Home რუბრიკები საზოგადოება გვიყურებენ, როგორც ველურებს; აღგვიქვამენ, როგორც კრიმინალებს

გვიყურებენ, როგორც ველურებს; აღგვიქვამენ, როგორც კრიმინალებს

1838
ბრიტანეთის დროშა

6 ოქტომბერს თბილისში საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ოფიციალურ შეხვედრას გამართავს უელსის ნაკრებთან. რა თქმა უნდა, უელსურ გუნდს ჩვენს დედაქალაქში გულშემატკივრებიც ჩამოჰყვებიან და, შესაბამისად, ბრიტანეთის საელჩომ ოფიციალურ, ვიმეორებთ, ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც უელსელი გულშემატკივრისთვის რეკომენდაციებს შეიცავს. სანამ მთავარ სათქმელზე გადავალთ, ამ რეკომენდაციებს სრულად და უცვლელად გთავაზობთ. მაშ, ასე:

* თუ თქვენ დიდი ბრიტანეთიდან ბრიტანული პასპორტით მიემგზავრებით საქართველოში, ვიზა საჭირო არ არის, მაგრამ თქვენი პასპორტი საქართველოში შესვლიდან 6 თვის მერეც მოქმედი უნდა იყოს;

* ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, იქონიოთ მოგზაურობის სამედიცინო დაზღვევა იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველოში მხოლოდ ერთი ღამით აპირებთ დარჩენას. ეს სირთულეების შემთხვევაში ბევრ ფულს დაგაზოგვინებთ;

* აეროპორტში ტაქსები გასასვლელშივე დაგხვდებათ, თუმცა მათი გამოძახება ტელეფონით ან აპლიკაციითაც შესაძლებელია. ამ კომპანიების სიას ქართულ საიტზე გაეცნობით. როგორც წესი, ტაქსებს მრიცხველი არ უყენია, თუმცა თქვენ შეგიძლიათ ასეთი ტაქსის გამოძახებაც. მძღოლს წინასწარ უნდა მოელაპარაკოთ ფასზე. ფასი ცენტრამდე დაახლოებით 30 ლარია (10 გირვანქა). გზა 20-30 წუთია და დამოკიდებულია საცობებზე;

* საქალაქო ავტობუსი #37 მოძრაობს ყოველდღიურად და მისი ფასი სულ რაღაც 20 პენსია. აეროპორტთან არის რკინიგზის გაჩერებაც, თუმცა მატარებელი იშვიათად დადის;

* ქალაქში ტაქსის გაჩერება იოლია, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ დაბნელების შემდეგ, განსაკუთრებით ეს ქალებს ეხება. ასევე, არ უნდა ენდოთ ისეთ მძღოლებს, რომლებმაც არ იციან ზუსტი გზა და ალტერნატიულ ვარიანტს შემოგთავაზებენ. თბილისის ტერიტორიაზე ტაქსის ფასი 5-10 ლარზე მეტი არ უნდა ღირდეს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის თბილისში გადაადგილება რთულია. ტროტუარები, მათ შორის, მთავარ გზასთან ახლოს მდებარე, მოუწყობელია შშმ პირებისთვის;

* არ გადაიღოთ ფოტოები სამხედრო ბაზებისა და ენერგეტიკული ნაგებობების წინ. თბილისში კრიმინალის დონე დაბალია, მაგრამ ღამით ქალაქის ცენტრში ინციდენტები ბარებსა და რესტორნებთან მაინც ხდება. ძარცვა ხშირია ცუდად განათებული საცხოვრებელი კორპუსების სიახლოვესაც. იყო ფაქტები, როცა ტაქსის მძღოლები ღამით სექსუალურ შეტევებს ახორციელებდნენ ქალებზე;

* იყავით ფრთხილად, დიდი თანხა არ იქონიოთ და ღამით მარტო არ იაროთ;

* “ზებრაზე” ფრთხილად გადადით, რადგან თბილისში შუქნიშნის ნიშანი გარანტირებულად არ ნიშნავს, რომ მანქანა გაჩერდება. პატივი ეცით ადგილობრივ ტრადიციებსა და რელიგიას ყოველთვის. შეეცადეთ, თქვენმა მოქმედებამ არ შეურაცხყოს სხვა რელიგიისა და კულტურის ადამიანები;

* ქალაქში არ არის საჯარო ტუალეტები, ამიტომ გამოიყენეთ კაფეებისა და ბარების ტუალეტები. არ მოშარდოთ ქუჩაში _ ეს თბილისში შეურაცხყოფად და დანაშაულად ითვლება.

სულ ეს იყო, მაგრამ ეს _ ერთი შეხედვით. საქართველოს ხელისუფლებამ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი და ბრიტანეთის საელჩოს ოფიციალური ახსნა-განმარტება მოსთხოვა. ხელისუფლება, ალბათ, ელოდა, რომ ბრიტანელები ბოდიშს მოიხდიდნენ, მაგრამ…

“თბილისში 6 ოქტომბერს უელსსა და საქართველოს შორის საფეხბურთო მატჩზე დასწრების მსურველ ბრიტანეთის მოქალაქეთათვის გაცემულმა რჩევებმა საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. გვსურს განვმარტოთ, რომ:

ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ მგზავრობის შესახებ არსებული ინფორმაცია არის დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს რეკომენდაციებსა და პრაქტიკულ რჩევებს. მისი მიზანია ბრიტანეთის მოქალაქეების უსაფრთხოება და მათი მხრიდან ადგილობრივი კანონმდებლობისა და კულტურის უკეთ გაცნობა და პატივისცემა. ასეთი რჩევები მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის არსებობს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ გავეცით პრაქტიკული რჩევები მათთვის, ვისაც სურს, დაესწროს უელსსა და საქართველოს შორის საფეხბურთო მატჩს 6 ოქტომბერს. ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში მკაფიოდ არის ხაზგასმული ის ფაქტი, რომ, საზოგადოდ, თბილისში კრიმინალის დონე დაბალია. თბილისმა არაერთხელ წარმატებით უმასპინძლა სხვადასხვა საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას და ამჯერადაც ველით, რომ ეს მატჩიც წარმატებით ჩაივლის. მოუთმენლად ველით უელსის გულშემატკივრების თბილისში ჩამოსვლას”, _ ეს არის ბრიტანეთის საელჩოს ვებგვერდზე გავრცელებული კიდევ ერთი ოფიციალური განცხადება.

ანუ ბრიტანეთის საელჩომ კი არ მოიბოდიშა, არამედ დაადასტურა: ველურებად გთვლითო. სარკეში ჩაგვახედეს ბრიტანელებმა, იმ სარკეში, რომელშიც, ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ, ჩვენი აზრით, თითქოს უფრო ცივილურები ვჩანდით ევროპელთა თვალში, თითქოს დავიჯერეთ, რომ ევროპამ გვაღიარა, მაგრამ, როცა საქმე საქმეზე მიდგა, მათ არ დამალეს, რომ ისე გვიყურებენ, როგორც ველურებს, ისე აღგვიქვამენ, როგორც კრიმინალებს და… ნახევარი საქართველო ტაქსაობს და ნახევარ საქართველოს ქალებზე მოძალადე დაარქვეს ჩვენმა “მეგობრებმა”.

ეს არის ის მწარე რეალობა, რომელსაც საგულდაგულოდ გვიმალავენ და ფუთავენ. ხომ გვეუბნებიან: ერთი ოჯახი ვართ, ევროპულ ოჯახში მიგიღეთ, როგორც თანასწორებს, ისე გიყურებთო, მაგრამ, როცა სჭირდებათ, საკუთარ მოქალაქეებს არ უმალავენ, რომ ეს პოლიტიკაა და, რეალურად, საქართველო თავის მოქალაქეებით, ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი და მათი თანასწორი კი არა, ერთი რიგითი ქვეყანაა, კრიმინალებით, უკულტურო ხალხითა და მოძალადე მძღოლებით სავსე. შესაძლოა, ხელისუფლებიდან ვინმე შემოგვედავოს: ამ განცხადებაზე განმარტება მოვთხოვეთ და ბრიტანეთის ელჩი დავტუქსეთო, მაგრამ ვაი, რომ ბრიტანეთის ელჩმა იგივე გაიმეორა და ისიც აღნიშნა, ასეთი რეკომენდაციები მრავალი ქვეყნისთვის გვაქვს და მათ შორის საქართველოც არისო. სხვათა შორის, საქართველოს ქვეჯგუფში ავსტრიაც ჰყავს და გვეეჭვება, ავსტრია-უელსის მატჩის წინ ავსტრიაში მდებარე ბრიტანეთის საელჩომ ანალოგიური განცხადება გააკეთოს თავისი მოქალაქეებისთვის, რადგან ისინი ხომ ნამდვილი ევროპელები არიან, ჩვენ კი…

ყველაზე საინტერესო ის არის, როგორ შეგვხედავენ ამ რეკომენდაციების შემდეგ უელსელი გულშემატკივრები. ხომ წარმოგიდგენიათ, ტაქსიში ჩასხდომის შემდეგ უელსის მოქალაქეები როგორი დაძაბულები იქნებიან, სანამ დანიშნულების ადგილამდე მივლენ იმის შიშით, რომ ქართველმა ტაქსისტმა სადმე არ გადაუხვიოს, სადმე არ მიაყენოს მანქანა და… ან როგორ შიშით გადავლენ გზებზე, ან როგორ შეეცდებიან, შემთხვევით გადამწვარი ლამპიონის ქვეშ არ გაიარონ ღამით, რადგან ძარცვის მსხვერპლნი არ შეიქნენ. და შემდეგ, სამშობლოში რომ დაბრუნდებიან, იტყვიან, რომ ველურებში იყვნენ და ცოცხლები გადარჩნენ. და ეს ხდება დედაქალაქში, იქ, სადაც ყველაზე “პრადვინუტი” ქართველები ცხოვრობენ, და იქ, რითაც, საუკუნეებია, ვამაყობთ. სხვათა შორის, ბრიტანეთის საელჩოს არანაირი რეკომენდაცია არ გაუცია იმაზე, რომ მსოფლიოში უანალოგო აბანოთუბნის დათვალიერება შეუძლიათ ბრიტანელებს; არც ის დაუწერიათ, საქართველო ღვინის ქვეყანაა და იქაური ღვინო დააგემოვნეთო; არც ის, რომ მაშინ, როცა უელსი და, საზოგადოდ, ბრიტანეთი არ არსებობდა, საქართველოში ოქროს ხანა იდგაო; და არც ის, რომ საქართველოს ყველაზე მეტი წმინდანი ჰყავს ქრისტიანულ სამყაროში. მათ ეს არ ახსოვთ, რადგან არ სჭირდებათ. ახსოვთ ის, რომშესაძლოა, ქართველმა ტაქსისტმა მანქანა სადმე გადააყენოს და

ბესო ბარბაქაძე

1 COMMENT

  1. ეროვნული მთავრობის ჩამოგდების შემდეგ,ყველა მათგანი,ჩამოსული საქართველოში სამუშაო ვიზიტით,თუნდაც 3 დღით,თავის ქვეყანაში დაბრუნებულს, ბონუსი ემატებოდა კარიერაში დაწინაურებით,ან ხელფასის გაზრდით.ასე რომ ეს “არახალია ძველია”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here