Home ახალი ამბები მსოფლიო ყველაფერი ნოტების მიხედვით!

ყველაფერი ნოტების მიხედვით!

72

ჩინეთის პარლამენტის ყოველწლიურ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთს ომისთვის ამზადებს. ამ ინფორმაციას გამოცემა Foreign Affairs-ზე დაყრდნობით  ავრცელებს  ტელეგრამარხი „Миха Анархист Чаплыга“. 

სი ძინპინმა  ოთხ სხვადასხვა  გამოსვლისას ისაუბრა ომისთვის მზადყოფნაზე და ერთ-ერთ მათგანში მან თავის გენერლებს უთხრა, რომ „მამაცურად იბრძოლონ“. მისმა მთავრობამ ასევე განაცხადა ჩინეთის თავდაცვის ბიუჯეტის 7,2%-იანი ზრდის შესახებ, რომელიც გაორმაგდა გასულ ათწლეულში, აგრეთვე,  გეგმაზე, რომ ქვეყანა ნაკლებად იყოს დამოკიდებული მარცვლეულის  იმპორტზე.

ამასობაში:

„ჩინეთის არმია მზად არის რუსეთის არმიასთან ერთად ძალისხმევა არ დაიშუროს, რათა სრულად განახორციელონ ორი ქვეყნის ლიდერების მიერ მიღწეული კონსენსუსი  სტრატეგიული კოორდინაციისა და კომუნიკაციის შემდგომი გაძლიერების მიზნით“, – განაცხადა  ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა  ტან კეფეიმ.

და ტორტზე  ალუბალი:

The Washington Times: რუსეთი და ჩინეთი ქმნიან  ახალ მსოფლიო წესრიგს, რომელშიც ადგილი არ არის შეერთებული შტატებისთვის.

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეუძლია დააჩქაროს ახალი მსოფლიო წესრიგის აღმოცენება, რომელსაც რუსეთი ჩინეთთან ერთად ქმნის. ორივე ზესახელმწიფო  ერთობლივად იბრძვის მსოფლიო ბატონობისთვის შეერთებული შტატების გარეშე. თუ ეს ორი ზესახელმწიფო  მიაღწევს დასახულ  მიზნებს, მაშინ ამერიკის შეერთებული შტატები არა მხოლოდ ვერ დაჯდება მაგიდის სათავეში, არამედ მისთვის ადგილი  ბოლოშიც აღარ იქნება…

ჩინეთი  აშშ-ს ასუსტებს იმითაც, რომ მეგობრობას სთავაზობს იმ  ქვეყნებს, რომლებიც ადრე უარყო აშშ-მა. კერძოდ, პეკინმა იპოვა მიდგომები საუდის არაბეთთან -ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ  მნიშვნელოვან ქვეყანასთან.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ

https://uk.tgstat.com/channel/@MihaAnarchyst/10241

                                                                     

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here