მთავარი ახალი ამბები ხაზარაძე: მოვითხოვე, აიკრძალოს დიზელის საწვავი რომელიც დაბინძურების ყველაზე დიდი გამომწვევია

ხაზარაძე: მოვითხოვე, აიკრძალოს დიზელის საწვავი რომელიც დაბინძურების ყველაზე დიდი გამომწვევია

3342
გააზიარეთ

 

ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე საქართველოში არაკონდიცირებული საწვავის შემოტანის აკრძალვის ინიციატივით გამოდის.

ამის შესახებ მან საქართველოს „ბიზნესასოციაციის” წევრებისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“ჩვენ წარვადგინეთ კვლევა, რომელიც ჩატარდა “საქართველოს ბიზნესასოციაციაში” და ობიექტურად ვაჩვენეთ ის დადებითი მხარეები, რაც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში მოხდა, ასევე ის გამოწვევები, რომელიც არის. ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა არის სასამართლოს კუთხით არსებული სიტუაცია საქართველოში. ამავე დროს, ის დადებითი ტენდენციები იქნა აღნიშნული, რომელიც იქნა მიღებული რეფორმების შედეგად, კერძოდ, მოგების გადასახადის თემა იყო, საპენსიო რეფორმის დაწყება, ვიზალიბერალიზაცია და ა.შ. მე პირადად დავაყენე საკითხი, რომელიც ეხება ჩვენს ეკოლოგიას და იმ მდგომარეობას, რომელშიც ქვეყნის დიდი ქალაქებია. კონკრეტულად მოვითხოვე, რომ აიკრძალოს ქვეყანაში არაკონდიცირებული საწვავის შემოტანა. ეს ეხება კერძოდ, დიზელის საწვავს, რომელიც არის, პრაქტიკულად, დაბინძურების ყველაზე დიდი გამომწვევი ქალაქებში, კერძოდ, თბილისში ჰაერის დაბინძურების 67% მოდის საწვავზე. საკმაოდ სწორად იქნა ეს აღქმული. დაგვპირდნენ, რომ ეს საკითხი გადაიჭრება. სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ უახლოეს ხანში ჩვენ ვიხილავთ საკმაოდ საინტერესო და მკაცრ ნაბიჯებს ეკოლოგიის გაუმჯობესების მიმართულებით, რამეთუ ჩვენ უნდა ვაშენოთ ხარისხიანი ქვეყანა და ხარისხი იწყება იმით, რასაც ჩვენ ვსუნთქავთ და რასაც მივირთმევთ და აქ საჭიროა უკომპრომისო ბრძოლა ხარისხის მიღწევაში წარმოების, საკვების, ეკოლოგიის მიმართულებებით”, – განაცხადა ხაზარაძემ.

 

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. ბუნების დაცვის კია არა პროცენტები დაწიოს, საქართველოს რუხი მმართველი გახდა თიბისი ბანკი…გამომივიდა ბუნების დამცველი..და პიდარასტების ვითომხელოვნების რაღაცეებს ნუ აფონანსებს ეს ,,მეცენატი,”” მევახშე

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here