Home ახალი ამბები მსოფლიო “ხერსონის დატოვებით რუსეთს უკრაინის შეიარაღებული ძალები შეჰყავს ხაფანგში, რომლიდანაც ისინი ვერ გამოვლენ”

“ხერსონის დატოვებით რუსეთს უკრაინის შეიარაღებული ძალები შეჰყავს ხაფანგში, რომლიდანაც ისინი ვერ გამოვლენ”

“ხერსონის დატოვება ჩვენი ბოლო უკან დახევა იქნება. ამის შემდეგ წინ წავალთ”

323

ხერსონის დატოვების შემდეგ რუსეთმა კიევის რეჟიმს შეუქმნა ისეთი ვითარება, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურების შედეგად გამოწვეული ეკოლოგიური კატასტროფა მათ დივიდენდებს ვერ მოუტონს, მხოლოდ პრობლემებს შეუქმნის. ახლა ჩვენ ძალების კონცენტრირებას ვახდენთ ზაპოროჟიეს ოლქის ჩრდილოეთით და დონბასში. შემდგ კი შევძლებთ სხვა შეტევითი მოქმედებების განხორციელებას, მათ შორის ბელარუსის მიმართულებიდან. ასე რომ, “უკრაინელები, სჯობს, მოემზადონ”, _ ამბობს დსთის ქვეყნების ინსტიტუტის სამხედრო ექსპერტი ვლადიმერ ევსეევი ინტერვიუში, რომელიც მას  ukraina.ru ჟურნალისტმა კირილე კურბატოვმა ჩამოართვა.

მანამდე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ და უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალების გაერთიანებული დაჯგუფების სარდალმა სერგეი სუროვიკინმა გადაწყვიტეს, ხერსონის მიმართულების თავდაცვითი პოზიციები დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადაეტანათ. ეს გადაწყვეტილება მოწინააღმდეგის მხრიდან კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების განზრახვისა და რუსეთის სამხედრო დაჯგუფების მომარაგებაში შექმნილი სირთულეების გამო მიიღეს. რუსეთის ჯარები საინჟინრო თვალსაზრისით მომზადებულ თავდაცვით პოზიციებს დაიკავებენ.

_ ვლადიმერ ვალერის ძევ, არის თუ არა ეს რაღაც ეშმაკური გეგმა

_ რა თქმა უნდა, არა. ბევრი გეგმაა, მაგრამ ვითარებამ ხელი შეუშალა მათ განხორციელებას. ჩვენ ვერ შევძელით კახოვსკის ჰესის საგდულების ბოლომდე დაცვა. თვით სადგურის განადგურება შეუძლებელია, მაგრამ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პირდაპირ საგდულებს დაარტყეს და, შედეგად, ერთი დააზიანეს, დატბორვის საფრთხე შეიქმნა. ამ ვითარებაში შეგვეძლო უკან არ დაგვეხია, მაგრამ იმის გამო, რომ დატბორვის საფრთხე არსებობდა, ჩვენი დაჯგუფება შეიძლებოდა კომუნიკაციების გარეშე დარჩენილიყო. ამ შემთხვევაში ისინი (60-დან 70 ათასამდე არიან) მთელი ძალით შემოგვიტევდნენ, ამიტომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. ყველასთვის ძალიან მტკივნეულია. მაწუხებს ეს და სტრემოუსოვის (ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის მოადგილე _ ლ.მ.) სიკვდილი. რთული დღეა, მაგრამ მე ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ. ჯერ ერთი, ჩვენ მოვახერხეთ 100 ათასზე მეტი მცხოვრების გაყვანა. მეორეც, უკრაინის შეიარაღებული ძალები დნეპრის ფორსირებას ვერ შეძლებენ. რეზნიკოვებს შეუძლიათ, ის იყბედონ, რაც მოესურვებათ, მაგრამ ეს შეუძლებელია. შესაბამისად, მოწინააღმდეგე ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. იქ ღია ადგილია, ჩვენ კომუნიკაციებს დავარტყამთ და, თუ შემოგვიტევენ, ძალიან დაზარალდებიან.

_ მაშ, რატომჩაერია ვითარებაამ გეგმაში?

_ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ზალუჟნის შეტევა არ სურდა. ნებისმიერ ფასად შეტევა ეწინააღმდეგებოდა მის პრინციპებს, მაგრამ ამერიკელი და ბრიტანელი მრჩევლები დაჟინებით მოითხოვდნენ და მან ფართომასშტაბიანი შეტევის, ჰიდროელექტროსადგურის საგდულების განადგურებისა და დატბორვის ბრძანება გასცა. ჩვენებმა იცოდნენ ამის შესახებ. ეს გადაწყვეტილება ახლა მიიღეს, რადგან, სად გადის ფრონტის ხაზი, ამერიკელი ამომრჩევლის პოზიციაზე არ მოქმედებს. ამჟამად უკრაინა ჩვენზე მეტად არის დაინტერესებული, რომ არ მოხდეს წყლის გადინება, რადგან ისინიც დატბორვის ზონაში აღმოჩნდებიან. ჩვენ შეგვიძლია გავანადგუროთ გადასასვლელები, თუ ისინი მოამზადებენ მათ. ჩვენ იქ საკმარისი ძალები გვყავს მტრისთვის ცეცხლის გასახსნელად. ვიმეორებ: დნეპრის ფორსირება ვერ მოხდება. ეს სრული სისულელეა. თუ ჰიდროელექტროსადგური დაინგრევა, ჩვენზე მეტად შეეშინდებათ, რომ შეტევის მცდელობისას მათ დაჯგუფებას გზა მოეჭრება. ახლა ისინი დაინტერესებულნი არ არიან ჰესის კასკადის დანგრევითცუდია, რომ პლაცდარმს ვკარგავთ. სამწუხაროა, რომ ტერიტორიას ვკარგავთ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს კრიტიკული ვითარებაა. და, თუ ახლა ბელარუსიდან დაარტყამენ, რას გააკეთებენ? შეძლებენ თუ არა ისინი ძალების გამოთავისუფლებას ამ ტერიტორიის დასაცავად? ახლა ჩვენ შეგვიძლია, ადვილად გავიდეთ დნეპრზე, დავიკავოთ ყველა სხვა ტერიტორია, მათ შორის ზაპოროჟიე. ვიმეორებ: რაც მოხდა, ცუდია, მაგრამ ეს განპირობებული იყო კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის ერთერთი საგდულის დანგრევით. ჩვენ გადავარჩინეთ ხალხი. ეს რთული გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს არ არის სტრატეგიული მარცხი. სტრატეგიული დამარცხება იქნებოდა, თუ ჩვენს დაჯგუფებას ალყაში მოაქცევდნენ და ადამიანების უზარმაზარ რაოდენობას დავკარგავდით, მოწინააღმდეგემ კი მხოლოდ ოქტომბერში 12 ათასი გაწვრთნილი მებრძოლი დაკარგა.

_ ფიქრობთ, რომ ასეთი დიდი დანაკარგები აქვთ?

_ ცოტაც რომ იყოს, მაინც ბევრია. უკრაინას ახლა საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება სურს. ეს მათ ამინდს ვერ შეუქმნის, რადგან ეს საყოველთაო გაწვევა გაცილებით უარესი ხარისხის იქნება და რუსეთიც არ მისცემს მათ მობილიზაციის მშვიდად ჩატარების საშუალებას. დარტყმები განხორციელდება ენერგოობიექტებზე. უახლოეს თვეში მათი ინფრასტრუქტურა განადგურდება. უკრაინის ენერგეტიკული სისტემა დაიშლება დაახლოებით ხუთ კლასტერად, რადგან მწყობრიდან გამოვა 750 კვ-ის ქვესადგურები, რომლებიც უზრუნველყოფენ ელექტროენერგიის ნაკადების განაწილებას. რეჟიმი იძულებული იქნება, მხოლოდ კიევიდან და კიევის ოლქიდან 3 მლნ ადამიანის ევაკუაცია მოახდინოს. და რას მოუხერხებენ ხარკოვს? სად წაიყვანენ მოსახლეობის ამხელა მასას? მათი საინფორმაციო გამარჯვება, რომელსაც ახლა გააბუქებენ, უზრუნველყოფილი იქნება არა იმდენად ჩვენი სისუსტით, რამდენადაც კიევის რეჟიმის უპრინციპობითა და დანაშაულებრივი ხასიათით. ისინი მზად არიან, გაიმარჯვონ ნებისმიერ ფასად, მიუხედავად მსხვერპლისა, მოაწყონ ეკოლოგიური კატასტროფა, ოღონდაც ძალაუფლება შეინარჩუნონ. კიევის დანაშაულებრივი რეჟიმის, ამერიკელების, ბრიტანელებისა და პოლონელების გამო, იძულებული შევიქენით, გადაგვედგა ეს ნაბიჯი. აი ვინ უნდა გასამართლდეს საერთაშორისო ტრიბუნალზე.

_ ჩემ შეცბუნებას იწვევს ის, რომ ჩვენ თითქოს გვეშინია ამ დანაშაულებისა და  მტრების უპრინციპობის

  _ არ გვეშინია. ჩვენ, უბრალოდ, შევქმენით ისეთი ვითარება, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურებით გამოწვეული ეკოლოგიური კატასტროფიდან ისინი დივიდენდებს ვერ მიიღებენ, მხოლოდ პრობლემები შეექმნებათ. ვფიქრობ, სალივანს, უშაკოვსა და პატრუშევს შორის მოლაპარაკების მთავარი თემა იყო შემდეგი: იმის საპასუხოდ, რომ რუსეთი შეერთებულ შტატებზე ბირთვული დარტყმის გარანტიას იძლეოდა, ვაშინგტონი იძულებული შეიქნა, გარანტია გაეცა, რომ ბინძური ატომური ბომბი არ იქნებოდა გამოყენებული უკრაინის ტერიტორიაზე. კიევის რეჟიმის დანაშაულებს საზღვარი არ აქვს. ისინი მზად არიან, ააფეთქონ კიევი და დაასნებოვნონ ის რადიაციით, ოღონდ მოსკოვს ავნონ, ამიტომ იძულებული ვიყავით, ასეთი გადაწყვეტილებები მიგვეღო.

_ ხერსონის დატოვება დაგვეხმარება დონბასზე კონცენტრირებაში? რა მოხდება, თუ მტერიც იქ მოუყრის თავს დიდ ძალებს?

_ ახლა ჩვენთვის ძირითად საფრთხეს წარმოადგენს არა დონბასი, არამედ ზაპოროჟიეს ოლქის ჩრდილოეთი. იქ უკრაინელთა შეტევა შესაძლებელია მას შემდეგ, რაც დნეპრზე გავლენ. გამოდის, რომ ჩვენ ხერსონის ოლქის ტერიტორიის ნაწილის დატოვებით გადავარჩენთ მელიტოპოლსა და ენერგოდარს. ახლა ამ მიმართულებით უკრაინელთა ეფექტიანი შეტევა შეუძლებელია. როგორც ჩანს, დონბასში ჯარების რაოდენობა გაიზრდება. ეს საშუალებას მოგვცემს, უფრო სწრაფად ჩავატაროთ შეტევითი ოპერაციები. ჩვენ კონცენტრირებული ვიქნებით ზაპოროჟიეს ჩრდილოეთსა და დონბასზე. შემდეგ  შევძლებთ სხვა შეტევითი მოქმედებების დაწყებას, მათ შორის ბელარუსის მიმართულებიდან. ამასთანავე, ჩვენ განვაგრძობთ უკრაინელთა ენერგეტიკის განადგურებას. ახალი წლისთვის ობიექტების 50%-ს გავანადგურებთ. ეს გამოიწვევს უკრაინის ენერგეტიკული სისტემის დანგრევას და ხუთ კლასტერად დაშლას. ვწუხვარ, რომ კიევის რეჟიმმა საკუთარი მოსახლეობა სახლებში გასაყინად გაწირა. ხალხი მათ მძევლად იქცა.

ჩვენ ვებრძვით ნარკოტიკებისა და ძლიერმოქმედი პრეპარატების მომხმარებელბოევიკებს”, აგრეთვე, ნატოს სამხედრო მოსამსახურეებს. ისინი არ არიან დაქირავებულები, არც მოხალისეები; ისინი არიან პოლონეთის არმიის ჯარისკაცები, რომლებიც შვებულებაში იმყოფებიან. ჩვენ ნატოსთან ომში ვართ. ხერსონის მიმართულებით 3000-მდე ასეთი სამხედრო მოსამსახურე იბრძოდა.

დაე, პოლონეთი, რუმინეთი და სხვები დაფიქრდნენ, რატომ წირავენ თავიანთი ჯარისკაცების სიცოცხლეს. ამაზე პირდაპირ უნდა იყოს საუბარი. ევროპელები სიცოცხლეს წირავენ კიევის კრიმინალური რეჟიმისა და ამერიკის ინტერესებისთვის. ეს მათი მთავრობების ბრალია, რომლებიც ამერიკელი მარიონეტები არიან. დარწმუნებული ვარ, ხერსონის დატოვება ჩვენი ბოლო უკან დახევა იქნება. ამის შემდეგ ჩვენ წინ წავალთ.

ლუკა მაისურაძე

https://ukraina.ru/20221109/1040670902.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here