Home ახალი ამბები საქართველო ზაალ ანჯაფარიძე: „დეოლიგარქიზაციის“ თემა ევროპარლამენტის რეზოლუციაში პირდაპირ გაიგივებულია ივანიშვილთან და ხელს უშლის,...

ზაალ ანჯაფარიძე: „დეოლიგარქიზაციის“ თემა ევროპარლამენტის რეზოლუციაში პირდაპირ გაიგივებულია ივანიშვილთან და ხელს უშლის, შვეიცარული ბანკისგან მიიღოს კუთვნილი თანხა, რომელიც მოპარეს და ახლა რეზოლუციას იშველიებენ

38

„დეოლიგარქიზაციის“ თემა ევროპარლამენტის რეზოლუციაში პირდაპირ გაიგივებულია ბიძინა ივანიშვილთან და ხელს უშლის მას შვეიცარული ბანკისგან მიიღოს მისი კუთვნილი თანხა, რომელიც მას უბრალოდ მოპარეს და ახლა სწორედ ევროპარლამენტის ამ რეზოლუციას იშველიებენ, რომ თანხის დაბრუნება გაწელონ – ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

ზაალ ანჯაფარიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ წერილს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამისთვის რამდენიმე სერიოზული მიზეზი დაგროვდა – მათ შორის ის პრობლემები, რაც ევროპარლამენტის 9 ივნისის ყბადაღებულმა რეზოლუციამ შექმნა.

მისი თქმით, საქართველოს საზოგადოებაში გაჩნდა და გაძლიერდა ევროსკეპტიკური განწყობები რეზოლუციის სრულიად უსამართლო და ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი შეფასებების გამო. შესაბამისად, სრულიად ლოგიკურია, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მონიჭებამდე, ევროკომისიამ გასცეს მკაფიო პასუხები წერილში დაფიქსირებულ კითხვებს.

„დღეს რამდენჯერმე დამისვეს კითხვა, რით იყო გამოწვეული ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილი პრემიერ ღარიბაშვილის წერილი. ამისთვის რამდენიმე სერიოზული მიზეზი დაგროვდა – მათ შორის ის პრობლემები, რაც ევროპარლამენტის 9 ივნისის ყბადაღებულმა რეზოლუციამ შექმნა. კერძოდ, საქართველოს საზოგადოებაში გაჩნდა და გაძლიერდა ევროსკეპტიკური განწყობები რეზოლუციის სრულიად უსამართლო და ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი შეფასებების გამო. შესაბამისად, სრულიად ლოგიკურია, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მონიჭებამდე, ევროკომისიამ გასცეს მკაფიო პასუხები წერილში დაფიქსირებულ კითხვებს.
ეს საჭიროა თუნდაც იმისთვის, რომ შემდეგ არ გაჩნდეს ორაზროვანი და განსხვავებული შეფასებები, ქვეყნის არაფორმალურ მმართველობაზე, რასაც იგივე ევროპარლამენტის რეზოლუცია აბრალებს საქართველოს და ფაქტიურად ამით აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ამავე საკითხთან პირდაპირ ბმაშია, „დეოლიგარქიზაციის“ თემაც, რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციაში პირდაპირ გაიგივებულია ბიძინა ივანიშვილთან და ხელს უშლის მას შვეიცარული ბანკისგან მიიღოს მისი კუთვნილი თანხა, რომელიც მას უბრალოდ მოპარეს და ახლა სწორედ ევროპარლამენტის ამ რეზოლუციას იშველიებენ, რომ თანხის დაბრუნება გაწელონ. წესით ევროკომისიამ რეალისტურად და რაც მთავარია სტრატეგიული კუთხით უნდა შეაფასოს ეს წერილი და ადექვატური რეაგირება მოახდინოს“ – წერს ანალიტიკოსი Facebook-ზე.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here