Home ახალი ამბები მსოფლიო “წახალისდეს დეზერტირობა, მიეცით თავშესაფარი!”

“წახალისდეს დეზერტირობა, მიეცით თავშესაფარი!”

ბრიტანელი კონსერვატორების გეგმა რუსეთში პოლიტიკური რეჟიმის დამხობის შესახებ

134

სანქციები და უკრაინაში სამხედრო ოპერაცია რუსეთის პოლიტიკური სისტემის დაშლას გამოიწვევს. _ ამაში დარწმუნებული არიან ავტორები ჰენრი ჯექსონის საზოგადოების (HJS) მიერ გამოქვეყნებული მოხსენებისა, რომელიც russian.rt.comმა (RT) შეისწავლა. ეს ორგანიზაცია მჭიდროდ არის დაკავშირებული დიდი ბრიტანეთის კონსერვატიულ პარტიასთან.

მოხსენებაში, რომელიც განკუთვნილია G7-ის ქვეყნების ხელმძღვანელებისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობისთვის, რუსეთის ავტორიტეტის დაკნინების გეგმაა გადმოცემული. მოხსენების შემდგენლები, რომლებიც დასავლურ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ, ფსონს პოლონეთსა და ბალტიისპირეთში ოპოზიციისა და რუსულენოვანი მასმედიის გრანტებით დახმარებაზე დებენ. მოხსენების ლობისტი შეიძლება იყოს მიხეილ ხოდორკოვსკი. მას ევროპაში რუსულენოვანი მასმედიის ქსელი აქვს, ხოლო მისი ვაჟი პავლე HJS-ის ერთ-ერთი თანამშრომლის უფროსია.

მოხსენება “რამდენად ემუქრებიან პუტინის  რეჟიმს უკრაინაში შეჭრის მოწინააღმდეგეები?” 2022 წლის ივნისში გამოაქვეყნა ჰენრი ჯექსონის არაკომერციულმა საზოგადოებამ, რომელიც დაფუძნებულია დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიიდან გასული პირებისა და ლონდონში ებრაული დიასპორის მიერ.

რუსულენოვან პრესაში ძალიან ცოტა ინფორმაციაა HJS -ზე, თუმცა ღთ-მ ამ საზოგადოების შესახებ 10 წლის წინათ იცოდა. 2010-იან წლებში ღთ-ისა და HJS-ის თანამშრომლები ერთ შენობაში მუშაობდნენ, ერთი ლიფტით მგზავრობდნენ. 2016 წელს HJS-მა მოხსენებაც კი მიუძღვნა RT-სა და ჰოლდინგ “როსია სეგოდნიას”.

ამ არასამთავრობო ორგანიზაციას შეიძლება ეწოდოს ევროპაში იმ რუსულენოვანი მედიის ჩაგვრის წამომწყები, რომელსაც ხურავენ და უთიშავენ ეთერს ევროკავშირის ოფიციალური პოლიტიკური ხაზისგან განსხვავებული პოზიციის გამო. პოპულარულ ბრიტანულ გამოცემებს (The Sun, The Guardian, Daily Mirror) ხშირად მოჰყავთ ციტატები ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელების გამოსვლებიდან საგარეო პოლიტიკის შესახებ სტატიებში.

ამჟამინდელი მოხსენება მოამზადა HJS-ის იმ განყოფილებამ, რომელიც სპეციალიზებულია რუსეთსა და დსთ-ის ქვეყნებზე. მას ასეც ეწოდება  რუსეთისა და ევრაზიის შემსწავლელი ცენტრი. “რუსეთის” განყოფილებას ხელმძღვანელობს ჟურნალისტი მაიკლ ვაისი, რომელიც, ამასთანავე, არის ამერიკული Free Russia Foundation-ის სპეციალური გამოძიების საკითხების დირექტორი, აგრეთვე, მუშაობს ჟურნალ The Interpreter-ის რედაქტორად. ჟურნალს კი გამოსცემს ოლიგარქ მიხეილ ხოდორკოვსკის შვილი პავლე.

ვაისის კოლეგა, მისი მუდმივი თანაავტორი და კონსულტანტი არის ბრიტანეთის ქვეშევრდომი, წარმოშობით კიეველი პეტრე პომერანცევი, განათლებით რეჟისორი. ის ათი წლის განმავლობაში ცხოვრობდა მოსკოვში, შემდეგ წავიდა ლონდონში, სადაც საინფორმაციო ომების სპეციალისტი გახდა. მოგვიანებით დაინიშნა პროექტ “საინფორმაციო ომების შესახებ ინიციატივების” ხელმძღვანელად ევროპული პოლიტიკის ანალიზის ვაშინგტონის ცენტრში (CEPA). ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკოსია აშშ-ის სამხედრო-საზღვაო დაზვერვის ყოფილი ოფიცერი და საინფორმაციო ომის სამხედრო-საზღვაო ოპერაციების აპარატის თანამშრომელი. უზბეკეთში დიდი ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა, დსთ-ის ქვეყნების საკითხების სპეციალისტმა კრეიგ მიურეიმ RT-თან საუბარში პირდაპირ განაცხადა, რომ HJS აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შვილობილია.

“ის თავიდანვე იყო ცსს-ის პროექტი და ფინანსდება ცსს-ის სახსრებიდან, რომლებიც ირიცხება სხვადასხვა უკიდურესად მემარჯვენე ამერიკული ფონდის გავლით”, _ განუცხადა მიურეიმ RT-ს.

შვიდი პოლიტიკური პუნქტი

მოხსენების თანაავტორთა შორისაა ჟურნალ Independent-ის ავტორი ტარას კუზიო. ის ბრიტანეთის პარლამენტის წინაშე ხშირად გამოდის ანტირუსული ინიციატივებით. სწორედ ის იყო რუსეთის მოქალაქეების მიერ ინვესტიციებისთვის მიღებული “ოქროს ვიზების” გადახედვის ინიციატორი და იდეოლოგი.

ავტორთა მოსაზრებით, უკრაინაში რუსეთის ამჟამინდელ მოქმედებას მხარს არ უჭერს საზოგადოების ძირითადი ნაწილი, ევროპისა და აშშის მიერ დაწესებული სანქციები კი ჩამოშლის რუსეთის ეკონომიკას. საჭიროა მხოლოდწნეხის გაძლიერებასაპროტესტო განცხადებების აქტივიზაციით, რათა გამოიწვიონ ვითარების დესტაბილიზაცია.

მსგავსი აზრი გამოთქვა დიდი ბრიტანეთის იმჟამინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა. მან ჯერ კიდევ თებერვალში განაცხადა, რომ “ლონდონს განზრახული აქვს რუსეთის ეკონომიკის დეგრადაცია”.

ამ მიზნების მისაღწევად მოხსენებაში მოცემულია 7 პოლიტიკური პუნქტი. ეს არის მოკლე რეკომენდაციები, რომლებიც, ძირითადად, მიმართულია G7-ის ქვეყნებისა და სხვა პოლიტიკური ლიდერებისთვის.

“პირველ რიგში, _ წერენ ანგარიშის ავტორები, _ G7-ის ქვეყნებმა უკრაინისთვის უნდა გაზარდონ სამხედრო დახმარება რუსეთის დასამარცხებლად…

G7-ის ქვეყნებმა  მიზნად უნდა დაისახონ უკრაინის მიერ რუსეთის დამარცხება და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება. უკრაინა კი უზრუნველყონ სამხედრო აღჭურვილობითა და წვრთნებით ამ მიზნის მისაღწევად”.

გეგმის ერთ-ერთი მდგენელია რეკომენდაცია რუსეთიდან მაღალჩინოსნებისა და ოფიცრების გაქცევისთვის ხელის შეწყობის შესახებ. მოხსენების ავტორთა აზრით, სამშობლოს გამყიდველებს უნდა დაჰპირდნენ პოლიტიკურ თავშესაფარს ნებისმიერ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ინფორმაციის სანაცვლოდ.

 “დასავლეთის ქვეყნების მთავრობებმა უნდა წაახალისონ რუსეთის სახელმწიფო მოხელეების დეზერტირობა, მათ უნდა მისცენ თავშესაფარი იმ ქვეყანაში, რომელსაც აირჩევენ და ეს უნდა მოხდეს ინსაიდერული ინფორმაციის სანაცვლოდ”, _ წერენ მოხსენების ავტორები.

ანალოგიურ პირობებს სთავაზობენ რუს ოფიცრებს, რომლებიც დასავლეთის ხელისუფლებებს გაუზიარებენ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შესახებ ინფორმაციას.

ეს არ არის მხოლოდ თეორია _ ასეთი ტაქტიკა გამოყენებულია ცხოვრებაში. 2022 წლის ივნისში ცნობილი შეიქნა, რომ უკრაინის დაზვერვის თანამშრომლები დაუკავშირდნენ რუსეთის სამხედრო კოსმოსური ძალების მფრინავებს და თითოეულს 1 მლნ დოლარი შესთავაზეს თვითმფრინავის გატაცებისა და უკრაინელთა მხარეზე გადასვლისთვის.

უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეცოპერაცია ჩაიშალა: მფრინავებმა გადაბირების მცდელობის შესახებ რუსეთის უშიშროების სამსახურს აცნობეს და შემდეგ მოლაპარაკებები უკვე რუსი კონტრმზვერავების კარნახით წარიმართა. შედეგად, “ეფ-ეს-ბემ” შეძლო, დაერწმუნებინა უკრაინის დაზვერვა, რომ მფრინავები თანახმანი არიან ღალატისთვის. გადამბირებელთა ნდობის მოპოვების შემდეგ რუსმა კონტრმზვერავებმა მოახერხეს მათგან ინფორმაციის მოპოვება ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მოქმედების ზონების შესახებ უკრაინის სამხრეთაღმოსავლეთში, ჟიტომირის ოლქის სიმაღლეების რუკა. ეს ინფორმაცია დაეხმარა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, რაკეტებით დაერტყათ უკრაინის რამდენიმე ობიექტისთვის.

რუსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, უკრაინელთა მიერ რუსი მფრინავების გადაბირების ოპერაცია ბრიტანული სპეცსამსახურების მხარდაჭერით ტარდებოდა.

ხოდორკოვსკის ლობი

მოხსენების სხვა რეკომენდაციები დადის პოლიტიკურ და ინფორმაციულ გადაწყვეტილებებამდე. კერძოდ, დასავლურ არასამთავრობო ორგანიზაციებს სთავაზობენ, მოუმატონ დაფინანსება “ჯერ კიდევ არსებულ” დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს რუსეთში, ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში. ეს აფილირებული პირების ლობირებას ჰგავს. ბალტიისპირეთში დაარეგისტრირეს მიხეილ ხოდორკოვსკის მედიაქსელი, იქვე მუშაობს უცხოური გამოცემა “მედუზა”, რომლის დაფინანსებასაც ხოდორკოვსკის მიაწერენ.

ხოდორკოვსკის ვაჟი პაველი ჟურნალ The Interpreter-ის მფლობელია. ჟურნალის მთავარი რედაქტორი დიდი ხნის განმავლობაში იყო მაიკლ ვაისი _ HJS-ის “რუსული” განყოფილების ხელმძღვანელი. გამოდის, რომ HJS-ში ვაისის განყოფილება რეკომენდაციას გასცემს, გრანტები გამოუყონ იმ გამოცემებს, რომლებთანაც დაკავშირებულია ვაისის უფროსი სხვა სამუშაო ადგილზე. რეკომენდებულია, აგრეთვე, ახალი გრანტების გაცემა რუსული ოპოზიციისთვის.

დასავლური დემოკრატიის ხელშემწყობმა ფონდებმა მნიშვნელოვნად უნდა გაზარდონ რუსული ოპოზიციის სხვადასხვა სტრუქტურის მხარდაჭერა, რადგან ის რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან უპრეცედენტო მტრობას ეჯახება”, _ წერია ერთ-ერთ პუნქტში.

Tusovochka

ჰარი ჯეკსონის საზოგადოების პარტნიორი “ანალიტიკაში” არის რუსეთის ანტიკორუფციული ფონდი. როგორც ამ ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ვლადიმერ აშურკოვმა განაცხადა, ისინი ერთობლივად ამზადებდნენ მოხსენებებს, კერძოდ, ბანკ “ვი-თი-ბის” შესახებ. რუსეთის ანტიკორუფციულ ფონდს კი, რომელიც შემოწირულობებს იღებდა უცხოეთიდან, თავისუფლად შეეძლო, სახსრები გაენაწილებინა თავისი კოლეგებისთვის HJS-დან.

თუმცა, მოხსენების ბოლოს თვითონ ავტორები აღნიშნავენ, რომ რუსეთში ოპოზიციის ბირთვი დაიქსაქსა და დარჩა მხოლოდტუსოვოჩკა”. სახელდობრ, ასეთ სახელწოდებას იყენებენ დოკუმენტის ავტორები ლიბერალური ინტელიგენციისთვის _ Tusovochka.

“საზღვარგარეთ წასული ნავალნის მომხრეები და ლიბერალური ინტელიგენციის წარმომადგენლები დაქსაქსულები არიან, არ ძალუძთ გაერთიანება და რუსული აუდიტორიის გონებაში შეღწევა”, _ აღიარებენ დოკუმენტის შემდგენლები.

“ნავალნის დაპატიმრების შემდეგ ღია ოპოზიციაში დარჩა მხოლოდ Tusovochka, რადგან მან, ნავალნისგან განსხვავებით, საზღვარგარეთ დარჩენა გადაწყვიტა”, _ აღნიშნულია მოხსენებაში.

“ტუსოვოჩკა” _ ეს არის ტერმინი, რომელსაც რუსები იყენებენ პატარა საზოგადოებრივი ჯგუფის ან ლიბერალურად განწყობილი ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და ინტელექტუალების ჯგუფის აღსანიშნავად, რომლებიც არ გადიან რუსი საზოგადოების ფარგლებს გარეთ.

“უკრაინაში “ნარინჯისფერი რევოლუციისა” და “ევრომაიდნის” დროს, _ განაგრძობენ ავტორები, _ ასეთი კოალიციები “წარმატებით ეწინააღმდეგებიან ხელისუფლებას, მაგრამ რუსეთში ოპოზიცია 2011-2012 წლების შემდეგ საერთო ენას ვერ პოულობს და კონსლოლიდაციას ვერ ახერხებს”.

ოპოზიციის პური

სპეცსამსახურებს შეუძლიათ, გამოიყენონ პოლიტიკური ემიგრანტები, _ ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი ნიკოლოზ სილაევი, _ მაგრამ პოლიტემიგრანტებსაც შეუძლიათ, იმ ქვეყნის სპეცსამსახურებსა და დიპლომატებს, რომლებშიც იმყოფებიან, თავს მოახვიონ თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგი”.

“თავიანთი პოზიციების შესანარჩუნებლად ამ პოლიტიკურ ემიგრანტებს შეუძლიათ იმის მოყოლა, რისი გაგონებაც გსურთ, _ განმარტავს სილაევი. _ ამასთანავე, ფაქტი არ არის, რომ ასეთი ანალიტიკა ასახავს საქმის რეალურ მდგომარეობას. ისინი, ასევე, დაინტერესებულნი არიან, რომ დასავლეთმა განაგრძოს ბრძოლა რუსეთის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ეს ხომ მათი პურია.  პოლიტემიგრანტებს სჭირდებათ, რომ ამ პროცესში მათთვის ყოველთვის იყოს ადგილი”.

ისინი აუცილებლად ისაუბრებენ მეტი თანხის დაბანდებაზედამოუკიდებელ პრესაში”, რომელიც დასავლეთის ფულზეა დამოკიდებული. მოუწოდებენ, გააფართოვონ ეს სათბური ადამიანებისა და ორგანიზაციებისა, რომლებიც გროშებისთვის მივლენ ხოდორკოვსკისთან ან ევროპულ, ბრიტანულ, ამერიკულ ფონდებში”, _ აღნიშნავს სილაევი.

ექსპერტის თქმით, “აქ ერთმანეთთანაა შერეული დასავლეთის  საგარეო პოლიტიკური სტრატეგია, რუსეთის საკითხების ექსპერტიზა, რომელსაც ემიგრანტები წარმოადგენენ და რომლის მოხმარებასაც მიჩვეულია დასავლეთი, და ამ ემიგრანტების მატერიალური ინტერესების ლობიზმი.

აღსანიშნავია, რომ თვით HJS-ის ფინანსური მდგომარეობა ბოლო საანგარიშო წელს გაუარესდა. ორგანიზაციამ 2020 ფინანსურ წელს ნაკლები დაფინანსება მიიღო, _ ნათქვამია ბოლო ანგარიშში. 2020 წელს საერთო შემოსავალი 794 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო, 2019-ში კი _ 1,48 მლნ. საზოგადოებაში შემოსავლების შემცირებას კორონავირუსის პანდემიას უკავშირებენ.

ღია წყაროების მონაცემების მიხედვით, ორგანიზაციას მხარს უჭერენ კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლები, მისი დონორების 90% ის ორგანიზაციებია, რომლებიც მხარს უჭერენ დიდ ბრიტანეთში ებრაულ დიასპორას. ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი, რომელიც 2022 წლის სექტემბრამდე ხელმძღვანელობდა კონსერვატიულ პარტიას, ცნობილი იყო, როგორც რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის სამხედრო და არა მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრე. სახელდობრ, ჯონსონს ეკუთვნის გამონათქვამები “ბარბაროსული რუსეთი” შესახებ. სწორედ ჯონსონმა დაიწყო პირველმა კიევისთვის მასშტაბური დახმარების გაწევა.

ბობოქარი საქმიანობის ეფექტი

“HJS-ის მსგავსი ორგანიზაციები, ძირითადად, იმისთვის არსებობენ, რომ მათი შემქმნელი სახელმწიფო მანქანის წარმომადგენლებმა შეძლონ, უფროსებს ანგარიში ჩააბარონ თავიანთი ბობოქარი საქმიანობის შესახებ, _ ამბობს ნიკოლოზ სილაევი. _ მათი რეალური გავლენა თითოეულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს”.

HJS-ის გავლენის შეფასებისას უფრო კრიტიკულია სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი ნატალია ერიომინა.

“თუ ასეთი ორგანიზაციები მოიპოვებენ რაიმე აღიარებას, _ ისინი შეიძლება მიიწვიონ პარლამენტის სხდომებზე, _ ამბობს ექსპერტი და მათ მოხსენებას მოისმენენ. მათ შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი აზრი, რომელიც შეიძლება გაითვალისწინოს პარლამენტმა, მაგრამ მეტს ვერაფერს შეძლებენ”. ერიომინას ეჭვი ეპარება, რომ ჰენრი ჯექსონის საზოგადოების მსგავს სტრუქტურებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაზე.

“ისინი უფრო მიმართულნი არიან კონტაქტებისა და კავშირების ქსელის ჩამოყალიბებაზე, ისინი შეიძლება იყვნენ შუამავლები საზოგადოების სხვადასხვა სტრუქტურას ან კოლექტივს შორის. მოკლედ, ქსელში მუშაობაა მათი ამოცანა. მათ შეუძლიათ, თავიანთი ეგიდით გამართონ ღონისძიებები, რათა დარაზმონ ხალხი”, _ განმარტავს ექსპერტი;

ნიკოლოზ სილაევმა, თავის მხრივ, ხალტურის მოყვარულები უწოდა Hჟშ-ის, იმიტომ, რომ მათ პრინციპულად ახალი არაფერი შემოუთავაზებიათ.

“შეუმჩნეველია ინტელექტუალური შრომა. მოხსენებაში არ არის ნოვატორული იდეები, რომლებიც ცოტა განსხვავებული იქნებოდა იმისგან მაინც, რაც თვითონ ამ ადამიანებს აქვთ ნათქვამი, _ ამბობს სილაევი, _ ცხადია, რომ ამ რეკომენდაციების უმეტესობის შესრულება შეუძლებელია”.    

ექსპერტმა ივარაუდა, რა მოხდება, თუ G7-ის მთავრობები უსიტყვოდ დაემორჩილებიან მსგავს ანალიტიკოსებს.

“უკრაინაში სამხედრო მოქმედებები გაგრძელდება, უკრაინას ექნება უფრო მძიმე დანაკარგები, ხოლო რუსეთსა და ნატოს შორის პირდაპირი სამხედრო შეჯახების საფრთხე კიდევ უფრო რეალური იქნება”, _ განაცხადა ნიკოლოზ სილაევმა.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here