსული დეზინფორმაციის იდეოლოგი, რაც საქართველოში რელიგიური საკითხებისადმი მგრძნობელობის გაზრდას ისახავს მიზნად”, _ პროკურორის სახით, ჟესტიკულაციითა და ინტონაციით მოგვახალა ქალბატონმა კინწურაშვილმა. ამ პროვოკატორების პროკურორულ-მენტორული მეტყველების გავლენის ქვეშ მოქცეული და მათ ანკესზე წამოგებული ნაწილი ტელემაყურებლებისა უთუოდ იფიქრებდა, ცუდი კაცი ყოფილა ეს ჭაჭიაო, მაგრამ, კარგად თუ დავაკვირდებით ამ პროვოკატორის მონაჩმახს, აღმოვაჩენთ, რომ ბატონ ჭაჭიას არათუ გასაკიცხი ჩაუდენია რამე, პირიქით, მხარდაჭერასა და თანადგომას იმსახურებს. თუ ალექსანდრე ჭაჭია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის წინააღმდეგ გამოდის, სწორსაც აკეთებს: ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს ალიანსი არის ბანდიტური სამხედრო ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოზე ამერიკელთა გაბატონების ინსტრუმენტს წარმოადგენს; მეორე და მთავარი _ რის საფუძველზე ართმევენ ადამიანებს თავიანთი აზრის გამოთქმის უფლებას? ამ პროვოკატორებს პირზე მუდამ დემოკრატია აკერიათ, მაგრამ, განსხვავებულ აზრს სადმე ყური თუ მოჰკრეს, მაშინვე ყვირილს იწყებენ, _ მთელი საქართველო რუსულმა პროპაგანდამ წალეკაო. ოცდაათი წელიწადია, დასავლეთის, ნატოს, აშშ-ისა და ევროპის პროპაგანდამ მართლა წალეკა ყველაფერი, მაგრამ, მათი აზრით, ეს დასაშვებია, ხოლო ამ პროპაგანდისტული “ნააზრევის” ეჭვქვეშ დაყენება დანაშაული ყოფილა.

ბატონი ალექსანდრე ჭაჭია იმ ქართულ გამოცემებს აფინანსებს, რომლებიც ანტიდასავლური მიმართულებით გამოირჩევიანო. ჰეი, თქვენ, დასავლეთის პროპაგანდისტებო, ალტერნატიული აზრისთვის თქვენი საინფორმაციო საშუალებების ყველა კარი თუ დახურულია, ბატონ ჭაჭიას რატომ არ აქვს უფლება, დააფინანსოს ისეთი მედია, რომელშიც თქვენი აზრისგან განსხვავებულ აზრს გასაქანი მიეცემა? მე არ ვიცი, მართლა აფინანსებს თუ არა იგი თქვენ მიერ ჩამოთვლილ გამოცემებს, მაგრამ, თუ აფინანსებს და თქვენს მიერ დიდი ხნის წინათ მომხრჩვალმოგუდულ დემოკრატიას სუნთქვის საშუალებას აძლევს, ამაში მიუღებელს რას ხედავთ?!

ცრუდემოკრატებო, რატომ ძრწით განსხვავებული აზრის წინაშე, რატომ ვარდებით პანიკაში, რატომ ცახცახებთ და იგრიხებით სასიკვდილო აგონიაში ჩავარდნილი გველივით? იმიტომ ხომ არა, რომ სიცრუეზე დგახართ, იმიტომ ხომ არა, რომ ბოროტებას ემსახურებით, იმიტომ ხომ არა, რომ თქვენი გარდაუვალი მარცხი წინასწარ არის თქვენთვის ცნობილი და თქვენი პროდასავლური მანჭვა-გრეხვა დაფინანსების კიდევ ცოტა ხნით გაგრძელების საშუალებად გესახებათ?!ჭაჭიას მიერ დაფინანსებული გამოცემები საქართველოში რელიგიური საკითხებისადმი მგრძნობელობის გაზრდას ისახავს მიზნად”, _ ბრძანა კინწურაშვილმა.

რას ნიშნავსრელიგიური საკითხებისადმი მგრძნობელობის გაზრდა”? ეს გამოცემები მართლმადიდებლობის მიერ ნაკარნახევი კაცთმოყვარეობის, ჰუმანიზმის, ზნეობისა და სულიერების აღზევებას თუ უწყობს ხელს, რა არის ამაში ცუდი? რატომ წარმოაჩენთ ამას დანაშაულად? რატომ ხატავთ ამას ალექსანდრე ჭაჭიას მიერ საქართველოში შემოტანილ აპოკალიფსად? აქ გასარკვევი გაბუნიას, კინწურაშვილისა და დასავლეთისმეხუთე კოლონისსხვა მესვეურების გახრწნაგადაგვარების ფსიქოლოგიური საფუძვლების დადგენა კი არა, იმის დადგენაა საშური, თუ სად იღებს ეს ყველაფერი სათავეს, ვინ დგას ამ სიბინძურის უკან და რა მიზანს ისახავენ ისინი?

ასე რომ, ეს წერილი ჭაჭიების ოჯახურ დრამაზე კი არა, საქართველოს ეროვნული ტრაგედიის საფუძვლებზე იწერება.

თანამედროვე ამერიკული იდეოლოგიის ერთ-ერთი მამამთავარი ზბიგნევ ბჟეზინსკი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აცხადებდა: კომუნიზმის დამარცხების შემდეგ ჩვენი პირველი სამიზნე რუსული მართლმადიდებლობაა”. რატომ მართლმადიდებლობა? რას ერჩიან ამერიკელები თავიდან ბოლომდე ჰუმანიზმით გაჟღენთილ ამ მიმართულებას მსოფლიო რელიგიისა? რატომ ამოიღეს იგი მიზანში? საქმე ის არის, რომ მართლმადიდებელი სამყაროს ფორპოსტად ქცევა რუსეთს ზესახელმწიფოებრივ მისიას სძენს. ეს ახალი მოვლენა არ არის. შუა საუკუნეების რუსეთის ერთ-ერთი საეკლესიო მოღვაწის, ფილოფეი ფსკოველის, ცნობილი გამონათქვამი პირველი რომი იყო რომი, მეორე რომი იყო კონსტანტინოპოლი, მესამე რომი არის მოსკოვი და მეოთხე რომი აღარ იქნება”, რუსეთის მესიანური როლის შესახებ წინასწარმეტყველება იყო, რაც ისტორიამ დაადასტურა. დღეს რუსეთი მართლმადიდებელი სამყაროს ცენტრი და ბურჯია. ამ როლს მას ვერავინ შეეცილება. სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მხოლოდ ეს ფაქტიც საკმარისია იმისთვის, რომ რუსეთი ზესახელმწიფოებრივი მისიით აღიჭურვოს. ეს ისეთი საყრდენია რუსეთისთვის, რომ, სანამ მართლმადიდებლობის დისკრედიტაცია არ მოხერხდება, სანამ მას საფუძვლები არ შეერყევა და საბოლოოდ არ განადგურდება, რუსეთის მესიანური იდეაც იარსებებს, ანუ მისი ზესახელმწიფოებრივი სტატუსი, მხოლოდ მისი ფიზიკური ძლიერების გამოხატულება კი არა, მისი სულიერი ძლიერების, მისი საწყისობის, მისი სუბსტანციურობის გამოვლენა იქნება. აი, რატომ იქცა მართლმადიდებლობა ამერიკის მთვარ სამიზნედ მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და რუსეთის, როგორც სოციალური სამართლიანობის მსოფლიო ციტადელის, ზესახელმწიფოებრიობას ერთი მთავარი საყრდენი გამოეცალა.

უდავოდ ჭკვიანი კაცი იყო ბჟეზინსკი. იგი მიხვდა, რომ სოციალისტური სისტემის ჩამოშლის შემდეგ მართლმადიდებლობის სახით არანაკლებ მტკიცე საყრდენი რჩება რუსეთს, რომელსაც, თუ არ გამოაცლიან, ვერ წააქცევენ, ამიტომაც მიაქვთ ასე გააფთრებული იერიში მართლმადიდებელ ეკლესიაზე. იდეასთან ბრძოლის საუკეთესო მეთოდი მისი დისკრედიტაციაა. საქართველოში სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაცია სწორედ მათი ხელით ხდება, ვინც ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას იმ გამოცემებისთვის ხელის შეწყობის გამო ამუნათებს, რომლებიც, რუსეთთან მტრობის გაღვივების ნაცვლად, თურმე, რუსეთთან მეგობრობისა და პარტნიორობის იდეას აღვივებენ; რომელი გამოცემებიც, თურმე, ამერიკული სპეცსამსახურების მიერ მიზანში ამოღებული მართლმადიდებლობის დისკრედიტაციას არ ანებებენ ამ გარეწრებს _ “მთავარ არხს”, გვარამიას, გაბუნიას, კინწურაშვილს ცოტა ხნის წინათ გაბუნიამ მართლმადიდებლობის დისკრედიტაციის მიზნით ჩადენილი აღვირახსნილი ქცევის ყველა რეკორდი მოხსნა: “დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა და პირტიტველი წმინდა გიორგის სახელობის ერთ-ერთ ეკლესიაში შევედი. მღვდელმა შემამჩნია, რომ ამ გარემოში უცხო ვიყავი და დაბნეულად გამოვიყურებოდი, _ უყვება გაბუნია მაყურებლებს, _ მოვიდა და მეუბნება: წამომყევი ეკლესიას დაგათვალიერებინებო. მეც გავყევი. გზაში ვიგრძენი, რომ ვიღაც წინ შემეხო. ვიფიქრე, მღვდელს შემთხვევით მოუხვდა ხელი, მაგრამ ცოტა ხნის მერე ვიოლინოსავით ამისვ-ჩამომისვა ხელი უხერხულ ადგილზე… მერე საკურთხეველში შემიყვანა, წმინდანთა ხატებს ხელით შეეხეო, მითხრა. თვითონ კი, ჩემი ერთი ადგილი ჯოისტიკივით დაიჭირა ხელში”. გაბუნიას ამ ამაზრზენ მონაჩმახს მხოლოდ იმ მიზნით ვყვები, რომ დაგანახოთ, რამდენად ყოვლისმკადრებელნი ხდებიან ისინი შემზარავი მიზნის მიღწევის პროცესში. რა მიზანი შეიძლება ამოძრავებდესჟურნალისტს”, როდესაც იგი მაყურებელთა წინაშე ამ საშინელებას ჩმახავს? რა თქმა უნდა, ეკლესიისა და სარწმუნოების დისკრედიტაცია. ერთი წუთით დავუშვათ და წარმოვიდგინოთ, რომ, რასაც ეს ცოდვილი სული ყვება, მართლა მოხდა. ასეთ შემთხვევაშიც რა მიზანს შეიძლება ისახავდეს მისი ეს გულისამრევი მონოლოგი, ეკლესიისა და სამღვდელოების დისკრედიტაციის გარდა?! სხვათა შორის, ეს ის სატელევიზიო არხი და ისჟურნალისტია”, რომლებიც მამათმავლობისა და დედათმავლობის დაუოკებელი და აღვირახსნილი პროპაგანდისტები არიან. როდესაც მათ .. ლგბტ პროპაგანდაში უხდიან, ისინი ლგბტ პროპაგანდას ეწევიან; როდესაც მათ მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციაში უხდიან, ისინი მამათმავლობას საშინელ მოვლენად სახავენ და ეკლესიასთან ამ მოვლენის კავშირისდამადასტურებელპირად თავგადასავლებს თხზავენ.

დასრულდება ჟამი ომისა და სიძულვილისა და დადგება ჟამი მშვიდობისა და სიყვარულისა!

ეს ერთი მთელია. მართლმადიდებლობასთან ბრძოლა რუსეთთან ბრძოლის შემადგენელი ნაწილია, ხოლო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ფრაგმენტია რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ბრძოლისა. ქართველებს გვიყვარს და გვჩვევია საკუთარი როლის გაზვიადებულად წარმოჩენა, საქართველო მსოფლიოს ცენტრად წარმოგვიდგენია, მაგრამ რეალურად ასე არ არის. კაცობრიობასაც ათასწლეულების განმავლობაში თავი სამყაროს ცენტრად (გეოცენტრული სისტემა) წარმოედგინა, მაგრამ შემდეგ მოუწია იმ აზრთან შეგუება, რომ სადღაც პერიფერიაში (ჰელიოცენტრული სისტემა) მდებარეობდა. საქართველო პერიფერიაა იმისა, რასაც დღეს პლანეტარული დაპირისპირება და თუნდაც მართლმადიდებლობასთან ბრძოლა ჰქვია. ამ დაპირისპირების აქტორები სხვები არიან. ჩვენ, მართალია, ამ დაპირისპირების პერიფერიაში ვიმყოფებით, თუმცა გარკვეული ეპიზოდური როლი გვაკისრია, რომელიც სხვებისთვის, შესაძლებელია, მეორეხარისხოვანია, მაგრამ ჩვენთვის პირველხარისხოვანიცაა და სამკვდროსასიცოცხლოც. ეს ისტორიული როლი მართლმადიდებელი ცივილიზაციისა და კულტურის, მართლმადიდებელი სულისა და ზნეობის სადარაჯოზე დგომაა, ვინაიდან, მიუხედავად სამიათასწლოვანი ისტორიისა, მაინც ამ ცივილიზაციასა და კულტურაში ვიწყებით და ვმთავრდებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ რუსეთის ბუნებრივი და ისტორიული მოკავშირე ვართ. იმ შემთხვევაში, როდესაც მართლმადიდებლობას ვიცავთ, რუსეთთან ამ ისტორიული და ბუნებრივი კავშირის ლოგიკაში ვრჩებით, მაგრამ მაშინ, როდესაც რუსეთს ოკუპანტად, დამპყრობლად და ისტორიულ მტრად წარმოვაჩენთ, რეალობის ჩარჩოებიდანაც გავდივართ და ისტორიის ლოგიკიდანაც. ჩვენ თუ მართლმადიდებლობის დამცველები ვართ, რუსეთთან დაპირისპირებით საკუთარ არსსა და რაობას ვუპირისპირდებით, რადგან ამ ფაქტით მართლმადიდებლობის დაუძინებელ მტერთა რიგებს ვავსებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი ხელით მართლმადიდებლობას ვიცავთ, მეორე ხელით კი მას ვებრძვით.

იყვნენ ქართველები, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე დაიწყეს ბრძოლა მართლმადიდებლობის წინააღმდეგ. ცნობილი პიროვნება აკაკი ბაქრაძე, რომელიც მუდმივად დისიდენტის როლში გვევლინებოდა, წუწუნებდა, რომ მართლმადიდებლობამ რუსეთს მიგვაჯაჭვა, რის გამოც საქართველო ახალი ნათლობისთვის უნდა მომზადებულიყო და კათოლიკობის გზას შედგომოდა. ამგვარ მკრეხელობამდე მიდიოდა და მიდის დასავლეთისმეხუთე კოლონა”, რომლითაც გავსებულია ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების ყოველი კუთხეკუნჭული. “გამოცხადებულია გამოუცხადებელი ომი რუსეთისა და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ”, _ ამბობს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე. ამ სიტყვებში გაცხადებულია ის ჭეშმარიტება, რომ, ვინც რუსეთის მტერია, მართლმადიდებლობის მტერია; ხოლო, ვინც მართლმადიდებლობის მტერია, რუსეთის მტერია! აქედან არც იმ დასკვნის გაკეთებაა ძნელი, რომ, ვინც რუსეთის მტერია, საქართველოს მტერია და, ვინც საქართველოს მტერია, რუსეთის მტერია! ასე ერთ მწყობრ ლოგიკურ სისტემად ყალიბდება საქართველოსა და რუსეთის, ვისთვის მტრობისა და ვისთვის მოყვრობის ერთიანი, უზარმაზარი ისტორია, რომელსაც ქართველი და რუსი ხალხები ერთ ავგაროზად კრავენ და თვალისჩინივით უფრთხილდებიან, ჩვენი საერთო მტრები კი ამ ისტორიის გაყალბებისა და მისი უარყოფითი კონტექსტით დატვირთვის მცდელობაში ამაოდ დაშვრებიან, ვინაიდან ყველაფერს აეხდება ფარდა. ეკლესიასტე გვასწავლის: ყოველივეს თავისი დრო და ჟამი აქვს ამ ცისქვეშეთში: ჟამი სიძულვილისა და ჟამი სიყვარულისა; ჟამი ომისა და ჟამი მშვიდობისა!” გადაივლის დასავლური სიძულვილით გაჟღენთილი ჟამი, ბურანიდან გამოვა დასავლური პროპაგანდით გაბრუებული ცნობიერება და ორ მართლმადიდებელ ხალხს შორის კვლავ სიყვარული გაღვივდება, რამეთუ ღმერთია თავად სიყვარული…

P.S. სამი რამ აშინებთ ამერიკელებს: რუსული სტრატეგიული შეიარაღება; ჩინური მაღალი ტექნოლოგიები; ამერიკული სისტემური კრიზისი. არც ერთი მათგანის დაძლევის რესურსი ამერიკელებს არ აქვთ. რუსულმა სტრატეგიულმა შეიარაღებამ ათწლეულებით მოიტოვა უკან ამერიკული შეიარაღება; ჩინურმა მაღალმა ტექნოლოგიებმა ისე გაასწრო ამერიკულს, რომ შეჯიბრებამ აზრი დაკარგა. რაც შეეხება სისტემურ კრიზისს, იგი უკვე ანეკდოტების თემად იქცა. ერთი ხუმრობა ასეთია: აშშმა რომ იცოდეს, რა მძიმე დღეში აგდებს აშშ აშშ, აშშ აუცილებლად შეიჭრებოდა აშშში და აშშ იხსნიდა აშშისგან.

ჩვენ, ყოფილ საბჭოთა მოქალაქეებს, სხვებისგან არ გვესწავლება, რა მასშტაბს აღწევს ანეკდოტების დამანგრეველი ძალა, როდესაც იგი სახელმწიფოებსა და სისტემებს ეხება.

..

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here