Home რუბრიკები საზოგადოება გია კორკოტაშვილი: ყველა ღონეს ვიხმართ, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისკენ რომ წავიდეს ქვეყანა

გია კორკოტაშვილი: ყველა ღონეს ვიხმართ, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისკენ რომ წავიდეს ქვეყანა

1247
გია კორკოტაშვილი

თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალის მკვიდრი ასტანოვ თაჰირი ადგილობრივი სკოლის დირექციას რელიგიური თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს და შესაბამის ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს. თაჰირის თქმით, შეზღუდვა იმაში გამოიხატა, რომ მისი შვილი დირექტორმა სკოლის შენობაში ჰიჯაბით არ შეუშვა და ამით მისი რელიგიური გრძნობები შეურაცხყო.

სკოლის დირექტორი ელზა აშიროვა კი თავსაბურავის აკრძალვას სასწავლო დაწესებულების განაწესის მოთხოვნით ხსნის, მაგრამ მოსწავლის მშობლები განაწესზე მაღლა თავიანთ ტრადიციას აყენებენ და დირექტორს მოსწავლის რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. ასტანოვ თაჰირმა თელავის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრს განცხადებით მიმართა და მომხდარზე რეაგირება მოითხოვა.

როგორც ჩანს, იმ “ზელიბერალური” სავიზო-საიმიგრაციო პოლიტიკისა და გაშმაგებული პროდასავლური “ტოლერანტობის” ფონზე, რომელიც ყველაფერი “განსხვავებულისადმი” უპირობო შემწყნარებლობის მოთხოვნაში მდგომარეობს, ჰიჯაბი და ჰარამხანა კიდევ კარგა ხანს დარჩება “მეოცნებეთა” მფარველობის მთავარ ობიექტად. ეტყობა, ის დრო არც ისე შორსაა, როცა ქვეყანაში ჩადრიან “მიგრანტებს” თავიანთი შეუვალი უბნები და გეტოები ექნებათ, ხოლო ადგილობრივებს, ევროპელების მსგავსად, შიშსა და ტერორში მოუწევთ ცხოვრება…

რა საფრთხეებს შეიცავს საქართველოსთვის “ლიბერალური” სავიზო-საიმიგრაციო პოლიტიკა, დამაზიანებელია თუ არა სახელმწიფოსთვის დასავლური მულტიკულტურიზმი და რა ფუნდამენტური ცვლილებებია ამ კუთხით საჭირო? _ “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება ქართველთა მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი გია კორკოტაშვილი.

_ ბატონო გია, საქართველოში რელიგიური უმცირესობების, ამ შემთხვევაში მუსლიმანური თემის, წარმომადგენლები ჰიჯაბით სიარულის აკრძალვას პროტესტით უპირისპირდებიან. რა პროცესია ეს რეალურად და სად მივყავართ მას? ხომ არ მივიღებთ უახლოეს მომავალში ისეთ მდგომარეობას, როგორიც ჩვენს სათაყვანებელ დასავლეთში, უკვე დიდი ხანია, არსებობს? ევროპის რიგ ქალაქებში მუსლიმან მიგრანტებს უკვე თავიანთი გეტოები აქვთ შექმნილი.

საქართველოს აქვს თავისი გარკვეული წესი და რიგი, ადათი და ტრადიცია, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლო. ვისაც ეს არ მოსწონს ან ვერ იტანს და ეჯავრება, მის შეცვლას კი ნუ ცდილობს, მაინც ვერაფერს მიაღწევს, მიბრძანდეს იქ, სადაც თვლის, რომ უკეთესი გარემოა, უკეთესი ტრადიციებია. ვფიქრობ, ძალიან დიდი ყურადღებითა უნდა ვადევნოთ თვალი ამ პროცესებს, რათა სწორი დასკვნები გამოვიტანოთ, რათა ზუსტად იგივე უბედურება არ დაგვემართოს, რომელიც, უკვე დიდი ხანია, ევროპას სჭირს. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება საფრანგეთში, გერმანიაში, ინგლისში; თვე არ გავა, უბედურება არ დატრიალდეს _ ხან მეტროში მოხდება აფეთქება, ხან მანქანა შევარდება ხალხმრავალ ადგილას და ადამიანებს გაიტანს და ხან კიდევ რა…

თუ არ იქნება მკაცრი საკანონმდებლო რეგულაციები მიგრანტების შემოშვების საკითხში, საქართველო, ტერორიზმის საფრთხის თვალსაზრისით, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დაემსგავსება ევროპას, მაგრამ ევროპა, თავისი რესურსებიდან გამომდინარე, ალბათ, გადაიტანს ამ უბედურებას, ჩვენ კი ნამდვილად ვერ გავუძლებთ.

სკოლაში დღეს ვიღაც ჰიჯაბით არშეშვებას გააპროტესტებს; მერე ქუჩაშიც მომრავლდებიან ასეთი ადამიანები და თავიანთ უფლებებზე დაგიწყებენ ლაპარაკს; მერე ყველა ერთად ერთ რომელიმე უბანში ჩასახლდება, სადაც სხვა ვეღარ შევა… ასე მოხდა თავის დროზე ევროპაში. რა გგონიათ, ერთ დღეში აღმოჩნდნენ ამ მდგომარეობაში?! და ამ ყველაფრით გამწარებული მოქალაქე ერთ დღესაც ხმას რომ ამოიღებს, ეს ჩვენი “ძვირფასი” არასამთავრობოები შეშფოთებული სახეებით ტოლერანტობაზე დაიწყებენ საუბარს. იმას კი არ ვამბობ, რომ საზღვრები ჩავკეტოთ და არავინ შემოვუშვათ-მეთქი, ჩემი აზრით, კანონი ძალიან მკაცრად უნდა არეგულირებდეს ყველაფერს, მათ შორის იმასაც, როგორ შეუძლია მოსწავლეს სასწავლო დაწესებულებაში შესვლა და როგორ არა. წინააღმდეგ შემთხვევაში მალე აღმოვჩნდებით კრიზისულ ვითარებაში.

რაც შეეხება გეტოებს, რომლებიც თქვენ ახსენეთ, თბილისში უკვე არის ასეთი გეტოები. ვისაც არ უნახავს, გაიაროს აღმაშენებლის გამზირზე.

_ არა მხოლოდ დედაქალაქის, ამ მხრივ ბათუმშიც მძიმე მდგომარეობაა. იქ ერთერთ ქუჩას თურქი ბიზნესმენის, ნურეთინ ჩარმიქლის, სახელიც მიენიჭა. სხვათა შორის, ეს ის თურქი ბიზნესმენია, რომელიც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.

_ ჰოდა, მომავალში მეტსაც გვიზამენ: ოჯახებშიც შემოვლენ და ცოლებსაც და შვილებსაც გაუუპატიურებენ ზოგიერთს. მერე იძახონ ეს სისულელეები: სტუმარია, პატივისცემა უნდა, ტურისტს ფული შემოაქვსო… ჩხუბი როცა მომხდარა ქართველებსა და უცხოელებს (ვთქვათ, ირანელებს ან თურქებს) შორის, ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ ქართველები დააკავა პოლიციამ, ირანელები და თურქები კი გაუშვა. ეტყობა, ასეთი მითითებაა ზემოდან. კიდევ ერთხელ ვამბობ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, რომ არალეგალია თუ ლეგალი, ვინც კანონს არღვევს, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. არ გვაკლია ჩვენ აქ, საქართველოში, კანონდამრღვევები და უცხოეთიდან კრიმინალების დამატება არაფერში გვჭირდება.

იმ ხელისუფალს, რომელიც მოსახლეობის, სულ ცოტა, 70 პროცენტის მოთხოვნას არ გაითვალისწინებს, ძალიან ცუდად წაუვა საქმე. ეს არ არის მუქარა, უბრალოდ, დღეს ყველა კარგად ვხედავთ, საით მიჰყავთ ამათ ყველაფერი. ეს ხელისუფლება ის ძალა არ არის, რომელიც ზრუნავს ქვეყანაზე და მისი არჩეული გზა ტაძრამდე ვერ მიგვიყვანს, ამიტომ ვამბობ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, ამ ხელისუფლების გამოსაფხიზლებლად. თუ ვერ შეიგნეს, ყველა ღონეს ვიხმართ, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისკენ წავიდეს ქვეყანა.

იმიტომ, რომ მათ გარკვეული ვალდებულებები აქვთ. ესენი არიან საზღვარგარეთ გამოწრთობილი, უცხოეთში განათლებამიღებული მონები. სწორად გამიგეთ, უცხოეთში თერგდალეულებმაც მიიღეს განათლება, მაგრამ დაბრუნდნენ და თავიანთი ცოდნა სამშობლოს კეთილდღეობას მოახმარეს. ესენი კი უცხო ქვეყნის ინტერესების სამსახურში არიან.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

2 COMMENTS

  1. ეგ მუსულმანი უნდა დაემორჩილოს კანონს დაარა კანონი მოარგონ მაგას! გარდა მაგისა ეს საქართველოა და თუუნდა ირანში წავიდეს და იქ ატაროს ოჯახი როგორცუნდა!!!

  2. კმარა, ჩვენი ეროვნული ინტერესებით ვაჭრობა, კმარა ლიბერალური პოლიტიკის ლობირება. საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა და მას ტრადიციების კორექტირება არ ჭირდება. რამდენი ახვარი შემოაბიჯებს და რაღაცას მოინდომებს, კვერი არ უნდა დაუკრად. როდესაც ლიბერალურ პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ ვკითხოთ, ვინ ითხოვს, ვინ არის, რის საფუძველსა და მენტალიტეტზე დაყრდნიბით. რა ორიენტაციის არის, რას ქადაგებს და რატომ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here