Home ახალი ამბები საქართველო ყველას ბრძოლა ერთის წინააღმდეგ

ყველას ბრძოლა ერთის წინააღმდეგ

325

მას შემდეგ, რაც ფრანგი ჟურნალისტების დამოუკიდებელი გამოძიების შედეგად დამტკიცდა, რომ ტრაგედია ბუჩაში ბანდერელ ფაშისტთა მიერ დადგმული სპექტაკლი იყო, ვიფიქრე, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე .. საინფორმაციო ომი უკრაინის ერთხელ და სამუდამოდ მარცხით დასრულდა. აქედან გამომდინარე, თუ ბოლო ხანს უკრაინელი ნაციონალისტების შეიარაღებული ძალების კონტრშეტევაზე გადასვლა, სოფელქალაქთა ზედიზედ დაბრუნება და ყველგან ფაშისტური დროშების დემონსტრაციულად აღმართვაც მორიგი ფეიკი არ არის და ოდნავ მაინც ასახავს სინამდვილეს, მაშინ დიდი შექსპირის ჰამლეტს შევაწუხებ:  „რაღაც დამპალა დანიის სამეფოში!“

ერთადერთი იმედი, რომ „ისე არა წვიმს, როგორცა ჰქუხს“, ისევ უკრაინის კლოუნი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკია, რომელიც ტრადიციულად ყოველ საღამოს უკრაინის მოსახლეობას ტელეანგარიშს (თუ ასე თქმა უპრიანია) აბარებს რუსებისგან გაწმენდილი და, შესაბამისად, კიევის კონტროლქვეშ გადასული სოფლებისა და პატარა ქალაქების რაოდენობის შესახებ…

ხომ არაფერს გაგონებთ ეს ბოლო პასაჟი?..  ხო, ხო, როგორ შეიძლება არ გაგახსენდეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მიხეილ სააკაშვლის ბაქიბუქი: ავიღეთ ცხინვალი, ვაკონტროლებთ „ამას და იმას“, ჩამოვაგდეთ “ამდენი”  თვითმფრინავი და ა.შ. ამ ავანტურის შედეგად ისედაც დიდი ხნის წინათ დე ფაქტო დაკარგული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი (ამის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ „სტრატეგიული მოკავშირე“ ანგლოსაქსები ჩვენს ოს და აფხაზ ძმებთან ერთი-ერთზე, მოწმის (აშშ-ის) გარეშე, საუბრის უფლებას არ აძლევდნენ საქართველოს ყველა ხელისუფლებას) დე იურედაც დავკარგეთ. პლუს ახალგორი, კოდორის ხეობა და 150-ზე მეტი ძირძველი ქართული სოფელი, რომლებსაც ცხვირით მიწის თხრით დაღლილმა სააკაშვილმა ქვების გროვა უწოდა. მაგრამ ყველაზე დიდი იმედი ბუკა პეტრიაშვილმა ჩამისახა, რომელიც წინამდებარე წერილზე მუშაობისას “ტვ პირველის” ეთერიდან ლამის, როგორც სამხედრო (პოლიტიკური თავისთავად) ექსპერტი, ისე „წამომეწია“ _ ბუკა ისეთი თავდაჯერებით ლაპარაკობდა რუსეთის გარდაუვალ მარცხზე და, შესაბამისად, ბანდერელთა გამარჯვებაზე, პუტინის გარემოცვაში ბზარების გაჩენაზე, რომ იფიქრებდით, უჩინმაჩინის ქუდით რუსეთის გენშტაბის საიდუმლო თათბირებს ესწრებაო. თუმცა, ყოველგვარი ირონიის გარეშე, მართლაც დიდი იმედი ჩამისახა, ჩემმა მეზობელმა, ძირძველმა თბილისელმა სომეხმა, რომელიც ახლახან დაბრუნდა მშობლიურ თბილისში და მაცნობა, რომ „დანიის სამეფოში“ არეულობების შესახებ საუბრები, რბილად რომ ვთქვათ, გადაჭარბებულია _ რუსეთის მოსახლეობის 70-75% მტკიცედ უჭერს მხარს ვლადიმერ პუტინს…

რუსეთმა გაანადგურა ფაშისტური გერმანია, რომელსაც, ფარულად თუ აშკარად, გარკვეულ დრომდე, მთელი ე.წ. ცივილიზებული დასავლეთი ეხმარებოდა, და ფაშიზმზე გამარჯვებული ქვეყნის ბანდერელებთან დამარცხება ყოვლად შეუძლებელია.

ეს „გარკვეული დრო“ მაშინ დადგა, როდესაც სტალინის გენიამ ჯერ სტალინგრადში და ბოლოს კურსკში ხერხემალში გადატეხა თავის დროზე დაუმარცხებელი ვერმახტი. ამან ანგლოსაქსებს დაანახვა, რომ სტალინი მათ გარეშეც ბოლოს მოუღებდა ჰიტლერს და, საბჭოთა კავშირმა ემანდ, მთელი ევროპა არ გააწითლოსო, 1944 წლის 6 ივნისს, ანუ როდესაც 1945 წლის 9 მაისამდე რამდენიმე თვეღა რჩებოდა, ანგლოსაქსებმა საფრანგეთის სანაპიროზე, ნორმანდიაში, დესანტის გადასხმით გახსნეს მეორე ფრონტი… მინდა, საზოგადოებას შევახსენო რუსეთსა და უკრაინას (წაიკითხე, აშშ) შორის ომის დააწყისი  2014 წელს, როდესაც მოხალისეებმა დონეცკიდან და ლუგანსკიდან რამდენიმე ათასი ბანდერელი ე.წ. დებალცევოს ქვაბში, ანუ ისეთ ალყაში მოაქციეს, რომ კაცი კი არა, ჩიტიც ვერ გადმოფრინდებოდა. მოკლედ, უკრაინელ ნაციონალისტებს სრული განადგურება ელოდათ, რომ არა დასავლეთის ჩარევა და ვლადიმერ პუტინის გულჩვილობა.  დიახ, გულჩვილობა, რადგან ომი ომია და იმის მაგივრად, რომ დებალცევოს ალყაში მოქცეულები ფიზიკურად გაენადგურებინათ, დასავლეთის ლიდერებმა რუსეთთან შეთანხმებით მიიღეს ე.წ. მინსკის შეთანხმება, რომლის არც ერთი პუნქტი კიევს არ შეუსრულებია, მიუხედავად იმისა, რომ ამ შეთანხმებას ხელს აწერდნენ რუსეთის, უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის პირველი პირები.  თუ კიევი მინსკის ფორმატს აქამდე ასე თუ ისე აღიარებდა, უკრაინის კლოუნმა პრეზიდენტმა საერთოდ უარი თქვა მინსკში ხელმოწერილი დოკუმენტის შესრულებაზე. ამაზე დასავლეთს ხმა არ ამოუღია და სწორედ დასავლეთის იმჟამინდელი დუმილის შედეგია ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება…

მთელი დასავლეთი და, პირველ რიგში, აშშ გულუხვად ამარაგებს ზელენსკის ფულითა და იარაღით (თუმცა არა იმ კლასისა და ძალის, რომელიც პუტინს აქვს), მაგრამ ჯერ არ გამოუყენებია. დასავლეთი იბრძვის მსოფლიოს ლგბტზაციისთვის, ანუ ღმერთის წინააღმდეგ, რუსეთი კი მართლმადიდებელი იმპერიაა, ძალა, რომელიც იცავს იმას, რასაც ებრძვის ზნედაცემული დასავლეთი: რწმენას, ტრადიციებს, ოჯახის ინსტიტუტსერთი სიტყვით, ყველაფერს, რაც უფლის ნებით შეიქმნა. აქედან გამომდინარე, რუსებს აქვთ ყველაზე მძლავრი იარაღი _ სიმართლე

ამას წინათ ვლადივოსტოკში გამართულ აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე  პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ბუნებრივი აირით დაწყებული და ნავთობით დამთავრებული, ყოველივე რუსულის ექსპორტზე ამბობს უარს. დასავლელმა ნეოლიბერასტებმა უკვე ატეხეს გნიასი, რომ ეს არაჰუმანური აქტია, რომელიღაც კონვენციის დარღვევაა და ა.შ. რუსეთი შიმშილით, მით უმეტეს, სიცივით არ მოკვდება. ომი ომია და მტერთან ბრძოლაში ყველა სახეობის იარაღის გამოყენება, თუნდაც პოლიტიკურეკონომიკურისა, დასაშვებია და პუტინის ლოგიკური განცხადებით აღშფოთებულ კოლექტიური დასავლეთისჰუმანისტებსმივმართავ: ბატონებო და ქალბატონებოარა, ქალად გადაკეთებულო კაცებო ან პირიქით, მოკლედ, ლგბტ პირებო, ყველას (წაიკითხე, კოლექტიური დასავლეთი) ბრძოლა ერთის (რუსეთი) წინააღმდეგ ჰუმანურია?

„უსამართლობაა, რომ მსოფლიო წიაღისეულის 40% ერთი ქვეყნის, რუსეთის, საკუთრებაა,“ _ განაცხადა აშშ-ის 64-ე სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაიტმა.

აი, ეს არის რუსეთის ერთადერთი „დანაშაული“ და ანგლოსაქსების მუცლის გვრემის მთავარი მიზეზი, მაგრამ, როგორც პუტინმა თქვა თავის დროზე, არც კი იოცნებოთ ამ სიმდიდრის თუნდაც მცირე ნაწილის დაუფლებაზე…

დავით მხეიძე

P.S. ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკვე დაიწყო საპროტესტო გამოსვლები პროდუქტებსა და ენერგომატარებლებზე ფასების შემცირებისა და მილსადენ “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის ამუშავების მოთხოვნით. ასეთი ქვეყნების რაოდენობა კიდევ  მოიმატებს, როდესაც სცენაზე გენერალი ზამთარი გამოვა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here