Home ახალი ამბები ამირან გამყრელიძე: აჭარაში წითელას ეპიდაფეთქებაა

ამირან გამყრელიძე: აჭარაში წითელას ეპიდაფეთქებაა

1268

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შეიძლება ითქვას, რომ აჭარაში წითელას ეპიდაფეთქებაა.

”საქართველოში 1990 წლიდან წითელას ფართომასშტაბიანი ეპიდემია რეგისტრირებული არ ყოფილა 2004-2005 წლამდე, როდესაც აღირიცხა დაავადების 8 391 (უპირატესად უფროსი ასაკის ბავშვებში და ახალგაზრდებში) და დაფიქსირდა გარდაცვალების 9 შემთხვევა.

წითელას შემდეგი დიდი აფეთქება აღინიშნა 2013-2015 წლებში, როცა დაავადდა 11 000 მეტი ადამიანი, უპირატესად მოზრდილები და 5 წლამდე ასაკის ბავშვები. აღნიშნული აფეთქებისას ლეტალურად დასრულდა 4 შემთხვევა.

2016 – 2017 წლებში წითელას ეპიდაფეთქებები დაფიქსირდა ევროპის რეგიონში, აღირიცხა 14 939 წითელას შემთხვევა, 34 დასრულდა ლეტალურად (რუმინეთი იტალია, საბერძნეთში, ბულგარეთი, გერმანია, პორტუგალია, საფრანგეთი, ესპანეთი).

საქართველოში წითელას შემთხვევების ზრდა კვლავ აღინიშნა 2017 წლიდან. 2018 წელს, 29 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში უკვე აღირიცხა წითელას 102 შემთხვევა, მათ შორის აჭარაში 86”, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here