Home ახალი ამბები მსოფლიო WSJ: აშშ-ს სურს, რუსეთსა და ჩინეთთან გააფორმოს ახალი შეთანხმება ბირთვული შეიარაღების შეზღუდვის...

WSJ: აშშ-ს სურს, რუსეთსა და ჩინეთთან გააფორმოს ახალი შეთანხმება ბირთვული შეიარაღების შეზღუდვის თაობაზე

1280

მარშალ ბილინგსლის, რომელმაც აპრილში დაიკავა შეიარაღების კონტროლზე მოლაპარაკებებში აშშის პრეზიდენტის პოსტი, განზრახული აქვს, უახლოეს ხანში შეხვდეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვს.

ბილინგსლის სურს, რიაბკოვთან განიხილოს აშშ-ის ახალი წინადადება ბირთვული შეიარაღების შეზღუდვის თაობაზე, რომელშიც ჩაერთვება ჩინეთიც, _ იუწყება ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.

ამ შეთანხმებამ უნდა შეცვალოს შეთანხმება სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შეზღუდვის შესახებ, რომელსაც 2010 წელს მოაწერეს ხელი რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა და რომელიც 2011 წლიდან ამოქმედდა. ამ შეთანხმების ვადა 10 წელია, რომლის ამოწურვის შემდეგ მხარეების თანხმობით კიდევ 5 წლით შეიძლება გაგრძელდეს. ამ შეთანხმებით გათვალისწინებულია ბირთვული ქობინების შემცირება 1500 ერთეულამდე, წყალქვეშა ნავებზე საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტებისა და მძიმე ბომბდამშენების შემცირება 700 ერთეულამდე. ბილინგსლი და რიაბკოვი ერთმანეთს ვენაში შეხვდებიან.

wedomosti.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here