Home ახალი ამბები საქართველო «მართლმადიდებელი ერები გლობალისტების წაქეზებით ჟლეტენ ერთმანეთს, ხოლო სხვა მართლმადიდებლების _ ქართველებისა და ...

«მართლმადიდებელი ერები გლობალისტების წაქეზებით ჟლეტენ ერთმანეთს, ხოლო სხვა მართლმადიდებლების _ ქართველებისა და  მოლდოველების _ ომში ჩათრევას ცდილობენ. რა უნდა იყოს ამაზე უფრო საზეიმო დაცემული ანგელოზისთვის?!»       

“მტრის შვილის მკვლელობამ ადამიანის სახე არ უნდა დაგვაკარგვინოს. და, თუ ეს ითვლება დღეს ნაწილობრივ ზომბირებულ და ტვინგამორეცხილ საქართველოში პროგრესულობად, მაშინ მირჩევნია, მეძახონ რუსეთუმე და ვინარჩუნებდე ადამიანის სახეს, თუნდაც მტრების მიმართ”

450

ჩვენი გამოცემის ხშირმა სტუმარმა, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა, ჟურნალქვაკუთხედისმთავარმა რედაქტორმა ხათუნა საგინაშვილმა, რომელიც მწარე სიმართლის თქმას არასოდეს ერიდება, რამდენიმე დღის წინათ საზოგადოების მცირე ნაწილისრისხვადაიმსახურა შემდეგი ფრაზისთვის:

აფერუმ, ჩვენ აღარ ვართვეფხვისა და მოყმისქვეყანა; მგონი, აღარც ზვიადურის; თუ მტრის შვილის ვერაგი მკვლელობით არგახარება რუსეთუმეობაა, ხოლო ამით დუჟმორეული, ველური ყიჟინა და ზეიმიპროგრესულობა, მე რუსეთუმეობას ვირჩევ! ისე, თუ ამჩნევთ, “რუსეთუმეობათანდათან ადამიანის სახის შენარჩუნებასთან რომ იგივდება, რუსოფობობა კიგაპირუტყვებასთან?!”

და, მართლაც, რატომ კარგავენ ადამიანები სახეს?  “საქართველო და მსოფლიოსხათუნა საგინაშვილი ესაუბრება.

_ ქალბატონო ხათუნა, სოციალურ ქსელში დაწერეთ საქართველოს კურორტებზე რუსებისა და უკრაინელების თბილ ურთიერთობაზე და ეს, ალბათ, საკუთარი თვალით იხილეთ. მეც ბევრისგან მსმენია, რომ მათ მართლაც მშვენიერი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთანთქვენი აზრით, როგორ გადაწყდება ამ ხალხების ბედი?

_ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი ტრაგედიად მიმაჩნია. საქმე აქამდე არ უნდა მისულიყო. ამ კონფლიქტში, რომელიმე მათგანის მხარეს კი არა, ამ მოძმე ერების შერიგების მხარეს ვარ.

მესმის, რთული იქნება ამ საშინელი ომის იარების მოშუშება და ერთმანეთისკენ სავალი გზების მონახვა, მაგრამ ამის დიდი იმედი მაქვსსაფუძველს კი მაძლევს ფაქტები, რომელთა მოწმენიც საქართველოშიც ვართ _ აქ უკრაინელები და რუსები მშვიდობიანად და მეგობრულად თანაცხოვრობენ. ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რომ ისინი, ფაქტობრივად, ერთი ხალხი, ერთი ეთნოსია, მათ გასაყოფი არაფერი აქვთ, ის კი, რაც ამჟამად ხდება კიევის რუსეთის წმინდა მიწაზე, მზაკვარი ეშმას ნამოქმედარია _ მართლმადიდებელი ერები გლობალისტების წაქეზებით ჟლეტენ ერთმანეთს, ხოლო სხვა მართლმადიდებლების _ ქართველებისა და  მოლდოველების _ ომში ჩათრევას ცდილობენ. რა უნდა იყოს ამაზე უფრო საზეიმო დაცემული ანგელოზისთვის?! მაგრამ, მიუხედავად ეშმას მზაკვრობისა, იმედი მაქვს, რომ მალე დასრულდება ეს საშინელება უკრაინის წმიდა მიწაზე და მოხდება დიდი შერიგება. ეს აზრი განმიმტკიცეს წმიდა მამები, რომლებიც ბოლო ჟამს სამი მოძმე ერის _ რუსების, უკრაინელებისა და ბელარუსების _ დიდი ერთობის შექმნას წინასწარმეტყველებდნენ. ეშმაკი ყოფს, ღმერთი კი  აერთიანებს!..

_ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა: “ევროპა ცდილობს რასიზმის დამკვიდრებას, ჩვენ ნეოკოლონიალიზმს არ დავუშვებთ!” მის სიტყვებში არის თუ არა სიმართლის მარცვალი?

_ რომ გავშალოთ ლავროვის სიტყვები, დაიხატება შემდეგი სურათი: ფაქტობრივად, მიმდინარეობს ბრძოლა მსოფლიოს ერთპოლუსიანობისა და მრავალპოლუსიანობის მოსურნეთა შორის. რუსეთის პრეზიდენტსაც არაერთხელ განუცხადებია, რომ ერთპოლუსიანი მსოფლიო კაცობრიობას დიდ საფრთხეს უქადის. გლობალისტური დასავლეთი ცდილობს, თავისი ჰეგემონიის ქვეშ გააერთიანოს მსოფლიო და პოლიტიკურ ავანსცენაზე არ დატოვოს სხვა ძლიერი მოთამაშეები, ამერიკის ჰეგემონიის მთავარი მოწინააღმდეგე კი რუსეთია.

თუ რელიგიურ კონტექსტსაც მოვიშველიებთ, კაცობრიობის დაისში, უფლის მეორედ მისვლის წინ, კაცობრიობა მართლა გაერთიანდება, გლობალიზაციის პროექტი გაიმარჯვებს და სამყაროს ახალ ლიდერად ანტიქრისტე მოევლინება. ეროვნული სახელმწიფოების არსებობა, სახელწიფოთა სუვერენიტეტი, კაცობრიობის მრავალწახნაგოვნება, მრავალპოლუსიანობა და გლობალიზაციის პროექტისადმი წინააღმდეგობა მხოლოდ ახანგრძლივებს ანტიქრისტეს ეპოქის დადგომას… ყველა ერს მოეთხოვება, იყოს თავისი ეთნოსის პატრიოტი და არა ერთგვაროვანი, მუტანტი მასის უსახური ნაწილი _ ესაა სწორედ ღვთისთვის სათნო.

_ თქვენ დიდი ვაჟკაცობა გამოიჩინეთ, როდესაც სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ რუსეთუმე ხართ, რომ რუსეთუმეობა ადამიანობაა, რასაც დიდი ამბავი მოჰყვა

_ ეს ფიგურალური ნათქვამი იყო და უკონტექსტოდ არ უნდა განვიხილოთ. საუბარი იყო დარია დუგინას საზარელი მკვლელობის გამო ატეხილ ველურ, არაადამიანურ ყიჟინასა და ზეიმზე, რომელმაც შემზარა, ისევე, როგორც მზარავს უკრაინელთა შვილების სიკვდილი ამ ტრაგიკულ ომში. ჩემი ფიგურალური ნათქვამიც ამას გულისხმობდა _ მტრის შვილის მკვლელობამ ადამიანის სახე არ უნდა დაგვაკარგვინოს, ეს არ უნდა გვიხაროდეს. და, თუ ეს ითვლება დღეს ნაწილობრივ ზომბირებულ და ტვინგამორეცხილ საქართველოში პროგრესულობად, მაშინ მირჩევნია, მეძახონ რუსეთუმე და ვინარჩუნებდე ადამიანის სახეს, თუნდაც მტრების მიმართ.

საზოგადოდ კი, მტრის დამარცხება ბრძოლის ველზე უნდა გვიხაროდეს და არა ასეთი მუხანათური ტრაგედიებისას, მაგრამ სახედაკარგულ და გზასაცდენილ გირჩული მენტალიტეტის ადამიანებს მტრისთვის მხოლოდ მოშიშვლებული უკანალის ჩვენება შეუძლიათ. უფრო მეტიც _ კაცად მაშინ ხარ საქები, თუ შეგიძლია, მტერი მოყვრად აქციო. ეს შეძლო ლევან ვასაძემ დუგინთან მეგობრობით და სწორედ ამიტომ ამ უკანასკნელის საჯარო გამოსვლები საქართველოს თემაზე დიამეტრალურად არის განსხვავებული წინა წლების გამოსვლებთან შედარებით.

დასასრულ, ვიტყვი: უკვე აღვნიშნე, რომ ღვთის წინაშე ყველა ერის წარმომადგენელს მოეთხოვება, იყოს სამშობლოს პატრიოტი. ეს მე გაცნობიერებული მაქვს. პატრიოტი ქართველი კი ყოველთვის იყო და დარჩება პროქართველად. ესაა ის, რაც ყველას მოგვეთხოვება უფლის წინაშე.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here