Home ახალი ამბები მსოფლიო “ზოგიერთი ნაკეთობა დეკემბრის ბოლოს დაიწყებს “ბრძოლას”: როგოზინი სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში პერსპექტიული...

“ზოგიერთი ნაკეთობა დეკემბრის ბოლოს დაიწყებს “ბრძოლას”: როგოზინი სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში პერსპექტიული იარაღის გამოყენების შესახებ

242

უკრაინაში სამხედრო სპეცოპერაცია ცვლის წარმოდგენას საბრძოლო მოქმედებების წარმოების შესახებ მაღალტექნოლოგიური მოწინააღმდეგის მიმართ”, _ განაცხადაროსკოსმოსისყოფილმა ხელმძღვანელმა და კერძო სამხედროსამრეწველო კომპანიაცარსკიე ვოლკისსამხედრო მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა დიმიტრი როგოზინმა ინტერვიუში, რომელიც მას RTის კორესპონდენტმა გიორგი ბაბაიანმა ჩამოართვა. მან აღნიშნა, რომ ამჟამად უკრაინისთვის მუშაობს მთელი კოლექტიური დასავლეთი, რომელიც კიევს იარაღს აწვდის. როგოზინის თქმით, მისი ამჟამინდელი მუშაობის ფარგლებში მოხალისეთა ჯგუფი სპეცოპერაციის ზონაში ცდის რუსი სპეციალისტების პერსპექტიულ გამოგონებებს და ძალისხმევას არ იშურებს ამ ტექნოლოგიების, რაც შეიძლება, მალე გამოსაყენებლად, შემდგომი მასობრივი წარმოებით. მისი თქმით, ზოგიერთი ნაკეთობა სამხედროების განკარგულებაში წლის ბოლომდე გადავა.

_ დიმიტრი ოლეგოვიჩ, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყავითროსკოსმოსისგენერალური დირექტორი. შეგიძლიათ, დაასახელოთ თქვენი მთავარი წარმატებები და წარუმატებლობები?

_ ამოცანა იყო, ოთხ წელიწადში ან ნაკლებ დროში მიგვეღწია ელემენტარული წესრიგისთვის ისეთ მაღალტექნოლოგიურ დარგში, როგორიცაა სარაკეტო-კოსმოსური.  მთავარი მიღწევა კი არის, პირველ რიგში, თუ ვსაუბრობთ ზოგად სტატისტიკაზე, უავარიო გაშვებები. მსგავსი რამ არ მომხდარა სამამულო, მათ შორის საბჭოთა თუ საზღვარგარეთული გაშვებების ისტორიაში. როცა მე წამოვედი, იყო 86 უავარიო გაშვება და ინერციით, იმედი მაქვს, ასე გაგრძელდება, სანამ ჩვენ ვმუშაობთ. ადრე კი წელიწადში ხუთი ან ორი ავარია გვქონდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა.  ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა, რა თქმა უნდა, არის კოსმოდრომ “ვოსტოჩნის”  მეორე რიგის მშენებლობის დასრულება. დარჩა წვრილმანი – ტერიტორიის კეთილმოწყობა. ამრიგად, ქვეყანამ მიიღო კოსმოსური სივრცის მიმართ აბსოლუტურად დამოუკიდებელი წვდომა. უაღრესად მნიშვნელოვნად მიმაჩნია საერთაშორისო კოსმოსური სადგურის რუსული სეგმენტის მშენებლობის დასრულება, მეცნიერების მოდულის გაშვება, რომელიც ჩემამდე, ფაქტობრივად, ჩამოწერილი იყო და ჩვენ ავამუშავეთ. რვა დღეღამის განმავლობაში უმძიმესი სამუშაო ჩაატარეს, უკიდურესად სანერვიულო. მთელი ცხოვრება მემახსოვრება, მაგრამ ყველაფერი წარმატებით დასრულდა _ შეპირაპირებით. ახლა მოდულმა შეიძინა საკუთარი სახე და შეიძლება იქ მკვეთრად გაფართოვდეს სამეცნიერო ექსპერიმენტების რაოდენობა. 

თუ ვისაუბრებთ საბრძოლო თემატიკაზე, მაშინ მნიშვნელოვანი წარმატება, რა თქმა უნდა, არის მძიმე საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტასარმატისპირველი წარმატებული გამოცდა. მე ვხელმძღვანელობდი სამუშაო ჯგუფს, რომელმაც გადალახა კოლოსალური ტექნიკური სირთულეები, რომლებიც ყოველთვის ახლავს ასეთ სამუშაოს.

_ ამ პოსტზე თქვენი ყოფნის პერიოდში იყო კიდევ ერთი ლეგენდარული ისტორია, რომელიც მყისვე იქცა ინტერნეტმემად. ეს არისტვიტერშიდამცინავი, გესლიანი რეპლიკების გაცვლა ილონ მასკთან.

_ მე თავიდანვე დავიწყე ამ რესურსის, ამ სოციალური ქსელის გამოყენება მოვლენების შეასაფასებლად. ვწერდი სხვადასხვა ენაზე, რათა ეს ინფორმაცია მყისვე მისულიყო დასავლურ საზოგადოებრივ აზრამდე. “ტვიტერი” ჩემთვის საინფორმაციო ომის ელემენტია, უწინარესად, დასავლეთის ტერიტორიაზე. არ ველოდი, რომ ამ შეხლა-შემოხლით ისიამოვნებდით. ილონ მასკი ძალიან ნიჭიერი ადამიანია, მის მიმართ დიდი პატივისცემითა და, ამასთანავე, სიფრთხილით ვარ განმსჭვალული, რადგან ის მუშაობს პენტაგონისთვის და ჩვენებს ვაფრთხილებდი, რომ მასკის ყველაზე საინტერესო ტექნიკური იდეები, ადრე თუ გვიან, ჩვენ წინააღმდეგ გაისროდა, რაც მოხდა, მაგალითად,  Starlink-ის ნაწილში. მაგრამ, ამასთანავე, კიდევ ერთხელ ვიტყვი: პატივს ვცემ მის უდავოდ დიდ ორგანიზატორულ და პოლიტიკურ ნიჭს.

_ თქვენ თვითონ შეეხეთ Starlink-ის ისტორიას. ვხედავდით, როგორ იქცა ინტერნეტის შესახებ ეს ამბავი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ყველასთვის და თითოეულისთვის სამხედრო იარაღად. მათ თითქოს ყველაფერი რიგზე აქვთ სამხედრო თანამგზავრების თვალსაზრისით, ჩვენი საქმე როგორ არის ამ სფეროში?
გამანადგურებელი „მიგ-35“

_ უნდა ითქვას, რომ მათთვის მუშაობს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო და კერძო თანამგზავრებიც. ეს არის გაერთიანებული დასავლური საზოგადოების ასობით კოსმოსური აპარატი, არა მხოლოდ ამერიკულები და არა მხოლოდ სამხედრო; საზოგადოებისა, რომელიც დღეს მუშაობს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. მე მაქვს სპეციალური სამხედრო ოპერაციების ზონის თავზე ფრენების ცხრილი იმ მოწყობილობებისა, რომლებიც გადასცემენ მონაცემებს. ეს, პირველ რიგში, არის ოპტიკურელექტრონული დაზვერვა, რადიოტექნიკური დაზვერვა. ამ მოწყობილობების რაოდენობა დაახლოებით ორჯერ მეტია იმაზე, რაც ჩვენ გვაქვს. და ეს სერიოზული ვითარებაა. შეგვიძლია, კონკურენცია გავუწიოთ რაოდენობის მხრივ? არა, ეს, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. ჯერ ერთი, ჩვენც გვაქვს ასეთი თანამგზავრები, გარდა რადიოლოკაციურებისა, რომლებიც მხოლოდ მომავალ წელს გამოჩნდება. ჩვენ, აგრეთვე, გვაქვს ოპტიკურ-ელექტრონული აპარატებიც და სამოქალაქოებიც, რომლებიც “როსკოსმოსის” ეგიდით მოქმედებენ, მაგალითად, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ან, ვთქვათ, რუსეთის სატყეო მეურნეობის და ა.შ. ინტერესების გათვალისწინებით. ახლა ისინიც ასევე ჩართულნი არიან იმ ინფორმაციის მოპოვებისა და გადაცემის საქმეში, რომელიც აუცილებელია გადაწყვეტილების მისაღებად. რუსეთის თავდაცვის სამინისტროსაც აქვს კოსმოსური აპარატები. ჩვენ, უბრალოდ, არ ვუწევთ დიდ რეკლამას, თუმცა მათი რაოდენობა გაცილებით ნაკლებია მოწინააღმდეგის აპარატების რაოდენობაზე, რადგან უკრაინისთვის სრულიად დასავლური სამყარო მუშაობს.

_ მოდი, კოსმოსიდან დედამიწაზე დავეშვათ. ამჟამად რით ხართ დაკავებული?

_ მე ვხელმძღვანელობ სამხედრო და სამხედრო-ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფებს, რომლებიც მუშაობენ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში და მაქსიმალურად ეხმარებიან ჩვენს ქვედანაყოფებს, რომლებიც ასრულებენ პრეზიდენტის მიერ დასახულ ამოცანებს. ეს, უწინარესად, არის დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის არმიების კორპუსები, ეს არის დონბასის მოხალისეთა კავშირი. ესენი არიან მოხალისეები და წარმოადგენენ არმიის ე.წ. საბრძოლო რეზერვს. ჩვენ, ძირითადად, დაფუძნებული ვართ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, ვმუშაობთ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაშიც. დროის უმეტეს ნაწილს იქ ვატარებ, უკვე ორი თვეა, იქ ვარ. მოსკოვში რამდენიმე დღით ჩამოვედი.

_ ეს ოფიციალური თანამდებობაა?

_ არა, მე მოხალისე ვარ. სამშობლოს ვემსახურები, როგორც მოხალისე, და ჩემი ყველა თანამებრძოლიც ასეა.

_ კერძო სამხედროსამრეწველო კომპანიაცარსკიე ვოლკი” (“სამეფო მგლები” _ ..)  _ ეს სიტყვათაწყობა ცოტა ხნის წინათ გაჩნდა. საერთოდ, რა არის კერძო სამხედროსამრეწველო კომპანია, რატომ ასეთი სახელი და კონკრეტულად რას აკეთებთ?

_ თვითონ სახელწოდება “სამეფო მგლები” ლეგენდარულია. ადრე მოხალისე ვიყავი და ახალგაზრდობაში, 1992 წელს, ვიბრძოდი დნესტრისპირეთში. 1994-1995 წლებში ვიყავი სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რადოვან კარაჯიჩისა და სერბეთის ჯარების სარდალ რადკო მლადიჩის მრჩეველი და სწორედ რუს მოხალისეებთან ვმუშაობდი. ჩვენ შევქმენით РДО-1, РДО-2 _ რუსი მოხალისეების რაზმი პირველი, მეორე და ა.შ. ისინი ინსტიტუციურად შედიოდნენ სერბეთის სპეცდანიშნულების რაზმის შემადგენლობაში, რომელსაც “თეთრი მგლები” ერქვა. სერბებმა კი ასე გვიწოდეს _ “სამეფო მგლები”, რათა რუსები სერბებისგან განესხვავებინათ. ჩვენ სახელი შევინარჩუნეთ. ამ მოძრაობის ვეტერანები დღესაც აქტიურობენ. რას ვაკეთებთ? ეს არის, უპირველეს ყოვლისა, ურთიერთქმედება ჩვენს მრავალრიცხოვან კულიბინებთან  (ივანე კულიბინი _ ცნობილი რუსი მექანიკოს-გამომგონებელი, რომელსაც ნიჟნი ნოვგოროდის არქიმედე შეაქვეს _ გ.გ.), ანუ ისინი არიან სპეციალისტები, შემქმნელები, ძირითადად, სისტემებისა, რომლებიც უზრუნველყოფს ტაქტიკური რგოლის მოქმედებას. ეს არის სხვადასხვა უპილოტო საფრენი აპარატი _ დამრტყმელი და სადაზვერვო, ეს არის რადიოელექტრონული ბრძოლისა და რადიოელექტრონული დაზვერვის საშუალებები, რადგან მოწინააღმდეგე კოშმარს უწყობს ჩვენს წინა ხაზს, ესვრის სხვადასხვა ბომბს. ამიტომ ჩვენ შევიმუშავეთ და გამოვცადეთ ეს სისტემა ჯერ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პოლიგონზე, შემდეგ კი _ უშუალოდ თავდაცვის ხაზზე, ვაჩვენეთ მისი ძალიან მაღალი ეფექტიანობა და, შესაბამისად, შემდგომ გავცემთ რეკომენდაციას, მიიღონ შეიარაღებაში და დაიწყონ მისი სერიული წარმოება.

ქარხანა „ მოტორ სიჩი“

ჩვენ ასევე გამოვცადეთ ნაღმტყორცნების სამიზნეების კომპლექსები _ .. ჭკვიანი სამიზნეების, ქალაქ ეკატერინბურგის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება ავტომატიკის შექმნილი. ჩამოვიდნენ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა სპეციალისტები, რომლებსაც არ შეეშინდათ, ჩვენ უზრუნველვყავით მათი უსაფრთხოება, შევთანხმდით არმიის კორპუსთან, რომ ცდები ჯერ პოლიგონზე ჩაეტარებინათ. ახლა ჩვენ გვაქვს ჭკვიანი სამიზნეების უკვე ტესტირებული პარტია. ჭკვიანი სამიზნე ნაღმტყორცნელთა ჯგუფს საშუალებას აძლევს, უფრო სწრაფად დაუმიზნოს და მტერს დიდი სიზუსტით დაარტყას 120 და 82-მილიმეტრიანი ნაღმებით. გარდა ამისა, არის მუშაობის სხვა მიმართულებებიც, მაგრამ, ძირითადად, ტაქტიკური ამოცანებია. კავშირი, რა თქმა უნდა, კავშირი, რადგან კავშირი… კონფლიქტმა შეცვალა საერთო წარმოდგენა იმის შესახებ, როგორ უნდა წარმოებდეს სამხედრო მოქმედებები მაღალტექნოლოგიური მოწინააღმდეგის მიმართ. აქედან გამომდინარე, აუცილებელია სტრატეგიული რგოლის გადახედვა. მაგალითად, ავიღოთ ფრონტის ავიაცია. ვიცით, რომ ფრონტის ავიაცია (ჩვენ ყოველთვის ვამაყობდით მისით) არის ჩვენი Су-30СМ, Су-34, Су-35, МиГ-35, რომლებიც ჯერ არ გამოგვიყენებია, მაგრამ ველოდებით, და ასე შემდეგ. მაგრამ ამჟამად ჩვენ ვხედავთ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის უწყვეტ ველს. თანაც მოწინააღმდეგეს აწვდიან ამერიკულ ტექნიკას, ბრიტანულ და ევროპის სხვა ქვეყნების ტექნიკას, შესაბამისად, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის იაფი სისტემები, პრაქტიკულად, ხურავს ველს ფრონტის ავიაციის მოქმედებისთვის, ისევე, როგორც არმიის ავიაციისთვის. დანაკარგები ძალიან დიდია. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა გადაიხედოს ბრძოლის პრინციპები, ისევე, როგორც გადასახედია, ვთქვათ, წყალსზედა ფლოტის ბრძოლის პრინციპები. ყველაფერი, რაც ახლა დიდი მიზანია, ანათებს ეკრანზე, ანათებს რადარზე, განადგურებას ექვემდებარება. ეს ცვლის წარმოდგენას იმის შესახებ, როგორი უნდა იყოს მაღალტექნოლოგიური მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ბრძოლა. ძველი ხერხებით ბრძოლა უკვე აღარ შეიძლება. იგივე ვითარებაა ტაქტიკურ რგოლში. მაგალითად, ჩვენ საუბარი დავიწყეთ სოციალურ ქსელებზე. იცით თუ არა, რომ დღეს სოციალური ქსელები, მრავალი თვალსაზრისით, ალტერნატიული წყაროა მიზნის კოორდინატების მისათითებლად და არტილერიისა და დაზვერვის მუშაობის კოორდინაციისთვის? პარადოქსია, მაგრამ ასეა. ყველა სახის ჩატით, რომლებსაც სამხედრო მოსამსახურეები ქმნიან, ინფორმაცია მყისიერად გადაიცემა. მაგალითად, სამოქალაქო უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებიც შეიქმნა საფოსტო გზავნილების, ამანათების გადასატანად, ახლა მათ ნაცვლად გადააქვთ სხვა ამანათები, უკვე ტროტილიანი (ასაფეთქებელი ნივთიერება _ გ.გ.) და ა.შ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია, ფაქტობრივად, არის კოლოსალური გამოცდა რუსეთის მთელი თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსისთვის, რომელიც უკვე აღარ აღიქმება, როგორც მხოლოდ სახელმწიფო საწარმო. ეს არის ყველა ჩვენი ნიჭიერი ინჟინრისა და გამომგონებლის საქმე. ჩვენი ამოცანაა, მივიღოთ ისინი, მივიყვანოთ იქ, უზრუნველვყოთ მათი ცდების ჩატარება, გამოვცადოთ ბრძოლაში, გამოვცადოთ ის მათ შორის მოწინააღმდეგესთან შეხების ხაზზე, სადაც მტერი მოქმედებს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების ჩამხშობი საკუთარი სისტემებით, სადაც ცეცხლს უხსნიან ოპერატორებს, რომლებიც სამიზნეში ჰყავთ ამოღებული. ჩვენ ვმუშაობთ რეალურ საბრძოლო პირობებში.

_ წარმატებულია ეს მუშაობა? როგორც მესმის, ყველა ეს ტექნოლოგია არ არის ნაკადური, ეს არის ხელით აწყობილი რაღაც, რა თქმა უნდა, არა ავტოფარეხში

_ ზოგჯერ ავტოფარეხში, ზოგჯერ კი ანგარებში. ამის არ უნდა შეგვრცხვეს. რაშიც არის საქმე, უკვე ვთქვი: ბევრია ნიჭიერი და უშიშარი ადამიანი, რომლებიც მზად არიან იქ წასასვლელად და კვლევის, ცდის ჩასატარებლად უშუალოდ ადგილზე. მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩამოსული ადამიანების ამ კოჰორტადან ავირჩიოთ ისინი, ვისაც შეუძლია შემოგვთავაზოს არა მხოლოდ რაღაც უნიკალური, არამედ შევძლოთ ამ შემოთავაზების სერიულად გამოშვება. სერია კი არის კომპონენტების ხელმისაწვდომობა, სერია არის გარკვეული სახის წარმოების არსებობა, ორგანიზაციული შესაძლებლობების ხელმისაწვდომობა, ლოგისტიკა და ა.შ. 

ჩებარკულის პოლიგონზე ჩელიაბინსკის ოლქში

_ პროცენტულად, რამდენი ახალი იარაღის გამოშვება შეიძლება სერიულად მათგან, რომლებიც უკვე ნახეთ?

_ 30-40%-ის.

_ როდის შეიძლება ვიხილოთ ბრძოლაში? ვიხილავთ მათ გამოყენებას სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში?

_ ზოგიერთი ნაკეთობა უკვე დეკემბრის ბოლოს დაიწყებს “ბრძოლას”; ჯერჯერობით 10, 20, 30 პროდუქტი. ეს 10, 20, 30 ნაღმტყორცნია ან, ვთქვათ, რადიოელექტრონული ბრძოლის ზოგიერთი სისტემა, ან რომელიღაც საკომუნიკაციო კომპლექსი. ზოგიერთი გამოჩნდება ოთხიდან ექვს თვეში.

_ ეს უახლოესი პერსპექტივაა.

_ დიახ.

_ სად დაიწყება მათი წარმოება? არის კი საწარმოო სიმძლავრეები?

_ მე ვეძებ ინდუსტრიულ პარტნიორებს, მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებ.

_ თქვით, რომ ომის წარმოების მეთოდები უნდა გადაიხედოს. მხოლოდ ჩვენ ჩამოვრჩით თანამედროვე მეთოდებს თუ ჩვენი ეგრეთ წოდებული დასავლელი პარტნიორებიც ცოტა სხვა კუთხით უყურებენ ყველაფერს, რაც ხდება?

_ როცა 1991 წელს საბჭოთა კავშირში დაიშალა, უკრაინის შეიარაღებული ძალები შეიქმნა სამი ყველაზე მოწინავე სამხედრო ოლქის საფუძველზე _ ოდესის, კიევისა და ამიერკარპატების. ეს იყო საბჭოთა კავშირის მოწინავე სამხედრო ოლქები, რომლებიც ნატოს სამხედრო მანქანის პირისპირ იდგნენ. რა თქმა უნდა, დანაშაულია, რომ უკრაინას მიეცა შესაძლებლობა, ესარგებლა საბჭოეთის სამხედრო ძლიერების სიმტკიცის კოლოსალური მარაგით. გარდა ამისა, უკრაინის ტერიტორიაზე საქმიანობენ ძალიან ძლიერი ფირმები, რომლებიც ყოველთვის წარმოადგენდნენ საბჭოთა კავშირის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ოქროს ფონდს. თუ ვისაუბრებთ, მაგალითად, სარაკეტო-კოსმოსურ მრეწველობაზე, ეს არის საკონსტრუქტორო ბიურო “იუჟნოე” და ქარხანა “იუჟმაში”; თუ ვსაუბრობთ საზღვაო ძრავთმშენებლობაზე, ეს არის “ზარია”“მაშპროექტი”, ეს, აგრეთვე, არის შესანიშნავი საწარმო “მოტორ სიჩი” ზაპოროჟიეში, რომლის მფლობელი ვიაჩესლავ ბოგუსლაევი ახლახან დააკავა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა; ეს არის ანტონოვის სახელობის საავიაციო ქარხანა. 2014 წელს, როცა ჩვენ მათ დავარტყით დებალცევოსთან, გახსოვთ, ალბათ, დებალცევოს ქვაბი, ისინი დამარცხდნენ, მაგრამ გამოიტანეს დასკვნები. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები და, საზოგადოდ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გაიხსნა კერძო კომპანიებისთვის. ბრძოლის მართვის სისტემა, ეგრეთ წოდებული “კრაპივა” (“ჭინჭარი”_ გ.გ.), ფაქტობრივად, კერძო პირების შექმნილია ამერიკული მხარდაჭერით. მთელი ამ წლების განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალები სწავლობდნენ და გამოზარდეს საკმაოდ სერიოზული შეიარაღებული ძალები, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა _ მაღალტექნოლოგიური. სანამ ამ ჩირქგროვას არ მოვიშორებთ, სანამ უკრაინას არ დავამარცხებთ, უკრაინას, როგორც დასავლეთის ფორპოსტს… სანამ კიევს არ ავიღებთ, ეს ყველაფერი არ დამთავრდება.

დიმიტრი როგოზინი

_ საკმაოდ ფართო განხილვის საგანია თქვენი ეკიპირება. ვრცელდება ერთი და იგივე ფოტო, რომელზეც წერენ: “ავსტრიაში დამზადებული ჯავშანჟილეტი, გერმანული წარმოების ავტომატი”.  მიანიშნებენ, რომ ყველაფერი ნატოსია, გარდა ჩაფხუტისა. ჩაფხუტი ჩვენია.

_ რა თქმა უნდა, შემეძლო, ამაზე უხეში რეაქცია მქონოდა, რადგან ხალხი, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან სკეპტიკურად უდგება ამ იდიოტებს, რომლებიც სხედან და კატალოგებს ათვალიერებენ, ჩვენს ფოტოებს გამადიდებელი შუშით უყურებენ და ა.შ. მაგრამ მე ამას ვიტყვი: ჩვენ, მოხალისეებს, გვაქვს შესაძლებლობა, არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს მომარაგებით ვისარგებლოთ. “რატნიკით” (რუსული სამხედრო ეკიპირება _ გ.გ.), პირველ რიგში, თავდაცვის სამინისტრო ამარაგებს სამხედროებს. ჩართული ვიყავი მის შემუშავებაში, ყოველ შემთხვევაში, პირველი კომპლექსის. მიმაჩნია, რომ ძალიან კარგია. მე ვიყენებ „რატნიკს“. ორი ჩაფხუტი მაქვს, ერთი აკუსტიკური ყურსასმენით, “რატნიკის”; მეორე _ “არმკომის”, ასევე რუსული. ჩვენი ჯავშანი ძალიან კარგია, გვაქვს შესანიშნავი არამიდური ბოჭკოები. არ ვიცი, ვინ დაწერა იქ სისულელეები. ფორმა, რომელიც მაცვია, დნესტრისპირეთისაა, უკვე გითხარით, რომ იქ მოხალისე ვიყავი, შემდეგ ექვსწელიწად-ნახევარი პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ვიყავი დნესტრისპირეთში. დნესტრისპირელები ამზადებენ შესანიშნავ სამხედრო ფორმას და კამუფლაჟს, რომლებითაც ამარაგებენ ავსტრიასა და სხვა ქვეყნებს. ალბათ, ვიღაცამ ნახა ასეთი ფორმა ავსტრიაში, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა: ეს არის დნესტრისპირული სამხედრო ფორმა და მიმაჩნია, რომ ძალიან მოსახერხებელია იმ დივერსიული-სადაზვერვო ოპერაციების ჩასატარებლად, რომლებშიც ვმონაწილეობ.

_ მართლა არის პრინციპული განსხვავება? მოხალისეები ხშირად თვითონ აღიჭურვავენ ხოლმე თავიანთ თავს. ფუნდამენტური განსხვავებაა _ ნატოს ამუნიციით აღიჭურვები თუ სამამულოთი?

_ ფრონტზე ყველაფერს იყენებ, რაც მოსახერხებელია, რადგან იარაღიც კი, საზოგადოდ, შენი სხეულის ნაწილია. მასთან ერთად ცხოვრობ, მასთან იძინებ. უნდა აირჩიოთ ის, რაც თქვენთვის საუკეთესოა ერგონომიკის თვალსაზრისით და იმ საბრძოლო ამოცანების გადასაჭრელად, რომელთა წინაშეც დგახარ. რა თქმა უნდა, გვაქვს ნადავლიც. მოხალისეებს ბევრი ნადავლი იარაღი აქვთ. ჩვენ მათ ხანდახან ვხმარობთ, მაგრამ, ძირითადად, რა თქმა უნდა, მაინც რუსულს ვიყენებთ, რადგან, ვიმეორებ, უაღრესად მნიშვნელოვანია გქონდეს ისეთი იარაღი, რომლის შეკეთება, შეცვლა და გამოყენება შეიძლება… საბრძოლო მასალის მხრივ. ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი უნდა იყოს და ეს მხოლოდ რუსულია.

_ თვითონ ბიჭები, რომლებიც ახლა წინა ხაზზე არიან, რას ამბობენ?

_ თუ ვსაუბრობთ ჩემი კონტაქტების წრეზე, მაშინ ესენი არიან მოხალისეები და ჩვენი ტერიტორიული ბატალიონები _ დონეცკისა და ლუგანსკის. მათ აქვთ უდიდესი მოტივაცია, რადგან იცავენ თავიანთ მიწას, დაკარგეს მეგობრები, მათი ოჯახები ცეცხლის ქვეშ არიან. ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები სულ სხვა ამბავია. ვესაუბრე ჩვენს წვევამდელებსაც, მობილიზებულებს. სწორი ორგანიზების შემთხვევაში ისინიც კოლოსალური ძალაა. ვფიქრობ, ჩვენი არმია ნამდვილად მოტივირებულია, აქ პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ ადრე… ეს ხდებოდა, როგორც დიდი სამამულო ომის პირველ კვირებში, როცა გვეგონა, რომ ეს იყო მოძმე გერმანია, მუშათა კლასი მუშტს მოიქნევდა იმპერიალიზმის წინააღმდეგ და ყველაფერი დამთავრდებოდა. ასე გვეჩვენებოდა ახლაც: რომ იქ იყვნენ ძმები, დები და .. ამჟამად არც დონეცკში და არც ლუგანსკში ასე აღარ ფიქრობენ. ისინი მათ ძმებად აღარ თვლიან. ისინი ჩვენ ყოველთვის მტრად გვთვლიდნენ, მაგრამ ჩვენ მაინც ძმებად მივიჩნევდით. ახლა ეს ყველაფერი შეწყდა.

_ ჩვენი აღქმა საერთოდ უნდა შეიცვალოს?

_ იცით, დონეცკელებისა და ლუგანსკელებისთვის, რა თქმა უნდა, უსიამოვნო მომენტი იყო, იმ ხუთასი “უკლონისტის” (ამ შემთხვევაში _ სამხედრო სამსახურიდან თავის ამრიდებელი _ გ.გ.) სამარცხვინო გაქცევა საქართველოში, ყაზახეთში. თუ ჩვენ გვქონდა დისკუსია ამ თემაზე, გავარკვიეთ, რატომ გარბოდა ეს ხალხი და ვიპოვეთ მათი საქციელის გონივრული ახსნა _ დონეცკისა და ლუგანსკის მცხოვრებლებისთვის ეს ყველაფერი ამაზრზენია. და ჩემი ბევრი ამხანაგი (გარკვეული თვალსაზრისით, მე თავს უკვე დონეცკელად მივიჩნევ) მეუბნებოდა: ჩვენ რუსები ვართ, იქ კი “რუსეთელები” არიანო. უცნაური წყალგამყოფია, მაგრამ ეს აქამდე არასდროს მითქვამს: ისინი, სამწუხაროდ, “რუსეთელებად” გვთვლიან და ამაში კარგ აზრს არ დებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ჩვენ შორის ბევრია მოღალატე და გამყიდველი. ვერ ხვდებიან, რატომ არის აქ სალუტები, რატომ აწყობენ ფოიერვერკებს, ზეიმობენ დღესასწაულებს და ასე შემდეგ, იქ კი რუსეთია. მათ სისხლით დაამტკიცეს, რომ რუსეთი ისინი არიან  და ამ განსხვავებას ხედავენ.

სანამ ზურგი გვექნება, აქ ყველა _ მოსკოვი, სანქტპეტერბურგი და .. _ ვიცხოვრებთ განსხვავებული ცხოვრებით ჩვენი თანამემამულეებისგან, რომლებიც ცხოვრობენ მტრის გვერდით. ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ, რომ ეს რეალურად ასეთი ეგზისტენციური არჩევანია, იმიტომ, რომ, თუ ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ, შევწყვეტთ არსებობას. ჩვენ უბრალოდ, გაგვსრესენ. რაც ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს, ეს არის  შეხვედრები, რომლებსაც ახლა ვატარებ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან. მე ვხედავ, რომ კაცები სრული პროგრამით არიან ჩართულები და ახლა ჩვენ უნდა გადავაგოროთ ზამთარი, გავძლოთ, გავჩერდეთ და უკვე გაზაფხულზე დიდი მოცულობით გვექნება მაღალი სიზუსტის თანამედროვე იარაღი. და ვეცდები ამ გრადუსის მხარდაჭერა ბიჭებს გადავცე _ ახლა, რამდენიმე დღეში, ისევ ვბრუნდები და მე ვეტყვი მათ, რომ აქ ყველა “რუსეთელი” არ არის, რუსებიც არიან.

როგორ ფიქრობთ, უფრო რეალისტურია, რომ იქ ეს განსხვავება აღარ იგრძნობოდეს, თუ უფრო სავარაუდოა, რომ ეს აქ უფრო გამოვა? ან ზურგმა უნდა დაიწყოს იმის გაცნობიერება, რა ხდება სინამდვილეში და როგორ, ან დონეცკში ყველაფერი დაწყნარდეს და იქ ისე დაიწყონ ცხოვრება, როგორც პეტერბურგსა და მოსკოვში

_ იქ ეს მალე არ მოხდება. იმისთვის, რომ წყალი მოვიდეს, ნორმალური ცხოვრება დაიწყოს და, რაც მთავარია, დაბომბვა შეჩერდეს, მტერი უნდა განვდევნოთ იმაზე უფრო შორს,Mსადამდეც შეუძლია მოქმედება ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს ან, ვთქვათ, შორი მოქმედების არტილერიას და .. წინ ძალიან მძიმე და დიდი სამუშაოა, დიდი სისხლიანი შრომა, ამიტომ იმის თქმა, რომ ეს მალე მოხდება… არა, მალე არ მოხდება. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ არ ვებრძვით 40-მილიონიან უკრაინას, სადაც თითქმის ყველა რუსი აქტივისტი დახვრიტეს, მოკლეს და დააპატიმრეს. რამდენიმე წლის განმავლობაში რეპრესიებს მიზანმიმართულად ახორციელებდნენ. ყველაფერი, რაც ჩვენია, გაანადგურეს, ადამიანები დააშინეს. ეს არ ნიშნავს, რომ იქითა მხარეს ყველა ჩვენი მტერია. რა თქმა უნდა, არის დიდი რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც ჩვენი ხალხია, მაგრამ ისინი დატერორებულნი არიან. იქ კოლოსალური პროპაგანდაა. დონეცკში რამდენიმეჯერ ჩავრთე ტელევიზორი, იქ აჩვენებენ უკრაინული არხებს. წარმოგიდგენიათ, რა იღვრება ამ არხებიდან?  ჩვენი გამარჯვებიდან საკმაოდ ბევრი წელი გავა, სანამ შევძლებთ ამ მოსახლეობის სრული ლოიალობის უზრუნველყოფას, რომელსაც რუსეთის საწინააღმდეგო პროპაგანდით ურეცხავენ ტვინებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი. დენაციფიკაცია არ არის ფაშისტების ფიზიკური განადგურება. დენაციფიკაცია იმ უზარმაზარი სივრცის აღდგენის ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც დღეს უკრაინა ეწოდება, სინამდვილეში კი ანტირუსეთია. ეს რუსეთმა უნდა გააკეთოს.

_ ცოტა ხნის წინათ ჩვენს საინფორმაციო სივრცეში გაჩნდა ცნებამოლაპარაკებები”. როგორ ფიქრობთ, ეს მოლაპარაკებები რომელ საკითხებზე უნდა გაიმართოს? ის დონეცკელი და ლუგანსკელი რუსები, რომლებზეც თქვენ ისაუბრეთ, როგორ აღიქვამენ ამ მოლაპარაკებებს?

_ იძაბებიან ყოველ ცნობაზე რაღაც მოლაპარაკებების შესახებ. ეს მოლაპარაკებები უკვე ბევრი იყო და როგორ დასრულდა ისინი? _ ჩვენი შეიარაღებული ძალების ე.წ. გადაჯგუფებით. ეს ცუდი ამბავია. ასე ვიტყვი: ჩემი აზრით (რადგან ახლა იქ უფრო ვარ, ვიდრე აქ), მოლაპარაკება შეიძლება მხოლოდ ერთ რამეზე _ კაპიტულაციის ფორმაზე.

ყველა ჩვენს განცხადებას მოლაპარაკებების შესახებ, რომ აღარაფერი ვთქვათ მათი წარმართვის მცდელობებზე, მეორე მხარე ჩვენი სისუსტის გამოვლენად განიხილავს. დაუშვებელია საკუთარი სისუსტის ჩვენება, ამიტომ შეიძლება, ჩვენს ზოგიერთ ოლიგარქს მოუნდეს ამ საქმის სასწრაფოდ ჩაფარცხვა და მოუწიოს თავისი უკანალისა და კაპიტალის გადარჩენა, რადგან თავიანთი შვილების შესანახად, რომლებიც აქამდე ლონდონში იმყოფებიან, აღარაფერი დარჩებათ.  მინდა ვთქვა, რომ ასეთია ჩვენი მოსახლეობის მხოლოდ  0,001%. მთელმა ჩვენმა ქვეყანამ უნდა გააცნობიეროს, რომ ასეთ, გაცილებით ძლიერ მტერთან (და მტერი ჩვენზე ძლიერი რომ არის, უნდა ვაღიაროთ) რაიმე სახის შერიგება გამოიწვევს ჩვენი ქვეყნის დეგრადაციას, ამიტომ ცხვირიდან სისხლის ფასად უნდა მივაღწიოთ მნიშვნელოვან სამხედრო შედეგებს…

შემდეგ შეიძლება იყოს გარკვეული დროებითი ქმედებები, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიტყვი: გამარჯვება მოვა მხოლოდ მაშინ, როცა ფიზიკურად გავანადგურებთ ჩვენი ქვეყნის არსებობისთვის შექმნილ  საფრთხეს. მე აქ ვარ, თუმცა არ ვარ ტურბოპატრიოტი, არც ურაპატრიოტი, უბრალოდ, იმას ვამბობ, რაც კარგად ვიცი, რასაც იქ მივხვდი, რასაც აქ ვსწავლობდი. ან ჩვენ, ან ისინი. სხვა ვარიანტი არ არსებობს. ძალიან დიდი თავშეკავებითა და ღირსებით უნდა ვიმოქმედოთ. რაც მთავარია, მთელი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს ფრონტის გაჯერებისკენ საბრძოლო მასალებით, თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით. შესაბამისად, ინტერფეისები უნდა იყოს ყველა საკომუნიკაციო საშუალებას შორის, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებს შორის, დაზვერვის საშუალებებს შორის და არა 5 კილომეტრზე, როგორც უპილოტო საფრენი აპარატები  გვაძლევენ, არამედ ჩვენი მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენების მთელ სიღრმეზე. ეს არის ის, რაც ახლა უნდა გაკეთდეს.

_ მაგრამ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება.

_ გამარჯვება, რა თქმა უნდა, ჩვენი იქნება, აუცილებლად!.. ან ჩვენ აღარ ვიქნებით.

 გიორგი გაჩეჩილაძე 

https://russian.rt.com/russia/article/1081129-rogozin-voennye-sovetniki-razrabotki-svo

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here